-პოპკორნი დიდი ხო ?
-რა თქმა უნდა დიდი ვატო, ვეღარ დავდივარ, თორემ მადა კი არ დამიკარგავს
-არ მიყვარს ამ თემაზე რომ ხუმრობ ხოლმე, რადგან მგონია რომ გული გტკივა და მხოლოდ ჩვენს გასამხიარულებლად აკეთებ ამას
-ნუ გგონივარ კეთილი გთხოვ, ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ მეხუმრება, იმიტომ
რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, ფეხების ამბავი დროებითია, გამივლის
-უძლური ვარ შენი ოპტიმიზმის მიმართ
-რეალიზმის ვატო, ოდითგანვე გასწავლი სხვაობას ამ ორს შორის :)
იცინეს ბევრი
ისეირნეს
სადარბაზოსთან მიიყვანა, როგორც ადრე
-თაკო მაპატიებ?
- მე ეს ამბავი როცა გავიგე, მაშინვე გაპატიე, რადგან მივხვდი რომ
ინანებდი, რადგან გიცნობ, საკუთარ თავზე მეტად გიცნობ, გიცნობ იმიტომ რომ
მიყვარხარ, ჩვენი სიყვარული გაუძლებდა ამ გამოცდას
-თაკო
-ხო
-მომცემ კიდევ ერთ პაწაწინა შანსს?
-ჩვენ ამ სიყვარულს ერთად მივცემთ შანსს
-მგონია, რომ ეს მესიზმრება :)
ერთად ყვირილი, ერთად ყვიროდნენ, აი, ასე ეზოში იყვნენ და ყვიროდნენ,
ყვიროდნენ რადგან შერიგდნენ, შერიგდნენ იმიტომ რომ უყვართ ერთმანეთი და
სხვა ადამიანებს ხომ არ დაუთმობენ გულს, უნდა იყო იმასთან ვინც გიყვარს და
ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში უთანასწორობაა...
მეხუთე თვე
ელე თანდათან აცნობიერებდა, რომ ოთხ თვეში ყველაფერი კიდევ უფრო
შეიცვლებოდა, მოიმატებდა პასუხისმგებლობა, სიცოცხლეს მეტი ხალისი
ექნებოდა...
სანდრო ესპანეთიდან ორ კვირაში დაბრუნდა, ვატო და თაკო დახვდნენ, ელე არ წასულა დასახვედრად
-ის სად არის ?
-სახლშია
-რატომ არ მოვიდა?
-არ ვიცი, შენ მიდი
-მე მივალ, მაგრამ რატომ იქცევა ასე ?
-რას გაიგებ
ელე ოთახში იყო და ხატავდა, სანდრო დიდხანს იდგა მის ზურგს უკან და
აკვირდებოდა, ფიქრობდა იმაზე, თუ რა ძლიერი იყო მისი გრძნობა, ბოლოს ხმის
ამოღება გადაწყვიტა, მერე ისევ გადაიფიქრა და ასე ნახევარმა საათმა
გაიარა...
-ელე, რატომ არ დამხვდი?
მოიხედა ელენემ და ხედავს სანდროს და თითქოს ყველა ტანჯვა გადის, სადღაც იკარგება
-არ ვიცი
-მიპასუხე
-შემეშვი
დაიხარა სანდრო და აკოცა...
-მეგობრობას წერტილს დაუსვამს ეს კოცნა
-რატომ ? ჩვენ მეგობრებიც ვიქნებით, გვეყვარება ერთმანეთი და ვიცხოვრებთ სულ ერთად...
ოთხი თვე
ის ოთხი თვე, რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო ელენესთვის და სანდროსთვისაც
ყოველი წამი ერთად გატარებული...
-სანდრო ელენეს დაეწყო მშობიარობა და მოდი ჩქარა...
საავადმყოფო
ელენეს სახე
სანდროს ხელი მის ხელზე
-სანდრო ჩემს ოთახში დევს პარკი, შენი სახელი აწერია და მინდა რომ აიღო
-სასწრაფოა?
