Sunday, April 28, 2013

-უკაცრავად, მაგრამ ახლა როგორ უნდა ვიცხოვროთ, რამ მოგაფიქრა ჩემი შეყვარება, რა დაინახე ისეთი, რამ მოგცა საფუძველი, რომ მე შეგყვარებოდი, ეს მინდოდა ახლა? ისედაც შერყეულ ფსიქიკას, შენი ტანჯვა აკლია ზუსტად, ერთ დასში როგორ უნდა ვიყოთ, მიდი აბა ამიხსენი, ადრე მაინც გეთქვა, რას მალავდი, ვის უმალავდი, გიყვარს ვინმე, თქვი რა, თუ გარანტირებულად ბევრი დრო გაქვს, რომ მერე შეძლებ თქმას?

-რა გაყვირებს, თუ გგონია ეგ შენი დეპრესია უფლებას გაძლევს, ვინმეს უყვირო და რამე მოსთხოვო, ადამიანები შენზე მეტად იტანჯებიან, მაგრამ არ აწყობენ მსგავსს ამბებს, მე ჩემი გრძნობა არასდროს მომიხვევია შენთვის თავზე და არც ახლა ვაპირებ, რატომ მიყვარხარ არ ვიცი, მიყვარხარ და მიხარია ეს, შენ არ გეხება ეგ ამბავი, წავედით, უნდა ჩავლაგდეთ და არ მაქვს შენი ნერვები თან

-მეზიზღები რა
-მე მიყვარხარ
-გაეთრიე

ხელში აიყვანა, მარიამი კიოდა და თან ეცინებოდა, დამსვი ავადმყოფო, დამსვი,ასე იარეს სასტუმრომდე, თუმცა რა იარეს, გიორგიმ იარე და ატარა მარიამი, ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარდა...

თვითმფრინავი
უკან დაბრუნება
და თითქოს არ უნდა მარიამს
აქ უნდა დარჩენა, აქ კარგად არის, მაგრამ ცხოვრებაში, ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა
თბილისი
მამა
-რა მაგარია რომ დამხვდი, გიორგიც დავტოვოთ რა
-დავტოვოთ, თუ გინდა ჩვენ დავიტოვოთ სახლში
-მამა რას ამბობ
-ვხუმრობ რა იყო...

გიორგი მიიყვანეს სახლში, აიღო ბარგი და დამშვიდობებას აპირებდა, მაგრამ გააჩერა მარომ
-მოიცა ერთ წამს,გადადი და გადმოვალ მეც
-ხო, რა ხდება?
-ახლა როგორ უნდა ვიყოთ ? მე აღარ უნდა გეკონტაქტო ?
-შენ ხომ არ გააფრინე, ადამიანო მიყვარხარ, რამე დაავადება კი არ მჭირს, ყველაფერი იქნება ისევ ისე, მე არაფერს მოვითხოვ და საერთოდ ერთ დიდ საოცრებად მიმაჩნია, როცა ადამიანები სიყვარულს მოითხოვენ ერთმანეთისგან, წადი და ახლა და დაიძინე მშვიდად
-რომ ვერ დავიძინო მშვიდად, მაგის მეშინია
-ნუ გეშინია...
ვეღარ მოითმინა მარიამმა და ჩაეხუტა, ძალიან მაგრად, მთელი გულით, გაჭყლიტა კინაღამ, მეშინია, ამ ყველაფერის მეშინია...

სახლი
ოთახი
წერილები მაგიდაზე
არ უნდა რომ გახსნას, რა ეწერება, რა უნდა მიწეროს, ამ ყველაფერს ვერ ეტყვის, ანუ დაუმალავს, ტყუილს არ იტყვის, რას მოუყვება იტალიაზე, თითქოს ყალბი იქნება ყველაფერი...
მაგრამ მაინც გახსნა, წაიკითხა და დაიწყო პასუხის წერაც:

”მეც ვფიქრობდი ლევან ამ შეჩვევაზე, ერთმანეთის გარეშე თუ შევძლებთ ცხოვრებას, მერე ერთად ცხოვრება გაგვიჭირდება, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ, შენ მანდ ხარ, მე აქ ვარ, შენ ვერ თმობ საქმეს, ვერც მე, არ ვიცი რით გაგამხნევო...
სპექტაკლმა კარგად ჩაიარა, ტურინმა თბილად მიგვიღო, კიდევ ერთი გასვლა გველის, ახლა უკვე ინგლისში, დატვირთული ვიქნები და ალბათ ვერ მოგწერ ხშირად
წავედი
მეძინება”
მშრალი იყო წერილი, ოდნავ ცივი, მაგრამ ასეთი იყო გრძნობაც, უცბად რომ ცივდება ხოლმე, შეიძლება გათბეს ისევ, მაგრამ მხოლოდ ”შეიძლება”

ატყობ რომ ხდები გულგრილი, არ გინდა ასე რომ იყოს, მაგრამ არ გამოდის სხვანაირად, ადამიანებს აქვთ ურთიერთობა დიდ მანძილზეც, მაგრამ ინდივიდუალურია ესეც, ადამიანებს უხარიათ ერთმანეთი აქ და ამ წამს, ცხოვრება ისედაც პატარაა და ისიც ერთმანეთის გარეშე, ამას ვერ ეგუება გული, იწყენს და გადასხვაფერდება, მოდის სხვა ადამიანების ნაკადი, მოდიან თავისი გრძნობებით და მერე იცვლება ყველაფერი და ვიცვლებით ჩვენც...

”ახლა წავიკითხე შენი წერილი და ვხვდები რომ რაღაც დამთავრდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია, საპირისპიროს დამტკიცებას თუ შეძლებ, გამიხარდება, მაგრამ არ მჯერა ამის, რადგან არ მჯერა, ანუ შანსიც მცირეა, ეს არავის ბრალი არ არის, თუ ვერ გაუძლო გრძნობამ მანძილს, არ იყო საკმარისად ძლიერი, ვერ წარმომიდგენია მომდევნო წამი შენს გარეშე, მაგრამ მომიწევს ამასთან ერთად ცხოვრება
თუმცა იქნებ ვცდები
მინდა ვცდებოდე 
მე ისევ ისე მიყვარხარ
უფრო ძლიერად...

რაც დასამთავრებელია, უნდა დამთავრდეს, დღეს დამთავრდება, თუ 2 წლის შემდეგ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ადამიანები იბრძვიან ისეთი ურთიერთობების გადასარჩენად, რომელიც არ ღირს ამათ, სიყვარულს მეგობრულს, ზოგადს, თუ ასეთს, ან იქნებ ისეთს, არ უხდება ძალით მოპოვება...
როცა გიყვარს, ვერ წახვალ, არ წახვალ
წარსული უნდა იყოს წარსული, არ უხდება მას აწმყოში ყოფნა, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში
ჩვენც
დროსაც
ყველაზე მნიშვნელოვანია ეს წამი
გულის ეს მდგომარეობა
ზუსტად ეს
კონკრეტული
და ძლიერი <3

 

Saturday, April 27, 2013

სცენა დიდია
თეატრის მტვერი აქ განსხვავებულია, შენს სცენას უფრო გრძნობ, რადგან იცი სანტიმეტრებში ყველა დეტალი, როცა სინათლე ქვრება მაშინაც იცი და როცა ინთება მაშინაც, აქ შეჩვევაა საჭირო, მაგრამ მსახიობებისთვის ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მსახიობები გამბედავები არიან, სხვა ადამიანებთან შედარებით, უფრო ადვილად ახერხებენ საუბარს, მაგრამ ამავდროულად ატარებენ უფრო მეტ დარდს, ყველა როლი, რაც აქვთ ნათამაშები, რჩება კვალად, ეს ილექება და ქმნის პიროვნებას...

-გიო ნერვიულობ ?
-კი ცოტათი, თან შენი შეყვარებულის თამაში...
-ჩემთვის უფრო ადვილია გიო, მე შეყვარებული ვარ და შენ რომ არ ხარ არ გიჭირს?
-არ მიჭირს და საერთოდ რა იცი, რომ არ ვარ, იქნებ ვარ და ვატარებ გულით :)
-მეტყოდი ზუსტად ვიცი და გამაცნობდი, ცალმხრივად რომ იტანჯებოდე, მაგის ნამდვილად არ მჯერა, ცანცარა ხარ და არ დაიტანჯავ თავს
-ხო, მართალი ხარ ...

საერთოდ მხიარული ადამიანები უფრო მეტ სევდას დაატარებენ გულში, უფრო სტკივათ, მაგრამ არ იმჩნევენ, უფრო უყვართ, მაგრამ ყველას ხუმრობა ჰგონია...

ვიწყებთ სულ მალე
წუთები რჩება
გიომ გახედა მარიამს, ძალიან ლამაზი იყო, მარიამის თვალებმაც იპოვა გიოს თვალები, წაუჩურჩულა, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად...

 ხანდახან ვერ ეუბნები ცხოვრებაში, მაგრამ ეუბნები სცენაზე, იქ არ არსებობს სხვა, იქ მართლა შენია ეს ადამიანი და იქ არც ლევანია შენი მეგობარი, იქ თითქოს არ გეკისრება პასუხისმგებლობა
ტექსტი
ოდნავ გადაკეთებული, მაგრამ ნამდვილი გრძნობით ნათქვამი:

”ვითმენდი, ვითმენდი და ახლა გეუბნები, რომ მინდა ვიყო სამუდამოდ შენთან, სხვანაირად არ გამოვა, მე არ გამომივა, მინდა რომ სულ ახლოს დაიარებოდე და სულ ვგრძნობდე შენს ახლოს მყოფობას, უკიდეგანო იყო ეს მოლოდინი, რომელსაც ახლა დაესვა წერტილი”
წყდება ტექსტი
მოდის ჩახუტება
მოდის კოცნა
მაყურებელს ხშირად კოცნა ნამდვილი ჰგონია, მაგრამ მსახიობები ცდილობენ არ იყოს ასე, არსებობს ხერხები, რისი საშუალებითაც ჩანს რომ კოცნიან, მაგრამ სინამდვილეში არ ხდება ასე, თუმცა არ გამოიყენა ეს ხერხი გიორგიმ...
მერე იყო ”პაკლონი”
იყო ყვავილები
და წარმატება, რომელიც ხვდა წილად ქართულ დასს...
მერე კულისები და მილოცვა, ყვავილები და ბედნიერი სახეები
დალევა 
გართობა
და ის, რომ დიდი შრომა, დიდად დაფასდა...

-გიო, ახლა მთვრალი ვარ და მოდი გკითხავ
-მიდი აბა
-შენ გგონია ვერ მივხვდი, ეს რა იყო ხერხის გამოუყენებლობა, თავხედო შენ :))

სიჩუმე რომ ჩამოწვება ხოლმე, რაღაც მნიშვნელოვანის წინ

- ოოო, შემეშვი რა
-კარგი ვხუმრობ, კი არ მწყენია, უბრალოდ გამიკვირდა
-რა გაგიკვირდა რა ??? აი რა მაგალითად?
-კარგი დაწყნარდი, თითქოს იყო რაღაც გრძნობა, ან იქნებ ახლა მთვრალი ვარ და მეჩვენება ასე
-ხო მარიამ, გეჩვენება
-იქნებ არ მეჩვენება, გიო არ დამღუპო გთხოვ (თან იცინის )
-რა გაცინებს მარიამ ?
-რა ვიცი, რაღაც კარგად ვარ, აი ახლა აქ, ამ ქალაქში, ერთად ყველა, რაღაც კარგად ვარ და თითქოს არაფერი და არავინ მაკლია და ეს მაშინებს
-ლევანის გარეშე ცხოვრებას რომ არ მიეჩვიო, მაგის გეშინია ალბათ
-კი, მეშინია, ჩემთვისაც ძნელია, მისთვისაც, ალბათ ჯობდა ვინმე ექიმი ეპოვა, მე მსახიობს ვიპოვიდი ვინმეს და ასე უფრო გაგვიადვილდებოდა
-გაუძლებ, არ არის პრობლემა
-გიო
-რა იყო მარო ?
-და მაინც, რაღაც იყო იმ სცენაში (გადაბჟირდა)

”როგორ მინდა ვუთხრა, რომ იყო მართლა, რომ მართლა მიყვარს, ეს კიდევ იცინის და ღადაობს, თან მგონია რომ ხვდება, მაგრამ თან ვერც ხვდება, უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, ახლა გაჩერდებოდეს ეს წამი, მოვკვდებოდე მაინც, რომ ვიგრძნო ბოლოს მასთან ერთად ვიყავი და მას ვხედავდი”

-რამ გაგაშტერა, ვღადაობ, წამო ვიცეკვოთ...
-მარიამ შემეშვი, დავიღალე
-წამოდი რა, წამოდი, წამოდი, წამოდი
-ვიბოდიალოთ მაშინ მთელი ღამე
- მე თანახმა ვარ...

ტურინმა მიიღო ეს ორი ადამიანი, შექმნა გარემო რომ კარგად ყოფილიყვნენ ერთად, თუმცა არც თბილისს შეუშლია ამისთვის ხელი, გიორგის რომ ეთქვა თავიდან და ეთქვა დროულად, შეიძლება ყოფილიყო რაღაც შანსი, არა, რაღაც შანსი არა, დიდი შანსი...
გოგოს და ბიჭს შორის ახლო მეგობრობა
ეს დიდი სიყვარულის დასაწყისია, ან დასასრულია...

-დაგვათენდა გიო, 5 საათში ფრენაა
-არ მინდა წასვლა, ვიჯდებოდი ამ პარკში ასე სამუდამოდ
-ოოო, კარგი რა
-შენ ვიცი რომ არა, მაგრამ მე ვიჯდებოდი
-სინამდვილეში მეც დავრჩებოდი, ასეთი თავისუფლად დიდი ხანია არ მიგვრძნია თავი
-”სიცხეც” არ გაქვს  თითქოს, აი, სიცხეს რომ ეძახი შენ
-რას ბოდავ ?
-რას მიმალავ მარიამ, რას ??? გგონია არ ვიცი, მაგ შენი დეპრესიის ამბავი, ექიმი არ ვარ, მაგრამ ამის დანახვას არ სჭირდება ექიმობა
-შემეშვი რა, ლევანის ნათქვამია ?
-გააფრინე ? ვხედავ მარიამ, ვხედავ რომ ტირი ხოლმე, რომ გარბიხარ ადრე, სადაც არ უნდა ვიყოთ, იკეტები, სვამ წამლებს და გგონია გიშველის
-რა გინდა, რა, რას მტანჯავ?
-მინდა რომ მოერიო თავს, წამლები ვერ გიშველის მარტო და ვერც ლევანი, შიგნით იპოვე ძალა და იყავი თავისუფალი, ნუ ხარ დამოკიდებული ადამიანებზე, წამლებზე, გარემოებებზე
-დათვერი ? თუ რა ლექციას მიკითხავ, რა გინდა, რა ? რა გაგეგება, შენ კი ხარ სულ მხიარულად, არაფერი გაწუხებს, რა გენაღვლება საერთოდ, ან რაზე დარდობ
-შენ მედარდები, შენ, შენ, შენ
-რატომ, როდიდან ?
-რაც გაგიცანი იმ დროიდან, ”ბერიკებიდან” პირველად რომ დაეცი გახსოვს? მუხლი რომ გადაიტყავე, აი იქიდან მედარდები, ახლა გაიგე?
-რა უნდა გამეგო, ყოველთვის ზედაპირულად მექცევი, დასში ყველასთან თბილად ხარ ჩემს გარდა, მე სულ მეუხეშები, თუმცა ხანდახან გაქვს გამონათებები
-რა გინდა მარიამ, შარზე ხარ?
-არა, მაინტერესებს რა გჭირს საერთოდ
-შენი თავი მჭირს, შენი თავი, მიყვარხარ, ახლა გაიგე??? ახლა მართებულია ყველაფერი, ახლა გასაგებია, აგეხილა თვალები?
-...
 ბოლოს მაინც ვამბობთ ხოლმე, როცა აზრი არ აქვს, როცა ძალიან გვიანია, როცა სათქმელი არევს ყველაფერს, როცა დალაგება იქნება ძნელი, ვამბობთ იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის...
ვერ გაიგებ ახლა უნდა თქვა, თუ მერე
სჯობს ახლა, როცა გრძნობ წამს დროულს
თქვი
და 
დარჩი
რადგან მერე ნათქვამს
წასვლა მოსდევს
მაგრამ არ არსებობს კანონი დაწერილი ამის გასაგებად, არც თეორიული მასალა არსებობს, ვერ იხემძღვანელებ სხვისი მაგალითით, ეს გამორიცხულია, ვერც საკუთარი მაგალითით, რადგან ყველა ურთიერთობა განსხვავებულია, ყოველი წამი ინდივიდუალურია
ამ წამისთვის უნდა იპოვო შესაფერისი გრძნობა...
არც წარსულიდან
არც მომავლიდან
ამ წამისთვის
აი, ზუსტად ამ წამისთვის ...
 

Friday, April 26, 2013


”ხანდახან მგონია, რომ ავდგები, ჩავლაგდები და წამოვალ შენთან, დავბრუნდები სამშობლოში, მერე მახსენდება ჩემი მოვალეობა და საქმე, რომელიც მიყვარს, ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ჩემი დახმარება...
მეცვლება აზრი და ვრჩები ისევ, გადის თვეები და მალე წელიც გახდება...

 1 წელი ვიყავით ერთად, ახლაც ერთად ვართ, ვგულისხმობ იმას, რომ თითქმის ყოველდღე გხედავდი, არასდროს, გეუბნები არასდროს დამზარებია შენი ნახვა, არასდროს მომბეზრებია შენთან ყოფნა და შენთან საუბარი, შენთან ერთად ყოფნა მეგობრების წრეში, ბარში, სახლში, ფეხბურთის ყურებისას :) ახლა ეს მახსენდება და მეცინება, სანამ შენ გაგიცნობდი, მეგონა, რომ გოგო და ფეხბურთი შორს იყო ერთმანეთისგან, მაგრამ გამოცდილებამ სხვა რამე დამიმტკიცა, ფეხბურთის გარდა, გესმის კალათბურთიც და გიყვარს ჩოგბურთიც და ეს მომენტი აღმაფრთოვანებს, შენთან შემიძლია ვისაუბრო ყველაფერზე, უბრალოდ ვიჯდე ჩუმად, ვუსმინო მუსიკას, ვჭამო და გიყურო და ვიყო ყველაზე ბედნიერი და ვიყო ძალიან კომფორტულად...
ამ კომფორტში სიმშვიდეს ვგულისხმობ...
შენთან ვარ მშვიდად
შენთან რომ ვარ, ვარ სახლში
შენთან რომ ვარ, ვარ კარგად
არადა ვიცი, როგორ ცუდად ხარ ხოლმე, არ გამომიცდია, მაგრამ წამიკითხავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენ არ შეგიწყვიტავს სიყვარულის გაცემა და მეც სულ ვიღებ ამას...
მენატრება შენთან ერთად ლუდის დალევა, აქ ვსვამ ხოლმე, მაგრამ შენ აკლიხარ ამ ყველაფერს...
მარუს ბავშვები მომიკითხე და მაგრად ითამაშე იტალიაში, როცა მოიცლი მომწერე
მეშინია არ შევეჩვიო უშენობას ...

