Sunday, November 10, 2013

ზედ დაგვათენდა, განგებ ბავშვებმაც გაათენეს და არავის უცდია დაერღვია ჩვენი მყუდროება, ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი, არა სამნი, ან მეტნი, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ იო იყო ჩემს გვერდით და ვიცოდი, რომ ვუყვარდი, თუმცა არც ეს იყო მთავარი, მთავარი უფრო ის იყო, რომ მე მიყვარდა და შემეძლო მეცხოვრა მისთვის და ასევე მომკვდარიყავი მისთვის, ეს არ იყო რადიკალიზმი, არც ფანატიმზი, ეს იყო ყველაზე არაეგოისტური გრძნობა, რაც ვინმეს მიმართ მქონია...

ახლაც როცა ასე ცუდად ვარ,  როცა ქიმიაც აღარ მიმსუბუქებს მდგომარეობას, ეს დღე მაინც მაძლევს ძალას, რომ ვიბრძოლო...

დარიალიდან სამ დღეში დავბრუნდით და ეს ყველაზე ბედნიერი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა მე და იოს არასდროს გვქონია ჩვეულებრივი ურთიერთობა, ერთად არასდროს ვყოფილვართ ისე, როგორც ადამიანები არიან ხოლმე, დარიალის შემდეგ ერთხელ ვნახე მხოლოდ, გერმანიაში მიდიოდა და დამემშვიდობა...

მახსოვს ეს დღე ძალიან კარგად და მიხარია, რომ  ჩემმა ავადმყოფობამ მეხსიერებაზე არ იმოქმედა, მზიანი დღე იყო და კარგ ხასიათზე გამეღვიძა, ახლა ვნანობ ყველა იმ დღეს, როცა ცუდ ხასიათზე ვიღვიძებდი და არ ვაფასებდი ცხოვრებას, აბა დღეს ისიც არ ვიცი, საღამომდე ვიცოცხლებ თუ არა, გული გაუძლებს კი ამდენ წამალს ?

მომწერა და ჩავედი ეზოში, იდგა გაშეშებული და ოდნავ მომღიმარი, მივედი და ჩავეხუტე
-მიდიხარ ?
-კი, გერმანიაში დასთან
-ძალიან კარგი, აქ მაინც ვერ ძლებ შენ
-ასე არ არის, ვისწავლი და დავბრუნდები
-შენ უნდა იყო ძალიან კარგად
-შენ უფრო კარგად, შენ მომეცი ძალა რომ მიმეღო ეს გადაწყვეტილება და მინდა უკეთესი დავბრუნდე გერმანიიდან, ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვედროდით ერთმანეთს
-მეც ასე ვფიქრობ...

დიდხანს ვიდექით და ვუყურებდით ერთმანეთს, ძალიან მინდოდა რომ დარჩენილიყო, არსად წასულიყო და არ მიეტოვებინა თბილისი, რადგან მეგონა ვერ ვიცხოვრებდი მისგან დაცარიელებულ თბილისში...
”კაპიშონკა” მაჩუქა დინამოს ლოგოთი, ახლაც როცა ქიმიის მერე მაკანკალებს ხოლმე, მაგაში ვიფუთნები...

ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ამეტირა

იოც ნაღვლიანი იდგა
და მერე წავიდა...

2 წელი გავიდა ფიქრებში, მუშაობაში, სწავლაში, ძილში, ვატო იყო ჩემს ცხოვრებაში, ვმეგობრობდით და გვიხაროდა ერთად ყოფნა. მერე ისიც გავიგე, რომ ის ქერა გოგო მოიყვანა იომ ცოლად, ეს გოგოც ჩასულა გერმანიაში და შეუყვარდა ალბათ, ან მანამდეც უყვარდა, ის დღეც მახსოვს, როცა მუცლის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა, სანდროს ძლივს დავუძახე, წამიყვანა ექიმთან, მერე სანდროს ცრემლიანი თვალებიც მახსოვს და მივხვდი საქმე ძალიან ცუდად იყო

-სოფ
-რა იყო ?
-დამპირდი რომ იბრძოლებ
-უი, მოვიდა სიცოცხლისთვის ბრძოლის დრო ?
-ხო

სიმსივნე, ადრე როგორც რაღაც შორეული ისე მესმოდა და ახლა უკვე ძალიან ახლობელია, ჩემს შიგნით ცხოვრობს, ერთად ვიძინებთ და ვიღვიძებთ, მჭამს შიგნიდან და მე არ ვაცდი ქიმიით ამას...

ვატო ახლაც ჩემს გვერდითაა, ალბათ ვინც არ მიგატოვებს, იმას უყვარხარ ნამდვილად, მაგრამ გადაჭრით ვერც იმას იტყვი, რომ ვინც მიგატოვა, არ უყვარდი, ზუტად არასდროს ვიცით რა ხდება სხვა ადამიანების გულებში.
ვატომ ცოლობა მთხოვა, მაგრამ აღარ აქვს აზრი, დრო აღარ მაქვს და ეს საოცარი გრძნობაა, ადრე არ ვიცოდი სად დამეხარჯა და ახლა ვეძებ ამ დროს, აი ექიმიც შემოდის

-სოფ ქიმიის დროა
-რაღა მიჭირს (და მეღიმება მე)

მივდივართ სპეციალური კაბინეტისკენ, ოჰ როგორ არ მიყვარს ეს გზა, მერე სულ ცუდად ვარ და სულ გული მერევა, მაგრამ დღეს ეს გზა არ იყო ცუდი, ვიყურები და ვხედავ იოს, იქნებ მეჩვენება და წამლების ბრალია...
მაგრამ მერე სანდროს ვხედავ იოს გვერდზე, სიმართლეა ანუ, სანდრო არასდროს მეჩვენება...
ეტლი გავაჩერე (ჩემით ვეღარ დავდივარ, ძალა აღარ მყოფნის)