-კი
ყველა იქ იყო, მთელი სამეგობრო, მღელვარება იმატებდა
სანდრო ბლოკში შეყვანამდე მასთან იყო
-ელე ცოლად გამომყვები ? აი აქედან რომ გამოხვალ
-სანდრო, მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, ყველაზე ძალიან მინდა სიცოცხლე, მინდა რომ სულ ვიყო და შენც სულ იყო, მაგრამ რა ვიცი
ექიმი
ბლოკის კარი
1 საათი
2 საათი
ბლოკის კარი
ექიმი
ბავშვი კარგად არის
დედის გადარჩენა შეუძლებელი იყო, თავიდანვე თქვა, რომ თუ რამე მოხდებოდა,
ბავშვს უნდა ეცოცხლა, ეს ხელწერილი ჩემთან არის კაბინეტში, ჩვენ თავიდანვე
ვუთხარით, რომ იყო საფრთხე, მაგრამ მან გვითხრა, რომ მისი სიცოცხლე,
უკეთესი, უფრო კეთილი სიცოცხლით უნდა შეცვლილიყო...
სანდრო
ელეს ოთახი
პარკი
წერილი
”ახლა როცა ამას ვწერ, დილაა, თაკო ვატოსთან ერთად სეირნობს, შენ
სამსახურში ხარ და მწერ ხშირად და მე ბედნიერი ვარ. სიცოცხლე ასე ძალიან
არასდროს მყვარებია, თუმცა ვგრძნობ მალე შეიცვლება ყველაფერი, იმდენი დრო
დავკარგე წუწუნში, უხეშობაში, მაგრამ ეს ოთხი თვე ყველაზე ბედნიერი იყო
ჩემთვის, რადგან მყავდი შენ, უკვე ნამდვილად ჩემს გვერდით და ნამდვილად
შეყვარებული
მიყვარდი მთელი ცხოვრება, მაგრამ მიმაჩნდა, რომ არ ვიყავი შენი ღირსი და ახლაც ასე მიმაჩნია...
მალე გაჩნდება ანიტა, ბებოს საპატივცემულოდ მინდა დავარქვა, ბებოს
სიყვარულისთვის, შენ გახსოვს როგორ მიყვარდა, როგორ განვიცადე ეს ამბავი,
თითქოს ის სითბო რაც გამაჩნდა, ბავშვობის სითბო, ბებოს გარდაცვალებამ
წამართვა, მაგრამ ახლა მე მიყვარს მთელი გულით და შენი სიყვარული მე
მაძლიერებს...
ბავშვის მამას არ დაუწყო ძებნა, რადგან ვერ იპოვი, კარგი
ადამიანია, მაგრამ არ ცხოვრობს აქ და არც არაფერი იცის, ინგლისი თუ
ეყვარება ბავშვს არ გაგიკვირდეს, ანუ სისხლის ყივილი იქნება...
ყველა
ჩემი ურთიერთობა იყო შეცდომა, რადგან შენს გარდა არავინ მყვარებია, მაგრამ
ყოველთვის მეგონა რომ შენ ვერ შეძლებდი ასეთი უღირსი ადამიანის შეყვარებას,
მაგრამ შევცდი...
ექიმები მაფრთხილებენ, რომ არის საფრთხე, მაგრამ მე
მინდა რომ ანიტამ იცოცხლოს, მინდა რომ გაზარდო შენ, გაზარდოს თაკომ, ვატომ,
ბებიამ და ბაბუამ, ყველამ ვისაც სიკეთის და ბედნიერების მიცემა შეუძლია
მისთვის, შენ გმირს ხედავდი ჩემში ყოველთვის, ეს არ არის გმირობა, მაგრამ
თითქოს გავს, რადგან მაინც ვუთმობ სიცოცხლეს მას, ის იმსახურებს
ბედნიერებას, ჩემი ბედნიერება მე მივიღე უკვე
ეს პასუხიმგებლობა იტვირთე ჩემთვის
შენ ნამდვილად ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის და გთხოვ, რომ არ დაკარგო ამ ამბის გამო სიცოცხლის სიყვარული, ჩემს შვილსაც ასწავლე ეს
სანდრო იქნებ მაინც გადავრჩე
მეშინია
მაგრამ ბედნიერი ვარ
მიყვარხარ
აი ტელეფონის ხმაა და შენ რეკავ, ახლა ავიღებ
მოდი აქ დაგემშვიდობები და ვუპასუხებ შენს ზარს...
ანიტას მწვანე თვალები აქვს
წაბლისფერი თმა
ასეირნებს სანდრო
და მის თვალებში ელეს გამოხედვას გრძნობს...
თავგანწირვა- სიყვარულის მტკიცებულებაა
მტკიცებულება, რომ შენ შეგიძლია გიყვარდეს
თავგანწირვა, მხოლოდ სიცოცხლის დათმობით არ გამოხატება
თავგანწირვაა, როცა სიყვარულისთვის შეგიძლია დათმობა...
No comments:
Post a Comment