იტალია
დასი
მარიამი
წერილები თბილისში მიდიოდა
კონტაქტი ცოტა ხნით გაწყვეტილია, რთულია, მაგრამ უძლებს, თან წინ სპექტალია

მეილი შოთასგან
”როგორც გავიგე იტალიაში ხარ, მეც აქ ვარ და მინდა რომ გნახო, წავიდეთ საღამოს სადმე, თუ არ ხარ წინააღმდეგი, ვიცი უაზროდ დავიკარგე ერთ დროს, მაგრამ ახლა მინდა რომ დავბრუნდე, არ მითხრა უარი გთხოვ, მინდა რომ გნახო და აგიხსნა ყველაფერი, ვიცი ლევანთან ხარ და გიყვარს, მაგრამ არ მგონია, რომ ერთი ვახშამი პრობლემა იყოს...
ვიცი ვერ იტან ჩემს ცინიკურ მიდგომას ურთიერთობების მიმართ, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს შენი ბოლო სიყვარულია, არის ლევანი და გაივლის, კარგი იქნება თუ გაივლის
ჩემი წასვლა შეცდომა იყო, უცბად გამოვჩნდი შენს ცხოვრებაში და მერე დავიკარგე, მაგრამ მეგონა ასე უფრო დამაფასებდი...
მოკლედ შემხვდები ???
ველი პასუხს...”

მარიამი მთელი დღე გარეთ იყო, ხან რის დეგუსტაციას დაესწრო, ხან რის, მეილებს ისედაც იშვიათად ამოწმებს, რადგან არავის ელის განსაკუთრებულს, მეგობრები ურეკავენ, ლევანის წერილები კი ფურცლებზე დაწერილი მოდის...

ღამე ავიდა ნომერში, აივანზე გაიტანა ლეპტოპი, ჩამოჯდა და უყურებდა გარემოს, სადაც პირველად იყო, სხვისი ქვეყანა, ლამაზია, კარგია, მაგრამ მაინც ვერ გრძნობს თავს სახლში, ნეტავ ლევანი რომ იყოს აქ, უფრო კარგად შეიგრძნობდა ამ ახალ გარემოს? ალბათ კი

მამის ზარი :
-როგორ ხარ მამი?
-კარგად მამიკ?
-მოგწონს ?
-კი, მაგრამ ხომ იცი, თბილისის გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ
-კი ვიცი... წერილი მოვიდა შენს სახელზე და ნუ ხო ხვდები ვისგან :)
-ახლა შემეძლოს ნეტავ წაკითხვა, არ გახსნა იცოდე :)) (ვხუმრობ, ვიცი არ გახსნი)
-ახლა ლევანის წერილები მაკითხე კიდევ :) რა გემრიელი ნამცხვარი დამიტოვე, მოვედი სამსახურიდან და რომ არ დამხვდი სახლში, გული დამწყდა და სიცარიელე ვიგრძენი, მიყვარს რომ შემომეგებები ხოლმე, საერთოდ რომ გეგებებიან, არის ძალიან ძლიერი გრძნობა, ვინმეს რომ უხარია შენი მოსვლა
-მამიკ, ნუ მიჩუყებ გულს, მამიკ შენ და დედიკო მენატრებით ერთად
-ერთად კარგად ვიყავით, სამნი ...
-დედა გრძნობს ჩვენს სიყვარულს და მეც ვგრძნობ მისას
-მეც ასე ვარ... სიკვდილით არ მთავრდება სიყვარული...
ჩავუჯდები ფილმს, თავს გაუფრთხილდი და ხვალ დაგირეკავ
-მამიკ
-ხო მამი
-არაფერი ისე, შემოგძახე :)

ისე დაწვა, რომ არ ნახა მეილი...

შოთა ერთი განებივრებული ბიჭია, რომელსაც ეტრფის გოგოების უმეტესობა, რომელიც გარშემო ჰყავს, მარიამის სიმპატია ვერ დაიმსახურა და ამიტომ გამოიქცა სხვა ქვეყანაში, იმ განზრახვით, რომ თუ დაკარგავდა მარიამი, მერე უფრო დააფასებდა...
მაგრამ შეცდა ამაშიც...

ადამიანებს ანგრევს არასწორი ურთიერთობები, აჩქარებული ამბები, დადგმული სპექტაკლები ცხოვრებაში, ჩარჩოები და პრინციპები, რომლებიც არავის სჭირდება, ”ვითომ დაწერილი კანონები”, სტატისტიკები...
უნდობლობა
ერთხელ გულის ტკენის შემდეგ, ადამიანების მიმართ ინტერესის დაკარგვა
ზედეპირულობა
უსიყვარულობა
უყურადღებობა
თენდება, ღამდება და თითქოს ვერ ვამჩნევთ, ველოდებით მეორე დღეს, რომ გავაკეთოთ რამე, ვფიქრობთ, აი ხვალიდან, ხვალიდან იქნება ასე, მოვიკითხავ, დავუდგები გვერდში
ხვალიდან არა
არც დღეიდან
ამ წამიდან

წამში იცვლება მიდგომა ცხოვრებისადმი
წამში იცვლებიან ადამიანები...

Thursday, April 25, 2013

 
მეორე დღე გამორჩეულია ხოლმე, ღამე თითქმის რომ არ გეძინა, მერე სადღაც დილის საათებში ჩაგეძინა და 2 საათში მაინც გახარებული წამოხტი საწოლიდან, სიყვარული ცვლის ყველაფერს, დილას ადვილად დგები და ღამეც ტკბილად გეძინება და თუ არ გეძინება, დილით ადგომა მაინც გიხარია, რადგან იცი, ისიც ადგება, დღის განმავლობაში შეხვდები სადმე, შეიძლება არ შეხვდე, მაგრამ ზუსტად იცი, რომ ის იფიქრებს შენზე...

-მარიამ გამოგიარო? სამსახურში ნახევარ საათში მივდივარ და დაგტოვებ მანამდე თეატრში
-კი, გამომიარე, ვახ რა კარგია ცხოვრება
-ხო, მეც ეს გრძნობა მაქვს დილიდან, არ მჯერა რომ ეს ვთქვით და რომ ეს ყველაფერი სიმართლეა
-არც მე მჯერა, სად იყავი აქამდე
-შენ სად იყავი, შენ რომ არ მოგეკითხა, კიდევ დიდხანს არ ვიტყოდი :)
-გამოდი დროზე, თორემ დაგვაგვიანდება
-გზაში ვარ უკვე

ტანსაცმელსაც სხვა მიდგომით არჩევ, ადრეც უხამებდი ფერებს, მაგრამ ახლა ცდილობ უფრო შეუხამო და რაც მთავარია, უფრო გააფერადო, სუნამოს არ ცვლი ალბათ, რადგან ეს სუნამო მასაც უყვარდა და ახლაც ეყვარება, შეიძლება შენ რომ გასხია იმიტომ მოსწონს, ეს კიდევ უკეთესი, საჭმელი ?
მანამდეც ჭამდი, მერე სანამ ყველაფერი გაირკვეოდა, ცოტა ნაკლებს, ახლა ყველაფერს უფრო გემრიელად ჭამ, აგემოვნებ ახალ რაღაცეებს, ის რაც მას უყვარს, მაგალითად მარიამი სულ ხილის კევს ღეჭავდა, საზამთროსას განსაკუთრებით, ერთხელ შედის ლევანი მაღაზიაში და უკვე, როგორც რაღაც ნაცნობს, ისე უყურებს ამ კევს და ყიდილობს მას, რადგან მას უყვარს, ხოლო რადგან მას უყვარს, ანუ უკვე საინტერესოა...

როცა ადამიანი ბედნიერია, სხვასაც გადასცემს ამას, საქმეს ბევრად ნაყოფიერად აკეთებს და სხვასაც ეხმარება, შეუძლია საერთოდ არ დაიძინოს, თუ ამ ძილს სხვისთვის თმობს...
მეგობრებს ძალიან გაუხარდათ ეს ამბავი, პირველად გიორგიმ გაიგო, თუმცა ამას ადრეც ხვდებოდა, არ წყენია, ეს ძნელი დასაჯერებელია, გიყვარს ვინმე და ის შენს მეგობართან იქნება სამუდამოდ, ამის გაგება და ბოღმის არ ჩადება გულში, მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ...
სიყვარული გამორიცხავს ეგოიზმს...

”მივიღე შენი წერილი, ღამე ვკითხულობდი და ძალიან იმოქმედა, ძლიერი ადამიანები იძლევიან მაგალითს ცხოვრებაში, წარმომიდგენია როგორ გიმძიმდა მომაკვდავი ადამიანის ყურება, თან როცა ვერაფერს შველი, გინდა გადაარჩინო, მაგრამ არ გამოგდის, რადგან არ შეგწევს ამის ძალა...
მის გვერდში ყოფნა იყო მთავარი, დარწმუნებული ვარ, სავსე წავიდა ამ ცხოვრებიდან, შენც აგავსო და მეც მომწვდა აქ, ჩვენს პატარა თბილისში...
 რაც შეეხება ჩემს ამბებს, უკეთ ვარ, გამოვაგზავნე ის წიგნი, გითარგმნე, გავიხსენე ენა, რომ ვთარგმნიდი,მეგონა გვერძე მეჯექი, პრინციპში ასეც იყო, ალბათ ფიქრობდი ჩემზე მაგ დროს, მძიმე წიგნი აღმოჩნდა, მგონი ყველაფერი გავიგე ამ დაავადებაზე და მწყდება გული, რომ ჯერ ვერ იპოვეთ წამალი სიმსივნის განსაკურნებლად, აი ისეთი წამალი, სიცხე რომ გაქვს, დალევ დამწევს და რომ დაგიწევს...

 გუშინ შენებთან ავედი, რეპეტიციის მერე, ავიტანე ნამცხვრები, ცხელი ჩაი დავლიეთ ლიმონით, მიყვარს შენებთან ყოფნა, ფილმს ვუყურეთ, დედაშენის კალთაში მედო თავი, აბა ჩემი დედიკო არ მყავს, არა რომც მყავდეს, შენი დედიკო მაინც მეყვარებოდა :)
მამაშენმა მიმიყვანა სახლში, ფული მაჩუქა, არ შემიძლია ეგ კაცი, რაღაც ახალი კოლექციააო და გაიარეო, ფერადი ფეხსაცმელი იყიდეო, შენებურიო :)
ხვდები ალბათ რაც მომივიდა...

 წამლებს აღარ ვსვამ, მაგრამ ნეტავ როდემდე, ეს შიში მიღებს ხოლმე ბოლოს, დავდივარ ყველგან, სადაც მეპატიჟებიან, მაგრამ მალე მოვდივარ უკან, რადგამ შენ არ მეუბნები ”რომ ყველაფერი კარგად იქნება” მეც მეწყება შემოტევა და გამოვრბივარ, მერე მწყდება  გული, ადრე რომ წამოვედი, მაგრამ ხომ იცი, სხვანაირად არ ძალმიძს...
მამა მივლინებაშია, ვისაც არ დაგეზარათ, ყველა წახვედით რა...

 იტალიაში მიგვაქვს სპექტაკლი  და მთელი დღე თეატრში ვარ, ღამეებს ვათენებთ და ვართ გაოცებულები, ხომ იცი, მსახიობობა მოითხოვს გაოცებას...

სიყვარული მაცოცხლებს
ეს მაძლევს ძალას, თორემ აქამდე დავიშლებოდი
ხომ ამბობენ თავიდან უფრო უყვართ ერთმანეთიო, აი, რაღაც ”საოცარი” სტატისტიკები რომ არსებობს, სისულელეა, საკუთარ თავზე გამოვცადე, ადრე ხომ მიყვარდი, მაგრამ ახლა ბევრად ძლიერად მიყვარხარ, სიყვარული იმატებს და იკლებს ეგოიზმი, ადრე შეიძლება მეჩხუბა, მალე ჩამოდი, აქ მჭირდებითქო, მაგრამ ახლა აღარ არის ასე, რადგან რომ მიყვარხარ, იმიტომ მჭირდები და არა პირიქით, სიყვარულში იზრდება ადამიანი...
იფიქრე ჩემზე
დილაობით განსაკუთრებით, რომ ადვილად ავდგე
და ღამით, რომ კარგად დამეძინოს
სხვა დროსაც გაიფიქრე ხოლმე, რომ საქმე ვაკეთო კარგად
ჩემი ლევანი რომ ხარ, ეგ არ არის მთავარი, შენი მარიამი რომ ვარ, ეგ მაძლევს ძალას...

არ ვუფიქრდებით ხოლმე, თუ რა დიდი ძალა აქვს იმას, როცა ვინმე ფიქრობს შენზე, არ ფიქრობს სხვა რამეზე, არამედ შენზე, ანუ რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ვიღაცისთვის, ფიქრობს გულში, ფიქრობს გონებაში, აინტერესებს როგორ ხარ და რაც მთავარია, უნდა რომ იყო კარგად, გრძნობა ალბათ ფიქრია, გულში აღმოცენებული ფიქრი...
ერთ წამს
ერთ სიტყვას
ერთ საქციელს
ერთ ფიქრს
მოუცია შანსი, რომ ყოფილიყავი ბედნიერი...
სიყვარულისთვის
ამ გრძნობის სწავლისთვის
სიცოცხლისთვის
ერთმანეთისთვის
ღირს ბრძოლა...
ღირს სიცოცხლე... <3

Wednesday, April 24, 2013

მეგობრობიდან იწყება, ურთიერთობიდან, მოწონებიდან, თუ პირდაპირ სიყვარულიდან, ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა მაშინ, როცა არსებობს სულიერი კავშირი...
 

ამ ”გაციების” ამბავმა ჩაუყარა საფუძველი საიდუმლოს, რომელიც მხოლოდ ლევანის და მარიამის საკუთრება გახდა, თავს ცუდად გრძნობდა, ლევანს ურეკავდა ხოლმე, მარიამისთვის არც დილის 6 საათზე იყო აკრძალული დარეკვა და არც ღამის 12 საათზე.
მარიამს ამ ამბისთვის რაღაც განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, ანუ არ ეპრანჭებოდა ლევანს და ამიტომ ყველაფერი ბუნებრივი იყო, არც იმაზე უფიქრია, რომ ლევანს გული ეკუმშებოდა მის გამო, ფიქრობდა რომ როგორც ადამიანი მოსწონდა და სიამოვნებდა მასთან ურთიერთობა...
ლევანიც არ ჩქარობდა, თან ჯერ მხოლოდ მოსწონდა და ეს ის სიტუაციაა, რომელიც შეიძლება არც თქვა და დაელოდო უფრო ძლიერი გრძნობის მოსვლას, გაცნობის პერიოდი, გემრიელი პერიოდია, თუმცა ეს ”გაცნობა” დაუსრულებელი პროცესია და თუ დასრულდა, დასრულდება გრძნობაც...

ლევანს ახლაც ახსოვს მარიამის ის სპექტაკლი, რომელზეც პირველად მოხვდა, სამსახურიდან გამოიქცა, რადგან აინტერესებდა ის გოგო, რომელიც ასე ხშირად არის ცუდად, როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს სცენაზე...

”გთხოვთ გამორთოთ ტელეფონები” სინათლის ჩაქრობა და პირდაპირ მარიამის მონოლოგი...
ლევანმა თავი დახარა
ვერ შეხედა, ამ გრძნობას დღემდე ვერ მოუძებნა ახსნა, ეს იყო შიში, რომ მარიამს რამე შეეშლებოდა, თუ იმდენად აღფრთოვანდა ამ ყველაფრით, რომ ვერ გაუძლო და თავის დახრით უშველა თავს...

-მარიამ, ეს ყვავილები შენ :)
-მადლობა დიდი, მოგეწონა ? თქვი, ხომ ხარ გაოცებული?
-კი, ძალიან
-შეგამჩნიე თავი რომ დახარე
-შემეშინდა მგონი
-ვიცი, მაგრამ სცენა ის ადგილია, სადაც ყველაზე ნაკლებად მიტევს ეს დაავადება, სცენაზე ჯანმრთელი ვარ თითქოს, შენი ტაში ყველაზე ხმამაღლა ისმოდა და ამას დიდი დატვირთვა აქვს ჩემთვის, მერე გეტყვი რატომ :)
-ბავშვები ცოტნესთან  ადიან, შენს დიად რეჟისორთან და ალბათ შენც ხო ?
-კი, ავიდეთ...

ადრე, სანამ ლევანს გაიცნობდა, სხვაგან დიდხანს ვერ ძლებდა, მოიმიზეზებდა რამეს და მიდიოდა სახლში, რადგან ეგონა რომ ცუდად გახდებოდა და არ უნდოდა ეს ხალხის წინაშე მომხდარიყო, ახლა როცა ლევანმა იცოდა ამ ”დეპრესიის” შესახებ, ბოლომდე რჩებოდა ხოლმე, უბრალოდ როცა თავს ცუდად იგრძნობდა, მიუჯდებოდა ლევანს, ისიც შეხედავდა, გაუღიმებდა ეტყოდა ჩუმად:
”მარუს, აქ ვარ და ცუდი არაფერი მოხდება და თუ მოხდება, მე მაინც აქ ვიქნები”
და მარიამის ღელვაც მცირდებოდა
ასე თანდათან, ასე ერთად ყოფნით, სიმშვიდით და ერთმანეთის გაგებით, მოვიდა გრძნობა, რომლისაც დღემდე ვერაფერი გაუგიათ, მაგრამ ამ გრძნობით უყვართ ერთმანეთი...
 

ზამთრის დღე იყო, მაგრამ თბილი,მარიამმა კლინიკაში გაუარა ლევანს გაუფრთხილებლად, ელოდებოდა გარეთ...
-მარიამ, არ გელოდი აქ
-მეც არ ველოდი, რეპეტიციიდან გამოვედი და უცბად მომინდა შენი ნახვა
-რა ხდება ნეტავ
-არც მე არ ვიცი
-მარიამ
-რა იყო?
-ყველაფერი იყო ?
-ანუ ?
-არ ვიცი, აი, რაღაც საოცრება ხდება ჩემს გულში, სულში, შიგნით, თვალებში, მე ჩავვარდი ამ რაღაცაში ?
-რა ხდება, შეგიყვარდი მგონი
-ამას თუ სიყვარული ჰქვია, მაშინ ხო
-გაგახარო ?
-ისედაც გახარებული ვარ ამ გრძნობით, მაგრამ მიდი აბა
-მეც ასე ვარ, მეც ეს მჭირს, მეც გულით დაგატარებ...

