Tuesday, January 28, 2014

გუშინ ერთ საყვარელ ადგილას ვისხედით, კარგი მუსიკა გვედო ფონად, ვსაუბრობდით ფეხბურთზე, ადამიანებზეც, ცუდადაც ვხუმრობდით...
მოჰიტო შევუკვეთე, ჰარმონიაში ვართ მე და ეგ სასმელი, ალბათ იმიტომ, რომ მე და მწვანე ფერი დაბადებიდან ვმეგობრობთ, ბარმენი ბიჭი გულიანად აკეთებდა მას, ამ დროს გავხედე,  მუსიკა და მისი ეს საქმე სრულ იდილიაში იყვნენ, ეგრევე ანუკის მივუტრიალდი და ვუთხარი ამაზე დავწერთქო...
იმდენად იდეალური წამი იყო, რომ გამეცინა...

რა შეიცვალა ამ ბოლო დროს ?
ბევრი რამ თითქოს... მაგრამ ადრე როგორც იყო, ის უფრო მომწონდა, ადრე არ ვიმჩნევდი ადამიანების ფარსს, ახლა შემჩნევა დავიწყე და ყველასთან გაჩერება აღარ შემიძლია...

ოცნებების ასრულება ?
ეგ რომ სრულდება ხომ ვიცით, ფაქტები უამრავია, აი მაგალითად ჩვენი ერთი მწვანეთვალება მეგობარი ახლა ინგლისშია და ხვალ დიად მატჩს დაესწრება...

გული ?
ეგ იკარგება ხოლმე, ან ჩვენ ვიკარგებით სადღაც, მაგრამ სანამ ვართ, გვაქვს შანსი, რომ ვიცხოვროთ გულიანად...

დაკარგული ადამიანები?
ან გიპოვიან, ან იპოვი, გუშინ მივაგენით ერთ დაკარგულ ადამიანს, გვინდოდა მისი პოვნა და მოვნახეთ გზა...
თავად ძალიან დაკავებული ყოფილა, მაგრამ ძალიან გაუხარდა შეხმიანება და მთავარი ის არის, რომ გაუხარდა...

ადამიანები ?
ოჰ, ეგ რთული თემაა და თან ყველაზე ძვირფასი და ბედნიერებაა, რომ არიან...
შენი სიცილი რომ ესმით და უხარიათ, რომ ვერ იკავებ სიხარულს მარტო და რომ ურეკავ და რომ გიგებენ, აი ეს გვაძლევს ძალას, რომ კიდევ ბევრჯერ გაგვიხარდეს...

ეს ბრელოკების ფოტო იმ ტექსტთან თემატურად რა ...

ცხოვრების სასწაული სიყვარულშია :)

Saturday, January 25, 2014

არ ვიცი ზუსტად რისი ბრალია, მაგრამ ბევრი რამ მავიწყდება, ან იმიტომ რომ უმნიშვნელოა, ან იმიტომ რომ ვეღარ იტევს გონება...
თუმცა მახსოვს ადამიანები, მნიშვნელოვანი ადამიანები განსაკუთრებით, ნუ მნიშვნელოვანი ჩემთვის, თორემ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანია სამყაროსთვის და სხვა ადამიანებისთვის...

გუშინ მეგობრებთან მივდიოდი, მიყვარს მათ სახლში მისვლა, თბილია და ჩემია, ძალიან მეძინებოდა, თვალებიც დავხუჭე გზაში და ისე მივდიოდი, მერე პატარა მოსახვევია, უცბად გავიხედე და ვხედავ ადამიანს, რომელიც ბავშვობას უკავშირდება, ასე 3, ან 4 წლის ვიყავი, ეზოში პასკებს მიკეთებდა ქვიშისგან...
”პასკა გამოცხვი” -აი ეგ ამბები... ქვიშის ფერიც მახსოვს, ის ოქროსფერი ახლაც მახსოვს...
გავხედე და ვიცანი, თავადაც მიცნო, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მიცნო და სწრაფად გავიარე.
ავუყევი გზას, ისიც მოდიოდა მეგობართან ერთად და ხელში ჩაფხუტი ეჭირა.
ვერ მოვითმინე და შევანელე ნაბიჯი, საბოლოოდ გავჩერდი, მუსიკას ვუსმენდი და ტელეფონს ვატრიალებდი ხელში...
რა თქმა უნდა ის იყო, სახე არ შემეშლებოდა, ძალიან თბილად შევხდით ერთმანეთს...
ბავშვობა ყველაზე ნამდვილი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში და ალბათ იმიტომ არის მნიშვნელოვანი...
ახლა სახლში ვზივარ და ბებოს ვუყვები ამ ამბავს და ვიცინით...
ბებო:
-ჩვენ ვხუმრობდით და თქვენ მართლა გიყვარდათ ერთმანეთი...
გახსოვს, თოჯინასაც გიგა დაარქვი
-ვაიმე ხო, ეგ აღარ მახსოვდა, ანუ მაგის გამო თუ დავარქვი, მახსოვს მარიამი რომ გამოდიოდა, სულ ამ თოჯინის გამო ვჩხუბობდით :))

რომ ავედი ჩემებთან ვთქვი რომ დავწერდი ამაზე, თითქოს ისე ვთქვი, ვიხუმრე, მაგრამ მაინც დავწერე :))

ნუთუ ბავშვობაშიც უყვართ, ძალიან ვხალისობ ამ ამბავზე...
მგონი ყველაზე გულწრფელად ბავშვობაში უყვართ, რადგან ბავშვობაში ნამდვილები ვართ :))
ალბათ ცოტა ბავშვობა დიდობაშიც უნდა შევინარჩუნოთ, რომ შევძლოთ ადამიანების სიყვარული...

Monday, January 20, 2014

ორი კვირა ვერ გავედი გარეთ, სახლში მინდოდა სულ ყოფნა, ვკითხულობდი, ვწერდი, ვმეცადინეობდი ჩემთვის რაღაცეებს, ვუყურებდი ფილმებს, არსენალის შესახებ გამოვიწერე წიგნი, გიგა მოდიოდა საღამოობით და ვუყურებდით ძველ თამაშებს, განსაკუთრებით იმ თამაშის ყურება უყვარს, აი 8:2 რომ მოუგო მანჩესტერმა  არსენალს, ძალიან ბევრს ღადაობს ამ მატჩზე...

-გეხვეწები არსენალის ფანი არ გახდე რა
-არ ვაპირებ ფანობას, უბრალოდ მაინტერესებს რას წარმოადგენს ეს გუნდი
-მომიყევი რა ხდება ?
-შემეშვი გიგა
-მიდი ცანცარ
-ოოო
-კარგი მე გეტყვი, რაც გჭირს
ის ბიჭი, ჯორჯი, გგონია რომ გიყვარს, მაგრამ ეს არ არის სინამდვილე, ინგლისმა გაგიმძაფრა ეს გრძნობა, თორემ აქ შეიძლებოდა არც მიგექცია ყურადღება, არსებობს ასეთი გატაცებები, ამ სიტყვის ყველაზე განსაკუთრებული გაგებით, გაგიტაცებს სადღაც, გაგაკეთებინებს ბევრ რამეს, მაგრამ მალე მთავრდება და რომ მთავრდება, ზუსტად ეგ აძლევს ძალას იყოს ძვირფასი და ბოლომდე ჰქონდეს ძლიერი გავლენა შენზე
-ოჰ, საიდან მოიტანე?
-დამიჯერე, ხომ იცი ბევრი რამ ვიცი, გამოცდილებამ თავისი გააკეთა
-ყველას თავისი გამოცდილება აქვს
-არასდროს აძლევ თავს უფლებას, რომ კარგად იყო რა, ახლა ინგლისზე ჩაიციკლები, იცხოვრებ მონატრებით და შენი აწმყო ისე იქცევა წარსულად, რომ არ იცხოვრებ, შეირგე რა, ჩაიცვი და წავიდეთ, წავიდეთ სადმე
-სად ?
-წამოდი ხევსურეთში

მახსოვს ძალა მომეცა, ჩავიცვი და წავედი გიგასთან და ელესთან ერთად, კარვებით ვიყავით, ერთი კვირა დავრჩით და მივხვდი ამ ადამიანებს სჭირდებოდათ ძლიერი ჩემი თავი, უხაროდათ ჩემი კარგად ყოფნა და მე არ მქონდა უფლება, რომ ვყოფილიყავი ცუდად...
 ეს დრო ყოველთვის კარგად მახსენდება...

მთებმა ამავსეს და დამაჯერეს, რომ სამშობლომ ისევ ჩამიკრა გულში და მაძლევდა ძალას, უფლებას, რომ ვყოფილიყავი კარგად აქ და რომ ბედნიერების მოსაპოვებლად არ იყო საჭირო სხვაგან გაქცევა...

ახლა როცა ჩემ ცხოვრებას ვუყურებ, თვალს ვავლებ, ვფიქრობ რომ მიცხოვრია და რაც გამიკეთებია ძირითადად გულით და ამიტომ არ მწყდება გული ბევრ რამეზე...

პირველი პერიოდი მაინც მეფიქრებოდა ინგლისზე, ჯორჯზე, მაგრამ მერე დავუბრუნდი საკუთარ რიტმს, თბილისურ ცხოვრებას, გადავეშვი საქმეში, ახალი პროგრამები, მეორე სამსახური და ახალი მაგისტრატურა, ფსიქოლოგიურზე ჩაბარება გადავწყვიტე, უფრო სწორედ გიგას თხოვნით და შთაგონებით მოხდა ეს...
გამოცდებისთვის მზადება არ იყო ადვილი, დილით სამსახური, თან მეორე სამსახურის საქმეები და მერე მეცადინეობა, ღამეებს ვათენებდი, მაგრამ თან მომწონდა ეს ყველაფერი, თავი სულ დაკავებული უნდა გქონდეს, ამ დროს ნაკლები შანსია ცუდი ფიქრების და აქედან გამომდინარე ცუდი საქმეებისაც.

ერთ საღამოს სახლში ვიყავი, წიგნზე მეძინა ფაქტიურად, ზარის ხმამ გამომაფხიზლა, კარი ისე გავაღე, არც გამიხედავს ვინ იყო 
-ვატო 
-როგორ ხარ?
-შემოდი, რა ვიცი კარგად ვარ, ვმეცადინეობდი

ჩაი გავუკეთე, ლიმონი დავჭერი, ნამცხვარი გამოვიტანე და დავჯექი ხალიჩაზე
-მითხარი ვატ რა ხდება?
-ანუ გაინტერესებს რატომ მოვედი ?
-არა, ნუ ხო, ეგეც მაინტერესებს, მაგრამ კიდევ მაინტერესებს ზოგადად რა ხდება
-მინდოდა დღეს ყველაფერი მეთქვა, ყველაფერი იმის შესახებ თუ რა ხდება ჩემს გონებაში და საერთოდ რა ხდება ჩვენს ურთიერთობაში
-მკითხე და ყველაფერს გეტყვი
-მე გეტყვი ჯერ
-მიდი ვატ
-მე დავიბენი, შენმა წასვლამ ძალიან იმოქმედა, ვეღარ ვისვენებდი, სულ ვნერვიულობდი და სულ შენზე ვფიქრობდი, ვეღარ გავიგე მეგობრობა იყო, თუ სხვა რამ

ამას ვისმენდი და მინდოდა გამეჩერებინა, რომ აღარ ეთქვა ბოლომდე, რადგან აღარ ჰქონდა აზრი, ჩემთან ეს მოწონება უკვე გავლილი იყო, ვეღარ ვპოულობდი გულში.