-იო რა მაგარია, რომ კიდევ გნახე
-სოფო, სოფო, ვერაფერს ვამბობ არ მაქვს ძალა
ასეთი იო არ მახსოვს მე, მგონი ღირდა ჩემი ავადმყოფობა, რომ იოს ქვა გული ოდესმე ნამდვილი გული გამხდარიყო
ჩაიმუხლა და ცრემლები წამოუვიდა

-სოფ, ეს არ არის შეცოდება
-ვიცი იო
-მინდა გჯეროდეს, რომ ნამდვილი სიყვარულით მხოლოდ შენ მიყვარდი და ახლაც როცა სიყვარულზე საუბრობენ, მხოლოდ შენ მახსენდები, მაგრამ არ გამოვიდა ჩვენი ერთად ყოფნა
-ისედაც არ გამოვიდოდა იო, მალე მოვკვდებოდი მაინც

თავი ჩემს მუხლებში ედო და ტიროდა და მე თავზე ვეფერებოდი და ვფიქრობდი სიკვდილზე, ახლა რომ გაჩერდეს გული, ეს ნამდვილად არ იქნება ავადმყოფობის ბრალი, ეს დიდი ბედნიერების ბრალი იქნება...

მერე ისიც გავიგე, რომ იოს შვილს სოფო ერქვა და ამით დავრწმუნდი, რომ რაღაც ადგილი მართლა მქონდა მის გულში...

ჩემი ოჯახის ყურება ყველაზე მძიმე იყო, რომ არ უნდა შეიმჩნიონ ჩემი ცუდად ყოფნა, არადა ხომ ვიცი როგორ უმძიმთ, სანდრო შემოდის ხოლმე და აკვირდება ჩემს სუნთქვას, ეშინია არ გაჩერდეს ეს გული, როგორ მიყვარს ჩემი ძმა და როგორ ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ყოფნა...

-სანდრო
-რა იყო ?
-მაგრად მეშინია
-ვიცი
-შენს გარეშე რომ ვიქნები სანდრო, მესაუბრე ხოლმე რა, იფიქრე ხოლმე ჩემზე და ილოცე რა, ლოცვა ხომ საუბარია
-მე აქ დარჩენა მიჭირს შენს გარეშე, არასდროს მეგონა რომ ცხოვრება ასე შემოტრიალდებოდა
-არც მე მეგონა, ისევ ბავშვობა მინდა და მინდა ეს ცხოვრება თავიდან გავიარო, მგონია რომ დაძმური სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია სუფთა სიყვარულისა
-მეც ასე ვფიქრობ, სოფ რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო ?
-სიკეთე აკეთე სანდრო, მაგრამ ორმაგად რა, ჩემს მაგივრადაც, გთხოვ რა, ხელი არ ჩაიქნიო კიდევ და მოწყენილი არ იყო ხოლმე
სანდრო ტიროდა
ჩემი ძმა ტიროდა, ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა ზოგადად...

ისე მიჭირს ეს ბოლო დღეები, დილა რომ თენდება, მგონია რომ აღარ დაღამდება და პირიქით, ნეტავ ადრე მეფიქრა ასე, ბევრად მეტ რამეს  მოვასწრებდი ცხოვრებაში...

ახლაც გათენდა, ვწევარ ოთახში, მალე ექიმიც შემოვა და გამიყვანს ქიმიაზე, მიუხედავად ამ ყველაფრისა  ძალიან მინდა სიცოცხლე, მინდა კიდევ დიდხანს ვიცოცხლო, თუმცა ვიცი ეს უკვე შეუძლებელია, ახლაც ჩამომდის ცრემლები, ჩემები მეცოდებიან და ხანდახან ჩემი თავიც მეცოდება, მტკივა და ალბათ იმიტომ მეცოდება და აი როცა ასე ვარ ხოლმე, ვიხსენებ იოს, ჩვენს გაქცევას, მერე მთას და იმ პატარა მონაკვეთს ჩემი ცხოვრებისას, რაც მასთან ერთად გავატარე...
ახლა მიხარია, რომ გავრისკე, რომ ვუთხარი სიმართლე და არ დავმალე ეს სიყვარული გულში, თორემ ისე მოვკვდებოდი, ვერც გაიგებდა ამას, ახლა როცა თავად იქნება ხოლმე ცუდად, როცა ეგონება რომ არავის უყვარს, როცა სიცივეს იგრძნობს ადამიანებისგან, მე გავახსენდები ხოლმე და ზუსტად ეცოდინება, რომ ნამდვილად შეიძლება მისი შეყვარება და თან მთელი გულით...

ვატო ზის აქ და მიკითხავს ”ზებულონს”
წიგნი, რომელმაც ერთმანეთი გაგვაცნო...
შემოდის სანდრო და მკოცნის შუბლზე
დედაც აქ არის
მამაც
კესოც
და მაკაც
და იოც აქ ცხოვრობს, ჩემს გულში...


სიცოცხლე?
ეს არის ის, რის გამოც ღირს სიცოცხლე
სიყვარული ?
ეს არის ის, რის გამოც ღირს სიცოცხლე
ადამიანი ?
ეს არის ის, რის გამოც ღირს სიცოცხლე...

Sunday, November 3, 2013

იმ ღამეს მშობლები ჩვენთან დარჩნენ, არ დაგვიძინია, ვიმღერეთ, ვიცეკვით და წამით მომინდა, რომ ყველას ერთად გვეცხოვრა ისევ, ეს ან სასმელის ბრალი იყო, ან სიყვარულის, ან ორივესი ერთად, მშობლებთან ყოფნას არაფერი სჯობს, თან ისეთ მშობლებთან, რომლებსაც ისევ ისე უყვართ ერთმანეთი, როგორც ადრე, მაგალითია ჩემთვის მათი სიყვარული და არ არის გასაკვირი, რომ თავადაც მჯერა ამ გრძნობის...
დილით დავწექი და თან გუშინდელი საღამო მახსენდებოდა, რა დროულად გამოჩნდა ეს ვატო ჩემს ცხოვრებაში, თითქოს სიკეთე შემოიტანა და თან თავისუფლებაც მოაყოლა, არ დამავიწყდეს კვირა, პირველი საათი და დინამოს მატჩზე წასვლა...