ორივეს ძალიან ხმამაღლა გაეცინა
ეს ის წამია, როცა გინდა იყვირო, როცა გინდა რომ ეს გრძნობა იყოს სულ, გგონია და ხარ დარწმუნებული, რომ ამ წამისთვის, ამ სიხარულისთვის ღირდა ცხოვრება, ყველა ტანჯვა ჩავლილია, შეიძლება იყოს მწუხარება კიდევ და იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ ის იქნება შენს გვერდში...
მწუხარება ნახევრდება
სიხარული ასმაგდება
...
”მარიამ ვერ გწერდი, რას შვები, როგორ ხარ, სად ხარ ?
ის გოგო გარდაიცვალა, დღეს დილის 7 საათზე, გავათენეთ, ღამე დაეწყო ტკივილები, წუხდა თავისთვის ჩუმად, მე შენს წერილებს ვკითხულობდი და არ მეძინა, ამიტომ გავიგე ხმა, შევედი, ის ტიროდა, იცი, ბევრი პაციენტი მყოლია, მაგრამ ეს ძალიან ახალგაზრდა იყო, თან გოგო, შენც ხომ გოგო ხარ, ასეთ დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველა გოგოს ისე უნდა დავეხმარო, როგორც შენ დაგეხმარებოდი, შენ რომ ცუდად მყოლოდი...
ბოლო 7 საათი  ვეჯექი გვერძე
მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე, ეშინოდა სულ ცოტათი სიკვდილის, მაგრამ თან მეუბნებოდა, რომ არასდროს მოვიწყინო, რადგან სიცოცხლე ძალიან ტკბილია, მისი სიტყვები დამრჩება ბოლომდე გონებაშიც, ყურშიც და გულშიც, დაახლოებით ასე ჟღერდა და მინდა რომ შენც იცოდე:
”ლევან, შენ ექიმი ხარ და ყველაზე ძლიერ და ყველაზე დასაფასებელ საკითხთან გაქვს კავშირი, ადამიანის სიცოცხლესთან, მე ამ წამს, ამ ბოლო წამებში, საათებში, თუ წუთებშიც მიყვარს სიცოცხლე, ვნანობ იმ დროს, რაც გაბრაზებაში და წუწუნში გამიტარებია, თუმცა ასეთი ძალიან ცოტა იყო, ყოველთვის ვცდილობდი დრო სიცოცხლეში დამეხარჯა, მიყვარდა ადამიანები და ერთი ადამიანი განსაკუთრებით, ის ახლა არ არის აქ, რადგან ვერ გაუძლო ჩემს ავად ყოფნას და წავიდა, ჩემგან წავიდა, მე არ ვადანაშაულებ მას, ალბათ შეეშინდა, ან არ შეეძლო ჩემი ტანჯვის ატანა.
მალე წავალ აქედან, მაგრამ კიდევ მინდა აქ ყოფნა, თუმცა ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა.
ლევან, ის სიხარული რაც დამრჩა, შენ გაჩუქებ, შენ მარიამს აჩუქე, ის თავის მეგობრებს აჩუქებს, ისინი სხვებს და ასე ვიცოცხლებ მე თქვენში”
მერე ხელები გამომიწოდა და მითხრა:
აი, აიღე და გთხოვ, ყველაფერი რასაც გააკეთებ, გააკეთე სიყვარულით, ეცადე და გამოგივა...

სიხარული გადმომცა ხელებით, აი ის თამაში რომ იყო ბავშვობაში, ”ჩემი ოქრო ჩემთან” ხელებს რომ ვაბჯენდით ერთად და ვიღაც რომ გვაძლევდა ”ოქროს”, დაახლოებით ასეთი მოძრაობა გააკეთა...
მერე იმატა ტკივილმა
სუსტი გამაყუჩებელი გამაკეთებინა და მერე დაიძინა
ამ ქვეყნისთვის დაიძინა...


მაკლიხარ
სულ
ხშირად
ძლიერ ”

ერთმანეთს ხშირად ვუშლით ნერვებს, ვტკენთ გულს, მაგრამ ყოველი წამი, წუთი და საათი, არის საშუალება, რომ გამოვასწოროთ ეს დამოკიდებულება,თუ დღემდე არ გვიცხოვრია, ახლა მაინც, აი ამ წამიდან დავიწყოთ სიცოცხლე...
დამოკიდებულება
მიდგომა
გადაწყვეტილება შენს თავში და შენს თავთან, რომ ყველაფერი იქნება კარგად, შენ იბრძოლებ
და
შენ შეძლებ

ერთმენისთვის
ერთმანეთის სიყვარულით...

Tuesday, April 23, 2013

”შენი გუნდი ჩემპიონი გახდა, გეტყოდნენ ალბათ, ბიჭებმა წამიყვანეს და ერთად ვუყურეთ ყველამ, ყველა შენ გახსენებდა, ჩვენი ექიმი სად არის ახლა, კლინიკაში რა წყნარია ხოლმე და მატჩებზე თავზე იმხობს ყველაფერს და მეც ძალიან მენატრებოდი, მიყვარს რომ ნამდვილად გიყვარს ეს სპორტი, არავინ და არაფერი არ გაინტერესებს ხოლმე მაგ დროს, მახსოვს ჩვენი პირველი შეხება ამ საკითხთან:

-მარიამ, ფეხბურთზე მივდივარ და შენ რას იზამ?
-რა უნდა ვქნა, წამოვალ
-იცი, მაგალითად რას ნიშნავს, როცა მოთამაშე თამაშგარეშია?
მერე ჩემი გაოცებული სახე და ფიქრები, ეს ბიჭი ვერ არის ცოტა
-კი ლევან მესმის, ევერტონის გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან, მეც და მამაც

მერე გავიგე რომ მანჩესტერი გიყვარდა, მახსოვს ის ღამე გავათენე, წავიკითხე ყველაფერი ამ გუნდზე, მინდოდა ყველაფერი მცდოდნოდა იმ საკითხზე, რომელიც შენ გიყვარს, გავათენე და დავრწმუნდი, რომ ჩემი გრძნობა შენდამი, უკვე ძალიან სერიოზული იყო...
ვიცი, გაინტერესებს როგორ ვარ, ნორმალურად არის სიტუაცია, შეცდომას ვუშვებ ხოლმე ერთ საკითხში, როცა ცუდად ვარ, მგონია რომ გარეთ დავიბრუნებ ხალისს, ანუ ჩემს გარეთ, მაგრამ ასე არ ხდება, ან თუ ხდება, მხოლოდ ცოტა ხნით, ბედნიერება და ხალისი შიგნით უნდა ვიპოვო, ვიცი ჩემს შიგნით არის და მეც ვეძებ და მჯერა ვიპოვი...
წამლებს მალე შევწყვეტ, ცოტა მაშინებს ხოლმე ეს პროცესი, მაგრამ შევძლებ, იფიქრე ჩემზე, სპექტაკლი მაქვს 24 -ში, ახალი ჯულიეტა დადგა ცოტნემ და მთავარი როლი მერგო, რა სასაცილოა, დეპრესიული ჯულიეტა, გიორგი რომეოა...
მინდა რომ იყო აქ
მენატრები სულ
მინდა რომ კარგად იყო...

წერილი გვიან ნახა, სემინარებზე იყო და მერე პაციენტებთან, ახალი პაციენტი ჰყავს, ლამაზი გოგოა, რომელსაც სიმსივნე აქვს და რომლის გადარჩენაც შეუძლებელია თითქმის, მაგრამ ლევანი იბრძვის ბოლომდე და სულ მის გვერდშია
-მე ვეცდები რომ უკეთ იყო
-არაფერია, როცა დიაგნოზი მითხრეს, მე იმ წამს შევეგუე ამ ამბავს, მიყვარდა სიცოცხლე ყველაზე მეტად, ახლა უფრო მეტად მიყვარს, მაგრამ მალე მომიწევს განშორება, უბრალოდ ბოლო წამის მეშინია, მინდა ფხიზლად ვიყო და ისე წავიდე ამ სამყაროდან, ამიტომ მორფი აღარ არის საჭირო
- და ტკივილები?
-არაუშავს, ეს დიდხანს არ გასტანს და მირჩევნია რეალობაში ვიყო, მომიყევი რამე იმ გოგოზე, რომელიც ასე ძალიან გიყვარს, ვამჩნევ ხოლმე შენს მოწყენილობას, ეტყობა გენატრება
-მარიამი მსახიობია, ლამაზია ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, როცა მის გვერდში ვარ, ვარ სახლში, სიმშვიდე ისადგურებს და მინდა რომ სულ ასე იყოს, კეთილია და არის მებრძოლიც, სცენაზე რომ გამოდის, ვიბნევი და ვერ ვუყურებ ხოლმე წესიერად, მაგრამ ისე მაგრად თამაშობს, რომ მეხსნება მერე სტრესი და მეც სცენაზე ვარ თითქოს, ძალიან უყვარს თავისი საქმე და უწევს დიდი ბრძოლა ამ სიყვარულისთვის, რადგან დეპრესია აქვს, მე იოლ ფორმას ვეუბნები, მაგრამ დიაგნოზი მძიმეა, თუმცა ერთად მოვერევით მჯერა
-მთავარია ერთად იყოთ, აქ მანძილს არ ვგულისხმობ, ერთად ყოფნა სიძლიერეა...

მთელი დღე სცენაზე
ტექსტი
გრძნობა
გათენება
პროფესია, რომელსაც სჭირდება თავის გადადება, მსახიობები ამბობენ, რომ პარტნიორობა სცენაზე არ აჩენს გრძნობებს, მაგრამ არის გამონაკლისებიც, გიორგი და მარიამი ”ბერიკებიდან” ერთად მოდიან და სულ პატარაობიდან უყვარს გიორგის, თუმცა ეს არასდროს უთქვამს, ლევანიც გიორგისგან გაიცნო...
რატომ არაფერი თქვა ამ გრძნობაზე, არავინ იცის, თავის ფიქრებში ამას ასე ხსნის:
”ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ მარიამს მხოლოდ მეგობრული გრძნობა ჰქონდა ჩემდამი და არ მინდოდა, როგორც მეგობრის, როგორც ადამიანის დაკარგვა, ამიტომ გავჩუმდი, მერე ჩემს საუკეთესო მეგობარს შეუყვარდა და ამით ყველაფერი მორჩა... სიყვარულს რომ გასცემ, არ არის საჭირო ელოდო უკან დაბრუნებას, რადგან ეს მოლოდინი მტანჯველია, სიყვარული უნდა გასცე სიყვარულისთვის და არა ანგარებისთვის”
გიორგისთვის რომეოს როლი მძიმე იყო, თუმცა უფრო კარგად გამოსდიოდა, რადგან უყვარდა მარიამი და რეალობის გათამაშება უწევდა, მისი გრძნობა მარიამის მიმართ, იყო ყველაზე სუფთა გრძნობა, რაც კი ოდესმე გამოუცდია...

”მარიამ ვერ მოგწერე და მაპატიე, ერთი ახალგაზრდა გოგოა ავად, ბოლო დღეებია მის ცხოვრებაში და ვცდილობ ოდნავ შევუმსუბუქო, ვუყვები ჩვენს ისტორიას და თავადაც ვიხსენებ, მახსოვს პირველად რომ მოვედი შენთან სახლში, აი,ვითომ სიცხე რომ გქონდა, მე და გიორგი რომ ამოვედით, შემოგხედე და მივხვდი, რომ ამ სიცხის უკან ”დეპრესიას” მალავდი, შენ თხოვე გიორგის წამალზე გასვლა და დავრჩით მე და შენ, ვიდექი შენს წინ და ვერ ვხვდებოდი, რატომ იყავი ასეთი მოწყენილი, მერე იყო შენი სიტყვები
-ლევან ვიცი მიხვდი, რომ არ მაქვს სიცხე და ვიცი არავის ეტყვი
ეს იყო ნდობის გამოვლინება, შენ არ მიცნობდი წესიერად, მაგრამ მენდობოდი, ნდობიდან იწყება ის ნაბიჯები, რომელმაც ამ დიდ გრძნობამდე მიმიყვანა, შენ ენდობი ადამიანებს და ყოველთვის ამბობ, რომ ეს არის ძლიერი იარაღი, რომ არ გიღალატონ მათ, თან ამას გულით აკეთებ და მე მიხარია რომ ხარ ჩემს ცხოვრებაში, ისე შენმა ამ დაავადებამ ძალიან დაგვაახლოვა ოდესღაც, მახსოვს გიყვებოდი დეპრესიაზე ყველაფერს, რაც ვიცოდი, ერთად ვუყურებდით ფილმებს ამ თემაზე და ამ ყველაფერმა გიშველა და მიშველა მეც, სხვა თვალით და სხვა განწყობით შევხედე ცხოვრებას...
მიხარია რომ იყავი ჩემებთან ერთად, იმედია კარგად დაუდგნენ გუნდს გვერდში, აქ მოწყვეტილი ვარ ცივილიზაციას, ვიღაცამ თქვა, მანჩესტერი გახდა ჩემპიონიო და გული ამომივარდა, გამახსენდა ყველაფერი, რაც ამ გუნდს უკავშირდება...
ჯულიეტა -ჰმ, კარგად გამოგივა, ყველას თავის ჯულიეტა ჰყავს ცხოვრებაში, ჩენი ჯულიეტა სცენაზეც ჯულიეტას თამაშობს, გიორგი რომეო, ჰაჰ, სად შემიძლია, წესიერად მოიქცეს :))) მეცინება ძალიან და ვარ ბედნიერი...
მარიამ მომწერე ხშირად
იყავი სულ გვერდში
ფიქრებით არ მიმატოვო
ეს არის მთავარი...

მეგობრები კარგავენ ერთმანეთს, რადგან აღარ უყვართ ერთმანეთი, ნდობა ქრება იმიტომ, რომ ქრება სიყვარული, როცა გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ შენ სრულ ნდობას უცხადებ ადამიანს, მოწყენილობა მოდის მაშინ, როცა გულში ვერ პოულობ ძალას სიყვარულისას, დარდობ მაშინ, როცა სიყვარულს უკან რაღაცის მისაღებად გასცემ
 

ხარ ბედნიერი
როცა გიყვარს
უანგაროდ
გიყვარს
სიყვარულისთვის
გიყვარს იმიტომ
რომ გიყვარს
ყველაფერი ძლიერი კეთდება ამ გრძნობით
სიყვარულით გაკეთებული საქმე არ ინგრევა
უძლებს დროს
და მოაქვს სიმშვიდე
სიცოცხლე ღირს ყოველთვის
და თან როგორ ღირს <3 :)

Saturday, April 20, 2013


”წამლები რაც მაშინ გამოგიწერე, დალიე აუცილებლად, მაგრამ მხოლოდ 10 დღე, მერე შეწყვიტე და ეცადე მოერიო შინაგანად თავს, სევდა ჩაანაცვლე საქმით, ეს შველის და იცი ეს შენ, გიგზავნი რაღაც წიგნს და მინდა რომ მითარგმნო, ეცადე, ჩემთვის ეცადე. აქედან ცოტა მიჭირს რამის თქმა, რადგან ზუსტად როგორ ხარ არ ვიცი და რა გითხრა არ ვიცი, მინდა ყველაფერი ვთქვა, მაგრამ თან ვერ ვაგროვებ სიტყვებს... ხანდახან ვერ ვხვდები, რატომ გჭირს ეს ამბავი შენ, თითქოს არ უნდა იყოს ასე, ყოველთვის როცა გიყურებ, სიცოცხლის ძალას მაძლევ, ძალას მაძლევ რომ ვიყო უკეთესი, ალბათ მე გართმევ ამ ენერგიას, მე ვივსები და შენთან მოდის სევდა...
შენ ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა ხარ ჩემთვის, არასდროს მბეზრდება შენი ყურება, შენი მოსმენა, სულ მინდა რომ იყო გვერდში, ამბობდე რამეს, შენი ოდნავ ბოხი ხმით, ზუსტად არც ვიცი როგორით...
ბევრს ვფიქრობ ჩვენს ამბავზე, ეგოისტურად გექცევი თითქოს, გაიძულებ იყო ჩემს გარეშე, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავს ვაიძულებ, მაგრამ საქმე საქმეა და მასაც უნდა სიყვარული...
საერთოდ სიყვარული სჭირდება ყველაფერს...
ისეირნე საღამოობით, თუნდაც მარტო, მაგრამ ისეირნე, რადგან გშველის ეს შენ
მაპატიე, რომ ხარ ცუდად...

-მარიამ რეპეტიციაზე გაგვიანდება, თუ მეჩვენება?
-კი გიო მაგვიანდება, ვერ ვდგები, ძალა არ მაქვს
-მარიამ ავად ხარ ? ზეგ სპექტაკლია, რა გჭირს?-არ ვიცი, სიცხე მაქვს
-მოვიდე?
-არა, რატომ უნდა მოხვიდე
-ხო კარგი, ხვალ მაინც შემოგვიერთდი
-ვეცდები...

კითხულობდა მონაწერს, მაგრამ მაინც ვერ ერეოდა თავს, ახსენდებოდა წამები, მაგრამ არც ეს აძლევდა ძალას, ბოლოს დალია წამალი და ჩაეძინა
რეკავდა ტელეფონი
მოდიოდა მესიჯები
გადიოდა საათები
ღამის 4 საათი
გაღვიძება
რომ გერევა დილაა, თუ უკვე სხვა დღეა
აეტირა
შეიბრუნა ძილი და მეორე დღის 4 საათამდე ეძინა
50 ზარი და 16 მესიჯი
”ვახსოვარ მეგობრებს, მე კი არ ვარ მათ გვერდში, ჩემს პრობლემებს გადავყევი, ამ რაღაც საოცრებას ვაკვლევინებ თავს და ვკარგავ საუკეთესო წუთებს, თან ლევანიც ხომ ბედნიერი იქნება, მე თუ მოვერევი ამ ყველაფერს”

გამოაღო კარადა
ტანსაცმელები ჭრელი
თმაზე ბანტი
თხელი ფერადა კაბა და ”ბატინკები”
უნდა შევძლო, უნდა წამოვდგე...