-არ შემაწყვეტინო რა ან
-ვატო გთხოვ გაჩერდი, ვიცი ყველაფერი, მეც ეს გრძნობები მქონდა და იმიტომ გავიქეცი, ვეღარ გავუძელი ამ გაურკვევლობას და გავიქეცი, მეგონა მიყვარდი, თუმცა ასე არ ყოფილა, შეიძლება თაიას ამბავმაც იმოქმედა, თუმცა არა, ამერია გრძნობები, ასე ხდება ახლო მეგობრობისას...
ვატო დიდხანს მიყურებდა
მერე ადგა და წავიდა, მაგრამ მე არ გამიჩერებია, აღარ ჰქონდა აზრი გაჩერებას...
2 კვირაში თაია ცოლად მოიყვანა, მე და გიგამ ბევრი ვიცეკვეთ ამ ქორწილში...
ბევრი დავლიეთ და დილით ”პახმელიაზე” ერთად გამოვდიოდით სადღაც სახინკლეში...

 ფსიქოლოგიურზე ჩავაბარე, მაგისტრატურის მეორე ნაწილი გერმანიაში დავამთავრე...

ახლა როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ, უკვე შვილი მყავს, გიო, არა ორი შვილი მყავს, ელე და გიო, ისე მიკვირს, ჩემი ცხოვრების ასეთი შემოტრიალება, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იმას გავყვებოდი ცოლად, ვინც ყველაზე და ყველაფერზე მაგრად მიცნობდა...
მახსოვს ციგურებზე ვსრიალებდით, წავბორძიკდი როგორც ყოველთვის, გიგამ დამიჭირა
-რას ეცემი სულ ?
-ოოო რა ვიცი
-ანიუტ
-დიახ
-მოდი გადმოდი ჩვენთან საცხოვრებლად
-რატომ ?
-გვიყვარხარ და იმიტომ

ყოველთვის ვფიქრობდი რომ სიყვარული მშვიდი გრძნობა იყო, მანადმე რა ამბებიც გადამხდენია, ყველაფერს შფოთი მოჰქონდა, როცა გიგასგან ეს სიტყვები გავიგე, სრულმა სიმშვიდემ დაისადგურა ჩემში და არც მიფიქრია ბევრი, ჩავეხუტე და ასე ვეხუტები ახლაც...
სახლში, როცა მასზე ადრე მივდივარ და მერე ზარის ხმა მესმის, გულში ყოველთვის სითბო მეღვრება, რადგან ვიცი რომ მოვიდა სახლში...
გიგა არის ადამიანი, ვის გამოც შემიძლია მოვკვდე და ზუსტად ვიცი ისიც ასეა...
სულ მეგონა, რომ ქორწინება ურთიერთობებს აკნინებდა, მაგრამ რასაც არ ელი ის ხდება, მე პირიქით დამემართა, მალე მინდა ხოლმე გაღვიძება, რადგან ვიცი გიგას დავინახავ...
პატარა ქორწილი გვქონდა
სექტემბერში
მინდორში
მერე ინგლისში წავედით 
მანჩესტერი -არსენალის მატჩს დავესწარით, ამ დროს მოიესს გუნდი უკვე მწყობრში ჰყავდა მოყვანილი და არსენალი სასტიკად დამარცხდა, მერე სულ საუბრობდნენ, რომ ძველი მანჩესტერი დაბრუნდაო, სხვანაირია, მაგრამ ძველი დიდების სურნელი ასდის ისევო...
მახსოვს იმ ადგილს გავხედე, სადაც არსენალის გულშემატკივრები ისხდნენ, მგონი ჯორჯიც დავინახე
გამეღიმე
და მიხვდი, ადამიანები ტყუილად არ მოდიან ჩვენ ცხოვრებაში, ისინი სულ რაღაცას გვასწავლიან...

სახლიდან ვმუშაობ, ერთ თვეში გავდივარ სამსახურში
არა, 2 სამსახურში
უი, რომელი საათია
გიოს ჭამის დროა
და ელენე სკოლიდან არის გამოსაყვანი
ჰეჰ, გიგაც მალე მოვა...
-გიგ, ლუდი და ჩიფსები წამომიღე რა...
-არ მოიკლო, წამოგიღებ ბევრს :))


გვეშლება ხოლმე ნერვები ადამიანებზე, ხანდახან მათ ზედაპირულ დამოკიდებულებაზე, თუმცა ხშირად ფარსზეც, თუმცა იქნებ ასე არც არის, იქნებ სულაც არ არის ფარსი, იქნებ ამაზე  მეტად არ შეგვიძლია სიყვარული, მაგრამ ჯერ ხომ ცოცხლები ვართ და ეს ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ვისწავლოთ...
ხანდახან ვერ მოვითმენთ
იქნებ ხანდახან მოვითმინოთ კიდეც
გავბრაზდებით
ხანდახან ვაპატიებთ
შევიძულებთ
შევიყვარებთ მერე
ვაწყენინებთ
ბოდიშს მივიღებთ
ხანდახან ვერ ვიტყვით
ხანდახან პირიქით
ვიბრძოლებთ ადამიანებისთვის
ხანდახან დავთმობთ და გავუშვებთ მათ
ვიცოცხლებთ
ვიარსებებთ ხანდახან
და მერე ისევ ვიცოცხლებთ
დავეცემით
ხანდახან არ წამოვდგებით, ვიწვებით
მერე მოვა ვინმე და მოგვცემს წამოდგომის ძალას
ხანდახან თავად ავდგებით
თუმცა ყველაზე ხშირად იმ ძალით ავდგებით, რომელიც გულში ცხოვრობს, რომელიც მთავარია, რომელიც კეთილია...
არის ასეთი ძალა ამ ქვეყანაზე ?
კი, ეს ძალა სიყვარულია...
და ის გულშია...

Friday, January 17, 2014

თვითმფრინავი მიწას შეეხო და ვიგრძენი, რომ დავბრუნდი იქ, სადაც უნდა დავბრუნებულიყავი, იმ ადგილს შევეხე, რომელმაც გამზარდა, რომლის ქუჩებიც ძალიან მიყვარს, რომლის გაზაფხული სულ კარგ ხასიათზე მაყენებს...
სამშობლოს მიმართ ჩემეული დამოკიდებულება მაქვს, როგორც ყველაფრის მიმართ საერთოდ...

სამშობლო ის ადგილია, სადაც გული სხვანაირად ძგერს, სადაც თავს დაცულად გრძნობ, მიუხედავად პოლიტიკურად ხშირად მძიმე ვითარებისა...
არავინ იცოდა, რომ დღეს ჩამოვდიოდი...
ბევრი ხალხი იყო აეროპორტში, ადამიანები სიხარულით, ხან ცრემლით ეგებებოდნენ ერთმანეთს, მე მარტო ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი წინ მელოდებოდა, ელეს ჩახუტებას ხომ არაფერი შეედრება...
ტაქსი გავაჩერე
ჩუმად ვიჯექი, არადა ვსაუბრობ ხოლმე ტაქსისტებთან
ნიაზი იყო ჩართული და გამიტაცა მუსიკამ
წამიღო სადღაც ინგლისის პარკებში, სტადიონზე და ჯორჯთან...
შენ ქუჩას რომ უახლოვდები, თუნდაც ორი ქუჩით ადრე, ხვდები რომ სახლში ხარ, კარგად იცნობ იქაურობას და იქაურობაც გიცნობს შენ...
ჩემი ეზო
სადარბაზო
კიბეები
ლიფტი
კარი
და სახლი...
ყველა სახლს თავისი სუნი აქვს და ამ სუნს მერე იქ მცხოვრები ადამიანები ატარებენ...
ერთი სუნი გვაქვს მე და ჩემ სახლს და მიყვარს ეს ერთობა...
მუსიკა ჩავრთე
ცხელი წყალი ამშვიდებს ნერვებს
და მერე შენი საწოლი...
ძილმა დიდხანს არ დააყოვნა
რა თქმა უნდა ჯორჯი დამესიზმრა...

გავიღვიძე, თავიდან ისევ ინგლისში მეგონა თავი, მერე სახლი ვიცანი, საათს დავხედე და მივხდი დრო იყო დავბრუნებოდი საკუთარ ცხოვრებას...
ვისაუზმე, ახალი ტანსაცმელი ჩავიცვი, საჩუქრები გადავალაგე და გიგასკენ გავეშურე, ამ დროს მიდის სამსახურში და ელესაც გვიან ტოვებს ბაღში...
გიგას მანქანა ეზოში იდგა, ანუ სახლშია ჯერ, სადარბაზოსთან პატარა სკამია, ამ სკამზე დაგვილევია კიდეც და ძალიან ბევრი თემა განგვიხილავს მე და გიგას, ვიჯექი ამ სკამზე და მახსენდებოდა ყველაფერი გიგასთან დაკავშირებული...
კარის ხმა გავიგე, ყოველთვის გიჟივით კეტავს ხოლმე, ჩამორბოდნენ კიბეზე და იცინოდნენ...
გამოვიდნენ
გული ამომივარდა სიხარულისგან, თავიდან ვერ დამინახეს, უფრო სწორად დამინახეს, ვერ აღმიქვეს...

-გიგაააააააააააააააააააააააააა
-ააეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
-ანიუტააააააააააააააააააააა
ორივე ერთად გამოვარდა და ძალიან მაგრად ჩამეხუტნენ...
-ანიუტა ნორმალური ხარ? ყველაფერს ველოდი შენს გარდა, ისე მიხარია, აეეეეე, მორჩა ვაცდენ სამსახურს, ელე შენ ბაღს და წავედით სადმე...
ყველგან გადარეკა და ყველას ეუბნებოდა დღეს მე ვერ მოვალ სამსახურში, რადგან ანიუტა ჩამოვიდა, ელეს მასწავლებელიც შეშალა ჭკუიდან...

მთაწმინდაზე გამაქანეს და დაახლოებით 2 საათი ყინულზე ვისრიალეთ...
მერე ახალ გახსნილ ძველ რესტორანში მივედით, გლინტვეინი და პონჩიკები...

-ჰა შენ საჩუქარი
-ეეე, აბა რა არის...
მახსოვს სახე გაუშეშდა, ყველაფერი იყო, წიგნები, რიოს მაისური, მოიესის ავტოგრაფი, აქსესუარები და კიდევ ბევრი რამ...
ელე ჩავარდნილი იყო საკუთარ საჩუქრებში...
-ანიუტა
-რა იყო ელე?
-ძალიან მომწონს ყველაფერი და დიდი მადლობა, მაგრამ შენი ჩამოსვლა მაინც ყველაზე და ყველაფერზე მაგრად მიხარია
-მოდი ჩემთან ელე, უნდა ჩაგეხუტო...