გადავწყვიტე დამეწყო ცხოვრება იოანეზე ფიქრის გარეშე, რამდენად გამომივიდოდა არ  ვიცი, მაგრამ მტკიცე იყო ჩემი გადაწყვეტილება...
კვირა დღეც მოვიდა, ადრე ავდექი, ჩავიცვი სპორტულად, ყავა გავამზადე და წიგნს ვკითხულობდი თან...

-რა ადრე ადექი
-მატჩზე მივდივარ
-დინამო?
-ხო
-ოჰ, რა ხდება? როდიდან? თან გასვლით თამაშზე
-ფეხბურთში ვერკვევი, თან ძალიან კარგად, დამპატიჟეს და მივდივარ
-მგონი იო არაფერ შუაშია ხო?
-მართალი ხარ
-კარგი, უქომაგე მაგრად, მეც წამოვიდოდი, რეპეტიცია რომ არ მქონოდა
-საღამოს შეიძლება გამოგიარო ბარში

მერე სანდროც გაემზადა წასასვლელად, ჩვენთვის ხომ შაბათ-კვირა არ არსებობს, მაკოცა შუბლზე და წავიდა...

პირველი საათი გახდა, რომ ვთქვა გული არ მიფრიალებდათქო ტყუილი იქნება, კიბეებზე ჩავდიოდი და ძალიან მიხაროდა, ვატო მანქანაში იჯდა და მუსიკას უსმენდა, იყურებოდა სადღაც შორს , ეცვა დინამოს მაისური, შორიდან ვუყურებდი და მისი დადებითი თვისებები ჰაერივით მომეწოდებოდა...

-პუნქტუალურიც ყოფილხარ ?
-ხომ, შენც
-აბა წავედით, ბიჭებს უნდა გავუაროთ

რუსთავში მალე ჩავედით, ახლა დავაკვირდი, რომ ქართულ ფეხბურთს არ უდგას საკმარისად ბევრი ხალხი გვერდში და იმ წამს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს პირველ რიგში მე უნდა გამომესწორებინა...
ამინდი იყო თბილი, ყველაფერი იყო იმისთვის, რომ თავი ძალიან კარგად მეგრძნო, ვატომ მაისური მაჩუქა, ისე მიხდებოდა, ვიფიქრე არასდროს გავიხდითქო, მაგრამ ცხოვრება რისი ცხოვრებაა, რომ მოულოდნელობა არ ესროლა ჩემთვის, შევდიოდით სტადიონზე და უკნიდან მესმის ხმა, ხმა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, მერე მომესმა ჩემი სახელი და როგორ მივიხედე უკან, როგორ შევძელი ეს არ მახსოვს
-პრივეტ იო
-როგორ ხარ?
-კარგად
-არ მეგონა აქ თუ გნახავდი
-არც მე მეგონა
მიყურებდა დიდხანს, სევდიანად და რატომ ვერ ვხვდებოდი, მერე ვატომ ხელი მომკიდა და შემაქანა სტადიონზე, მე იოსკენ აღარ გამიხედავს, მაგრამ ვიცოდი მიყურებდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ცხოვრებას მოულოდნელობა უნდა ერქვას და კიდევ უფრო ძლიერად შემიყვარდა ის...

 დინამომ მოიგო, მატჩს პატიოსნად ვუყურე, არ მიცეცებია თვალები აქეთ -იქით, ვუქომაგე და თავს კარგად ვგრძნობდი, სტადიონი დადებითად მუხტავს აშკარად, გამოსვლისას ვათვალიერებდი იოს, მაგრამ ვერსად ვნახე, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამან სევდა მოიტანა, უფრო პირიქით...

რუსთავიდან მხიარულად ვიმგზავრეთ, შევიარეთ საჭმელად, ცოტა ლუდიც დავლიე, როგორც დამპირდა ვატო, ბოლოს მე მივყავდი სახლში
-სახლში არ დამტოვო, ქიაჩელზე დამტოვე
-მანდ რა ხდება?
-ჩემი ძმა უკრავს ბარში
-ვაჰ, რა მაგარია
-თუ გინდა წამოდი
-დიდი სიამოვნებით

სანდროს სახე მოვაწყვიტე კინაღამ, ისე შემომხედა, ეს იყო ”ძმური” გამოხედვა, შემფასებლური, ”ეს ვისთან ერთად მოვიდა ჩემი და” აი ზუსტად ასეთი...
-გაიცანი, ეს ვატოა
-სასიამოვნოა, სანდრო
მე მეღიმებოდა
-ერთად წავიდეთ სახლში, დამელოდე
გაისმა სანდროს მკაცრი ტონი
-მაგისთვის მოვედი, რომ ერთად წავსულიყავით
ავიდა სცენაზე და შეგვამკო აგრესიული მუსიკით
სახლში წასვლა ფეხით მოინდომა სანდრომ, ვატოს მადლობა გადაუხადა, თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს...

-რა იყო, ეს აზიატური შეხვედრა ?
-იოანე გიყვარს და ამ ბიჭთან რა გინდა ? ხომ იცი არ მიყვარს ასეთი რაღაცეები
-რა ვერ გაიგე, იოანესთან არაფერი მაკავშირებს და ამ ბიჭთანაც ვმეგობრობ
-მე რას მატყუებ, ადამიანებს წესიერად მოექეცი, არ მიყვარს ვინმეს გულს რომ ტკენენ და ძალიან არ მომეწონება ეს ჩემმა დამ რომ გააკეთოს
-გპირდები არავის ვატკენ გულს
მერე ჩამეხუტა სანდრო და ასე მივედით სახლში...