ირლანდიური პაბის შემდეგ, მოვლენები სწრაფად არ განვითარებულა, იყო შეხვედრები მეგობრებთან ერთად, დაკვირვება და რაღაცით აღფრთოვანება,მოლოდინი რომ იქნებოდა მარიამი მორიგ შეხვედრაზეც, მორიგზეც და იქნებოდა სულ...
თუმცა მოვიდა ისეთი დღეც, როცა არ დახვდა იქ, თან უნდოდა ეკითხა სად იყო, თან ვერ კითხულობდა, ბოლოს გაბედა:
-მარიამი სად არის გიო?
-ცუდად იყო და ვერ წამოვიდა, რა იყო ? ჰმმმმმმ, ჰა რა ხდება ???
-რა ამბავი ატეხე, მაინტერესებს, სულ არის ხოლმე და ვიკითხე
-არაფერი ამიტეხავს, გკითხე, შენ ჩავარდი პანიკაში, ვახ რა მაგარიაა,მოგწონს ხო ? ადრეც შევამჩნიე, სულ ინტერესით უსმენ ხოლმე
-მე ზოგადად ინტერესით ვუსმენ ადამიანებს
-მაშინ მარიამს სხვანაირად უსმენ, მიდი აღიარე რა,მიდი გთხოვ
-რა ვაღიარო, ჩემს თავთანაც ახლა ვაღიარე, რომ ვერ დავინახე, რაღაც ჩამწყდა გულში, გიო მითხარი სად ცხოვრობს, ან არ ვიცი
-კარგი დაწყნარდი, წამო წავიდეთ...

შეიძლება ერთ წამში მოვიდეს ეს გრძნობა, აი დაინახავ და მიხვდები, რომ რაღაც გადატრიალდა შიგნით, ხანდახან პირიქით, ცოტა გვიან ხვდები, მთავარია რომ ხვდები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაკარგავ მერე არ მიხვდე, თუმცა არც ეს არის ცუდი, რადგან სიყვარულთან ეს სიტყვა საერთოდ არ უნდა გამოიყენებოდეს, სიყვარული თუ ნამდვილია, არის ძალის მომცემი
იცვლება რაღაც
ხდები ძლიერი
გინდა რომ იყოს კარგად
და გრძნობ რომ მისთვის გააკეთებ ყველაფერს
ახლოს ხართ, კარგად ხართ
შორს ხართ, მაინც კარგად ხართ

რადგან გულში ხართ ერთად
იქ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა <3

Friday, April 19, 2013

”ჰმ, მხიარულად გაგიტარებიათ ჩემი დღე, თუმცა ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა, ის პატარა ბავშვი, რომელიც წინა დღეებში ტიროდა, მეორე დღეს მხიარული დამხვდა, სახეზე მომეფერა და ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო, მართლა ყველაზე დიდი...
ამ წერილს დაგვიანებით ვაგზავნი, თუმცა შენგანაც დიდი ხანია არაფერი მსმენია და ამან შფოთი შემომიტანა გულში, შეიძლება რეპეტიციებზე ხარ სულ, მაგრამ იქნებ ის გიტევს, აი ”დეპრესიას” რომ ეძახი და მე შფოთვით აშლილობად რომ მოვიხსენიებ ხოლმე, მეშინია ეს არ იყოს, რადგან ვიცი გიჭირს ასეთ დროს, ვერავინ გიგებს, რადგან უმრავლესობას არ გამოუცდია და მე მხოლოდ იმიტომ მესმის, რომ ექიმი ვარ და თან მიყვარხარ, არა, სხვებსაც უყვარხარ, უბრალოდ ექიმები არ არიან ისინი...
თუ ასეა, გთხოვ გამაგებინო, რომ შევძლო რამის გაკეთება...
მენატრები შენ ჩემს სამშობლოში...



მარიამს მართლაც შეტევა ჰქონდა, არ ვიცი ეს დეპრესიაა, შინაგანი შფოთი, დისკომფორტი, როცა შენ და შენი შინაგანი სამყარო უცნობები ხართ ერთმანეთისთვის, როცა გული და გონება დიდ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, როცა სხეული არ გემორჩილება, როცა სულ ძილი გინდა, ან პირიქით არ გეძინება, ყველა და ყველაფერი გაღიზიანებს და ხან სულერთია...

წამოწოლილი იყო მარიამი და ფიქრობდა, ეს ყავისფერი ფერი ღრნიდა შიგნიდან, ცდილობდა გაეფერადებინა ფიქრები, მაგრამ არ გამოსდიოდა, ბოლოს გადაწყვიტა ლევანიზე გადაეტანა ფიქრი და გაახსენდა გაცნობის მეორე დღე... :
-მარიამ, სავარაუდოდ ”პახმელია” გაქვს, ბიჭებმა დამირეკეს და სახინკლეში მივდივართ
-წამოვალ, რადგან ვკვდები
-ექიმის მანქანით ვიქნებით, დაგირეკავ და ჩამოდი
-კარგი
იყო გემრიელი ხინკალი და საღამოს პაბში წასვლაც, ლევანი ისვენებდა და ბევრი დრო ჰქონდა, მარიამის პირისპირ იჯდა და ისე ხანდახან გახედავდა ხოლმე, აინტერესებდა მაგალითად ამ წამს როგორ იცინოდა, ან ხელებით როგორ ხსნიდა რაიმეს, აინტერესებდა და ალბათ ამ ინტერესით იწყება ყველა ურთიერთობა, მეგობრულიც და საქმიანიც, ისეთიც და ასეთიც
-ლევან, რაღაც მინდა გითხრა
-მითხარი მარიამ
-ძალიან თავისუფალი ხარ, თუ მეჩვენება?
-ძალიან არ ვარ, ზომიერად ვარ, ზომიერებაშია თავისუფლება ჩემთვის
-ახლა რომ საუბრობ, მგონია რომ განსხვავებული ადამიანი ხარ
-ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან
-ამ გაგებით არა, არ გავხარ ჩარჩოში მყოფ პიროვნებას, დესპოტს, აზიატს ანუ
-არ ვიცი მარიამ რას გულისხმობ აზიატობაში, მე მინდა და ვარ თავისუფალი და მინდა რომ ჩემს გარშემო ასეთი ადამიანები იყვნენ...

ეს რომ გაახსენდა, გაეღიმა, რადგან ზუსტად ასე იყო, სიმართლე უთხრა მაშინ, რადგან როცა ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა, ამ სიმართლეს ყოველ ნაბიჯზე უმტკიცებდა, მარიამი თავად ეჭვიანი იყო, მაგრამ ლევანმა შეაძულა ეჭვიანობა, რადგან ეს უნდობლობის ყველაზე დიდ გამოხატულებად მიაჩნდა, ეჭვიანობა სიყვარულის ნაკლებობაა, როცა ადამიანი გიყვარს და უყვარხარ რატომ უნდა გასვარო ეს ყველაფერი ეჭვებით, რატომ უნდა იტანჯო და ტანჯო სხვაც...
მარიამი ლევანის გაცნობამდე უფრო შებოჭილი ცხოვრებით ცხოვრებდა, მიუხედავად იმასა რომ მსახიობია, სიყვარულთან ერთად, თავისუფლების სწორი აღქმაც ისწავლა, ლევანის გაცნობის შემდეგ მიხვდა, რომ ერთადერთი ქართველი ბიჭი და ისიც ასეთი თავისუფალი მხოლოდ მას შეხვდა ცხოვრების გზაზე, რადგან მისი მეგობრები, ბიჭების დესპოტიზმისგან იტანჯებდნენ, ”არ წახვალ აქ, ხმის ტონის აწევა, ასე არ გაიცინო, ისე იქნება, როგორც მე მინდა” მსგავსი ფრაზები საერთოდ არ გაჟღერებულა მათ ურთიერთობაში, ლევანი ზოგადად შორს იდგა ამ ყველაფრისგან და მართლა გულწრფელად უყვარდა მარიამი...

”ლევან ვერ გწერდი, ძალა არ მქონდა ხელებში, რომ ამეღო კალამი და არც ფურცლის აღების ძალა მქონდა, ისევ მოვიდა ის სევდა, რაც მიტევს ხოლმე, რაც მაგდებს და არ მაძლევს უფლებას, რომ ვიცოცხლო, გუშინ სპექტაკლი მქონდა, ვითამაშე თავის იძულებით, დავლიე დამაწყნარებლები და ისე გავედი სცენაზე, ამას შენს გარდა, მართლაც ვერავინ გაიგებს, მინდა რომ ვიყო მხიარული და არ შემიძლია, არ გამომდის, არ მინდა რომ ვიწუწუნო, მაგრამ შენთან თუ ვერ ვიწუწუნე, საერთოდ რა აზრი ექნება წუწუნს, დიდი ხანია არ მოსულა ეს სევდა, დეპრესია თუ ყავისფერი ფონი, მაგრამ ახლა მოვიდა, ახლა აქ რომ იყო, არ ვიცი რა შეიცვლებოდა, თუმცა ერთი ვიცი, რომ წამიკითხავდი რამე საინტერესოს და მეტყოდი რომ გინდა ჩემი კარგად ყოფნა, ეს ისედაც ვიცი, მაგრამ შენი ხმით რომ მეტყოდი, ეს მომცემდა ძალას...
ვუსმენ მუსიკას, რომელიც გვიყვარს ერთად, მაგრამ არ მშველის, მუსიკაც არ მშველის, ყველაფერი უფერულია და მე მეშინია, საკუთარი თავის მეშინია, ჩემი უსუსური მიდგომის ამ ყველაფრისადმი...
ჩამოდი რა მალე
გთხოვ ჩამოდი
ეს მოთხოვნა არ არის, არც თხოვნა
ეს ჩემი გულის გამოძახილია... ეს ის არის, რასაც მართლა ვფიქრობ...

ურთიერთობები უფასურდება მაშინ, როცა იკარგება თავისუფლება, იკარგება თავისუფლება მაშინ, როცა ქრება სიყვარული, სიყვარული ქრება მაშინ, როცა არც უარსებია... რადგან თუ ნამდვილად არსებობს, ის არ ქრება და თუ არ ქრება, არ იკარგება თავისუფლებაც და გამომდინარე აქედან, ურთიერთობები არ უფასურდება ....

Thursday, April 18, 2013

”გიგზავნი შენი დაბადების დღის ფოტოებს, მომამიკითხეს შენმა მეგობრებმა და წავედით ირლანდიურ პაბში, დალიეს ბევრი, აი გადასხმა რომ გჭირდებათ ხოლმე ისე, მეც დავლიე , აი პირველად რომ მნახე, თითქმის ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, მერე გარეთ ვობოდიალეთ, ვიმღერეთ, მერე იტირეს შენმა მეგობრებმა, ყველას ისე ენატრები, რომ ამეშალა ნერვები, მეგონა მარტო მე მენატრებოდი, მერე ავედით შენებთან, დედაშენს ძალიან გაუხარდა, იქაც დავლიეთ, მამაშენმა გვამღერა, ძალიან კარგი დრო გავატარეთ
მაგრამ ყველას ვიღაც გვაკლდა
და ეს ვიღაც იყავი შენ...

დაბადების დღე საავადმყოფოში გაატარა, დილით რომ გაიღვიძა არ ახსოვდა რომ ეს დღე იყო, უბრალოდ ფიქრი თავიდანვე მარიამისკენ წავიდა, მარიამიდან ფიქრი საკუთარი თავისკენ ბრუნდება ხოლმე, ამიტომ მიხვდა რომ 24 წლის გახდა, დღე, რომელსაც მეგობრებთან ერთად ატარებს ადამიანი, მაგრამ ეს დღე ასე არ ჩაივლიდა, იქნებოდნენ პაციენტები, 4 ოპერაცია და სიცოცხლისთვის ბრძოლა, თუმცა ეს არ თრგუნავდა, რადგან რა უნდა გაკეთდეს იმაზე მეტი, ვიდრე სხვისი გამოჯანმრთელება და ტკივილის შემსუბუქებაა...

ყავას სვამს, ზის თავის სამზარეულოში, აი, ყავასთან რომ განმარტოვდები და ფიქრები რომ წაგიღებს, ან მომავალში, ან წარსულში, ან სადღაც ფანტაზიებში, ფერად სამყაროში, სადაც ყველაფერი მაინც არ არის დალაგებული, გაახსენდა ის დღე, როცა მარიამი გაიცნო, ყველაფერი როგორ მარტივად და თან საინტერესოდ მოხდა:

სამსახურში მიდიოდა დილას, გაჩერდა შუქნიშანთან, არქივთან რომ არის იქ, 60 წამიანი ინთება, ეს საკმაო დროა იმისთვის, რომ ჩაფიქრდე, ირლანდიური მუსიკა ჰქონდა ჩართული და თითქოს გამიზნულად გაიხედა გვერძე, ტაქსი იყო ვარდისფერი და მოჩანდა გოგონას ხელი, თხელი ხელი, ფერადი სამაჯურებით და ერთი ლამაზი ბეჭდით, ფერები საკმაოდ ჭრელი იყო, მაგრამ ერწყმებოდა ერთმანეთს, თანხმობაში მოდიოდნენ ერთმანეთთან და თითქოს მიჯაჭვული ხდებოდი ამ წამზე, გამოიხედა გოგომაც, ოღონდ ისე, აი რომ მოგიწევს გახედვა...
დაიძრნენ მანქანები და ეს წამიც იქ დარჩა, შუქნიშანთან...

საღამოს მეგობრის დაბადების დღე
შედის ლევანი
დაგვიანებით რა თქმა უნდა, პაციენტებმა არ გამოუშვეს
არის უცხო საზოგადოებაც
და უცხო სიცილი

სიცილმა მიიქცია ყურადღება, ვიღაც იცინოდა და ვერ სუნთქავდა, თან ცდილობდა რაღაც მოეყოლა, მაგრამ სიცილი უშლიდა ხელს,ზურგით იჯდა, ხელი აწია და კიკინა გვერძე გადაიგდო და აი ამ წამში, შეამჩნია ის სამაჯური, ის ფერადი წამი, რომელმაც დილით მიიქცია მისი ყურადღება...
გაეღიმა
და თითქოს ამ წამმაც ჩაიარა
იყო გაცნობაც
-გაიცანი ეს მარიამია, ერთ დასში ვართ ახლა
-მარიამ ეს ლევანია, ექიმი ბიჭი
ხელის ჩამორთმევა
ის ფერად სამაჯურიანი ხელი ახლა ლევანის ხელში იყო, თითქოს დილას დაკარგული წამი ახლა დაიჭირა...

მარიამმა ბევრი დალია და რა თქმა უნდა გახდა ცუდად, ზოგადად არ სვამს ხოლმე, მაგრამ ახლა ასე გამოვიდა, გული ერეოდა და ტიროდა
-რა გატირებს მარიამ, რა იცით ამ გოგოებმა სიმთვრალეში ტირილი
-მეშინია ღებინების, აბა ბიჭის გამო კი არ ვტირი
-ასეთ საოცარ პასუხს პირველად ვისმენ
-შენთვის ადვილია თქმა, რადგან ექიმი ხარ და იცი რომ კარგად ვიქნები და საშიში არ არის, მაგრამ მე ხომ არ ვიცი ეს, ამიტომ ცხოვრებაში ეცადე, სხვის ადგილას დააყენო ხოლმე თავი და მხოლოდ შენი მხრიდან ნუ უყურებ
-ეს უკვე სიმთვრალის ამბავია
-გაჩუმდი რა, არ გიცნობ და ნერვებზე მოქმედებ...

შემთხვევით არაფერი ხდება, ამის დაჭერაა საჭირო და ცხოვრება უფრო საინტერესო იქნება, მერე ყველაფერს ეძლევა აზრი, რადგან ყველაფერი აზრიანად შეგვემთხვევა, შენც ცდილობ რაღაც სიახლის შეტანას შენს თავში, ხან ცუდის და ხან კარგის, მერე ცდილობ ცუდი გაუშვა და რაც შეიძლება მეტი კარგი დაიტოვო, იბრძვი ამ ყველაფრისთვის და სხვა დანარჩენისთვის, ეს ბრძოლაა ცხოვრება, საინტერესო ბრძოლა...
იცინი
ხან ვერ იცინი
ტირი
ხან ვერ ტირი
გიჭირს წამოდგომა
ხან პირიქით
გრძნობ ბედნიერებას
ცდილობ შეინარჩუნო
მაგრამ ხანდახან არ გამოგდის
მაგრამ ეს მხოლოდ ხანდახან
და მაინც
ყოველთვის
საინტერესოა, რომ ხარ ცოცხალი <3

Tuesday, April 16, 2013


                                                      
                                                      -უკვე 6 თვე გავიდა
-ვიცი, მენატრება სამშობლო და შენ, მაგრამ აქ საკმაოდ რთული ვითარებაა, სამედიცინო რომ დავამთავრე, ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, ყოველი დღე არის ბრძოლა სხვისი ცხოვრებისთვის, ეს ადამიანები ქართულად არ საუბრობენ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ესენი არიან ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, ქალები, კაცები და მათ უნდათ სიცოცხლე...ვიცი გესმის ჩემი, მარიამ მითხარი რომ გესმის ?
-ჯერ მესმის, რადგან მხოლოდ 6 თვე გავიდა, მაგრამ რა იქნება მერე, კიდევ ერთი 6 თვის შემდეგ?
-მე ვიქნები ისევ აქ და შენ ითამაშებ თეატრში, მე ვერ მოგთხოვ შენ დალოდებას, მაგრამ მე მინდა რომ დამელოდო
-ლევან, მე მიყვარხარ და გელოდები, მაგრამ როდემდე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი პროფესია და შენთვისაც, ამიტომ ვერ მოგთხოვ რომ დათმო, მაგრამ ვერც მე ვთმობ, რადგან მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ
-მომიყევი როგორია თბილისი, მომიყევი ისე, როგორც იცი ხოლმე, გულით და ღიმილით, ისე რომ წერილშიც ვიგრძნო, ფურცელზე რომ წერ, უფრო ვგრძნობ რომ სამშობლოდან წერ, იმ თბილისიდან, რომელიც მე და შენ გვიყვარს, არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა, მაგრამ მე ვჭირდები აქ ხალხს, აქ დიდი გაჭირვებაა და აქ ბევრი ადამიანი იღუპება იმიტომ, რომ არ აქვთ ფული, აქ განსხვავებული დაავადებებია, ისეთები, რომლებზეც არაფერი მსმენია და ასე პრაქტიკით ვსწავლობ, თან ვკითხულობ სამედიცინო წიგნებს, დაავადებებს ვაერთიანებ და ისე ვშველი, ისე ვეხმარები... გთხოვ რომ გამომიგზავნო სურათები, მენატრება შენი სახე...
 ” აქ გარდამავალი პერიოდია, ერთ მთავრობას ცვლის მეორე და ადამიანებიც იცვლებიან, ხდება ბევრი უსამართლობა, მაგრამ აპრილი მაინც ძალიან თბილია თბილისში, წვიმს ხოლმე, მაგრამ შენი დაბადების დღისთვის გამოიდარებს, პროგნოზი ვნახე უკვე, იმ დღეს შენს სახლში ვიყავი, შენები კარგად არიან, თუმცა ყველას შენ ენატრები, მეგობრები სულ გვერდში მყავს, 5-ში სპექტაკლი მქონდა, ხოდა მთელი შენი სამეგობრო წინა რიგში იჯდა, მხოლოდ შენ არ იყავი... მინდოდა შენი ტაშის ხმის გაგონება და ის ხმა, ”ბრავოს” ყველაზე ხმამაღლა რომ ყვირი ხოლმე. გრიპი მქონდა და პანიკაში ვიყავი, რეპეტიციებზე ვერ დავდიოდი და არავინ იყო, რომ ერჩია წამალი, ანუ შენსავით ერჩია... ახლა მეღიმება და რადგან ვიცი შენც გეღიმება... მამა კარგად მყავს, გუშინ სასაფლაოზე ვიყავით, დავალაგეთ, დედა მოგვენატრა და მოვინახულეთ. ახლა მშია და მინდა სეირნობა, შემიძლია დავურეკო მეგობრებს და გავიდე, მაგრამ შენთან ერთად რომ მინდა გასვლა და რომ არ გამოდის რა ვქნა? ამიტომ ვრჩები სახლში და ვსწავლობ ტექსტს, თან მამასაც უხარია, როცა სახლში ვარ... დღეს ფეხბურთია, იყიდა ბევრი რამ, მეც დავრჩები და ვუგულშემატკივრებ მასთან ერთად... აქ რომ იყო იჩხუბებდით და მე ვიხალისებდი
თბილისი არ არის მოწყენილი უშენოდ, მაგრამ მე ვუყურებ  მოწყენილი სახით...
წავედი დავიზუთხე ტექსტი  და შევედი როლში...