კალთაში მეჯდა ელე, ლოყა ლოყაზე მქონდა მიდებული და გულში მყავდა ჩაკრული და ვხვდებოდი, რომ ეს მთავარია, რომ ბავშვები უნდა იყვნენ ბედნიერები, რადგან სუფთები და ნამდვილები არიან ისინი...

-ანიუტ, რაღაც მოწყენილი ხარ, არ გიხარია დაბრუნება ?
-მიხარია ელე, უბრალოდ იქაურობაც მენატრება და ადამიანები, რომლებიც იქ დავტოვე
-გაგამხიარულებთ თანდათან ანუკ
-კი ელე, ყველაფერი ძველებურად იქნება
ამას ვეუბნებოდი და გული მტკიოდა, პარკუჭების ტკივილს ვგრძნობდი, რადგან მონატრება მკლავდა...

-ანიუტა, არ მეგონა ყველაფერს თუ ჩამომიტანდი, ამ მაისურს აღარც გავიხდი ალბათ
-მიხარია რომ მოგწონს, ვეცადე ყველაფერი ჩამომეტანა 
-ან შეცვლილი მეჩვენები, თუმცა ვიცოდი, რომ ინგლისი შეგცვლიდა, მაგრამ თითქოს არ ჩამოსულხარ, თითქოს ისევ იქ ხარ...
გიგა მოვიდა, ჩვენ ახლოს დაჯდა და მაგრად ჩაგვეხუტა მე და ელეს, ასე ვისხდით დიდხანს, გიგას ხელზე მედო თავი და ვტიროდი, გიგა კარგად მიცნობდა არ უკვირდა ეს...

საღამოს დავბრუნდით სახლში, მანამდე ელე ბებიასთან დავტოვეთ და გიგა ჩემთან წამოვიდა...
ვისხედით სახლში და ფოტოებს ვათვალიერებდით...
-ამოიღე ხმა და აღმოთქვი რაც გაწუხებს
-არ შემიძლია გიგ, ვერ ვსაუბრობ
მერე თიკა გამახსენდა, თუ არ უნდა ვუთხრა
-მიდი, მიდი მითხრა და დაისვენე
-გიგ თიკა ვნახე
-ვიცი
-იცი ?
-ხო, მე მკითხა შენი ადგილსამყოფელი
-ანუ ყველაფერი იცი ?
-კი ანიუტ, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ სანამ თავად არ გეტყოდათ, არ მინდოდა მე მეთქვა, ხომ გესმის ?
-კი გიგა, ალბათ იმიტომ იყავი ცუდად ხო ?
-თავიდან მძიმე იყო ამის გადატანა, რადგან უსაფუძვლო მიზეზად მიმაჩნდა, მაგრამ ბოლოს გავუგე, მიყვარდა და გავუგე, ვაპატიე და გავუშვი რა, ძალით ხომ არ მოვაბრუნებდი, ორსულად იყო და იმიტომ გამომყვა ასე მალე და ალბათ მეც იმიტომ მოვიყვანე, მიყვარდა, მაგრამ ეს რომ არ ყოფილიყო, ასეთ პატარა ასაკში ასეთ დიდ პასუხისმგებლობას არ ავიღებდით საკუთარ თავზე
-თავიდან გაოცებული დავრჩი, მაგრამ გავუგე ბოლოს,ვიცი ეს ცუდი განზარახვით არ გაუკეთებია, უბრალოდ არ შეეძლო სხვანაირად მოქცევა...
-ვიცოდი რომ გაუგებდი... ახლა შენი ამბები მომიყევი, მიდი, მიდი
-დღეს არა რა გიგ, აქ იყავი და არ წახვიდე რა... რამე მომიყევი და შენ ხმაზე დავიძინებ რა...

გიგა რაღაც ისტორიებს მიყვებოდა, ჩვენ ამბებს იხსენებდა და ადვილად მიხსნიდა თუ როგორ ვენატრებოდი, ამის მოსმენა ხადხადან აუცილებელია ადამიანებისთვის, რომ მიეცეთ ძალა, ძალა ცხოვრებისთვის...
ასე ჩამეძინა და მეორე დღეს შუადღეს ძლივს გავიღვიძე...

გიგა წასული დამხდა, საუზმე უყიდია და მაგიდაზე დაუტოვებია, ვისაუზმე, თუ ვისადილე არ ვიცი, საჭმელი მივიღე და ასე "პიჟამოში" და ხალათში დავჯექი კომპიუტერთან...
მეილი შევამოწმე
სამსახური
სამსახური
მეგობრები
დედა
მამა
მერე Facebook-ზეც შევედი, დიდად არ მიყვარს აქ ყოფნა, მაგრამ ახლა თითქოს რაღაც მიხმობდა იქ, იქ ჯორჯისგან ველოდი რამეს, თუმცა ვიცი ძალიან იშვიათად შედის, თითქმის არც შედის და ალბათ არც ახლა შევიდოდა, არაფერი დამხვედრია მისგან და თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში, უკვე ვგრძნობდი რომ ადვილი არ იქნებოდა მის გარეშე და ზოგადად ინგლისის გარეშე ცხოვრება...
არსენალის და ბაიერნის მატჩი გადმოვწერე, ცხელი შოკოლადი მოვიმზადე და დავიწყე ყურება, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ შეიძლება ფეხბურთს უყურებდე და თან ტიროდე, ყველაფერი ისეთი ახლობელი ჩანდა, ყოველი წამი ისე მაგრად მახსოვდა, ახლა ჯარიმა იქნება, ახლა ყვითელი...
ტრიბუნებს აჩვენებდნენ
ჯორჯს ვეძებდი, მაგრამ არ ჩანდა, მერე მივამსგავსე ერთს, დავაპაუზე, მაგრამ არ იყო ჯორჯი, მერე იყო სასტვენის ხმა და მერე ძილი ისევ მოვიდა...

ზარის ხმამ გამაღვიძა, ძლივს მივედი კართან...
მშობლები
საიდაან გაიგეს
რა თქმა უნდა ამიკლეს, მამას ჩამოვეკონწიალე კისერზე და აღარ ვეშვებოდი, მათთვის ყოველთვის პატარა გოგო ვიყავი, რომელსაც სულ ანებივრებენ და რომელიც უანგაროდ უყვართ...
საჩუქრები დავაყარე თავზე
რა თქმა ძალიან მოეწონათ
ვისკი იქვე გახსნა მამიკომ  და დავიწყეთ დალევა, თითქოს სევდა სადღაც გაქრა ცოტა ხნით
ხმამაღლა ვიცინოდით, მერე ისევ ზარის ხმა იყო, დედამ გააღო კარი, მე და მამა საუბარში ვიყავით გართულები და არაფერი გვაინტერესებდა...
ნინაკას ხმა მომესმა
-უნამუსო ხარ, როგორ არ მითხარიიიიიი
-მაპატიე ნინაკ
ვატოს აღარ ველოდი და ისიც შემოვიდა, ისეთი ნაწყენი სახე ჰქონდა ვეღარ გავუძელი, მივირბინე და ჩავეხუტე
-მეორე დღეა აქ ხარ და ახლა უნდა ვიგებდეთ
-დაღლილი ვიყავი ვატულიკ
-გიგას ნახვა კი მოასწარი და რა ვიცი
-კარგი ნუ ეჭვიანობ
-ხო იცი ყოველთვის ვეჭვიანობ შენზე

სასმელი ჩამოტანილი მქონდა და ყველაფერი ამ დღეს გაიხსნა, ღამე გიგაც მოვიდა, ეგრევე მასთან გადავჯექი...
მერე ვიმღერეთ
ვიცინეთ
და დაგვათენდა...
ელეს ჩემს ლოგინში დავაწვინე, ვუყვებოდი რაღაცეებს და ბოლოს მეც მასთან ერთად მიმეძინა...

ადამიანებს ყოველდღე არა, მაგრამ როცა მოგენატრება უნდა უთხრა ეს, რადგან დიდი ძალა აქვს ამ სიტყვებს და აქ მოსარიდებელი არაფერია...
როცა გრძნობ რომ გიყვარს მეგობრები, აი გულში რომ მოგიჭერს რაღაც ამ დროსაც უნდა თქვა ალბათ...
იცი რაზე ვფიქრობდი? ორ წინადადებაზე
როცა ერთი მხარე ეუბნება მეგობარს
მე შენ მენატრებოდი და ძალიან მიყვარხარ
მეორე მხარე კი თავის მხრივ ამბობს
მე ზოგადად არ მაწუხებს მონატრების გრძნობა, არავინ მენატრება თითქმის, რაღაც გარკვეული შემთხვევების დროს მახსენდება ადამიანები, მეც დიდი პატივს გცემ და მიხარია რომ ვმეგობრობთ...
სიტყვას "მეც" იყენებს არასწორად, რადგან შენ უთხარი რომ გიყვარს და გენატრება და ის პატივს გცემს და უხარია რომ მეგობრობთ, ეს ორი წინადადება ერთმანეთის საპირისპირო არ არის, მაგრამ ერთიათქო ვერც ამას იტყვი, რადგან სიყვარული თავის მხრივ მოიცავს პატივისცემას, მაგრამ პატივისცემა არ გულისხმობს სიყვარულს...
"მენატრებოდი, ანუ ვფიქრობდი შენზე და "მიხარია რომ ვმეგობრობთ", მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ვფიქრობდი შენზე...
ასეთ დროს ხვდები, რომ ადამიანებს ერთნაირად არ უყვართ ერთმანეთი, ყველას თავისებურად უყვარს, ზოგს ნაკლებად და ზოგს მეტად, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვისმა სიყვარულმა შენდამი, სიყვარულის ხარისხმა არ უნდა შეამციროს შენი სიყვარული მისდამი, თუმცა ეს არ არის ადვილი, რადგან თუ არ მიიღე სიყვარული, საკმაოდ რთულია გასცე იგი...

Thursday, January 16, 2014

დილით სანამ ლექციაზე წავიდოდი, მანამდე გავიგე ვატოს ამბავი, ვერ ვიტყვი, რომ არ ჩამწყდა რაღაც გულში, მაგრამ სხვა ამბებზე ვიყავი გადართული, თან სხვა ქვეყანაში და ისე მძაფრად აღარ განმიცდია, როგორც წარმომედგინა.
თაიას რაც ვიცნობ სულ ვატო უყვარს და ბოლოს ვატომაც გადაწყვიტა დაეთმო მისთვის, შთაბეჭდილება ცოტა შემეცვალა, იმ გაგებით რომ ვერ წარმომედგინა ვატოსგან მსგავსი საქციელი, რადგან სულ ამბობდა, რომ უბრალოდ ვინმესთნ, უბრალოდ ყოფნის გამო არ იქნებოდა, არ განვიკითხავდი მის საქციელს, ეს ჩემი ფიქრები იყო...
ხანდახან ვფიქრობდი, რომ ინგლისში იყო ჩემი ადგილი და აღარ მქონდა სურვილი საქართველოში დაბრუნების, მომწონდა ჩემი აწმყო და იქ ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა, ასე ვფიქრობდი ამ ეტაპზე, თუმცა შეიძლება ასეც ყოფილიყო, წინასწარ ვერ გაიგებ სად როგორ მოიქცევი...