ღამე, სანამ ძილი მოვა ხოლმე, ძალიან ბევრს ვფიქრობ ცხოვრებაზე, ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენი თვისებაა საკუთარ თავში გამოსასწორებელი, სულ მომავლისთვის, რომ ვიცი ხოლმე გადადება, მაგრამ ამ ღამეს დავდე პირობა, რომ მივხედავდი საკუთარ შინაგან სამყაროს, ვეცდებოდი დილიდან ცუდი არასვისზე მეფიქრა და ცუდი არავისთვის გამეკეთებინა და ასეთ კარგ ფიქრებში ჩამეძინა კიდეც, უცნაურ სიზმრებში ვიყავი:

თითქოს დედამიწაზე ვცხოვრობდი და ვხედავდი სხვა პლანეტასაც, იმ პლანეტაზე მხოლოდ ერთი ადამიანის ადგილი იყო, ვიხედებოდი ფანჯრიდან და ვუყურებდი ამ ყვითელ პლანეტას, რომელსაც გარშემო ლურჯი ფერი ერტყა, იქ ცხოვრობდა იო, რომელსაც არ უნდოდა დედამიწაზე ცხოვრება და იქ დასახლდა, მთელი გულით უნდოდა, რომ მეც იმ პლანეტაზე მეცხოვრა, მაგრამ როგორც ვთქვი, იქ მხოლოდ ერთი ადამიანის ადგილი იყო...

რომ გავიღვიძე სიზმარიც გამოყოლილი მქონდა და ცოტა მოწყენილი ვიყავი, სანდრო შემოვარდა ოთახში, მომთხოვა მალე ჩამეცვა, ლაშქრობაში მივყავდი
-სად მივდივართ სანდრო?
-დარიალის ხეობა სოფ, სამსახურში დარეკე და გაენთავისფლე
-თუ გინდა საერთოდ წამოვალ
-მიდი დროულად...

დავირაზმეთ, კესო დედაჩემს დავუტოვეთ და წავედით, მე, სანდრო, მაკა და სანდროს 4 ძმაკაცი, რომლებიც სულ ტვინს მხდიან...
როდიდან დავიწყე ეს მთაში სიარული, ან ამ სანდროს საიდან მოაფიქრდა ჩემი წაყვანა ლაშქრობაში, მგონი მარტო არ უნდოდა რომ დავეტოვებინე...
 ხან წვიმდა, ხან მზე იყო, ეს ართულებდა გზას, მაგრამ მაინც მივედით დანიშნულების ადგილამდე...

ბუნება აბედნიერებს ადამიანს
დავბანაკდით, თუმცა ჩვენამდე ვიღაცას გაუშლია კარავი, ორადგილიანია, გული რაღაცას მიგრძნობდა, მაგრამ რას ვერ ვხვდებოდი...
საჭმელს ვამზადებდით, ამ დროს მოგვიახლოვდნენ ამ კარავის მდგმურნი, ვუყურებ და არ ვიჯერებ, ”ვერ” არა, არ ვიჯერებ, იო თავის ძმაკაც ნიკასთან ერთად, ეს ან სანდრომ გამიჩალიჩა, ან ცხოვრება მეთამაშება რაღაც უცხო თამაშს...
ძალიან დავიბენი
-გამარჯობა იო, მინდა იცოდე, რომ არ ვიცოდი შენი აქ ყოფნის ამბავი და ისე წამოვედი
-კარგი სოფო დაწყნარდი, ეს არც მიფიქრია
-იფიქრე
ეს ვუთხარი და კარავში გავიქეცი

-სანდრო იცოდი რომ აქ იქნებოდა?
-კი
-რატომ გააკეთე ეს ?
-აზრზე რომ მოხვიდე და რომ გაერკვე რა გნებავს

პირველად გავბრაზდი ჩემს ძმაზე სერიოზულად, მაგრამ თან მიხაროდა რომ ვნახე...

დაღამდა, ყველა გარეთ იყო, სვამდნენ, იო და ნიკაც მიიპატიჟეს და ერთობოდნენ, მე არ გავდიოდი და არც არავინ მეძახდა, ვკითხულობდი წიგნს ფანრის შუქზე...
-შეიძლება?
-კი
იო შემოვიდა
-რატომ არ გამოდიხარ, რამ დაგაკომპლექსა?
-ხომ ვთქვით რომ აღარ შევხვდებოდით და აი რა გამოვიდა
-მერე რა, მე მინდოდა შენი ნახვა, მოგწერე, მაგრამ შენ იშვიათად შემოდიხარ ხოლმე
-შენგან მოწერა, რა დაგემართა?
-შენი თავი დამემართა, სოფ ვიცი ერთად არ უნდა ვიყოთ, მაგრამ არ შემიძლია შენს გარეშე, აქაც იმიტომ წამოვედი, რომ იქნებ რამე მეშველა საკუთარი თავისთვის
მერე მოვიდა და ჩამეხუტა და ასე ვისხედით დიდხანს...

როგორ მიყვარს, ნეტავ სულ ცოტათი მაინც თუ გრძნობს ამას, ყველაზე ძალიან მიყვარს, ახლავე მოვკვდებოდი მის გამო, რომ გახდეს საჭირო...
მიყურებდა
მე ცეცხლს ვუყურებდი, რომელიც ლამაზად ანათებდა კარვის იქით

-იო, ეს გრძნობა იმდენად დიდია, რომ ვერ გაუძლებს დედამიწაზე არსებობას

-ვიცი, სოფ ეს სიყვარული მტანჯავს, მიყვარხარ და ვიტანჯები
- მე პირიქით ვარ, ბედნიერს მხდის, მაგრამ მზად ვარ რომ აღარ გიყვარდე, რადგან მინდა რომ კარგად იყო
-სოფ მეშინია, ცუდს მიგრძნობს გული
-მეც იო

მერე კიდევ უფრო მაგრად ჩავეხუტე, მეშინოდა არ მომეკლა, ისე მიყვარდა ისე, არასდროს მეგონა, რომ ასეთი სიყვარული შეიძლებოდა მცოდნოდა...

