თაკო და ელე კარის მეზობლები არიან, ნუ იყვნენ,
რადგან ელე ცალკე ცხოვრობს ახლა, ანუ მთელი ბავშვობა ერთად აქვთ
გატარებული, ჩხუბებით და საბოლოოდ შერიგებებით, ერთი სკოლა აქვთ
დამთავრებული, თითქმის ყველა მოვლენა გაზიერებული აქვთ ერთმანეთისთვის და
ახლა ამ ამბის გაზიერება უწევთ და გააზრებაც...
შვებულება აიღო ელენემ, რომ თაკოსთან ყოფილიყო, სანამ წასვლის დღე დაინიშნებოდა... გერმანიაში ალბათ სანდრო გაყვება, რადგან არ ვარდება პანიკაში და ეს თაკოსთვის უკეთესია...
თაკოს ეძინა და ელენე სასეირნოდ წავიდა...
ვაკის პარკი
მგონი ერთადერთი პარკია თბილისში, სადაც შეიძლება დაჯდა და კარგად იგრძნო
თავი, თან ბევრი მოგონება აქვს ამ პარკთან დაკავშირებული...
ბავშვობა, თაკოსთან ერთად გატარებული
სანდროს ნაჩუქარი გვირილები
მუსიკა, რომელიც 33ა-ში ისმის ხოლმე
მთელი დღე იარა
ღამე მარტო მოდიოდა ვაკე-საბურთალოს გზაზე და თან ცრემლები მოსდიოდა,
იმიტომ რომ ცხოვრობდა ცუდად, სვამდა ბევრს, უხეშობდა, ბიჭებს ხშირად
იცვლიდა, ისე რომ არ უყვარდა არცერთი, სანდრო ამაზე სულ ეჩხუბებოდა, მაგრამ
ან არ უნდოდა გაგება, ან არ შეეძლო თავის თავზე გამარჯვება...
ღამე იყო, ასე 11 საათი, სანდროს მიადგა და უყვიროდა ეზოში და თან ცრემლები მოსდიოდა
-რატომ ყვირი ამხელა ხმაზე, ჩამოვალ მოიცადე
ცრემლიანი ელენე, ეს ის წუთებია, როცა სანდროც არაადეკვატური ხდება ხოლმე
-რა დაგემართა, თაკოს გამო ხარ ასე ?
-ყველაფრის გამო სანდრო, აღარ მინდა სიცოცხლე, მე რატომ არ გამჭყლიტა მანქანამ
-თავი ხელში ოდესმე აგიყვანია ?ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ იყო ბედნიერი, მაგრამ თავად ანგრევ ყველაფერს
-სანდრო რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ მგონია რომ შემიძულებ
-ეგ გამორიცხულია, რადგან ყველაზე ძალიან მიყვარხარ ადამიანებს შორის, ეს ჩემი ავადმყოფობაა ასე მგონია, მიდი თქვი
-სანდრო ორსულად ვარ... და მეშინია ძალიან, პირველად ცხოვრებაში ძალიან
მეშინია, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო და როგორ უნდა ვიცხოვრო...
გულში ჩაიკრა სანდრომ...
-მამას არ უნდა ბავშვი ?
-მამას დედა არ უნდა და გამომდინარე აქედან არც ბავშვი
კარგი, მამის ამბავი ეს შენ აღარ გეხება ელე, რა არ იცი, გააჩინო თუ
მოკლა? შენს ისედაც ”მშვენიერ” საქციელებს, კიდევ ამას თუ დაუმატებ, მერე
ალბათ "გაბომჟებულს" გნახავ ქუჩაში სადმე...
-სანდრო გეზიზღები?
-ელე
შენი მხოლოდ სიყვარული შემიძლია და სხვა არაფერი, ბავშვს გააჩენ, ის ვერ
იგრძნობს უმამობას, მე ვიქნები მის გვერდში, სანამ არ იპოვი შენს ნამდვილ
სიყვარულს...
აბა, როდის გამოგყვე ექიმთან?
-სანდრო, მე, მე ნაპოვნ...
-რა იყო თქვი რა გაწუხებს ?
-არა, არაფერი, მე ვიქნები დედა და მე ამ საჩუქარზე არ ვიტყვი უარს
-ყოველთვის ვიცოდი, რომ შენ იყავი გმირი და ამ გადაწყვეტილებით ეს დამიმტკიცე...
სამშაბათს ფრენაა და ყველა აეროპორტშია...
თაკო სასწრაფოს მანქანით მიიყვანეს დანიშნულების ადგილამდე...
-თაკო ხომ დამიბრუნდები ? რომ ჩამოხვალ რაღაც უნდა გითხრა
-კი ელე დავბრუნდები, ან ეტლში და ან ისე, მაგრამ შენს მოსმენას ყოველთვის შევძლებ
-თაკოო
-ვიცი რომ გიყვარვარ...
სანდრო პატარა ჩემოდნით...
უყურებდა ელენე და იმედს ხედავდა მასში, ყველას დაემშვიდობა და ბოლოს მივიდა ელესთან
-პაწაწინ, თავს გაუფრთხილდი, ისეირნე ცოტა ხნით ჩემს გარეშე, ჭამე
წესიერად, არ დალიო და არ მოწიო, წიგნები დაგიტოვე დღეს ოფისში და რაღაც
კიდევ, ხო და კიდევ ერთი, იფიქრე ჩემზე, რადგან მჭირდება ეს, ეს
გამაძლიერებს, რომ თაკოს უფრო ძლიერად ამოვუდგე მხარში, ხო იცი სიყვარულს
ჯაჭვური თვისება აქვს
-მე ისედაც სულ შენზე ვფიქრობ და ვიტირებ ახლა
-ეგ ტირილი ორსულობის ბრალია, ეხოზე ჩემს გარეშე არ წახვიდე, მე უნდა ვნახო ბავშვი პირველმა :)
-სანდრო შენც გამიხსენე ხოლმე რა
-ამაზე მეტად ვეღარ გაგიხსენებ, რადგან ისედაც სულ გულში ხარ და გონებაშიც, წავედი კნაჭიკ...
რა იქნებოდა, როგორ ჩაივლიდა ოპერაცია, ეს ყველაფერი ერთად მაინც
აძლიერებს ადამიანს, თაკოც უფრო ძლიერი იყო ახლა, აღარ ეშინოდა პეპლების და
ძაღლების მაგალითად, გადაფასება მოხდა ბევრი რამის, მწუხარება აძლიერებს
ადამიანს...
ელემ წიგნები წამოიღო და სახლში 9 საათზე მივიდა, ეს
უკვე გამოსწორების პირველი ეტაპი იყო, რაღაცის დათმობა თავისი პაწაწინა
შვილის გამო, რომელსაც ჯერ ვერ გრძნობდა ნათლად, მაგრამ თითქოს თავისი თავი
აღარ ეზიზღებოდა, რადგან ვიღაც კარგს ატარებდა შიგნით...
წიგნები
და წერილი, სანდროს წერილი...
სტაფილოს წვენი მოიმზადა და წერილის კითხვას შეუდგა...
kargi sandrikaa es <3
ReplyDeleteeeee niniaaa <3 aq ar velodi shens komentars :))
ReplyDelete