ჯორჯს ირლანდიაში მივყავდი და ამაზე ვიყავი გადართული. ძალიან დავახლოვდით, მასთან საოცრად თავისუფლად ვგრძნობდი თავს, ყველაზე გულწრფელი მასთან ვიყავი, ვაკეთებდი იმას, რასაც ვფიქრობდი, რადგან ვიცოდი არაფერს ცუდს არ იფიქრებდა ჩემზე, მინდოდა უცბად ქუჩაში ცეკვა, ვიცეკვებდი, მინდოდა სიმღერა, ვიმღერებდი, ასე თავისუფლად თავი არასდროს მიგვრძნია და არ მეთმობოდა ეს ყველაფერი...
დაბრუნების დრო მალე მოდიოდა, არადა ვიზას ვადა არ გასდიოდა და ქვეცნობიერად ვაწყობდი გეგმებს, გეგმებს აქ კიდევ დიდხანს დარჩენის, მერე ფიქრებში გიგა და ელე მოდიოდნენ, მერე მშობლები და მერე მეგობრები და თითქოს სამშობლოსკენ მექაჩებოდნენ...
 ჯორჯი ნახევრად ირლანდიელი იყო, მისი მშობლების ისტორიას რომ ვისმენდი სულ მეღიმებოდა და თან ვრწმუნდებოდი, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს. დედა ირლანდიელი ჰყავს და მამა ინგლისელი, ოჯახებიდან დიდი დაპირისპირება მოყვა მათ სიყვარულს, მაგრამ მაინც თავისი გაიტანეს და ახლა ძალიან კარგი ოჯახი ჰყავთ, ამის ნათელი დასტური კი ჯორჯია...
                                               
                                                         ჯორჯი
ჯორჯი ნახევრად ირლანდიელია და მეორე ნახევარი ინგლისელობას დაუკავებია, დაბადებულია და გაზრდილია ლონდონში და არსენალის გულშემატკივარია, ფოტოგრაფია და აქვს თავისი სტუდია, არსენალის ფან-კლუბშიც მუშაობს და ცხოვრებით კმაყოფილია...
მთავარი ღირსება: უყვარს ადამიანები, თავისი საქმე და ცხოვრება...

  ირლანდიამ გამანადგურა, 1 კვირა დავრჩით იქ და აღარ მინდოდა წამოსვლა, ვტიროდი წამოსვლისას, მწვანეა იქაურობა, ადამიანები ისეთი მხიარულები არიან და მათი პაბები გამორჩეულია...
გავიცანი ჯორჯის მშობლები და ვცხოვრობდი მათთან და მეგონა საკუთარ სახლში დავბრუნდი...

-ადექი ანიუტა
-”პახმელია” მკლავს ჯორჯ
-გამოგიყვანთ

დამაპროწიალებდა ყველგან, გამაცნო ყველა იქაური მეგობარი და ყველა ისე მიღებდა, როგორც სახლში დაბრუნებულ ადამიანს, ამ გრძნობის გადმოცემა ძალიან ძნელია, ვხვდებოდი, რომ აქედან წასვლა უდიდესი დარტყმა იქნებოდა...

ერთი კვირის შემდეგ ლონდონში დავბრუნდით, ისევ სწავლა და ჩვეული სწრაფი რიტმი...

 -ჯორჯ სად დაიკარგე ?
-ხვალ მატჩია ანა და ვემზადებით, გერმანელები ჩამოვიდნენ და მძიმე ამბავი გველის, მაგრამ ვიცი რომ მაგრად დავუდგებით
გერმანელების ხსენებაზე ვატო გამახსენდა და გამკრა გულში რაღაცნაირად...
-ჩემთვის იქნება ბილეთი?
-არის უკვე
-მშვენიერია, პრეზენტაცია რომ გაქვს მოსამზადებელი და რომ ვერ ასწრებ, აი ამაზე ვღელავ, გინდა გაგიკეთო ?
-ანააა მაგარი ხარ, თუ არ დაგეზარება გამიკეთე რა
-შენთვის არაფერი მეზარება
-რა იყო, ხომ არ ჩავსრიალდი შენ გულში ?
-ოოო, ჯორჯ, გადი რა...
-ხვალ საღამოს გამოგივლი და წაგიყვან სტადიონზე...

ღამე იყო, ვიჯექი თბილ ინგლისურ სახლში და ვაკეთებდი ჯორჯის დავალებას და მინდოდა სულ მეცოცხლა, მეშინოდა საქართველოში დაბრუნების და მეშინოდა ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრების, მაგრამ თან ვიცოდი, რომ იქ მელოდებოდა ხალხი, მეგობრები, მშობლები და ელენე, მაგრამ აქ უნდა დამეტოვებინა ჯგუფელები და ჯორჯი, ადამიანი, რომელმაც უკეთესობისკენ შემცვალა, თითქოს ძალიან მაგრად დამარტყა თავში და შემაყვარა ყველაფერი ის, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა, აწმყოს დაფასება მასწავლა და ცხოვრების შერგება...
მინდოდა ჩემოდანში ჩამესვა და წამეყვანა თბილისში, მაგრამ ვიცოდი, რომ ამას ვერ ვთხოვდი, რადგან ჯორჯისთვის ინგლისი ყველაფერია...

მეორე დღეს ლექციაზე შემოირბინა, გადავეცი პრეზენტაცია და ჩააბარა ლექტორს, არსენალის ფორმა ეცვა და სახე ალეწილი ჰქონდა, ქაოსურად გამოიყურებოდა, მერე მოვიდა მადლობა გადამიხდა და ცხვირზე მაკოცა, ცოტა შევცბი, შემეშინდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი...

საღამოს 2 საათი ვიდექი სარკესთან და ამას რომ მივხვდი, იმასაც მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს, რაღაც ისეთი მაგარი, რაც მატრიალებდა, მიწას ვერ ვგრძნობდი ფეხების ქვემოთ და ერთი სული მქონდა ჯორჯი როდის მოვიდოდა...

დამირეკა
-ანა დროულად, ქვემოთ ვარ
-მოვდივარ

ერთ წამში ვიყავი ქვემოთ, პუნქტუალობას შემეჩვია...
სტადიონისკენ გავიქეცით, ასეთი ჯორჯი პირველად ვნახე და მივხვდი, როცა საქმე ფეხბურთს ეხება ყველაზე და ყველაფერზე მაგარია...

სტადიონი გადატენილი იყო
შევდივართ
სიმღერის ხმა მომხვდა სახეში და ამ ემოციამ გული შემიკუმშა, არსენალის ქურთუკი მომაცვა ჯორჯმა და მომიჩინა საკუთარი ადგილი, პირველი მატჩი ბაიერნს ჰქონდა მოგებული, მაგრამ აქ ყველაფერი შემოტრიალდა...
არსენალმაც მოიგო ზუსტად იმ ანგარიშით და დაიწყო დამატებითი დრო...
ჯორჯი კვდებოდა
მეგობრებთან ერთად იდგა და შეშლილი იყო...
დამატებითი დროის მეორე ტაიმის ბოლო წუთზე გავიდა გოლი და მერე მხოლოდ სასტვენის ხმა მახსოვს და ჯორჯის განწირული ყვირილი...
ტიროდა
ეს სიგიჟეა
მაგრამ ალბათ ყველაზე მაგარი სიგიჟეა სიგიჟეებს შორის...
ლონდონი იმ ღამეს აიწია
აი ავარდა ცაში და მერე დაეშვა ქვემოთ...
მთელი ღამე მათთან ერთად ვიყავი და ეს დღე სულ იცოცხლებს ჩემში...

დილას პარკში გამეღვიძა, ჯორჯის მხარზე მედო თავი, ავხედე, ეღვიძა
-ჯორჯ აქ გვეძინა ?
-კი, სკამზე დაგვძინებია
-ჯორჯ
-რა იყო?
-ერთ კვირაში ვბრუნდები
-ვიცი ანა
-მიჭირს
-ვიცი
-შენ აქ რომ დარჩები და მე ჩემ სამშობლოში დავბრუნდები
-ანა დარჩი ინგლისში და დარჩი რა ჩემთან
-ჯორჯ არ შემიძლია
-ანა
-რა იყო?
-იცი რაც
-ხომ ვიცი...
 მერე მისი სახე ჩემ სახესათან იყო ახლოს და მერე მაკოცა...

ერთი კვირა გამოცდებში გავიდა, მერე გამოსაშვები საღამო შემოუერთდა ამ ყველაფერს, სწავლა წარმატებით დავამთავრე და ძალიან მიხაროდა...
კლუბში წავედით ჯგუფელებიც და ლექტორებიც
ბოლომდე გავერთეთ, დაცემამდე...
მეორე დღეს სახლში მივედი, დავიძინე, მერე ბარგი ჩავალაგე, მერე ჯორჯმა გამომიარა და მერე მხოლოდ აეროპორტი მახსოვს...

-ანა პირდაპირ გეუბნები რა, მოდი დარჩი და გამომყევი ცოლად
-ჯორჯ არ შემიძლია
-რატომ ?
-უნდა დავბრუნდე იქ
-ანა
-ხო
-როგორც ფეხბურთის გარეშე ვერ გავძლებ ერთი დღე, ისე შენ გარეშე, ამას ვერ გაიგებ, რადგან ზუსტად არ იცი რას ნიშნავს ჩემთვის ჩემი გუნდი და ეს სპორტი
-ჯორჯ წავედი, არ შემიძლია ეს განშორებები...

ჯორჯი ჩამეხუტა და გამიშვა
მოვდიოდი და ვხვდებოდი, რომ რაღაც საოცარი შეცდომა დავუშვი, მაგრამ აღარ ვაპირებდი რამის გამოსწორებას...
ბოლოს მოვიხედე და ჯორჯი ზურგით იდგა
გაშეშებული იყო
ასეთი მოწყენილი ჯორჯი არასდროს მინახავს
გულში რაღაც ჩამწყდა და ამეტირა...
მერე იყო თვითმფრინავი და ზღვა მოგონებების...

ხანდახან გინდა დაივიწყო ყველაფერი და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო და მისთვის იზრუნო, მაგრამ ეს ვერ გაგაბედნიერებს, ადამიანები არ უნდა  დაგავიწყდეს, ისინი თავისი ენერგიით გაძლევენ ძალას, რომ შეძლო ცხოვრება...
ერთმანეთი თუ დაგვავიწყდა, ადამიანობა დაგვავიწყდება...
შეიძლება საკუთარი თავისთვის დაგეზაროს რამის გაკეთება, მაგრამ იმ ადამიანისთვის ვინც გიყვარს, ეს არ დაგეზარება...
სიყვარული აძლიერებდა, აძლიერებს და გააძლიერებს ადამიანს ყოველთვის და მისცემს ძალას, რომ გახდეს უკეთესი...