”შენი წერილი ერთი თვის დაგვიანებით ჩამოვიდა, ზუსტად გამოგითვლია, როცა ამას წერდი მარტი იყო და ახლა როცა ამას ვკითხულობ აპრილია, დაბადების დღე ერთ კვირაში მაქვს და მინდა რომ ვიყო თბილისში. ვიყოთ ყველა ერთად. დაბადების დღეზე 4 ოპერაცია მაქვს დაგეგმილი და ყველაზე დიდი საჩუქარი ის იქნება, თუ კარგად ჩაივლის, ინტერნეტის ამბავი მალე მოგვარდება, რაღაც დაზიანებაა და სრულ ვაკუუმში ვარ. შენ გაციებასაც გრიპს ეძახი, ამიტომ პირველ რიგში ცხელი ჩაი მიიღე ხოლმე, მალინით და ლიმნით. სასაფლაოზე რომ წახვალ, ყვავილები, ჩემს მაგივრადაც მიუტანე დედას, რადგან ის შენი დედიკოა და ძალიან მიყვარდა, რადგან შენ მიყვარხარ ძალიან... წავედი, სიცხე აქვს ერთ ბავშვს, ტირის, იქნებ ვუშველო რამე, იფიქრე ჩემზე დადებითად, რომ ამ ფიქრებმა გამაძლიეროს...
წავედი
მიჭირს
მაგრამ წავედი...

Friday, April 12, 2013

-პოპკორნი დიდი ხო ?
-რა თქმა უნდა დიდი ვატო, ვეღარ დავდივარ, თორემ მადა კი არ დამიკარგავს
-არ მიყვარს ამ თემაზე რომ ხუმრობ ხოლმე, რადგან მგონია რომ გული გტკივა და მხოლოდ ჩვენს გასამხიარულებლად აკეთებ ამას
-ნუ გგონივარ კეთილი გთხოვ, ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ მეხუმრება, იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, ფეხების ამბავი დროებითია, გამივლის
-უძლური ვარ შენი ოპტიმიზმის მიმართ
-რეალიზმის ვატო, ოდითგანვე გასწავლი სხვაობას ამ ორს შორის :)
იცინეს ბევრი
ისეირნეს
სადარბაზოსთან მიიყვანა, როგორც ადრე
-თაკო მაპატიებ?
- მე ეს ამბავი როცა გავიგე, მაშინვე გაპატიე, რადგან მივხვდი რომ ინანებდი, რადგან გიცნობ, საკუთარ თავზე მეტად გიცნობ, გიცნობ იმიტომ რომ მიყვარხარ, ჩვენი სიყვარული გაუძლებდა ამ გამოცდას
-თაკო
-ხო
-მომცემ კიდევ ერთ პაწაწინა შანსს?
-ჩვენ ამ სიყვარულს ერთად მივცემთ შანსს
-მგონია, რომ ეს მესიზმრება :)

ერთად ყვირილი, ერთად ყვიროდნენ, აი, ასე ეზოში იყვნენ და ყვიროდნენ, ყვიროდნენ რადგან შერიგდნენ, შერიგდნენ იმიტომ რომ უყვართ ერთმანეთი და სხვა ადამიანებს ხომ არ დაუთმობენ გულს, უნდა იყო იმასთან ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში უთანასწორობაა...

მეხუთე თვე
ელე თანდათან აცნობიერებდა, რომ ოთხ თვეში ყველაფერი კიდევ უფრო შეიცვლებოდა, მოიმატებდა პასუხისმგებლობა, სიცოცხლეს მეტი ხალისი ექნებოდა...

სანდრო ესპანეთიდან ორ კვირაში დაბრუნდა, ვატო და თაკო დახვდნენ, ელე არ წასულა დასახვედრად
-ის სად არის ?
-სახლშია
-რატომ არ მოვიდა?
-არ ვიცი, შენ მიდი
-მე მივალ, მაგრამ რატომ იქცევა ასე ?
-რას გაიგებ

ელე ოთახში იყო და ხატავდა, სანდრო დიდხანს იდგა მის ზურგს უკან და აკვირდებოდა, ფიქრობდა იმაზე, თუ რა ძლიერი იყო მისი გრძნობა, ბოლოს ხმის ამოღება გადაწყვიტა, მერე ისევ გადაიფიქრა და ასე ნახევარმა საათმა გაიარა...
-ელე, რატომ არ დამხვდი?
მოიხედა ელენემ და ხედავს სანდროს და თითქოს ყველა ტანჯვა გადის, სადღაც იკარგება
-არ ვიცი
-მიპასუხე
-შემეშვი
დაიხარა სანდრო და აკოცა...
-მეგობრობას წერტილს დაუსვამს ეს კოცნა
-რატომ ? ჩვენ მეგობრებიც ვიქნებით, გვეყვარება ერთმანეთი და ვიცხოვრებთ სულ ერთად...
ოთხი თვე
ის ოთხი თვე, რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო ელენესთვის და სანდროსთვისაც
ყოველი წამი ერთად გატარებული...

-სანდრო ელენეს დაეწყო მშობიარობა და მოდი ჩქარა...
საავადმყოფო
ელენეს სახე
სანდროს ხელი მის ხელზე
-სანდრო ჩემს ოთახში დევს პარკი, შენი სახელი აწერია და მინდა რომ აიღო
-სასწრაფოა?
-კი
ყველა იქ იყო, მთელი სამეგობრო, მღელვარება იმატებდა
სანდრო ბლოკში შეყვანამდე მასთან იყო
-ელე ცოლად გამომყვები ? აი აქედან რომ გამოხვალ
-სანდრო, მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, ყველაზე ძალიან მინდა სიცოცხლე, მინდა რომ სულ ვიყო და შენც სულ იყო, მაგრამ რა ვიცი
ექიმი
ბლოკის კარი
1 საათი
2 საათი
ბლოკის კარი
ექიმი
ბავშვი კარგად არის
დედის გადარჩენა შეუძლებელი იყო, თავიდანვე თქვა, რომ თუ რამე მოხდებოდა, ბავშვს უნდა ეცოცხლა, ეს ხელწერილი ჩემთან არის კაბინეტში, ჩვენ თავიდანვე ვუთხარით, რომ იყო საფრთხე, მაგრამ მან გვითხრა, რომ მისი სიცოცხლე, უკეთესი, უფრო კეთილი სიცოცხლით უნდა შეცვლილიყო...
სანდრო
ელეს ოთახი
პარკი
წერილი

”ახლა როცა ამას ვწერ, დილაა, თაკო ვატოსთან ერთად სეირნობს, შენ სამსახურში ხარ და მწერ ხშირად და მე ბედნიერი ვარ. სიცოცხლე ასე ძალიან არასდროს მყვარებია, თუმცა ვგრძნობ მალე შეიცვლება ყველაფერი, იმდენი დრო დავკარგე წუწუნში, უხეშობაში, მაგრამ ეს ოთხი თვე ყველაზე ბედნიერი იყო ჩემთვის, რადგან მყავდი შენ, უკვე ნამდვილად ჩემს გვერდით და ნამდვილად შეყვარებული
მიყვარდი მთელი ცხოვრება, მაგრამ მიმაჩნდა, რომ არ ვიყავი შენი ღირსი და ახლაც ასე მიმაჩნია...
მალე გაჩნდება ანიტა, ბებოს საპატივცემულოდ მინდა დავარქვა, ბებოს სიყვარულისთვის, შენ გახსოვს როგორ მიყვარდა, როგორ განვიცადე ეს ამბავი, თითქოს ის სითბო რაც გამაჩნდა, ბავშვობის სითბო, ბებოს გარდაცვალებამ წამართვა, მაგრამ ახლა მე მიყვარს მთელი გულით და შენი სიყვარული მე მაძლიერებს...
ბავშვის მამას არ დაუწყო ძებნა, რადგან ვერ იპოვი, კარგი ადამიანია, მაგრამ არ ცხოვრობს აქ და არც არაფერი იცის, ინგლისი თუ ეყვარება ბავშვს არ გაგიკვირდეს, ანუ სისხლის ყივილი იქნება...
ყველა ჩემი ურთიერთობა იყო შეცდომა, რადგან შენს გარდა არავინ მყვარებია, მაგრამ ყოველთვის მეგონა რომ შენ ვერ შეძლებდი ასეთი უღირსი ადამიანის შეყვარებას, მაგრამ შევცდი...
ექიმები მაფრთხილებენ, რომ არის საფრთხე, მაგრამ მე მინდა რომ ანიტამ იცოცხლოს, მინდა რომ გაზარდო შენ, გაზარდოს თაკომ, ვატომ, ბებიამ და ბაბუამ, ყველამ ვისაც სიკეთის და ბედნიერების მიცემა შეუძლია მისთვის, შენ გმირს ხედავდი ჩემში ყოველთვის, ეს არ არის გმირობა, მაგრამ თითქოს გავს, რადგან მაინც ვუთმობ სიცოცხლეს მას, ის იმსახურებს ბედნიერებას, ჩემი ბედნიერება მე მივიღე უკვე
ეს პასუხიმგებლობა იტვირთე ჩემთვის
შენ ნამდვილად ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის და გთხოვ, რომ არ დაკარგო ამ ამბის გამო სიცოცხლის სიყვარული, ჩემს შვილსაც ასწავლე ეს
სანდრო იქნებ მაინც გადავრჩე
მეშინია
მაგრამ ბედნიერი ვარ
მიყვარხარ
აი ტელეფონის ხმაა და შენ რეკავ, ახლა ავიღებ
მოდი აქ დაგემშვიდობები და ვუპასუხებ შენს ზარს...

ანიტას მწვანე თვალები აქვს
წაბლისფერი თმა
ასეირნებს სანდრო
და მის თვალებში ელეს გამოხედვას გრძნობს...

თავგანწირვა- სიყვარულის მტკიცებულებაა
მტკიცებულება, რომ შენ შეგიძლია გიყვარდეს
თავგანწირვა, მხოლოდ სიცოცხლის დათმობით არ გამოხატება
თავგანწირვაა, როცა სიყვარულისთვის შეგიძლია დათმობა...

Thursday, April 11, 2013

სანდრო ესპანეთში წავიდა ორი კვირით. განშორებისას უფრო ხვდებიან ადამიანები, უყვართ თუ არა ვინმე, იმ გაგებით რომ მონატრება იჩენს ხოლმე თავს, ელენეც ასე იყო, ენატრებოდა ძალიან, მაგრამ ყოველთვის მიაჩნდა რომ არ იყო სანდროს ღირსი, რადგან სანდრო შინაგანად მასზე ბევრად მაღლა იდგა, სანდროს ამაზე არასდროს უფიქრია და არასდროს მიაჩნდა რომ ვინმეზე მეტი იყო, მითუმეტეს ელენეზე...

თანამშრობლებთან ერთად იყო წასული, ნახეს მგონი ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ენახათ ესპანეთში, მაღაზიებში პირველად ელენესთვის ყიდულობდა რამეს და მერე ბავშვისთვის და მერე დანარჩენებისთვის, ეს ნიშნავს ალბათ რაღაცას, როცა პირველად ფიქრობ ვინმეზე, აი მაგალითად არჩევ საჩუქრებს და პირველად ვის საჩუქარსაც ეძებ, იმას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ცხოვრებაში, ასეთ თითქოს უმნიშვნელო საქციელებს, მივყავართ სიღრმისკენ, იმისკენ რაც გულშია, რასაც ხანდახან საკუთარ თავსაც არ ვუმხელთ...

-ელე, ლამაზია ესპანეთი, თან თბილია, ღირს რომ წამოხვიდე ოდესმე
-რომელი თბილი მე მნახე, რომ აუცილებლად უნდა წავიდე თბილი ქვეყანაში
-რა გჭირს, უხასიათოდ ხარ, თუ რას იღრინები?
-არაფერი, ნერვები მეშლება საკუთარ თავზე
-რატომ ?
-ოოო, რა ვიცი, მენატრები თუ რაღაც ასეთი
-სულ რატომ იკავებ თავს, რომ მითხრა რომ გენატრები და რატომ მიგაჩნია ეს ცუდ საქციელად? მე სულ პირდაპირ ვამბობ, იმას რასაც ვგრძნობ
-არ მინდა რომ ასე იყოს, არ მინდა რომ ვფიქრობდე შენზე
-კარგი, წავედი, არ მინდა ხასიათი რომ მომეშხამოს, ვახშამზე ვართ დაპატიჟებულები და ვერ ვიჯდები იქ ”მოკერელი” სახით
-წადი გაერთე, იქნებ ვინმე კარგი გოგოც შემოგხვდეს
-ეჭვიანობა უადგილოა ჩემს გრძნობებთან შენდამი და მწყინს რომ ვერ ხვდები ამას...

აივანზე იჯდა ელენე და ფიქრობდა ამ ყველაფერზე, იმაზე თუ რატომ არ აძლევდა საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას, ალბათ იმიტომ რომ ვერ ხედავდა ამაში ბედნიერებას, რადგან თვლიდა რომ სანდრო არ იქნებოდა მასთან კარგად, ვერ შეძლებდა ისე შეცვლას, რომ შეძლებოდა მის გვერდით ღირსეულად დგომა...

თაკო მორჩა კერვას და გამოსრიალდა თავისი ეტლით აივანზე, უყურებდა ელეს თავისი კეთილი თვალებით და სევდას გრძნობდა გულში
-ელე, მოწყენილი რატომ ხარ ?
-არ ვიცი თაკუნა, სანდროს ველაპარაკე და ისიც მოვშხამე მგონი, ადამიანებს ყოველთვის ზიანს ვაყენებ
-ოჰო, ეს რაღაც ახალია, შენ მხოლოდ საკუთარ თავს აყენებ ზიანს, თორემ ჩვენთვის ცუდი არასდროს გაგიკეთებია
-თაკო ვერასდროს ვხვდებოდი, როგორ ახერხებდით შენ და სანდრო, რომ ამდენი დადებითი გეტარებინათ საკუთარ თავში, ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში ცუდი მოვლენები, მაგრამ ეს არასდროს მოგიხვევიათ სხვებისთვის თავზე, ყოველთვის ცდილობდით სხვებზე გეფიქრათ, სხვების ბედნიერებაზე
-მეც და სანდროც ამაში ვპოულობდით ძალას სიცოცხლისთვის, როცა სხვის გაბედნიერებას ცდილობ, ეს შენც გაბედნიერებს პარალელურად და აღარ გიწევს საკუთარ ბედნიერებაზე ზრუნვა, რადგან ისედაც კარგად ხარ. გითხრა რაღაც სანდროზე?
-მიდი თაკ
-როცა გერმანიაში ვიყავით, ჩემს პალატაში რჩებოდა ხოლმე და სულ ვსაუბრობდით, მაშინ მითხრა, რომ ცხოვრებაში თუ რამეს აკეთებს, ან თუ რამე გაუკეთებია, შენი სიყვარულის დახმარებით, შენდამი გრძნობა აძლევდა ამის ძალას, ძალას შთაგონების გაგებით, მაშინ მივხვდი რომ უყვარხარ, მაგრამ ისიც ვიცი რომ შენ ვერ მიიღებ მის სიყვარულს, რადგან საკუთარ თავისთვის არ გაიმეტებ სანდროს, რადგან არ გიყვარს შენი თავი
-მე არ ვიცხოვრე კარგი ცხოვრებით და ამ ყველაფერმა დაღი დამასვა, შიგნით სულში და ამას ვერ ვერევი, ამ შავ მარწუხებს ვერ ვუსხლტები, უნდა დაიტანჯოს ჩემთან და ამას არ გავაკეთებ
-იქნებ ამ ტანჯვის საფასურად უნდა სანდროს ბედნიერების პოვნა, რატომ უშლი ხელს?
-ის საუკეთესოს იმსახურებს ცხოვრებაში
-ეს ბანალური ფრაზაა, რადგან ვისთვის ვინ არის საუკეთესო ამას ვერ გაიგებ, მისთვის რომ შენ ხარ, ეს ვიცი მე, ელე, სიცოცხლე ხანმოკლეა და ეცადე, რომ გააბედნიერო სხვები, ადამიანები რომლებიც გიყვარს, ეცადე იყო მათთან, მე რომ მომკვდარიყავი იმ ავარიაში, მხოლოდ იმიტომ დავმწუხრდებოდი, რომ ვატოსთან უთანხმოებას წავიღებდი ამ ქვეყნიდან, სხვა მხრივ, მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობდი თქვენთან ერთად ვყოფილიყავი და მხიარული ვყოფილიყავი ამ წამებით, ახლა კი ბედნიერი ვარ იმით, რომ ცოცხალი ვარ და მაქვს საშუალება ვისწავლო სიყვარული
-იქნებ მეც გამომივიდეს წამოდგომა, ადგომა ჩემი ცუდი მხარეებიდან
-გამოგივა... ჩვენ ერთად გამოგვივა. ახლა გავდივარ, თეატრში დამპატიჟა ვატომ და რატომღაც მივდივარ
-რაო ? მართლა?
-ხო, ისე მთხოვა, რომ რა პრინციპით უნდა მეთქვა უარი, თან მუსიკალურად მაგის გაფორმებულია და მაინტერესებს
-ურიგდები?
-შერიგებული ვარ, მაგრამ ადამიანურად და არა ისე, როგორც შენ ფიქრობ
-ეგ დროის საკითხია
-არა, ეგ სიყვარულის საკითხია, ღალატი აცარიელებს გულს, ვატო ცარიელია ახლა, ღალატმა მაგას უფრო დიდი ტკივილი მიაყენა, ვიდრე მე, რადგან მე არაფერი დამიშავებია მისთვის, მხოლოდ სიყვარულს გავცემდი, ხოლო მან, ამ ღალატით სიყვარულის გაცემა შეწყვიტა, მაგრამ არაფერია გამორიცხული და წარმოუდგენელი, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მე არაფერს გამოვრიცხავ.
-აი მოვიდა, კარის ხმაა, წადი გაუღე და მშვიდობით დამიბრუნდი სახლში...