ადამიანები თავად აუშნოებენ ცხოვრებას, ფიქრობენ ცუდზე, ფიქრობენ ცუდად და მერე თავად დადიან მოწყენილები, უბრაზდებიან ერთმანეთს, გამოაქვთ ცუდი დასკვნები და მერე თავად დადიან მოწყენილები...
წუწუნებენ
წუწუნებენ
წუწუნებენ
არადა რამდენს ადამიანს უყვარს ისინი, ან სულ რამდენიმეს, ან ერთს საერთოდ, ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ერთ მეგობარსაც რომ უყვარდე, უნდა იცოდე, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხარ, უყვარხარ, წარმოიდგინე უყვარხარ, ეს ხანდახან ძალიან ცოტა გვგონია, არადა ძალიან ბევრს ნიშნავს, ყველაფერს ნიშნავს თითქმის...

გუშინდელი დღე ?
გამორჩეული იყო, არ ვიცი ვერ ვხვდები, როგორ გაჩნდა ასეთი კეთილი, ძალიან იშვიათად ვხედავ , მაგრამ ეს შთაბეჭდილება შემდეგ ნახვამდე მიმყვება ხოლმე, გუშინაც ჩავირბინე კიბეებზე, ზურგით იჯდა, მერე წამოდგა და ისეთი სახით მომესალმა, რომ ადამიანებმა მასთან უნდა გაიარონ ”გამარჯობის” კურსები...
უბედნიერესი უნდა იყოს ამ ცხოვრებაში :) 






Thursday, October 31, 2013

სახლში როგორ ავედი არ მახსოვს, ვიცოდი ზუსტად, რომ ვიყავი ბედნიერი და ეს იყო მთავარი, ვიცოდი რომ ყველა ვანერვიულე, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებდა, ჩემს ძმას სულ ტყუილად ეგონა, რომ არ ვიყავი ეგოისტი, ამ კონკრეტულ მომენტში ეს მითი დაიმსხვრა...

იოანე მიყვრდა საკუთარ თავზე მეტად და თან ვიცოდი მასთან ვერასდროს ვიქნებოდი, შევქმნიდი ოჯახს სხვასთან, მეყოლებოდა შვილები და ამ ისტორიას გამოვამწყვდევდი ჩემს გულში ისე, რომ არავის ეცოდინებოდა...
არ ვიცი ასეთ ბედნიერს, საიდან მქონდა ამდენი პესიმიზმი გონებაში...

სახლში რომ ავედი მაკა და სანდრო დამხვდნენ და როგორ არ მქონდა კითხვების თავი, სანდრომ რომ დამინახა სახე გაუბრწყინდა, მოვიდა და ჩამეხუტა...
-სოფიე ხომ იცი შენს გვერდში ვიქნები, მთელი სამყაროს წინააღმდეგაც რომ წახვიდე
-ვიცი, ალბათ იმიტომ ვარ ასეთი თავხედი...

მერე შევედი ოთახში, ვიბანავე და ჩავწექი, ჯერ ფიქრები არ მანებებდნენ თავს, მინდოდა სულ ფხიზლად ვყოფილიყავი, რომ რაც მახსოვდა არასდროს დამვიწყებოდა, ცხოვრებაში რაც მინდოდა ის გავაკეთე, რასაც ადრე მხოლოდ ოცნებად ვთვლიდი, ახლა რეალობა იყო, გავიცანი იოანე ახლოს და მე შევთავაზე ერთი დღით გაქცევა, ამ საქციელს არადროს ვინანებ, რადგან ღირდა ამ ბედნიერი წამებესთვის, თუნდაც მთელი ცხოვრება ვიტანჯო ახლა...
გოგო რომ ვიყავი, ეს არასდროს მაფერხებდა გამეკეთებინა ის, რაც მიმაჩნდა სწორად, არ შემიძლია ეს ლოდონი და გრძნობების დამალვა მთელი ცხოვრება, მიყვარს, ვეტყვი და წავალ, მინდა რაღაც, გავაკეთებ და წავალ, მთავარია ჩემმა საქციელმა ვინმეს არ მოუტანოს ცუდი, თორემ დანარჩენი მეორეხასრისხოვანია, მიმაჩნია რომ ცუდი საქციელის განმსაზღვრელი არის ის, მოაქვს თუ არა ამას ვინმესთვის ცუდი, ამ ფიქრებში ვიყავი ისე დამატყდა ძილი თავზე, ვინც დამესიზმრა გასაგებია...

რომ გამეღვიძა სანდრიკა საწოლთან იჯდა...
-მაპატიე რა, ვიცი რომ ინერვიულე, უბრალოდ არ შეგეტყობოდა
-შენზე სულ ვნერვიულობ, სულ მეშინია არ დაიკარგო, არ მოიწყინო, რამე არ დაგემართოს, ბავშვობიდან ასეა, მახსოვს პატარა იყავი, რაღაც გრიპი შეგხვდა და ღამე ცუდად გახდი, მეც პატარა ვიყავი და ეს შიში დღემდე მახსოვს, მაგრამ ამ შიშმა გამხადა ძლიერი, დამოუკიდებელიც
-სანდრიკ მიყვარს, ძალიან მიყვარს და მიკვირს ამას პირველად შენ რომ გეუბნები
-რატომ გიკვირს სოფ? გიყვარს ხომ არ გძულს, ერთადერთს გთხოვ, ერთად თუ არ იქნებით, არ ჩაიქნიო ცხოვრებაზე ხელი, რადგან ეს სიყვარული აღარ იქნება, ეს იქნება ფანატიზმი, რომელიც სიმახინჯეა
-არ ჩავიქნევ სანდრიკ, მაკა ნაწყენია რომ დავტოვე მარტო ბარში ?
-შეშინებული იყო, მაგრამ დავაწყნარე, დაურეკე საღამოს, წავედი მე, საქმეები მაქვს, საღამოს გავიდეთ სადმე
-კარგი