Tuesday, January 14, 2014

-ახლა ვნახე შენი მონაწერები ვატ, გთხოვ არ იფიქრო ცუდ რაღაცეებზე, ჩამოვალ და ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც ადრე და რაც უნდა მოხდეს, მინდა იცოდე, რომ შენ ცვლიდი ჩემს ცხოვრებას ყოველთვის და ასე იქნებოდა მუდამ...
გულში ხარ

-ჯორჯ რა ხმამაღლა მღერიან ესენი ?
-მანჩესტერის გულშემატკივრებს არ უჭირთ სიმღერა, ხმაურიანები არიან ძალიან, ახლა შიგნით შევალთ, ჩემი მეგობარია პრეს-ცენტრში და მოახერხებ ავტოგრაფის აღებას
-ჯორჯ მაშინებ რა :))
-ეს უკვე მომწონს, ბოლოს ცოლად გამომყვები და აღარც გაგიშვებ ინგლისიდან
-ნუ აფრენ, თუმცა არაფერია გამორიცხული...

მატჩმა ისე ჩაიარა, როგორც გიგას გაუხარდებოდა...
მაისური, აქსესუარები და ავტოგრაფი უკვე შეფუთულია გიგასთვის...

ინგლისი მცვლის, ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ახლა უფრო ვაფასებ ჩემ ქვეყანას, უფრო მიყვარს და ვნანობ იმ დღეებს, უხასიათობაში რომ გავატარე, აქ სულ კარგ ხასიათზე ვარ, არადა ჩემ სამშობლოს უფრო სჭირდება ჩვენი კარგი ხასიათი... ადამიანები გაღიმებულები დადიან, ამათაც აქვთ პრობლემები, მაგრამ უფრო მეტი გზა აქვთ მათი მოგვარების, ალბათ ეს გზები უნდა შევქმნათ ჩვენც...
 ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, ასე მეგონა აქ ჩამოსვლამდე, მაგრამ აქ იმდენი რამის მოსწრება მიწევს და თან ისეთი ხალისით ვასწრებ, რომ თურმე ვყოფილვარ, მეგობრების ნახვა რომ დაგეზარება, ესეც სიზარმაცეა, კარგ ხასიათზე ყოფნა რომ გეზარება, ესეც სიზარმაცეა, მინდა ცოტათი უკეთესი დავუბრუნდე ჩემ ქვეყანას და რაღაც წვლილი შევიტანო მის უკეთ ყოფნაში...
აქ ისე უყვართ თავისი სამშობლო, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გამორჩეული იყოს, არ ბაძავენ სხვას, თავისას აფასებენ და ავითარებენ და რაც მთავარია ეს კარგად გამოსდით...

ინგლისში ყოფნას კიდევ ერთი სასწაული მოყვა, სახლში ვიჯექი და ვმეცადინეობდი, მეილი შევამოწმე და თიკას წერილი დამხვდა, შეხვედრას მთხოვდა, იცოდა რომ ინგლისში ვიყავი, თავადაც აქ ცხოვრობს, ამდენი წლის შემდეგ გამოჩნდა, თავიდან ნერვები მომეშალა, თითქოს მაინც ვერ ვაპატიე ეს გაუჩინარება, მაგრამ შეხვედრაზე მაინც დავთანხმდი...

ძალიან ვღელავდი
ნაბიჯს ვუჩქარებდი, არ ვიცოდი რა მეკითხა და მეშინოდა მისი პასუხების ჩემს დასმულ კითხვებზე...
პარკში მელოდებოდა
ციოდა
მივდიოდი, ვუახლოვდებოდი და ვხვდებოდი რომ თიკა იყო, ის ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარდა, რომელთანაც ბავშვობა მაკავშირებდა...
ზურგით იჯდა, ვიდექი და ვუყურებდი და ბოლოს აღმოვთქვი მისი სახელი...

-თიკა
-ანი, ანი
მახსოვს წამოდგა და ძალიან მაგრად ჩამეხუტა, ცრემლები ვერ შევიკავე, ისევ ის სუნი ჰქონდა, თიკას სუნი, რომელიც ბავშვობას მახსენებდა, პაბში წავედით და მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, იქ ლუდები დავლიეთ და მხოლოდ მესამე კათხის შემდეგ გავბედე კითხვის დასმა:

-თიკა, თუ არ დაგისვი მთავარი კითხვა, ვერ ვისაუბრებთ დანარჩენზე, ავად ხარ, თუ რატომ გაიქეცი?
-ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი რომ კარიერას და ოჯახს ვერ შევუთავსებდი ერთმანეთს, რეპეტიციაზე მაგვიანდებოდა და ელე არავინ დაიტოვა, გიგა სამსახურში იყო, ძალიან გავბრაზდი, ვიცი არაფერი მამართლებს, მაგრამ მივხდი ასე ცხოვრება აღარ მინდოდა, თან მინდოდა დატანჯულიყო გიგა
-რას ბოდავ? რატომ უნდა დატანჯულიყო?
-მეგონა რომ მე უფრო მიყვარდა, სულ ვეჭვიანობდი, მაგრამ ეს არასდროს მითქვამს მისთვის
-ექიმთან იყავი ? ეტყობა რაღაც გჭირს, გიგას ძალიან უყვარდი, ეს ხომ ყველამ ვიცოდით
-კი ვუყვარდი, მაგრამ ისე არა, როგორც მე მინდოდა, მინდოდა იდეალურად ვყვარებოდი, როგორც ადრე, მერე ეს ყოფითი პრობლემები შემოვიდა ჩემსა და მას შორის, ელემაც წაიღო მისი ყურადღება
-მინდა გაგიგო და არ მესმის
-არ მჭირდება არავის გაგება, მჭამდა ეს ფიქრები, ის რომ ახალგაზრდობას ვკარგავდი, ორსულად ვიყავი და იმიტომ გავყევი, თორემ არ ვაპირებდი
-ჰმ, არ ვიცოდი ეს ამბავი, რატომ დამიმალე?
-ვიცოდი ეს არაფერს შეცვლიდა, მეგონა მოვერგებოდი ოჯახს, მაგრამ არ ყოფილა ჩემი ეს ამბავი
-ელე ულამაზესია შვილო, გიგა კვდებოდა, სვამდა, ძლივს მოეგო გონს და ეს არ იწვევს სინანულს, არ ნანობ, რა გჭირს შეგცვალეს ? თუ რა უბედურებაა ეს ?
-არავის შევუცვლივარ, უბრალოდ თქვენ იმდენად კარგები იყავით ყოველთვის, რომ ვერ ამჩნევდით ჩემს თვისებებს
-რა უნდა გითხრა ?
-არაფერი, ეს ჩემი არჩევანი იყო, ახლა მაქვს კარიერა და ვარსებობ რა და ვხვდები, რომ არ გამოვდექი ცხოვრებაში, მაგრამ ვერაფერს შევცვლი, იმიტომ რომ არ მინდა
-გიგას ვუთხრა რომ გნახე?
-სულერთია...

მახსოვს ადგა, ძალიან მაგრად მაკოცა და წავიდა, მაინც არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მოხდა, არ მჯეროდა რომ მე სხვანაირს ვიცნობდი, მივხდი, რომ ადამიანები იმ შემთხვევაში ვიცნობთ ერთმანეთს, თუ მეორე მხარე მართლა გაგვაცნობს საკუთარ თავს, ისე ეს შეუძლებელია...
სიცარიელე ვიგრძენი, თან გული მტკიოდა მის გამო, არ მინდოდა ჩემი მეგობარი ასეთ დღეში მენახა, ჯორჯს დავურეკე და ბარში მივაკითხე...

-რა თეთრი ხარ ანა ?
-თუ გცალია გავისეირნოთ რა
-წამოდი

მივდიოდით ლონდონის ქუჩებში, მე ვუყვებოდი ყველაფერს და ჯორჯი მისმენდა, მისმენდა მთელი გულით და ეს მეხმარებოდა, მოყოლა რომ დავამთავრე, ხელები მხრებზე დამადო და მითხრა:

-ან მისმინე, არავინ იცის ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, შეიძლება მოვიდეს დღე და ვინმე მოკლა, ვინმეს გული ატკინო და ამ დროს შენ დაგჭირდება ვინმე ისეთი, ვინც არ განგიკითხავს, ვისაც ნამდვილად ეტკინება გული შენს გამო, მხოლოდ იმიტომ რომ უყვარხარ... ადამიანებს ერთმანეთის არ ესმით, ოჯახის მიტოვება ძნელი გასაგებია, მაგრამ დამიჯერე შენ ვერასდროს გაიგებ იმ ნამდვილ მიზეზს, თუ რატომ გააკეთა ეს ამ ადამიანმა და გთხოვ, დღეიდან მაინც ეცადე არ განიკითხო სხვისი საქციელი, რადგან შენ არ გაქვს ამის უფლება, რადგან არასდროს იცი ნამდვილი მიზეზი  მისი ქმედებებისა...

მინდოდა დრო გაჩერებულიყო და მხოლოდ ჯორჯისთვის მესმინა, ის ისეთი მხარული იყო და ისე უყვარდა ცხოვრება და ისე ძალიან უყვარდა ადამიანები, რომ ვერაფრით ვხვდებოდი, თუ როგორ ახერხებდა ამას...
მთელი ღამე ვიბოდიალეთ და დილას ერთ კარგ ადგილას ვისაუზმეთ, მერე წავედი და მთელი დღე მეძინა...

გავიღვიძე და ღამე იყო, 1000 ზარი და ჩართული კომპიუტერი დამხვდა, ცხელი შოკოლადი მოვიმზადე და დავისახე ერთი მიზანი ცხოვრებაში, რომ არასდროს განმეკითხა სხვა ადამიანის საქციელი და ვიგრძენი ბედნიერება მოვიდა ჩემთან...

-გირეკავდით მე და ელე, სიცხე აქვს და აიტეხა ანიუტა დამალაპარაკეო, მაგრამ აბა არ იღებდი, სკაიპიც ავიკელი, ან ჩართულს რას ტოვებ, ან რას არ იღებ, თავს გახვედი მგონი მანდ...
ეს სიმპატიური ბიჭი ვინ არის, ვის ფოტოზეც ხარ მონიშნული? ვიეჭვიანე ცოტა, მანდ რომ დარჩე, ხომ დაგახალე რაღაც...
ბაკურიანში მიმყავს ელე, თორემ შეუტია ისევ ამ ხველების ამბებმა, ნინაკა და ვატოც მოდიან, აქ რომ იყო კარგი იქნებოდა...
ერთი ამბავი მაქვს შენთვის და არ ვიცი გითხრა თუ არა
გითხრა ?
კარგი გეტყვი, ოღონდ არ ატეხო განგაში რა 
გითხრა ?
კი, თუ არა ?
მოკლედ უცბად გეტყვი
ვატო თაიასთან გაიჩითა :))
აუ ახლა ალბათ ბურთულა გაგეჩხირა ყელში, მაგრამ რომ არ მეთქვა თავს დამნაშავედ ჩავთვლიდი...
თაიას დიდი ხანია უყვარს, შენ წახვედი და გაიჩითა რა, ჩემი აზრია ეს, უშენობა შეავსო, მაგრად ვეჩხუბე, ნუ ვეჩხუბე რა, დავცინე...
არ უყვარს და არ მიყვარს მსგავსი ამბები, მაგრამ ხისთავაა რა...
მოკლედ გვაკლიხარ ერს... :))

ეს მესიჯი არ უნახავს ანიუტას, ძილბურანში იყო და ისევ ძილს დაუბრუნდა...