სიმკაცრე, როგორც თვისება, რიგ საკითხებში არ არის ცუდი, მაგრამ ეს სიმკაცრე სხვების მიმართ არ უნდა იყოს რადიკალური, შეიძლება გიღალატონ, მაგრამ ინანონ მერე, შეიძლება გაწყენინონ და ინანონ კვლავ, ადამიანები ხშირად იჩენენ სისუსტეს, მაგრამ ეძლევათ ძალა ამის გამოსწორების და შენ არ უნდა შეუშალო ხელი, უნდა მისცე საშუალება რომ გამოასწორონ, პატიებით შენ აძლევ ამის საშუალებას, შეიძლება არ მოვიდეს და არ გითხრას ბოდიში, მაგრამ გულში იმეორებდეს ამას, შეიძლება არც შენ უთხრა რომ პატიობ, მაგრამ გულში აპატიო და გულშივე მიიღო მისი გულწრფელი სინანული...

ადამიანების ნამდვილი შეხვედრა არ ხდება, არც ქუჩაში, არც ბარში, არც სახლში, ნამდვილი შეხვედრა ხდება გულში...

შეხვედრის ადგილი იქ არის, სადაც ყველაზე გულწრფელი ხარ საკუთარ თავთან და სხვასთანაც ♥

Tuesday, April 9, 2013

თაკო ელენესთან გადავიდა, როცა ელე სამსახურში იყო, დედა და ექთანი იყვნენ მასთან...

ქსოვდა და კერავდა, კითხულობდა, ფიქრობდა იმაზე თუ როგორ ცხოვრობდა მანამდე და რა პერსპექტივა ჩანდა მომავალში...
ვატომ და სანდრომ ახალი გაზქურა უყიდეს, დაბალი, რომ საჭმელების მომზადება გაეგრძელებინა თაკოს, ეს საქმე ყოველთვის იტაცებდა...

ელეს მუცელი ეტყობოდა უკვე, გამხდარი იყო, მაგრამ პატარა მუცლით, ლამაზი იყო ძალიან და ეს ახალი სიმშვიდე, რომელიც ადრე არ ჰქონდა, გამორჩეულს ხდიდა.
მშობლებმა რომ გაიგეს ელეს ამბავი, ვერ ვიტყვით რომ ეწყინათ, მაგრამ ინერვიულეს საკმაოდ, თუმცა გვერდში დგომაზე არავის უთქვამს უარი, ელე მათი ერთადერთი შვილი იყო და მისი შვილი, რა თქმა უნდა ძალიან ეყვარებოდათ...

საღამოს დაღლილი დაბრუნდა სახლში
-არ გშია ელე, სადილი მზად არის
-თაკო, მიხარია აქ რომ მხვდები, რა ბედნიერებაა შენთან ერთად ყოფნა, გახსოვს ბავშვობიდან გვინდოდა ცალკე ცხოვრება, ვამბობდით, გადავალთ და თავზე დავიმხობთ ყველაფერსო, მარტო გადასვლამდე უფრო დავიმხეთ, ახლა კი რა წყნარად ვცხოვრობთ და ამ სიმშვიდეში არის ბედნიერება
-შეგცვალა ძალიან ბავშვის ამბავმა ხო ?
-კი, სიცოცხლე შემაყვარა, რაც ადრე არ მქონდა, ახლა მაქვს
-ელე, აქამდე არ გკითხე და იქნებ ახლა მითხრა, ვისგან გეყოლება ბავშვი
-არ მინდა ამ თემაზე საუბარი, კარგი მამა ყავს, უბრალოდ არ ეყოლება გვერდში და ვეყოლებით ჩვენ
-მგონია, რომ არ იცის ბავშვის ამბავი
-შენ არ გშია? გავაწყობ ახლა სუფრას
-კი მშია, სანდროც მოვა და მაგისთვისაც დადე თეფში

სანდრო დიდი ხმაურით და ბევრი ლუდით მოვიდა, იქნებ მიხვდეთ და ჩართოთ ტელევიზორი, მატჩია, მატჩი, ამ ბოლო დროს ფეხბურთს აღარ უყურებთ თუ რა დაგემართათ...
-მიჭირს ყურება, რადგან გოლზე სულ წამოხტომა ვიცოდი და უგოლობაზეც და ახლა რა ვქნა, სევდას მგვრის ფეხბურთი
-ახლა ისროლე ხოლმე რამე
-გამოსავლის პოვნის სპეციალისტი ხარ :)

დაილია ბევრი ლუდი, იყო ბევრი სიცილი
თაკო დაიღალა და დაიძინა
ისხდენენ ელე და სანდრო და თითქოს არაფერზე კონკრეტულზე, მაგრამ თან ყველაფერზე საუბრობდნენ
-უკეთ არის თაკო აშკარად, მინდა რომ სახელოსნო გავუხსნა, სადაც ექნება ყველაფერი იმისთვის, რომ კეროს და ქსოვოს, მერე გაყიდის, თან ვიცი გაიყიდება, რადგან ყველაფერს გემოვნებით აკეთებს
უყურებდა ელენე სანდროს და მერე მშვიდად ჰკითხა
-სანდრიკ, ამდენ სიყვარულს როგორ პოულობ საკუთარ თავში, როგორ ახერხებ ისე განაწილებას, რომ ყველას გვყოფნის და გვაძლიერებს?
-მე და თაკო ვგავართ სიცოცხლის სიყვარულით, ასე იყო ბავშვობიდან, შენ და ვატო სულ წუწუნებდით, სულ რაღაც არ მოგწონდათ, ჩვენ პირიქით, ალბათ ამან დაგვაკავშირა და შეგვავსებინა ერთმანეთი. ელე, მე კიდევ მაქვს და მქონდა დამატებითი მუხტი, რაც მაძლევდა და მაძლევს ძალას რომ ვიცოცხლო
-რა მუხტი სანდრიკ?
-შენ ელე, შენ, როცა შენ იყავი ცუდად, ეს გამოსავალს არ მიტოვებდა, ანუ მე უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, თუმცა ამ სიძლიერეს შენგან ვსწავლობდი, შენ ნებისმიერ წამს შეგეძლო ჩემსთვის სიკვდილი და ამას სულ ვგრძნობ
ელენე ტიროდა
-ელე, მე ვერ დავარქვი ჩემს გრძნობას შენდამი, ვერც მეგობრული და ვერც სხვა რამ, ეს არის ყველაზე ძლიერი გრძნობა, რა კი ოდესმე მიტარებია გულით
-სანდრო ჩვენ მაინც მეგობრობა ვარჩიეთ, რადგან ვიცოდით გულით და გონებით, რომ მე ჩავშლიდი ყველაფერს
-მე ასე არასდროს მიფიქრია, გითხრა როდის შემიყვარდი, ანუ როდის მივხვდი, რომ შენ იქნებოდი ჩემს ცხოვრებაში ცალკე და დანარჩენი სამყარო ცალკე ?
-მითხარი სანდრიკ
-ეზოში ვიდექით, ვიღაც ძალიან მაგარმა გოგომ ჩაგვიარა, მე ძალიან ისე, თითქოს ჩუმად გავაყოლე თვალი, ისე რომ ამას ვერავინ დაინახავდა, მაგრამ შენ დაინახა და გაგეღიმა და ის ღიმილი შემომხვდა უკან გამოხედვისას და იმ წამს მივხვდი რომ მიყვარდი, არ ვიცი რატომ ან რისთვის, ამას ვერ ავხსნი ასე ზუსტად, ყველაზე ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ არ ვთქვი ეს ყველაფერი ადრე და ეს ბავშვი, ბავშვი რომელიც ყველაზე საყვარელი იქნება, არ იქნება ჩემი, ნამდვილად ჩემი
-სანდრო, ჩემთან არ იქნებოდი ბედნიერი, მე ეს რომ არ დამმართნოდა, ვერ გამოვიცვლებოდი, ამიტომ ასე უნდა მომხდარიყო, ცხოვრებაში რაც ხდება, ყველაფერს აქვს დანიშნულება, უბრალოდ ჩვენ არ ვფიქრობთ ხოლმე და ვერ ვწვდებით სიღრმეებს, ყველაფერს ზედაპირულად ვუყურებთ და ეს აცარიალებს ცხოვრებას...
-ელე
-რა იყო ?
-არაფერი და თან ყველაფერი, არ ვიცი რა...

სიცოცხლე სავსეა, ჩვენ ვაცარიალებთ ხოლმე, გარშემო ბევრი რამ უნდა გვაფიქრებდეს, მაგრამ არ ვაქცევთ ყურადღებას, წუწუნში გადის ძვირფასი წამები, არადა შეგვეძლო ეს წამები ერთად ყოფნისთვის გამოგვეყებინა, ჩვენ ხომ ერთმანეთი გვაბედნიერებს, დრო იკარგება გაბრაზებაში და დადგმულ, თუ ”დაუდგმელ” გაბუტვებში, თავის დაფასებაში მეგობრულ, თუ ზოგადად ყველა ურთიერთობაში...
თუ შეიცვალა მიდგომა
შეიცვალა ცხოვრების აღქმაც
არ ღირს ცდა, თუ რა შეიცვლება სამყაროში, შენს გარეთ, მთავარია რა შეიცვლება შიგნით, გული თუ არ შეიცვალა, მაინც ვერ დაინახავ სიცოცხლის მნიშვნელობას, ვერ დაინახავ ადამიანში კარგს, მხოლოდ ცუდის დანახვის შესაძლებლობა გექნება, მაგრამ გულის შეცვლის შემთხვევაში, შეძლებ ყველაფერის სწორად და რეალურად აღქმას, ადამიანებთან ურთიერთობისას, წინ ცუდი კი არ შემოგეფეთება, არამედ კარგს დაუწყობ ძებნას და ეს ყველაფერი მოგცემს ძალას, რომ დაიწყო სიყვარულის სწავლა...

ადამიანები იცვლებიან, თუ თავად მოინდომებენ ამას ... ♥

Sunday, April 7, 2013

კვირა ცვლიდა კვირას, ადამიანები თავის ცხოვრებას დაუბრუნდნენ, იმ გაგებით, რომ ყველას თავისი საქმე აქვს, საღამოს მიდიან თაკოსთან, დღის განმავლობაშიც უკავშირდებიან, მაგრამ ეს თითქოს არ არის საკმარისი, რადგან მაინც მარტოა თავის ამბავთან, სხვა ვერ გაიგებს ამას, უთაგარძნობს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიხვდება იმას, თუ რას გრძნობს თაკო.
ექიმებმა თავიდანვე გააფრთხილეს სანდრო, რომ დეპრესია ჩვეული ამბავი იქნებოდა თაკოსთვის...
მოდიოდა ერთი ქალი, რომელიც ავარჯიშებდა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა ჯერჯერობით, თუმცა თაკო იბრძოდა მაინც და თან ეჩვეოდა თავის ახალ მდგომარეობას...

სანდრო სულ სამსახურში იყო, საქმე, ახალი კადრები...
ელენეს ახალი პროექტები ჰქონდა და ღამეების თენება უწევდა
ვატო გასტროლზე იყო კიევში, თან თაკომ არ მიიკარა მაინც, ან იქნებ ამან არ იბრძოლა საკმარისად, ნინუცა მაგასთან უკრავდა ვიოლინოზე, ამიტომ მაინც ერთად უწევდათ ყოფნა, თან ნინუცას უყვარდა და დაიბრუნებდა სავარაუდოდ...

-სანდრო
-რა იყო ელე
-სანდრო, მუცელში რაღაც მოძრაობს, ცუდად თუ არ გავხდებოდი არ მეგონა, თათბირზე ვიყავი და ისეთი კივილი ავტეხე, რომ გაოცდა უფროსი
-ჰაჰაჰა, გაგიჭირდებოდა, ერთი სული მაქვს როდის გნახავ
-დღეს გავიდეთ თაკოსთან?
-გავიდეთ, მაგრამ თან მგონია რომ არავის ნახვა არ უნდა და არ მინდა რომ შევაწუხოთ
-უნდა გავიდეთ, არ უნდა მივცეთ დეპრესიაში ჩავარდნის საშუალება
-კარგი, გამოგივლი :)

თაკო იწვა, ისე უბრალოდ იწვა, ან ფიქრობდა, ან არა...
ბავშვების მისვლის მიმართ ინდიფერენტული იყო, გაუღიმა, მაგრამ ჯობდა არ გაეღიმა...

-თაკ, მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთებ, რომ ჩამოვედით უკეთ იყავი და ახლა სულ მოწყენილი ხარ
-სანდრო ვერაფერს გააკეთებ, უბრალოდ როცა გეტყვით რომ არ მოხვიდეთქო, მაინც მოდით რა, არ მიმატოვოთ, იმ გაგებით, რომ არ მომცეთ საშუალება, რომ ჩავიძირო ამ მწუხარებაში, მეჩხუბეთ, მიყვირეთ, ოღონდ არ მომცეთ საშუალება, რომ დავკარგო სიცოცხლის სიყვარული

ელენე ასეთ დროს ვერ იღებს ხოლმე ხმას, თაკოს ვერ ესაუბრება წესიერად, სულ დაძაბულია, ეშინია რამე არ აწყენინოს და ამით ორივე ითრგუნება, მერე ეტირება ელენეს და გადის ხოლმე ოთახიდან...

-თაკო არ წავალთ ჩვენ და შენ არ დაკარგავ სიცოცხლის ხალისს, მოდი მოვიფიქროთ, რა შეიძლება გაკეთდეს, ელენეს უნდა რომ მაგასთან გადახვიდე საცხოვრებლად
-თვითონ რატომ არ მეუბნება?
-მორიდებული გახდა ორსულობაში :))
-სანდროო გაჩერდი :)
-ხო თაკო, მინდა რომ გადმოხვიდე, საღამოს მოვალ ხოლმე, ვისაუბრებთ, ვისეირნებთ, მინდა რომ გავინაწილო შენი ამბავი, ჩვენ ხომ სულ გვჯეროდა, რომ როცა მწუხარება ნაწილდება, ნახევრდება კიდეც, მინდა რომ ხვალ წამომყვე ეხოზე და ჩემთან იყო ამ დროს, მინდა რომ ისე იყოს, როგორც ადრე
-წამოვალ ელე, აბა რას ვიზამ, ეგ პაწაწინა პირველმა მე უნდა ვნახო :)

მერე იყო ზარი სანდროს ტელეფონზე, სანდრო გავიდა, ვატო ურეკავდა და ატყობინებდა, რომ სოლო კონცერტი იყო დანიშნული კიევში და იქნებ ჩამოსულიყო ელესთან და თაკოსთან ერთად...
-ვერაფერს ვაკეთებ თაკოსთვის, არ მიშვებს ახლოს, ვერ ვიბრძვი თითქოს, ყველაფერს გამოგზავნით, ფულსაც და სხვა დანარჩენსაც, უბრალოდ ჩამოდით
-ეს რთული იქნება ვატო, ელესთვის მგზავრობა არ ვიცი რამდენად შეიძლება, თაკოსთვის შეიძლება, მაგრამ მაინც რთულია, თან ნინუცაც მანდ არის და არ დაძაბოს ამ ყველაფერმა
-სანდრო მოიფიქრე რა გთხოვ, მინდა რომ ისევ ბედნიერი იყოს, იქნებ ასეთმა გასვლამ უშველოს
-ვატო რა გჭირს, თაკოს შველა აქაც შეიძლება, უბრალოდ გულით უნდა იყო მის გვერდით, უნდა გრძნობდეს შენ სიყვარულს, ჩუმად სიყვარულს, ან მხოლოდ სიტყვებს არ აქვს ხოლმე დიდი ძალა, ხანდახან საქმით აჩვენე, რომ მართლა მნიშვნელოვანია შენთვის
-სანდრო ძალიან დაბნეული ვარ
-ვიცი და ეს დაბნეულობა თაკოსაც დააბნევს, ამიტომ ჩაატარე კონცერტი და ჩამოდი და მერე ვნახოთ...

მეორე დღე მნიშვნელოვანი იყო
ეხო
ბავშვი პირველად უნდა ენახათ...
გოგოა
ვაიმეე გოგოაა
აუუ ელენე შენ თუ დაგემსგავსა, რა ლამაზი იქნება
დიდი ჟრიამული გამოდიოდა კაბინეტიდან
ის წამები, როცა მართლა ბედნიერი ხარ :)
-სანდრო მშობლებისთვის ჯერ არ მითქვამს
-ვუთხრათ დღეს
-არ იქნება ადვილი ასახსნელი
-გაგიგებენ და ეყვარებათ
-ვიცი, მჯერა
-ესპანეთში მივდივარ ორი კვირით და გოგოს ტანსაცმელს დავატყდები თავს
-არ ვგიჟდები შენს წასვლებზე...

თაკო სახლში იყო და ფიქრობდა იმ წუთებზე, როცა ელეს ბავშვი დაინახა, უნდოდა რაღაც მოეფიქრებინა და გაახსენდა რაც, ანუ ისეთი რამ რაც სიარულს არ მოითხოვდა
-სანდრო, გთხოვ ძაფები მიყიდე რა, ფერადები, გოგოს ფერში
-ააა, ელეს ბავშვისთვის განაახლებ ქსოვას ? ნაჭრებსაც გიყიდი, როგორც მახსოვს მაგრად კერავ
-აუუ კი რა სანდრო...