მთელი დღე სახლში ვიყავი, facebook-ზე იშვიათად შევდივარ, მაგრამ დღეს შევედი, მაინტერესებდა რას აკეთებდა, იქ იყო ვიცოდი, რაღაცას  წერდა ფეხბურთზე, სანდროს გადამკიდე მეც მესმის ეგ ამბავი, მაგრამ თავად კალათბურთს ვუყურებ, დილით 4 საათზე ვიღვიძებ ამის გამო, მაგრამ ფეხბურთშიც ვერკვევი, სანდრო გერმანიის გულშემატკივარია და კლუბებში ბორუსია უყვარს, ლევანდოვსკი მეორე გუნდში გადადის და ამის გამო დეპრესია ჰქონდა, ნუ აკლია რა...
ეს ვაჟბატონი ლივერპულის გულშემატკივარია და სელტიკსაც ქომაგობს თავგადაკლულად, გაფრენილი აქვს და ალბათ ამიტომ მიყვარს...
მთელი დღე საწოლში გავატარე, მინდოდა მომეძებნა ძალა, რომელიც მომცემდა სინათლეს თავიდან დამეწყო ცხოვრება ისე, თითქოს იო საერთოდ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა არც იყო ალბათ...

მაკამ ვერ მოითმინა და კესოსთან ერთად მომადგა სახლში, ბავშვებს თან დაჰყვებათ პოზიტივი, ”ნამდვილები” არიან, მართლა ცხოვრებენ და რასაც გრძნობენ იმას ამბობენ და თუ ჯერ ვერ საუბრობენ, გამოხატავენ მაინც, ხან სიცილით, ხან ტირილით, ხან ლოგინის არევით, ხან რამის დამტვრევით...

შემოვიდა მაკა, შემოგორდა ლოგინში და მაგრად ჩამეხუტა, კესომაც დედას მიბაძა და ასე ვეყარეთ თბილად, ასე ვეყრებოდით მთელი ცხოვრება და არაფერი მომინდებოდა სხვა...

საღამოს ბარში წავედით სრული შემადგენლობით, თან მატჩი იყო, სანდროს სამეგობროც შემოგვიერთდა და დასცეს ყიჟინა... ეს კესოც გაგიჟებულია ბავშვობიდან სანდროს მიერ, ჯერ ვერც ლაპარაკობს და რობერტს ყვირის უკვე, ყველა კარგად გრძნობდა თავს და მეც ასევე, იოანეზე ფიქრი თითქოს თავისთვის ცხოვრობდა გონებაში და ეს არ მიშლიდა ხელს, თან მისი ერთი გუნდი არ არის ლიგაზე და მხოლოდ სელტიკის თამაშებს უყურებს ლიგის დღეებში...

ღამე გვიან მოვედით, სანდრო მთვრალი იყო და თავი დადო თუ არა დაეძინა, მე კიდევ დიდხანს ვიბოდიალე ოთახებში, ბოლოს დავინახე ის წიგნი, სულ ცოტა ხნის წინ რომ ვიყიდე, დავიწყე კითხვა, ჩამითრია
რომ ვხურავდი, ერთიანად გადავფურცლე და შევამჩნიე, რომ ერთი გვერდი ცარიელი იყო
აქამდე რომ მივალ და შინაარს ვერ გავიგებ რა უნდა ვქნა ?
წავალ იმ მაღაზიაში და ვეტყვი, რომ თეთრია ეს გვერდი და იქვე მაღაზიაში მათხოვონ მეორე, რომ წავიკითხო...
ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა...

ბიჭებს უფრო რთულად გადააქვთ მსგავსი ამბები, თითქოს არ ემჩნევათ, მაგრამ ასეა, გოგო მოუყვება მეგობრებს, 100-ჯერ მოყვება თან, დაიცლება და გადაუვლის თითქოს...
ბიჭები ასე ადვილად არ ყვებიან იმას, რაც მართლა მნიშვნელოვანია, თან თუ ეს ბიჭი იოანეა...

-ნიკუშ სად ხარ ?
-ბარში ვარ, გამოდი რა, ძლივს გაიხსნა
-არა იყოს, დღეს მეზარება 
-რა გჭირს შენ ამ ბოლო დროს ?
-არაფერი, მომბეზრდა ყველაფერი, ხვალ წავიდეთ რა სიღნაღში და შაბათ-კვირას ყაზბეგი მოვცხოთ, არის თანხმობა ?
-კი არის, არის...

სოფო სამსახურში იჯდა, მთელი დღე კითხულობდა, უნდოდა მალე მისულიყო იმ თეთრ ფურცლამდე, რომ ჰქონდა მიზეზი წიგნის მაღაზიაში მისასვლელად, რატომ მიუწევდა ასე გული თავადაც ვერ ხვდებოდა
ახსოვდა კონსულტანტი, ის ჩეკი და საკუთარი თავი...
 თანამშრომლებმა ჯანყი მოუწყვეს, მაგრამ ვერ გააცინეს, კინაღამ წიგნიც დაუწვეს, მაგრამ არც ამ მუქარამ უშველა, ერთი ფურცელი აშორებდა იმ თეთრ ფურცელს...

ერთი სიტყვაც და აზრი წყდება... (გაეღიმა, ახლა მიზეზიც აქვს, მიზეზი თავის თავთან)
დღესვე გავალ...
 