არსებობენ ადამიანები თითქოს რომ ყველაფერი აქვთ, კარიერა, მეგობრები, რომ მოინდომონ სიყვარულიც ექნებათ, მაგრამ ეშინიათ თითქოს ამის, მოგზაურობენ, დადიან სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ მაინც ვერ ირგებენ ამ ყველაფერს ბოლომდე, არ არიან აღტაცებულნი იმით, რაც მათ თავს ხდება
ზუსტი პასუხი, თუ რატომ ხდება ეს, არავინ იცის და ალბათ არც თავად იციან , მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს შიშის ბრალია, შიშის, რომ გული გაუღონ კარგად ყოფნას, შიშის, რომ გული გაუღონ ადამიანებს, შიშის, რომ ეტკინებათ გული, მაგრამ არჩევანის გაკეთება მაინც მოუწევთ, არჩევანის სანახევროდ სიცოცხლესა და სიცოცხლეს შორის...

Monday, January 13, 2014

ინგლისი
ხმაური
ფეხბურთი 
გართობა
ყველაფერი ერთად, ერთ სივრცეშია მოქცეული და თავისუფალი ხარ , ეს ყველაფერი თავისუფალს გხდის, არავინ ერევა შენს ცხოვრებაში, ყველას თავისი საქმე აქვს და შენ შეგიძლია შენი გააკეთო თავისუფლად...

-გიგ, ვიცი ერთი კვირა გავიდა და ვერ გწერდი, მაპატიე რა, აქ ისეთი მაგარია, ყველაფერი განსხვავებულია, საჭმელი უგემურია, მაგრამ ისიც გემრიელია, ჩიფსზე და თევზზე ვზივარ ფაქტიურად, რაღაც მურაბიან საჭმელს მაჭმევენ, მაგრამ აქ ესეც დავამუღამე...
უი, რომ ჩამოვედი, ზუსტად მეორე დღეს დერბიზე ვიყავი, არსენალი - ჩელსი, ქალაქი ფეხბურთით იყო მოცული, გაოგნებული ვიყავი, სულ მღერიან, სულ სვამენ და სულ უყვართ ფეხბურთი, ფეხბურთით ცხოვრობს აქ ხალხი, ჩამოდი რა, შენ აქ უნდა იცხოვრო...
კვირას შენი გუნდი ჩამოდის აქ და ვეცდები ავტოგრაფებს გამოვკრა ხელი, ერთი ჩემი კურსელია და ფან-კლუბის წევრია და ”ფან-კლუბის თავკაცი” მისი ძმაკაცია და მგონი მატჩს არ გავმაზავ :))
უი, ვატოს გუნდიც ჩამოდის და ლონდონი მათ მოლოდინშია, ალბათ იცემება ერთი ორი გერმანელი...
ელეს ვუყიდე რაღაცეები და ძალიან მენატრება, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ერთ კვირაში უკვე ძალიან ბევრი ვისწავლე და ცხოვრება სხვანაირად დავინახე...
 მანდ რა ხდება, მომიყევი რა...
მიყვარხარ
ვფიქრობ შენზე და მიხარია, რომ ხარ...

-ანიუტა, აუ როგორ გამიხარდა შენი მესიჯი, ელეც გახარებულია და წავიდეთო მოითხოვს, ჩემო გოგო ლამაზო, მშურს, მატჩები მშურს ძალიან, მე აქ ბარებში დავდივარ საყურებლად, შენ კი სტადიონზე დაბრძანდები... რა ძალიან მაგარია...
აქ მშვიდობაა
ნინაკასთან ვიყავი გუშინ, ვატომ ასჯერ მკითხა შენი ამბავი, არ მწერსო, დავამშვიდე არც მეთქო, მერე დავლიეთ და ვიყავით უშენოდ, შენი უჟმური ხასიათი გვაკლდა რა...
მენატრები
მაკლიხარ
და მინდა ვიყო შენთან...

-ლუდს დალევ?
-კი ჯორჯ
-აბა როგორ მოგწონს ინგლისი? როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ?
-ფეხბურთი, ფეხბურთი, ფეხბურთი და თავისუფლება
-შენს ქვეყანაში რა ვითარებაა მაგ მხრივ, ტოტენჰემმა რომ მოუგო თქვენს გუნდს კი ვიცი
-ხო ასე იყო, საერთოდ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი, მაგრამ თქვენამდე ვერ მოვალთ, ანუ თქვენ უფრო აფასებთ
-ჩვენ ყველაფერზე ძალიან ვაფასებთ ფეხბურთს
-ახლაც ჩემმა მეგობარმა დამაბარა ავტოგრაფი მოიესის და რიოს მაისური, უნდა წავიდე მანჩესტერში
-წავიდეთ არ არის პრობლემა
-მაგარია
-რაღაც უნდა გითხრა
-მიდი ჯორჯ
-ძალიან მაგარი გოგო ხარ, რაღაც საოცარ მუხტს ატარებ, სულ მინდა ახლოს იყო, რაღაც კითხვები დამისვა ჩემს ქვეყანაზე და ფეხბურთზე, მიმიჯაჭვე თითქოს
-ჰოჰ, არ ველოდი ბრიტანელი ბიჭისგან ასეთ თბილ სიტყვებს
-რატომ ? ჩვენ ბრიტანელები პირდაპირი ხალხი ვართ, მოგვწონს ვინმე ვამბობთ, არ მოგვწონს იმასაც ვამბობთ, მომეწონე და გეუბნები რა
-კარგია ჯორჯ, მეც თავისუფლად და კარგად ვარ შენთან
-წამოდი დღეს ფან-კლუბში, ნამდვილი საგიჟეთი ნახე
-დღეს არ გამოვა ჯორჯ, სამეცადინო გვაქვს და გირჩევნია შენც წამოხვიდე და ერთად ვიმეცადინოთ
-კარგი, მე შევივლი, რაღაც საქმეები მაქვს და მერე მოვალ შენთან სამეცადინოდ...

-ოოო ჯორჯ, ნუ მღერი ჰიმნს, დაგვათენდა უკვე და ჯერ ვერ მოვრჩით ამ პრეზენტაციას
-ანია, შენ თუ გამომასწორებ რა, კარგი ხო მოვრჩეთ... აღარ ვიმღერებ ერთი საათის განმავლობაში...

ქუჩაში მარტო სიარულიც მოსწონდა ანას, ბარშიც იჯდა ხოლმე მარტო, სწავლობდა და თავს ძალიან კარგად გრძნობდა, თუმცა ადგილი ვერ დაგავიწყებს ადამიანს, ენატრებოდა ვატოსთან საუბარი, თან გრძნობდა იმასაც ენატრებოდა და ეს კიდევ უფრო ტანჯავდა...
დამოიკიდებლობას ბავშვობიდან მიჩვეული იყო, მაგრამ ინგლისში კიდევ უფრო კარგად სწავლობ ამ "საგანს"
გარემოს შეცვლა ცვლის ადამიანს, თითქოს უფრო ძლიერს ხდის... ისე ძალიან აღარ ეშინია სიახლეების და მზად არის შეხვდეს მათ, გაუმკლავდეს და გაიზარდოს...

-ნინაკ ჩაი დამისხი რა
-რომელი?
-შავი
-რა გჭირს რას ჩამოგტირის სახე ?
-ანას მივწერე და არც უნახავს, რა დაემართა მაგ გოგოს ვერ გავიგე, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და მშორდება რაღაცნაირად
-არ მგონია გშორდებოდეს, უყვარხარ ძალიან
-მე უფრო მიყვარს, რომ ვემშვიდობებოდი, მინდოდა გადადებულიყო ფრენა, ან არ ვიცი ქარბუქი დაწყებულიყო, რომ არ წასულიყო
-ეგოისტო
-ვიცი რომ ვარ, მაგრამ არ შემიძლია მის გარეშე, ბავშვობიდან ასე ვარ
-ისე მე ასეთი ახლო მეგობრობის არ მჯერა ბიჭსა და გოგოს შორის
-მე მჯერა, მე და ანიუტა ამას ყოველთვის ვამტკიცებდით
-მაგრამ ბოლომდე ვერ დაამტკიცეთ ჯერ
-რისი თქმა გინდა ამით?
-არაფრის, არაფრის, დალიე ჩაი და წავიდეთ რა, მაგვიანდება...

საღამოა
ვატოს ოთახი
ჯაზი
სიგარეტის სუნი
ფეხბურთელების სურათები
და წიგნი, რომელიც ანიუტამ ათხოვა

გადაშლის ერთ ფურცელს და მერე ისევ ფიქრები ითრევს, ახსენდება ანიუტას სახე, მისი ხმა, საუბრები, სიცილი, გაუგებრობა, ცუდი ხასიათი, ის რომ ჭკვიანია, თავისი საქმის პროფესიონალია და მის გვერდში იყო ყოველთვის, ახლა კი, იქნებ რამე ვაწყენინე, იქნებ რამე ცუდად გამომივიდა...

-ანიუტ, ეს უკვე მესამე მესიჯია, იქნებ ახლა მაინც შემოხვიდე და ნახო...
ასე დაკარგვა რა "პონტია" ? მეგობრები ასე არ იქცევიან, სულ შენზე ვფიქრობ ანიუტ და არ ვიცი რა მჭირს, ვნერვიულობ, მაინტერესებს როგორ ხარ, ჩამოვალ იცოდე, თუ არ მიპასუხებ ჩამოვალ ინგლისში, თან ჩემი გუნდიც ჩამოდის და ჩამოვალ :))
ანიუტა თუ ნახავ ამ მესიჯს, გთხოვ მითხარი რა გჭირს...
და თუ რამე გაწყენინე, გთხოვ მაპატიე რა...

ხანდახან გვგონია, რომ არავის ვჭირდებით და არ ვუყვარვართ ადამიანებს, იმ გაგებით, რომ გვგონია, რომ არ ვიმსახურებთ ადამიანებისგან ყურადღებას და სიყვარულს, თუმცა ეს არ არის ტყუილი, სიყვარულს დამსახურების მიხედვით არ ვიღებთ, არამედ საჩუქრად, არ არის სწორი ადამიანებისგან მოვითხოვოთ სიყვარული, ყურადღება, არამედ სიხარულით უნდა მივიღოთ ის, რასაც გვაძლევენ ისინი...
ადამიანებს სხვადასხვანაირად უყვართ ერთმანეთი, სიძლიერე არაფერ შუაში, უბრალოდ განსხვავება ჟანრშია, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი სიყვარული და ყურადღება არსებობს...
დავაფასოთ ის, რასაც ადამიანები გამოხატავენ ჩვენს მიმართ და გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმალური მათთვის...