უნდა იპოვო ის, რაც გიყვარს,  შეიძლება ავად იყო, მაგრამ მაინც აკეთო რაღაც სასარგებლო, უბრალოდ გჭირდება შთაგონება, მოტივაცია ამის გასაკეთებლად, ეს იპოვა თაკომ, ცხადი იყო, რომ ელეს ბავშვი ყველას გააბედნიერებდა:)

თაკოს ახალი ტელეფონი, რომელიც მამამ აჩუქა და მეოთხე მესიჯი, რომელიც ვატოსგან იყო
”თაკო, რაც ეს ამბავი შეგემთხვა, ვერ დაგელაპარაკე წესიერად, იმ დღეს რომ მომაკითხეთ, მინდოდა მეთქვა, რომ მე მიყვარხარ და სულ მიყვარდი, მაგრამ ვერ ვთქვი, საერთოდ არ ვიცი როგორ მოვიქცე, ახლაც კონცერტი მაქვს და შენი საყვარელი სიმღერით ვხსნი, მინდა აქ იდგე, ან იჯდე, კულისებში, როგორც ადრე და შენს რეპლიკებს ისროდე, კულისებისკენ ვიხედები ხოლმე და იქიდან არაფერია, რადგან არ ხარ შენ, შენ იყავი ჩემი მეგობარიც, საყვარელი ადამიანიც, მუზაც და რა ვიცი, სიცოცხლის სიყვარულის მაგალითი, ნეტავ შემეძლოს შენს ადგილას ყოფნა, მართლა ვამბობ რომ ვიქნებოდი, ამას არ ვამბობ ისე, სიტყვის გასალამაზებლად, მართლა მინდა რომ მე ვიტანჯებოდე შენს მაგივრად და შენ იყო კარგად...
გთხოვ რომ მაპატიო...

სიტყვებს აქვს ძალა- გულით ნათქვამს
საქმეს -გულით გაკეთებულს
სიტყვას და საქმეს- გულით შეერთებულს <3

Friday, April 5, 2013

ექიმებს ადვილად შეუყვარდათ თაკო, რადგან მხიარულია და მისი ხალისი გადამდებია, იყო ბევრი ”ნახვამდის”, იყო იმედიანი სიტყვები, რომ თაკოზეა ბევრი რამ დამოკიდებული და ის 10% შეიძლება 20 გახდეს, მერე 50 და ასე შემდეგ...
აეროპორტი
მოლოდინი
ისევ შენი ქვეყანა, ადამიანები რომლებიც მეტს ელოდნენ, რომლებსაც ეგონათ, რომ ფეხზე დამდგარი, შენი ფეხით დაუბრუნდებოდი მათ, მაგრამ ასე არ მოხდა...
-სანდრიკ, არ მინდა რომ ვინმეს ვეცოდებოდე, არც დედას, არც მამას, არც ელეს, მითუმეტეს არც შენ და არც ვატოს, არც ჩემს მეგობრებს
-თაკო, შენ არ შეგეცოდებოდი ასე რომ ვყოფილიყავი ? ეს ადამიანური ამბავია, მაგრამ სიბრალულით არავინ დაგიწყებთ ყურებას, რადგან ვერ ვხედავ ამის საფუძველს, შენ ძლიერი ხარ
-რა უნდა ვაკეთო ახლა მე ? სად უნდა ვიმუშავო ? ვეღარ ვიცეკვებ, ვეღარ ვამეცადინებ ბავშვებს
-შენ თუ მუშაობა მოგინდება, არ იქნება ეს პრობლემა, ჩემთან იმუშავებ, კადრებში, ტყუილად ხომ არ გაქვს ეგ მაგისტრატურა გავლილი
-ოოო, სანდრო, სულ პოულობ რა გამოსავალს და საწუწუნოს არ მიტოვებ...
-წავედით
-ნწ, გავფრინდით...

აეროპორტში დახვედრის ამბავს ელენე რომ ლამაზად მოაწყობდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, თან მეგობრებიც ყავდა აეროპორტში და იქაურობა სულ თავის გემოვნებით მორთო...
მგონი ყველა იქ იყო, ხმაური შექმნეს, დიდი ხმაური
ქართული ცეკვით დაწყებული, ვატოს ბენდით დამთავრებული, ყველაფერი იყო მგონი, ცრემლიც და ბევრი სიცილიც...

-ვატო, გამოდიან, გაიხედე, ვაი, რა ლამაზია ეს გოგო, ეტლშიც ლამაზია
-კი, ყველაზე ლამაზია, ჩემთვის ყოველთვის ყველაზე ლამაზი იქნება

არ გაჭყლიტოთ არა, ყველა მოასწრებთ ჩახუტებას :) მთლიანობაში ყველაფერი მხიარული იყო, აეროპორტიდან ყველა თაკოსთან ავიდნენ...
იყო პატარა სუფრა, დიდი სიყვარულით გაკეთებული...

-ელე, ვერ გნახე და ვერ დაგელაპარაკე წესიერად
-არაუშავს სანდრიკ, ამის დრო გვექნება კიდევ:) არ მჯერა, რომ ორივე აქ ხართ
-არც მე მჯერა
-მენატრებოდი
-მეც, იცი, რაღაც ვერ გავიგე ამ მონატრების, რა უნდა რას მოდის, თითქოს რაღაც განსხვავებული მონატრება იყო, აი, რომ განერვიულებს ისეთი
-მეც ეგრე ვიყავი, შარში არ გავყოთ ელე თავი
-ხო, მეც მაგის მეშინია, იცი რისი მეშინია ? უცბად, ერთ დღეს არ აღმოვაჩინო, რომ მთელი ცხოვრება შენ მიყვარდი
-ელე, მე...
 მაგრამ ვიღაცის სიტყვით გამოსვლამ გაწყვიტა ეს საუბარი, არის წამები, იმ წამში თუ არ ითქვა და ჰპოვა განვითარება, მეორე აღარ დგება ასეთი...
მერე სანდროს დაუძახეს, იქით თაკო ელენეს უხმობდა და აირია სიტუაცია, ანუ იმ საუბარს ვეღარ დაუბრუნდებოდნენ...

ვატო სახლში იყო, ვერ ავიდა თაკოსთან, რადგან თაკოს არ უთხოვია და ისე არ გააკეთებდა ამას, უნდოდა ბავშვებთან ყოფნა, აინტერესებდა თაკო როგორ გრძნობდა თავს სახლში, ამოიტანა ლუდი და სვამდა თავისთვის...

სტუმრები წავიდნენ, ელე, სანდრო და თაკო დარჩნენ მხოლოდ, თაკოს დედა სახლს ალაგებდა და მამა თაკოს ოთახის საბოლოო დიზაინით იყო დაკავებული...
-ელე, მიდი თქვი, ელე ვერ წარმომიდგენია რომ დედა უნდა გახდე
-ვერც მე
-მე წარმომიდგენია, სხვა დედა იქნება, პანიკა დედა იქნება უეჭველი
-ოოო, სანდრო, გადი რა :))
-რაღაცას გთხოვთ რა
-მიდი თაკ
-გამასეირნეთ რა
-აააა, რა მაგარია, მინდოდა მეთქვა, მაგრამ მეგონა დაღლილი იყავი
-ელესთვის სასარგებლო სიარული ხო ?
-კი, ბევრს დავდიოდი მარტო და ახლა ერთად ვივლით
-ვატო გვაკლია მხოლოდ
-რა ქნა, ჰქონდა ქორწილი ?
-არა, დაშორდა ნინუცას
-უი, რატომ ?
-თაკო დადუმდი რა :))
-ხო კარგი წავედით...

თან მღეროდნენ
თან იცინოდნენ
-აუ ლუდი მინდა, ნეტავ შეიძლება ?
-ახლა მომწერა ზუსტად ვატომ, მარტო ვსვამო
-რაღაც მინდა ვინმე გავახარო, წამოდი შევძახოთ ვატოს, გაუხარდება ჩვენი ნახვა
-მიყვარხარ თაკოოოოოოოოოოო

მაშინ როცა მარტო ხარ, როცა არ ელი არაფერს კარგს, სწორედ მაშინ ხდება რაღაც უჩვეულო, შუქი უკვე ჩამქრალი ჰქონდა ვატოს და ამ დროს ესმის ამათი განწირული ხმა, გადაიხედა აივნიდან
-ჩამოდი ვატო, ლუდი ჩამოიტანე, თაკოს უნდა
პულსი 130-მდე ავიდა მგონი, ან გეჩვენება რომ ავიდა, როგორ ჩავიდა ეზომდე, როგორ არ დაგორდა კიბეებზე, ეს ყველაფერი არ ახსოვდა, ახსოვდა მხოლოდ ერთი კადრი:
ადამიანი, რომელიც უყვარდა, ახლა იჯდა ეტლში, ისევ იცინოდა და ყვებოდა რაღაც მხიარულს, მიუხედავად იმისა რომ ასეთი რამ დაემართა, არ დაუკარგავს იმედი, ისევ უყვარს ეს სიცოცხლე, ამას ვერ მოკლავ ამ ადამიანში...
გამოვიდა სადარბაზოდან
გაზაფხულის საღამოებს განსხვავებული სურნელი აქვს
იყო 2 წამიანი სიჩუმეც
და მერე ვატოს ამოღებული ხმა:
-აი, თაკო ეს ლუდი წამოგიღე, ხომ ისევ "Becks" გიყვარს, რამე ხომ არ შეცვლილა?
-არა, ისევ ეს მიყვარს ვატო, გამიხსენი ოღონდ, რადგან ხელებში ჯერ ბოლომდე არ დამბრუნებია ძალა
-ხო იცი, რაც მახსენდება ლუდის გახსნაზე
-კი, ჩვენი ფილმი, გიჟი ფანი რომ ხსნის
-აი, დალიე თაკო
-თქვენც დალიეთ რა
-ელესთვის წვენი გვინდა, ეს რა დრო დადგა...

მომავლისთვის ვერ გადადებ ბედნიერებას, ვერ იტყვი, რომ როცა უკეთ იქნები, მერე იქნები ბედნიერი, ასე არ ხდება, უნდა იპოვო ამ წამში ბედნიერების საფუძველი, აი, ზუსტად ამ წამში...
ვერ დაგეგმავ ცხოვრებას, მაგრამ რომ გქონდეს უკეთესის იმედი ეს აუცილებელია...

რეალობას ვერ გაექცევი, განწყობით გახადე ის უკეთესი...

Thursday, April 4, 2013

ოპერაცია 5 საათი გაგრძელდა...
სანდრო სავარძელში იჯდა და უბრალოდ ფიქრობდა, ან ვერც ფიქრობდა, რადგან ასეთ დროს ფიქრიც ძნელია...
გერმანული ენა კარგად იცოდა და პირველად დააფასა ეს, რადგან ყველაფერი კარგად ესმოდა და ოჯახის წევრებსაც თავად ატყობინებდა დეტალებს...
-ბატონო სანდრო, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, იმ გაგებით რომ თაკო ცოცხალია და ნარკოზიდან გამოვიდა, ამის ყველაზე ძალიან ეშინოდა, რაც შეეხება სიარულს, ეს თითქმის შეუძლებელია, ალბათ მხოლოდ 10%...
მინდა რომ იქ იყოთ, როცა ამას ვეტყვით, ახლა სჯობს დაისვენოს...

ამას ფიქრობდა და ვარაუდობდა სანდრო, მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე დადგა, ელენე საათში 5-ჯერ რეკავდა და ახლაც დარეკავდა...
-სანდრო რა ხდება, თქვი რომ დამთავრდა ოპერაცია და რომ ცოცხალია
-კი დამთავრდა და კარგად ჩაიარა
-მაგრამ ვერ გაივლის ხო ?
-ვერ გაივლის ელე, ვერ გაივლის, მხოლოდ 10%-ია ამის შანსი
-მაგრამ ესეც ხომ შანსია?
-კი ელე, შანსია ნამდვილად
-სანდრო ჩამოვიდე ? ვეღარ უძლებ მარტო ?
-მე რა მაქვს გასაძლები, დავდივარ, ვსუნთქავ, ვჭამ, კარგი რა, წავედი უნდა დავურეკო თაკოს მშობლებს, ვატოს უთხარი რომ მერე დავურეკავ
-კარგი სანდრიკ, რომ შეძლებ დამალაპარაკე თაკო...

3 დღე გაურკვევლობა იყო, თითქმის სულ ეძინა თაკოს და მეოთხე დღეს გადაწყვიტეს თქმა

პალატა
ქირურგი
სანდრო
და თაკო, რომელიც ძალიან ლამაზია და მშვიდი, იწვა და ელოდა პასუხს, თუმცა ხვდებოდა ალბათ, რადგან ფეხებს ოპერაციის შემდეგაც ვერ გრძნობდა...
-სანდრო შენ მითხარი რა, მშობლიურ ენაზე მირჩევნია
-თაკ, შენ იქნები ბედნიერი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ექიმები ამბობენ რომ მხოლოდ 10%-ია შანსი რომ გაივლი, მაგრამ მე მჯერა ამ შანსის
-ანუ ვეღარ დავუბრუნდები ცეკვას ?
-თაკო, თაკო, როგორ მინდა რომ რამე კარგს გეუბნებოდა ახლა
-სანდრიკ, შენ ისედაც ბევრი გააკეთე ჩემთვის და ახლა გადით ცოტა ხნით, მინდა ჩემს რეალობასთან დავრჩე მარტო...

7 დღე ისე გავიდა, რომ არ უნახავთ ერთმანეთი
ღამის 3 საათი იქნებოდა, გერმანიის დროით და სანდროს ტელეფონის ხმა გაისმა
-სანდრო, ელემ დამირეკა და მითხრა რომ ორსულად არის, სანდრო გესმის ?
-კი თაკო, მესმის და ვიცი
-სანდრო, იცი როგორი ბედნიერი ვარ, არც ფეხები მახსოვს და არც არაფერი, ელეს პატარა წარმოგიდგენია, ვაიმე ელე დედა, მინდა რომ წამოვდგე და მთელი დღე ვიბოდიალო გარეთ, ვიყვირო, რომ ჩემს საუკეთესო მეგობარს ეყოლება შვილი, ახლა არავინ შემოგიშვებს და ხვალ ხომ მოხვალ სანდრიკ ?
-ერთი კვირა შენს ზარს ველოდებოდი, არ მინდოდა ძალით შემოჭრა
-გელოდებიიი...

ისევ ელენე, ეს გოგო რაღაც საოცარს ატარებს თავის თავში, ისეთ დროს უთხრა, როცა იცოდა რომ უნდა ეთქვა, ამდენ უაზრობას აკეთებს ხოლმე და მერე ერთს ისეთს გააკეთებს, რომ დაგტოვებს გაოცებულს, ახლა რომ არ დავურეკო, ვერ გავძლებ...

-ელე,მაპატიე თუ გაგაღვიძე
-არაუშავს სანდრიკ, მაინც სულ ჩართული მაქვს ტელეფონი, რა ხდება?
-თაკომ დარეკა და უკეთ იყო, შენთან საუბრის შემდეგ
-ყველაზე მთავარი წინ არის, იქ ექიმები ყავს, ისინი უკეთებენ ყველაფერს და აქ რომ დაბრუნდებით, მთავარი ბრძოლა მერე იწყება, ჩვენი მთავარი ბრძოლა
-ერთ კვირაში ვბრუნდებით
-ვიცი
-ელე
-რა იყო?
-მომნატრდი
-ჩვენც
-თქვენ?
-ხო მე და პაწაწინას, თითქოს გრძნობს, რომ შენ მაგის საუკეთესო მეგობარი იქნები, როგორც მისი დედიკოსთვის ხარ
-ელე, ხომ შეიძლებოდა რომ...
-კი, შეიძლებოდა რომ, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი მგონი გვიანია
-ელე
-ხო
-თავს გაუფრთხილდი და ერთ კვირაში მანდ ვართ
-ვუფრთხილდები და გელოდებით...

მეგობრობიდან სიყვარულამდე და პირიქით, ალბათ არც ისე შორი მანძილია...
სანდროს წერილს ჩაუჯდა :
”ელე, იმ დღეს ვერ გამოვხატე ის, რაც ვიგრძენი, ბედნიერი ვარ, შვილი რომ გეყოლება,რადგან ვიცი ეს გადაგარჩენს, ეს მოგცემს სტიმულს, რომ იცხოვრო, მართლა იცხოვრო, კი არ იარსებო, როგორც ამას აქამდე აკეთებდი.შენ გმირი ხარ ჩემთვის, რადგან გადაწყვიტე, რომ მარტომ გაზარდო ბავშვი და არ ჩაიდინო მკვლელობა, იმ ბიჭთან შენი ურთიერთობა იყო შეცდომა, მაგრამ არასდროს იფიქრო რომ ეს ბავშვი შეცდომაა, ეს ყველაზე მთავარია, რაც გყავს და გეყოლება ცხოვრებაში... რომ მითხარი ეგ ამბავი, ეგრევე წარმოვიდგინე როგორი იქნება, რატომღაც გოგო წარმომიდგენია და მგონია რომ შენსავით ლამაზი იქნება, აუუ რამდენს ვივლი მაგასთან ერთად, სულ ჰაერზე მეყოლება...
ახლა რომ მივდივარ და გტოვებ, ნახევრ გულს აქ გიტოვებ და ნახევარი თაკოსთვის მიმაქვს, იცოდე წესიერად მოიქეცი, მოუსმინე დადებით მუსიკას, იკითხე დადებითი, ვატოს აუარე ხოლმე, რადგან ახლა უჭირს ძალიან და სჭირდება ადამიანების თანადგომა და განსაკუთრებით თაკოს მეგობრების...
იფიქრე ჩემზე,მიყვარხარ ყველაზე მეტად...”

ძნელია შეიცვალო ერთ წამში, ასე იშვიათად ხდება, მაგრამ ერთ წამში შეიძლება მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიცვლება, სასწაულები ხდება, ხდება ყოველ წამს, უბრალოდ იმდენად ვართ ხოლმე ჩართულები ყოფით საქმიანობაში, რომ გვეპარება და ვერ ვხედავთ...

ელენეს დილა უკვე ადრე იწყებოდა ხოლმე, იღვიძებდა და უცბად ახსენდებოდა რომ მარტო არ იყო, რომ ორნი იყვნენ და ვიღაცაზე ნამდვილად აისახებოდა მისი ხასიათი, ცდილობდა გაეღიმა დილიდანვე, თუმცა კი არ ცდილობდა, იღიმოდა, რადგან სანდროს მესიჯი ხვდებოდა:
”ელე ადგა ჯარი, ისაუზმა, გაფერადდა და წავიდა სასეირნოდ და მერე სამსახურში, მენატრები და ვეღარ ვძლებ შენს გარეშე, პაწაწინა მომიკითხე”

სწრაფად დგებოდა, ალაგებდა სახლს, სვამდე სტაფილოს წვენს, უსმენდა კარგ მუსიკას, კითხულობდა, ხატავდა და მუშაობდა...