 გარეთ წვიმდა, გაჩერებაზე აუარებელი ხალხი იყო და ავტობუსები გაძეძგილი, ამიტომ 2 საათი იდგა სოფო გაჩერებაზე, რადგან ვერ ადის ასეთ ავტობუსში, სანამ ცარიელი არ მოვიდა, მანამ ელოდა
ჩემი მოთმინების უნარი იხვეწება აშკარად, საკუთარ თავთან  ხუმრობაში იყო შესული სოფო და ეს ძალიან ართობდა...
-ბილეთი ამიღეთ რა (ავტობუსში რომ ადის, ეგრევე თუ არ აიღო ბილეთი არ შეუძლია) 
-აი ინებეთ
-გმადლობ

გაჩერება
ცოტას გაივლის და ის მაღაზიაა
ანთია
შედის

გოგო კონსულტანტი ესალმება
-რით შემიძლია დაგეხმარო?
-იცით თქვენთან წიგნი ვიყიდე და ერთი გვერდი თეთრია
-გამოგიცვალოთ?
-არა, უბრალოდ მეორე მომეცით და აქვე წავიკითხავ
-კი ახლავე

-ვატოო, ქარჩხაძის ”ზებულონი” გამოიტანე რა
-მომაქვს
გამოდის
უყურებს
ეღიმება
იცნო
უხარია, რომ ისევ ხედავს

-თქვენ ხომ უკვე იყიდეთ ეს წიგნი ?
-დიახ, მაგრამ ერთი გვერდი თეთრია
-აქ აპირებთ ხომ წაკითხვას ?
-კი
-დაბრძანდით, ჩაი გნებავთ, წვიმს გარეთ და შეგცივდებოდათ
-დიახ დავლევ

იჯდა სოფო ორ კონსულტანტთან ერთად და გვიანობამდე საუბრობდა, მაღაზიას გარედან ”დაკეტილია” ეწერა უკვე, მაგრამ შიგნით ყველაფერი ღია იყო, ადამიანებთან, რომლებსაც არ იცნობ უფრო გახსნილი ხარ, ამის ზუსტი მიზეზი არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ ”ნამდვილს” არ გიცნობენ, ან შეიძლება იმიტომ, რომ  ერთხელ ნახავ და ამ ერთხელ ნახვისას კარგ შთაბეჭდილებას მაინც დატოვებ...
 მაგრამ სოფო არ თამაშობდა ახლა, იყო ის, რაც იყო სინამდვილეში და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მასაც და იმ ადამიანებსაც...

-სად ხარ სოფ ?
-წიგნის მაღაზიაში
-სადღეღამისოა ?
-ჰო, ჩემთვის
-მოდი რა მალე, ოჯახი გვესტუმრა და მარტო ვერ ვუძლებ
-ჰაჰაჰაჰა, მართლა, კარგი გამოვდივარ

-დიდი მადლობა ყველაფრისთვის
-პირიქით, შემოგვიარე ხოლმე
-აუცილებლად თიკო
-კარგად
-გაგაცილებ 
-კარგი

პატარა მანქანა ჰყავს ვატოს, სოფო მარკებში ვერ ერკვევა, დადის ანუ მანქანაა რა
ჩასხდნენ
რას ჩართავს ნეტავ ახლა?
დაქოქა
მუსიკა
რაღაც ჩემი იქნება ვგრძნობ

”Wis you were here"
ვიცოდი რა
მერე ჩარკვიანიც იყო
ნიაზიც
-ვატო, ასე შემიძლია ვიარო მთელი ცხოვრება, ასე ვიჯდე მანქანაში, ვუსმინო მუსიკას და ვიყო კარგად
-ხო გეტყობა, ისეთი სახე გაქვს, აშკარად ძალიან გიყვარს
-აჰა, მეგობრებს რომ ვტოვებთ ხოლმე, მე ბოლოს მტოვებენ, რადგან ყველამ იცის რომ მიყვარს ეს გზის პროცესი
-ვიაროთ ხოლმე :)) ისე ვიცოდი, რომ მოხვიდოდი ოდესმე
-მეც ვიცოდი
-მაშინ ისე წახვედი, რომ რაღაც დამაკლდა თითქოს, ვიცი სიგიჟეა, მაგრამ იმის მერე ”შენნაკლული” დავდივარ
-ჩეკი, შენ და მე, ეს კადრი მახსოვს
-მეც და ჩეკზე შენი სახელი, სპეციალურად არ გიპოვე, მინდოდა თავისით მომხდარიყო ყველაფერი, თუმცა რომ არ მოსულიყავი, ალბათ თავად გიპოვიდი
-რატომ?
-არ ვიცი, ვერ ვხსნი
-აი მოვედით, მადლობა

სოფო მანქანიდან გადადიოდა, მაგრამ ვატოს ხმამ შეაჩერა
-კვირას, 2 საათზე გცალია ?
-კი, რა ხდება?
-დინამო თამაშობს რუსთავში და წამოხვალ ?
-ჰაჰ, კი
-თან ჩემი მეგობრებიც წამოვლენ და ბოლოს შენ დაგტოვებ :))
-მაგარია
-ნომერი არ მინდა, 13:00-ზე აქ ვიქნები და არ დააგვიანო ჩამოსვლა
-კარგი :))

სახლიდან ხორხოცი გამოდიოდა, სმა არის აწეული, სანდრო, დედა და მამა რომ სვამენ, სულ ასეთი ამბავია მერე...
შედის სახლში
-მოვიდა
-მობრძანდა
-ოჰ მოხვედი ?
-განსხვავებული მიაწოდეთ...


ამოვიჩემებთ ხოლმე ადამიანებს და ვემტერებით მათ, ასეთ დროს ობიექტურად ვერ შეხედავ ადამიანს, მის სუნთქვასაც რაღაც ნაკლს უპოვი და მზად იქნები ამის გამო გალანძღო...
ესეც ბრძოლაა, საკუთარ თავთან ბრძოლა, მაგრამ შენ უარს ამბობ მასზე, თუ კვლავ მხოლოდ ცუდს ხედავ სხვა ადამიანში...
ადამიანი სუსტია მაინც, თან ისეთი, რომელიც ბრძოლაზე უარს ამბობს თავიდანვე და მიექანება ჭაობისკენ, თავიდანვე დიდ შედეგს ვერ მიაღწევ, ჯერ პატარა რამეს დათმობ, მერე ცოტა უფრო დიდს, მერე ძალიან პატარას და ასე ისწავლი დიდ დათმობებზე წასვლას საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის, მერე ჯერ სხვებისთვის და მერე საკუთარი თავისთვის...
დადებითი თვისებები ზოგ ადამიანს ნაპირზე აქვს გამოტანილი და ზოგს ფსკერზე აქვს დამალული, შენ თუ ცურვა არ იცი და წყლის ქვეშ ვერ ჩადიხარ, არ ნიშნავს რომ ეს თვისებები ფსკერზე არ არის...
 ამიტომ ცურვის სწავლაა საჭირო
-რომ მეშინია წყლის
-ნუ გეშინია, წყალი იმ შემთხვევაშია საშიში, როცა ცურვა არ იცი
-წყალში ადამიანს გულისხმობ?
-ალბათ კი, მის ხასიათს ალბათ
-რითი დავიწყო ?
-ჯერ ნაპირთან მიდი...