Sunday, January 12, 2014

-რა გჭირს ანიუტ, აღარ მწერ, აღარ მიყვები შენს ამბებს, რა იყო აღარ ვმეგობრობთ ?
-რატომ ვატ? გიყვები, მაგრამ ყველაფერს აღარ
-და რატომ? რა შეიცვალა ?
-არაფერი, მეჩქარება, წავედი
-მოვალ დღეს შენთან, ლუდი დავლიოთ, ხომ იცი, როგორ მიყვარს შენთან საუბარი
-არ ღირს ვატ
-რა არ ღირს, რა საუბარია ეს ? რა გჭირს
-არ შემიძლია, ვერ გეტყვი, კარგად

რა ვუთხრა, რომ მივხდი მეგობრულად არ მიყვარს, ამას ვერ გაიგებს და ყველაფერს დავანგრევ ამით, გაჩნდება უხერხულობა, მერე არაფერს მომიყვება და ასე თანდათან დავშორდებით ერთმანეთს და ეს არ მინდა, ყველაზე ძალიან ეგ არ მინდა, საიდან დამატყდა თავს ეს ყველაფერი, რა დროს ეს იყო და თან ვატო, ამას არ მაპატიებს...
  ანიუტამ მეორე სამსახურშიც დაიწყო სიარული, რომ ნაკლები ეფიქრა, ეს ხან შველოდა, ხან არა...

-ანიუტ, ამიკლო ვატომ, ძალინ ნერვიულობს რა ვაწყენინეო, მე მეცინება, ვეუბნები ხო იცი რა მჟავე ხასიათი აქვსთქო, აბა სიმართლეს ხომ არ ვეტყვი, ისე თავად რომ უთხრა სიმათლე, მგონი არ იქნებოდა ურიგო, ეტყოდი, იქნება თავადაც აქვს რამე გულში და რძლად შემოხვიდოდი :)) ძალიან მეცინება, ძალიან, ჩემი ძმა რამ მოგაწონა, არ იცნობდე მაინც
-ნინაკ, გააფრინე ხომ საბოლოოდ, შენ გგონია ძალიან მიხარია რომ მომწონს, რომ ვიცნობ და რომ ვიცი როგორია, სწორედ იმიტომ მომწონს

-გამოდი დღეს ჩვენთან, ვატოც იქნება, კარგად დააკვირდები და იქნებ აღარ მოგეწონოს

-კარგი, თუ ადრე მოვრჩი მუშაობას, ამოვალ...

ავიდე თუ არ ავიდე, იქ ხომ თამაში მომიწევს, არადა შევპირდი, თუ მოვრჩები ამოვალთქო, ეს რა მჭირს, თავი ვერ ამყავს ხელში, 1000 კითხვას დამისვამს ეს ბიჭი, ნუთუ ვერ ხვდება, ყველა გოგოზე ხვდებოდა და რა დაემართა ახლა, რას იშტერებს თავს, ყველაზე უხარხული მოწონებაა ყველა მოწონებას შორის...

-გიგ სად ხარ ?
-ქუჩაში, ელე დავტოვე ბებიასთან, შენ ?
-სამსახურში, არ გინდა ნინაკასთან ავიდეთ ?
-მარტო გრცხვენია ვატოს ნახვა?
გიგა ჩაბჟირდა
-იდიოტი ხარ, რას მეღადავები
-შევივლი მარკეტში, ვიყიდი რაღაცეებს, გამოგივლი და წავიდეთ, ნუ ხარ შტერი, მოგწონს, ხომ არ გძულს, რა შექმენი პანიკა, მეც თუ მოგეწონები, არ დამიმალო რა გთხოვ
ისევ ჩაბჟირდა
-რას დაგირეკე საერთოდ, კარგი გელოდები

-მგონია გული გამისკდება, ახლა ხომ ვიცი როგორ შემხვდება, ჩამეხუტება, გამჭყლიტავს და უარესად ვინანებ, რომ სხვანაირად მომეწონა, რა დავაშავე რა
-აუუ, ძალიან დამძიმდი ამ ბოლო დროს, რას გოდებ შვილო, მოეშვი რა, შენი ვატოა, რომელსაც ბავშვობიდან იცნობ, რომელიც გიჟდება შენზე, რა გჭირს ტო

ზარი
კარი
ფეხის ხმა
აღებს ნინაკა
-მოხვდით, ეეე რა მაგარიაა, შედით, შედით ოთახში
ანა შედის ოთახში, უკან გიგა მიჰყვება, რომელიც ნინაკასთან ერთად ბევრს იცინის
ვატოს სახე
დგება ფეხზე

-ანიუტააააა,ანიუტაააააა, მოხვედიი, ანიუტაა
დგება სწრაფად და მერე ყველაფერი ისე ხდება, როგორც ანა ფიქრობდა,
ეხუტება გაჭყლეტვამდე
-როგორ მიხარია აქ რომ ხარ, სულ მიხარია, აუუუუ
ანა ჩუმად არის
-ჩემთან დაჯექი, ჩემთან
ანამ გიგას გახედა, გიგას ეღიმებოდა და ამ ღიმილმა ძალა მისცა თითქოს...

მერე იყო ბევრი სადღეგრძელო, საუბრები, თემები, სიმღერები...

-რა გჭირდა ?
-არაფერი ვატო
-კარგი ხო, როცა მოგინდება მომიყევი, მაგრამ აღარ დაიკარგო რა, არ შემიძლია უშენოდ, მოწეპებული ვარ
-არ უნდა იყო, ცუდია ეგ
-მე მომწონს ეგ მდგომარეობა...
ანიუტამ ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს და გიგასთან გადაჯდა, ბევრი დალია და ბოლოს გიგას ეჭირა მისი შუბლი...

ეს ავადმყოფობაა, რომ მოგწონს და ვერ ამბობ, შინაგანად რომ გჭამს და არ გასვენებს, გინდა სულ ხედავდე, სულ გვერდში იყოს, სულ ესაუბრებოდე, უსმენდე თუნდაც ისეთ საუბარს, რომელიც ადრე არ დაგაინტერესებდა...

-უნდა წავიდე აქედან?
-სად ?
-ინგლისში გიგა, მამას ვესაუბრე და დამასპონსორებს, გავივლი კურსებს
-მერამდენად? შენ ხომ ისედაც ძალიან მაგარი პროგრამისტი ხარ
-არ აქვს მნიშვნელობა, თბილისში ვერ დავივიწყებ ვატოს, უნდა წავიდე
-მერე მე და ელე, შენც უნდა მიგვატოვო ?
-ნუ ბოდავ, ჩამოვალ მალე
 -ისე გააკეთე, როგორც ჩათვლი საჭიროდ, მაგრამ ”წაუგაქცევებს” ეს ყველაფერი
-დაე...

ბარგი ჩალაგებულია
ვიზა ჩარტყმულია

სად გავრბივარ, სად ნეტავ ვიცოდე, მოგონებებს წაშლის სხვა ქვეყანა ? იქნებ, იქნებ წაშალოს, რომ ჩამოვალ, დავინახავ ვატოს და როგორც ადრე ვხვდებოდი, ისე შევხვდე, აღარ ამოვარდეს ეს გული და პარკუჭებმა ხვრელი აღარ გაიკეთოს, შინაგანად მჭამს და მანადგურებს, არ არის ეს სიყვარული, ან სიყვარულია, მაგრამ უთქმელობის გამო მიიღო მძიმე ფორმები...

ზარი
ვატო
-აქ რა გინდა?
-მიდიხარ და არ მეუბნები ? შენ ხომ არ გააფრინე, რა გემართება ? შენ არ ამბობდი, რომ სულ ვიმეგობრებდით ? რომ არასდროს მოგბეზრდებოდი ?
-ვატო წადი გთხოვ, გზის წინ ნერვებს ნუ მომიშლი
-ჩემ ხუმრობეზეც აღარ გეცინება, ყველაფერზე ვარდები, ყველაფერი გულთან მიგაქვს ახლოს, რა გჭირს ან ??? გთხოვ მითხარი, სულ ცოტათი თუ გიყვარვარ მითხარი რა !!!

უთხარი, უთხარი, უთხარი
უყურებს, თვალებში უყურებს, აი ახლა თუ ვუთხარი, თორემ მერე შანსი არ იქნება
უთხარი ანიუტა
უთხარი
-ვატო
-ხო
-ძალიან მიყვარხარ
-მეც, ჩემო გოგო, მეც ძალიან და ჩამოდი რა და ისევ ისე ვიყოთ გთხოვ
-ვატო მე...
-რა ან ?
-არაფერი, ჩაგეხეტები რა ერთს ძალიან მაგრად 

ანიუტას აეტირა და ძალიან მაგრად ჩაეხუტა ვატოს...
მერე იყოს გიგას ზარი
აეროპორტი
ელეს აცრემლებული თვალები

-ანიუტ მალე დამიბრუნდები ?
-კი ელე, ძალიან მალე და ყოველდღე დაგელაპარაკები
-ანიუტ, დედას ალბათ არ ვუყვარდი და იმიტომ დამტოვა და შენ იგივე არ გამიკეთო რა
-ჩემო პაწია, დედას უყვარხარ და მეც მიყვარხარ, მე მჯერა რომ დედა დაბრუნდება და მე რომ დავბრუნდები ეს ზუსტად ვიცი...

-გიგ ხაზზე იყავი რა
-თავად იყავი ხაზზე და არ აიწყვიტო ლონდონში, ლონდონმა აწყვეტა იცის, რიოს მაისური ჩამომიტანე და მოიესის ავტოგრაფიც დადე
-ანუ მანჩესტერში უნდა ჩავიდე ?
-აბა, ინგლისში მიდიხარ და მანდ როგორ არ უნდა წახვიდე
-კარგი გპირდები...

აფრენა
შიში
თავისუფლება
ლონდონი...

არსებობს ისეთი რაღაც, რასაც ვერავის ეტყვი, ან თითქმის ვერავის, ძალა არ გეყოფა, იმიტომ კი არა, რომ მეგობრები ვერ გაგიგებენ, არა, უბრალოდ ამის ძალა არ გაქვს, რადგან რომ თქვა, ეს ფაქტიურად მოვლენების განვითარება იქნება და იცი ეს გამორიცხულია, გამორიცხული არაფერია, მაგრამ შენ გინდა რომ ეს გამორიცხული იყოს, რადგან ვერ შეძლებ ამ ყველაფერში ყოფნას...
როცა თავს რაღაც ასეთი გატყდება, უნდა გაუმკლავდე და ყველაფერი სწორ პოზიციას დაუბრუნო...
სწორი 
და არასწორი ?
ძნელია მიხვდე, რომელი რომელია ცხოვრებაში
მარტო გულით ვერ იმსჯელებ და ვერც მარტო გონებით
მაგრამ მაინც შეიძლება მიხვდე...
სწორ გზას და სწორ საქციელს სიმშვიდე მოაქვს...

 

 
 

Saturday, January 11, 2014

ახლა როცა არც პირწიგნაკზე შევდივარ, უფრო მეტი დრო მაქვს ფიქრისთვის და წერისთვისაც ალბათ, არ დამიწერია დიდი ხანია, ეს ალბათ არც ცუდია და არც კარგი, არ მეწერინებოდა და არ ვწერდი და ახლა თითქოს საკუთარ თავთან დიალოგი განახლდა და წერის სახით გამოიხატა...