თაკოს ოპერაციის დღე
ნერვილობდა დილიდან, მთელი ღამე პალატაში იყო სანდროც, იხსენებდნენ ბავშვობის ამბებს, ლაპარაკობდნენ სიცოცხლეზე, იმაზე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
-სანდრო მეშინია
-მეც მეშინია თაკო
-შენი გულახდილობის ”მშურდა” ყოველთვის
-ვერ ვხედავ აზრს, თუ რატომ შეიძლება არ ვიყო გულახდილი, ეს გულახდილობა შენ მასწავლე თაკო
-სანდრიკ, ელენე რაღაცნაირი მომეჩვენა ბოლოს, რამე ხომ არ დაემართა?
-თავად უნდა რომ გითხრას და მე ვერ გეტყვი, მაგრამ ისეთი რაღაცაა, რაც ყველას გაგვაბედნიერებს
-ანუ ღირს რომ გადავრჩე და არ დავრჩე ნარკოზში?
-ნარკოზს გავატან ზუსტად შენს თავს რა, ამისთვის კი არ გამოგყევი აქ, თან უნდა წაგიყვანო თბილისში, ჩვენს თბილისში თაკ
-სანდრიკ, ისე გახსოვს, მთელი დღე რომ ვსაუბრობდით ხოლმე თბილისზე და ბავშვები რომ პიკავდნენ :)) აუუ, კიდევ მინდა სიცოცხლე სანდრიკ, არ მინდა ჯერ სიკვდილი
-თაკო მომისმინე, მე აქედან წაგიყვან ცოცხალს, ზუსტად ვიცი, არ ვიცი გაივლი თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ცოცხალს წაგიყვან, ჩვენ რომ ვიცით, ისეთ ცოცხალს
-სანდრიკ, ასეთი რომ ხარ არ გეშინია ?
-თაკო, არ ვარ მე კარგი, უბრალოდ ვიქცევი გულით და ეს მასწავლეთ თქვენ, ჩემმა მეგობრებმა, ადამიანებმა, რომლებიც არიან ჩემს ცხოვრებაში

შემოვიდა ექთანი:
წასვლის დროა...
შუბლზე აკოცა სანდრომ და ბოლომდე მიაცილა
მერე მიიხურა კარი
დარჩა სანდროს მოვლენის უკან და თაკო მოვლენის შიგნით
საოპერაციოს კარი იყო გამყოფი...

-ელე, ახლა შეიყვანეს და მგონია რომ მოვკვდები
-ვატო არის ჩემთან და ერთად ვფიქრობთ თაკოზე და გვინდა რომ მანდ ვიყოთ
-მეც მინდა რომ აქ იყოთ, ასე უსუსურად არასდროს მიგვრძნია თავი, როცა შენზე არ არის დამოკიდებული მოვლენა, ეს ყოფილა ძალიან რთული რამ, მამაჩემის შემდეგ, პირველად ვარ ასე
-სანდრო, კარგად იქნება, აი ნახავ
-რაღაც მხნედ ხარ ხო, გადმომედო თითქოს
-კი სანდრო, მხნედ ვარ, უი მართლა, პაწაწინამ მოგიკითხა, მაგრად დადგესო, რომ მერე მე მასეირნოსო
-ელეეეე მიყვარხარ, კარგი წავედი, რადგან ვერ ვუძლებ შენს ტიტინს:))

საათები, რომლებიც ნელა გადის, ფიქრობ ყველაფერზე, ცუდზეც და კარგზეც, მაგრამ უფრო კარგზე, რადგან გულში გაქვს იმედი, ის, რაც სულ ცოცხლობს შენში, უბრალოდ ხანდახან ვერ პოულობ, რადგან არ ეძებ სათანადოდ...
წუწუნი გიმალავს გზებს, რომლებსაც მიყავხარ იმედისკენ, ამიტომ სჯობს მოითმინო ხოლმე ხანდახან, სულ ცოტა მოითმინო და იყო მერე ბედნიერი...
ხან ისეა ცხოვრებაში, ხან ასე, მაგრამ მაინც ყველაფერი არის იმისკენ მიმართული, რომ ჩვენი გული გახდეს უკეთესი <3

Tuesday, April 2, 2013

თაკო და ელე კარის მეზობლები არიან, ნუ იყვნენ, რადგან ელე ცალკე ცხოვრობს ახლა, ანუ მთელი ბავშვობა ერთად აქვთ გატარებული, ჩხუბებით და საბოლოოდ შერიგებებით, ერთი სკოლა აქვთ დამთავრებული, თითქმის ყველა მოვლენა გაზიერებული აქვთ ერთმანეთისთვის და ახლა ამ ამბის გაზიერება უწევთ და გააზრებაც...

შვებულება აიღო ელენემ, რომ თაკოსთან ყოფილიყო, სანამ წასვლის დღე დაინიშნებოდა... გერმანიაში ალბათ სანდრო გაყვება, რადგან არ ვარდება პანიკაში და ეს თაკოსთვის უკეთესია...
თაკოს ეძინა და ელენე სასეირნოდ წავიდა...

ვაკის პარკი
მგონი ერთადერთი პარკია თბილისში, სადაც შეიძლება დაჯდა და კარგად იგრძნო თავი, თან ბევრი მოგონება აქვს ამ პარკთან დაკავშირებული...
ბავშვობა, თაკოსთან ერთად გატარებული
სანდროს ნაჩუქარი გვირილები
მუსიკა, რომელიც 33ა-ში ისმის ხოლმე
მთელი დღე იარა
ღამე მარტო მოდიოდა ვაკე-საბურთალოს გზაზე და თან ცრემლები მოსდიოდა, იმიტომ რომ ცხოვრობდა ცუდად, სვამდა ბევრს, უხეშობდა, ბიჭებს ხშირად იცვლიდა, ისე რომ არ უყვარდა არცერთი, სანდრო ამაზე სულ ეჩხუბებოდა, მაგრამ ან არ უნდოდა გაგება, ან არ შეეძლო თავის თავზე გამარჯვება...
ღამე იყო, ასე 11 საათი, სანდროს მიადგა და უყვიროდა ეზოში და თან ცრემლები მოსდიოდა
-რატომ ყვირი ამხელა ხმაზე, ჩამოვალ მოიცადე
ცრემლიანი ელენე, ეს ის წუთებია, როცა სანდროც არაადეკვატური ხდება ხოლმე
-რა დაგემართა, თაკოს გამო ხარ ასე ?
-ყველაფრის გამო სანდრო, აღარ მინდა სიცოცხლე, მე რატომ არ გამჭყლიტა მანქანამ
-თავი ხელში ოდესმე აგიყვანია ?ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ იყო ბედნიერი, მაგრამ თავად ანგრევ ყველაფერს
-სანდრო რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ მგონია რომ შემიძულებ
-ეგ გამორიცხულია, რადგან ყველაზე ძალიან მიყვარხარ ადამიანებს შორის, ეს ჩემი ავადმყოფობაა ასე მგონია, მიდი თქვი
-სანდრო ორსულად ვარ... და მეშინია ძალიან, პირველად ცხოვრებაში ძალიან მეშინია, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო და როგორ უნდა ვიცხოვრო...
გულში ჩაიკრა სანდრომ...
-მამას არ უნდა ბავშვი ?
-მამას დედა არ უნდა და გამომდინარე აქედან არც ბავშვი
კარგი, მამის ამბავი ეს შენ აღარ გეხება ელე, რა არ იცი, გააჩინო თუ მოკლა? შენს ისედაც ”მშვენიერ” საქციელებს, კიდევ ამას თუ დაუმატებ, მერე ალბათ "გაბომჟებულს" გნახავ ქუჩაში სადმე...
-სანდრო გეზიზღები?
-ელე შენი მხოლოდ სიყვარული შემიძლია და სხვა არაფერი, ბავშვს გააჩენ, ის ვერ იგრძნობს უმამობას, მე ვიქნები მის გვერდში, სანამ არ იპოვი შენს ნამდვილ სიყვარულს...
აბა, როდის გამოგყვე ექიმთან?
-სანდრო, მე, მე ნაპოვნ...
-რა იყო თქვი რა გაწუხებს ?
-არა, არაფერი, მე ვიქნები დედა და მე ამ საჩუქარზე არ ვიტყვი უარს
-ყოველთვის ვიცოდი, რომ შენ იყავი გმირი და ამ გადაწყვეტილებით ეს დამიმტკიცე...

სამშაბათს ფრენაა და ყველა აეროპორტშია...
თაკო სასწრაფოს მანქანით მიიყვანეს დანიშნულების ადგილამდე...
-თაკო ხომ დამიბრუნდები ? რომ ჩამოხვალ რაღაც უნდა გითხრა
-კი ელე დავბრუნდები, ან ეტლში და ან ისე, მაგრამ შენს მოსმენას ყოველთვის შევძლებ
-თაკოო
-ვიცი რომ გიყვარვარ...

სანდრო პატარა ჩემოდნით...
უყურებდა ელენე და იმედს ხედავდა მასში, ყველას დაემშვიდობა და ბოლოს მივიდა ელესთან
-პაწაწინ, თავს გაუფრთხილდი, ისეირნე ცოტა ხნით ჩემს გარეშე, ჭამე წესიერად, არ დალიო და არ მოწიო, წიგნები დაგიტოვე დღეს ოფისში და რაღაც კიდევ, ხო და კიდევ ერთი, იფიქრე ჩემზე, რადგან მჭირდება ეს, ეს გამაძლიერებს, რომ თაკოს უფრო ძლიერად ამოვუდგე მხარში, ხო იცი სიყვარულს ჯაჭვური თვისება აქვს
-მე ისედაც სულ შენზე ვფიქრობ და ვიტირებ ახლა
-ეგ ტირილი ორსულობის ბრალია, ეხოზე ჩემს გარეშე არ წახვიდე, მე უნდა ვნახო ბავშვი პირველმა :)
-სანდრო შენც გამიხსენე ხოლმე რა
-ამაზე მეტად ვეღარ გაგიხსენებ, რადგან ისედაც სულ გულში ხარ და გონებაშიც, წავედი კნაჭიკ...

რა იქნებოდა, როგორ ჩაივლიდა ოპერაცია, ეს ყველაფერი ერთად მაინც აძლიერებს ადამიანს, თაკოც უფრო ძლიერი იყო ახლა, აღარ ეშინოდა პეპლების და ძაღლების მაგალითად, გადაფასება მოხდა ბევრი რამის, მწუხარება აძლიერებს ადამიანს...

ელემ წიგნები წამოიღო და სახლში 9 საათზე მივიდა, ეს უკვე გამოსწორების პირველი ეტაპი იყო, რაღაცის დათმობა თავისი პაწაწინა შვილის გამო, რომელსაც ჯერ ვერ გრძნობდა ნათლად, მაგრამ თითქოს თავისი თავი აღარ ეზიზღებოდა, რადგან ვიღაც კარგს ატარებდა შიგნით...

წიგნები
და წერილი, სანდროს წერილი...
სტაფილოს წვენი მოიმზადა და წერილის კითხვას შეუდგა...

Monday, April 1, 2013

დღეები, როცა თაკოც კარგად იყო და თითქოს ყველა კარგად გრძნობდა თავს, ”კარგად” ეს ისე სიტყვის მასალად, რადგან ხან კარგად ხარ და ხან არ ხარ, რთულია იმ წუთის დაჭერა, როცა მართლა კარგად ხარ, არის და ქრება მერე, ისე რომ ხანდახან ვერც ამჩნევ რომ იყო, მაგრამ მაინც იყო, არის და იქნება თბილი დღეები, აი, ისეთი მერე რომ გახსენდება და ისევ რომ გითბება გული...
ელენე მუშაობას რომ იწყებდა და სანდრო რომ ასწავლიდა ჭკუას, მთელი ღამე გაათენეს, უხაზავდა, გრაფიკაში არკვევდა...
-რა იცი ელე, შეიძლება რაღაც დაგახაზინონ, ცოტა ისეთი ტიპია ბატონი ავთანდილი
-აუ, სანდრიკ ნუ ართულებ რა, დავხაზავ, დავხატავ, სახეს დავუხაზავ საერთოდ, თუ არ მოვეწონები
-ავად ხარ :)) მინდა რომ აგიყვანონ და მინდა რომ ვიამაყო შენით
-რა იყო, არ ამაყობ დღეს ?
-კი ელე, ძალიან, შენი საოცარი ხასიათით ვამაყობ :))
-ეჰ, მერე დამაფასებ და მეშინია არ დაგვიანდეს
-არანორმალურო შენ

გასაუბრებამ კარგად ჩაიარა, ისეთია ელენე, პირდაპირია, უხეშია და თავზე ხელი აქვს აღებული, მაგრამ სამაგიეროდ არ არის თვალთმაქცი, რასაც ფიქრობს იმას ამბობს და არ აინტერესებს რას იფიქრებ მასზე...
გასაუბრებიდან რომ გამოვიდა, პირველი ზარი სანდროსთან განახორციელა
-სანდრიკ, ამიყვანეს უეჭველი, გაოცდა ის ტიპი, მიხვდა რომ ძალიან სხვა ვარ
-ჰაჰაჰა, სად ხარ ახლა ?
-”ბალდი” რომ არის პეკინზე იქ
-მანდ რა გინდა?
-შევივლი, ფული ჯერ არ მაქვს, მაგრამ დავათვალიერებ, იქნებ მომეწონოს რამე და მიყიდე შენ :)))
-აჰა, ვოცნებობ მაგაზე, გამოგივლი და წავიდეთ სადმე
-კარგი, გელოდები მაღაზიაში :)

იმდენ ხანს უტრიალა ფეხსაცმელს, რომ ბოლოს მაინც აყიდინა და ეს ფეხსაცმელები ახლაც აქვს, რადგან სანდროს ნაჩუქარია და ანუ დიდი დატვირთვა აქვს...
-ნახე სანდრიკ როგორ მიხდება, აუუუ მომწონს
-გამომძალველი ხარ, მაგრამ მიყვარს როცა რაღაცას გჩუქნი, ისე გიხარია, რომ ღირს ნამდვილად...

მერე იყიდეს საჭმელები და სადღაც ბუნებაში გაიჭრნენ, შეეძლოთ საათობით ელაპარაკათ და ასე ეცხოვრათ, ვერ გაიგებ როგორ უყვარდათ ერთმანეთი, საერთოდ რთულია გაიგო, როგორ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, თითქოს უყვართ მეგობრულად, მაგრამ თან ეს თითქოს უფრო მეტია, ვერ დაადგენ ასე შორიდან, უნდა იგრძნო ალბათ...
ადამიანი რომ არ გბეზრდება, სულ რომ გახარებს მისი ნახვა, როცა მზად ხარ გეტკინოს მის მაგივრად, ან როცა სიცხე აქვს,მზად ხარ გაუცვალო და ცოტა ხნით მაინც დაიტანჯო მის მაგივრად...
დღეში 24 საათია, აქედან 8 საათი ეძინა ელენეს, ხან 5 და ხან 4, მაგრამ ძილს არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, მთავარია რომ დანარჩენი დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებდა და სამსახურში სანდროზე ფიქრობდა, როცა ხაზავდა, იმასაც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ გააკეთებდა ამას სანდრო, ხანდახან იმასაც ფიქრობდა რომ სანდროს სიყვარულისთვის გააკეთა ეს არჩევანი...

ადამიანები თმობენ, უგებენ, თავს ინუგეშებენ, მეგობრობენ და უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია. ვერ იტყვი რომ ვიღაცას ვიღაც არ უყვარს, რადგან შენ ასე ფიქრობ, გულში ყველას სხვადასხვა სამყარო აქვს და ყველა თავისებურად გამოხატავს...

მაგრამ ახლა შეცვლილია ყველაფერი, ყველა ფიქრი თაკოზეა გადართული,მაგრამ თაკოზე ფიქრისას ძალაუნებურად გეფიქრება სანდროზე, რადგან ერთი ტკივილი გაქვთ...
პალატაში ელე და სანდრო მონაცვლეობით იყვნენ, ხან ერთადაც, სანდრო უკითხავდა თაკოს წიგნებს, საერთოდ როცა ვინმე გიკითხავს წიგნს, თავი პატარა გგონია, გგონია რომ ისევ უშფოთველია ცხოვრება, აი ისეთი, ბებო რომ გიკითხავდა ზღაპრებს და რომ გქონდა მოლოდინი იმის, თუ რას წაგიკითხავდა შემდეგს...

ადამიანებმა რომ იცოდნენ, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთმანეთისთვის, ალბათ არასდროს წავიდოდნენ და არ დაკარგავდნენ ერთმანეთს...
ყურადღებას აქვს მნიშვნელობა, ხანდახან უნდა აგრძნობინო ადამიანს რომ ის მნიშვნელოვანია შენთვის, თუ ხშირად არ შეგიძლია რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად ვერ გამოხატავს თავის სათქმელს, მაგრამ შენებურად მაინც უნდა გამოხატო...
ფუჭი და ამაოა ბევრი რამ, როცა საქმე სიცოცხლეს ეხება...

-სანდრიკ, რადგან მარტო ვართ, გკითხავ რა ?
-მიდი თაკ და მეც გიპასუხებ გულწრფელად
-სანდრიკ, ფიქრობ რომ გავივლი ოდესმე?
-არ ვიცი თაკ, მაგრამ მე სულ ვიქნები შენს გვერდში, მეც და ელეც და ვატოც და სხვებიც, არ მოგცილდები, მაგრამ თან მჯერა რომ იქნები კარგად, თაკ რომ ვერც გაიარო, მე ვეცდები რომ ხელით გატარო, აუ რატომ მეკითხები ასეთ რაღაცას, ხომ იცი რომ არ მიყვარს ტყუილები, მაგრამ მე ვეცდები რომ იყო ბედნიერი
-სანდრო მიყვარხარ, აი ამ გულწრფელობისთვის და რეალობისთვის...

მეგობრები ერთმანეთს ბედნიერების პოვნაში ეხმარებიან, ბედნიერება გულშია და მეგობრებიც იქ არიან, ყოველი წამი მათთან გატარებული არის მნიშვნელოვანი, ადამიანებს უნდა შეეძლოთ პატიება, პატიება სიყვარულისთვის, ერთმენთის გადარჩენისთვის, სიცოხლისთვის...