ანიუტა თავის თავთან მუდმივ კონფლიქტში იყო, სულ რაღაც არ მოსწონდა, მერე თავს ომს უცხადებდა და ხშირად იმსხვრეოდა, არადა ლამაზი იყო, სწავლობდა, მუშაობდა (შეიძლება არ მოსწონდა სამსახური) მაგრამ თავისი ფული ჰქონდა და დეპრესიისთვის ადგილი არ უნდა დარჩენოდა წესით, მაგრამ წესებს ადამიანები ნაკლებად ვემორჩილებით...
ერთი ბიჭი მოსწონდა, მეგობრის ძმა, მაგრამ ეს ადამიანი ამ ყველაფრის აზრზეც არ იყო, ალბათ როგორც მეგობარს, ან ახლობელს ისე უყურებდა და სხვა ასპექტში მასზე არ უფიქრია...
ანიუტა მარტო ცხოვრობდა, დამოუკიდებლობას 17 წლიდან შეეჩვია და ეს არ აშინებდა, საკუთარი ცხოვრების გამოსწორება 25 წლის ასაკში გადაწყვიტა, უნდა ის მხიარულება და ის ბედნიერების შეგრძნება დაიბრუნოს, თავად რომ  დაკარგა და რის გამო ზუსტად არ იცის ...

-გიგა რას შვრები ?
-ფილმს ვუყურებ, შენ ლამაზ ?
-არაფერს, აი საერთოდ არაფერს, ფიქრებმა წამიღო და არ მინდა წამიღოს, გინდა გავისეირნოთ ?
-მოგაკითხავ და წავიდეთ...

გიგა ანას ბავშვობის მეგობარია, ჰყავს შვილი ელენე, რომელიც დედამ მიატოვა და ბავშვთან ერთად მიატოვა გიგაც, თუმცა მიზეზი დღემდე არ იცის გიგამ და ამ უცოდინრობით ცხოვრობს, ეძება ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ თიკამ თხოვა არ მოეძებნა, მაინც ეძება, მაგრამ უშედეგოდ...

ელენე და გიგა 20 წუთში ანიუტას ეზოში იდგნენ

-ჰა ჩამოდი, აქ ვართ
-მოვდივარ
-ვიცი მე შენი ”მოვდივარ”
რა თქმა უნდა 10 წუთი ალოდინა, მაგრამ ეს ლოდინი გიგას ვერაფერს აკლებდა, რადგან ძალიან უყვარდა ანიუტა და მის გამო ყველაფერს მოითმენდა, უყვარდა როგორც მეგობარი, როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება და ალბათ უყვარდა როგორც გოგო, თუმცა ამის გამხელას აზრი არ ჰქონდა, რადგან ეს მეგობრობას მეგობრობას წაართმევდა და არ უნდოდა, რადგან მეგობრულად უყვარდა უფრო, ვიდრე სხვანაირად...

-ელე როგორ ხარ?
-კარგად ანიუტა, გიგამ წამომაგდო საწოლიდან, წამოდი ანიუტა გავასეირნოთ ცუდ ხასიათზე იქნებაო
-არ ვარ ცუდ ხასიათზე ელე, უბრალოდ მინდოდა თქვენთან ერთად, ციგურებზე წავიდეთ, არ გინდათ ?
-ვგიჟდები ისე მინდა ანა (ჩაეცინა გიგას)
-კი,კი, მე მინდა ანიუტ...

სად სეირნობ, ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვისთან სეირნობ ეგ არის მთავარი...

-ანა ხომ ხედავ მეასედ დაეცი, უკვე სისხლი მოგდის მუხლებიდან, რატომ არ ეშვები ?
-მაგაშია ცხოვრება გიგა, უნდა დაეცე, რომ წამოდგომა ისწავლო
-ეგ სიბრძნე გაგდებს შენ დეპრესიაში და მაგაშია საქმე
-არაუშავს, შენ ხომ ცხოვრობ ”მანაღვლე” ცხოვრებით და ესეც საკმარისია
გიგას გაეცინა, თუმცა კარგად რომ დაკვირვებოდა ადამიანი, მიხვდებოდა, რომ მის მხიარულებას ყოველთვის ახლდა მოწყენილობა, ეს იცოდა ანიუტამ, მაგრამ თითქოს განგებ ყოველთვის უსვამდა ხაზს მის მხიარულებას...

-რა ხდება სამსახურში ?
-პროგრამები, პროგრამები
-მაინც სხვანაირი იყავი ყოველთვის რა,  რომ გამოაცხადე სამეგობროში  პროგრამისტობას აპირებდი, მაშინ მივხდი რომ გაკლდა, მაგრამ თან ძალიან მომეწონა შენი გადაწყვეტილება, იმ დროს ყველა უცხო ენებზე აბარებდა და შენ კიდევ ეს არჩევანი გააკეთე
-მახსოვს გიგ რამდენი დამცინე, თან შენ მაგ დროს ცოლი მოგყავდა, პირველი ქორწილი შენი იყო ჩვენს სამეგობროში
-ჰაჰ, ხომ და ბოლო შენი იქნება
-გველო...
ღამემ ჭამის გარეშე არ ჩაიარა, სუში უყვარს ანას და ელეც შეაჩვია ამის ჭამას და ეს ყოველივე გიგას საფულეზე ყოველთვის მძიმედ აისახება
-ისე ხინკალი რომ ჭამოთ ხოლმე არა?
-უფფ, ისე ამბობ, გეგონება არ მიყვარდეს, უბრალოდ ღამის 2 საათზე არ ვიცი რამდენად კარგია, აუ იცი რა გამახსენდა?
-ვიცი, თიკას წასვლის შემდეგ სასმელს რომ მივეძალე და ყოველ ღამე, 3 საათზე, რომ გაღვიძებდი და ხაშზე რომ მიმყავდი
-მძიმე დრო იყო
-ხომ, შენ გადამატანინე
-მე საკუთარ თავს ვერაფერი გადავატანინე და...
-მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ვიცოდი, რომ გვერდში იყავი ყოველთვის და თუ არ იყავი, ვიცოდი რომ იქნებოდი
-მეგობრობა მე ასეთი ვიცი
-და ასეთი მიყვარხარ მე...



                                                                     გიგა
გიგა არქიტექტორია, აქვს თავისი დაარსებული ფირმა, რომელშიც ჩადო ყველაფერი, რაც გააჩნდა, მაგრამ ამოიღო კიდეც და ახლა უკვე მოგებაზე მუშაობს და თან აკეთებს თავის საყვარელ საქმეს...
ცოლი 17 წლის ასაკში მოიყვანა, უყვარდა ძალიან, თიკასაც უყვარდა, გიგა თავის ასაკთან შედარებით ყოველთვის დიდი იყო, ამიტომ ვერ იტყვი, რომ ქარაფშუტობის გამო გადადგა ეს ნაბიჯი, ეს არც თიკაზე ითქომდა, უყვარდა, დაამთვრა სკოლა, ჩააბარა და გაჰყვა გიგას, უყვარდა და გაყვა...
მეჯვარის შერჩევის დრო რომ დადგა, გიგა ანიუტაზე ფიქრობდა, მაგრამ ვერ გარისკა და რატომ, ამ კითხვაზე პასუხი დღესაც არ ჰქონდა, ალბათ იმიტომ რომ საშიში იყო და თავი დაიზღვია ქვეცნობიერად...
ქორწილი თავად გააფორმეს, შენობა იქირავეს და ყველაფერი თვითონ მოაწყვეს, ყველა ბედნიერი იყო, ყველას უხაროდა და ეს ქორწილი დღემდე მათი სამეგობროს გონებაშია, თუ ქორწილის რამე კარგთან შედარება უნდათ, თიკას და გიგას ქორწილს იხსენებენ ხოლმე, თუმცა ეს უფრო ადრე იყო, სანამ თიკა მიატოვებდა გიგას და 3 წლის  ელენეს...
სამსახურიდან მოდიოდა გიგა, შეიარა მაღაზიაში თიკას და ელეს საჩუქრები უყიდა, ნაბიჯს უჩქარებდა, რადგან ყოველთვის უხაროდა სახლში დაბრუნება, მივიდა სახლში და დახვდა წერილი, ბავშვი მეზობელთან და თითქოს დანგრეული ცხოვრება ერთ წამში...
ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იპოვა, თიკას არ უნდოდა მისი ნახვა, 1 წლის შემდეგ განქორწინების შესახებ დოკუმენტიც მოვიდა და ამით უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო...
გიგამ ხელი მოუწერა და გაატანა ადვოკატს...
ამ პერიოდში იყო დეპრესია
იყო დალევა
ექიმებიც იყო
და იყო ანიუტა
და ეს ალბათ მთავარი ყოფნა იყო...



                                                  
                                                        თიკა
თიკა მსახიობია, მაგრამ ცხოვრებაში არ თამაშობდა, ამიტომ ვერ იტყოდი, რომ უსიყვარულოდ გადადგა ესა თუ ის ნაბიჯი , სამსახიობო წარმატებით დაამთავრა და მალევე გაქრა გიგას ცხოვრებიდან, ელეს ცხოვრებიდან და წავიდა სხვა ქვეყანაში...

                                                   ანიუტა
ანიუტა 17 წლის იყო მარტო რომ გადავიდა საცხოვრებლად, მიუხედავად იმისა, რომ სახლში არავინ ზღუდავდა და მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მისი საუკეთესო მეგობრები არიან, მაინც მიაჩნდა რომ მარტო ცხოვრება დამოუკიდებლობას ასწავლიდა და საკუთარი თავის შეცნობაში დაეხმარებოდა.
მთელი დრო სამსახურს მიჰქონდა, მაგრამ ეს არ უქმინდა დისკომფორტს, ნაკლები დრო ჰქონდა ცუდი ფიქრებისთვის...
ანიუტას მძიმე ხასიათი აქვს, მაგრამ სიყვარულის დიდ გრძნობასაც ატარებს გულით, შეუძლია ადამიანის ნებისმიერი საქციელისთვის მოძებნოს გამართლება და სხვისი თვალით  შეხედოს მოვლენებს. მეგობრებს უყვართ ანასთან ყოფნა, რადგან გულწრფელია ურთიერთობებში...

                                                       ელენე
ელენე 3 წლის ასაკში მიატოვა დედამ და დედობა ფაქტიურად ანიუტამ გაუწია, თვეობით ცხოვრობდა მასთან, როცა გიგას არყის ბოთლთან ერთად ეძინა ხოლმე, რაღაც ყოველთვის აკლდა და თვალები სევდიანი ჰქონდა, მაგრამ არასდროს წუწუნებდა, მამას ჰგავდა გარეგნობითაც და ხასიათითაც...


ვატო ნინაკას ძმა იყო და ნინაკა ანიუტას საუკეთესო მეგობარი, როდის და რატომ აღმოაჩინა ანიუტამ ვატოს მიმართ არამეგობრული გრძნობა თავადაც არ იცოდა, უცბად ერთ დღეს ვატომ რომ მიწერა და მოიკითხა, გული აუფრიალდა და მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა მის თავს, ნინაკას გაუმხილა და დიდი სიცილიც დაატყდა თავს...

მთავარია ბედნიერი იყო...