Tuesday, October 29, 2013

-სოფ 2 ბილეთი მაქვს, კარგი კონცერტია დღეს საღამოს
-მგონი არ ვიცი ეგ ჯგუფი და რაღაც არ ვარ ხასიათზე
-გთხოვ წამოდი რა, ძალიან გთხოვ, ძალიან მოგეწონება, შენი სტილია, უბრალოდ არ მოგისმენია ჯერ და რას გამოგაქვს დასკვნები, კესო სანდროს მიჰყავს და წავიდეთ რა, რაც შვილი გამიჩნდა, მართლა დავბერდი და არ უნდა ეს ბებერი და უხასიათო დედა კესოს და არც შენ გინდა ასეთი მეგობარი
-კარგი მოვდივარ, შენ ვინ ყოფილხარ

როგორ მეზარება ხომ არავინ იცის, მაგრამ თავს ძალა უნდა დავატანო, მაკას გამო, მართლა უნდა გამოფხიზლდეს, მეგობრები ასეთ დროს თუ არ დაუდგნენ ერთმანეთს გვერდში, აბა როდის უნდა გააკეთონ ეს, ახლა თავს შემოვუძახებ, მოვიყვან ხასიათზე და საღამოს მაკასაც გადავდებ ჩემს ხასიათს, ხასიათი კი გადამდებია...

-მიდიხარ კონცერტზე?
-კი, ხასიათს ველოდები
-არ მიყვარს მოწყენილი რომ ხარ, დღეს ხელფასი ავიღე, ჰა შენ ფული, წადი იყიდე რამე შენებური, თუ გინდა თმასაც რამე დამართე და ხასიათიც მოვა
-სანდრო ნუ ხარ ასეთი ძმა
-და მყავს მაგარი, მაგალითი ხარ ჩემთვის
-რისი?
-არაეგოისტობის, წადი ახლა, სანამ დაიკეტა ყველა მაღაზია

სოფომ მოიარა მაღაზიები, იყიდა ყველაფერი, რაც მოეწონა, ბოლოს სახლისკენ აპირებდა წამოსვლას, მაგრამ ამ დროს სანდროს ხმა ჩაესმა ”თუ გინდა თმასაც დამართე რამე”
თმას 5 წელია იზრდის და დღეს მოკლედ შეიჭრა, სანდროს შთაგონებით, ეს არ იყო დეპრესიის გამოხატულება, ან რაღაც მსგავსი, უნდოდა სიახლე და შეიჭრა თმა...
სარკეში მოეწონა თავი და დიდხანს იღიმებოდა, გზაშიც სულ ისწორებდა და მიიჩქაროდა სახლისკენ...

 -სანდროოოოო სად ხარ ?
-აქ ვარ შვილო
-სანდრო მოემზადე
-სოფიე აააა როგორ გიხდება, ბავშობისას რომ გქონდა ისე გაქვს, ჩემი დაიკო პაწია
-მეც მომწონს, გავემზადე ახლა, გავუაროთ მაკას, კესოს შენ წაიყვან და წავალთ ჩვენ, ისე კესო შენი შვილი რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ურიგო
-შვილივით მიყვარს, რადგან მაკა მიყვარს, სულ მეყვარება, შეიძლება მეორედ გათხოვდეს და მეც მოვიყვანო ცოლი, მაგრამ მაკა ეს ის ერთადერთი სიყვარულია
-ჩემი ძმა ტანჯული
-ცანცარა ხარ რა

ფეხით წავიდნენ დანიშნულების ადგილამდე, მაკას ძალიან უხაროდა სახლიდან გაღწევა, თითქოს ისევ პატარები იყვნენ და პასუხისმგებლობაც არ ჰქონდათ, ერთადერთი პრობლემა კარგი ადგილის დაჯავშნა იყო
-სოფ რა კარგია რომ წამოხვედი
-აჰა, თან სანდრომ დამასპონსორა და მომწონს ჩემი ახალი თავი
-კი, ლამაზი ხარ

პატარა ბარია, სახლის სტილში გაკეთებული, აი თითქოს ბარი იყო სახლში, პატარა სცენა და ეს ყველაფერი მყუდრო გარემოს ქმნის
-აი ჩვენი მაგიდა, ვაიმე სოფო იო, სოფო იო, ვიღაც ქერა გოგოსთან ერთად
სოფომ გაიხედა და ამ გახედვის პროცესში ბურთულა ყელში იყო გაჩხერილი, ვერ გაიგებდი ეს ნერვიულობისგან დაემართა, თუ ეჭვიანობისგან, მაგრამ იოს ნახვას აქ არ ელოდა და ეს მოულოდნელი ამბავი დიდ სიხარულს ანიჭებდა
-წამოდი დავსხდეთ, წამოდი სოფო რას გაშტერდი
-მაკ ცუდად ვარ, მგონია რომ ფეხს ვერ მოვიცვლი
-წამოდი, ახლა ამის გამო არ დაიგრუზო
მიდის მაგიდისკენ და ხვდება, რომ შეხვედრა გარდაუვალი იქნება, იო იცინის და ის ქერა გოგოც

რა ვიცი სულ ჩამოსტირის ხოლმე სახე და დღეს რაღაც კარგ ხასიათზეა, იქნებ მე მეჩვენება რომ სხვანაირია და სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც მოდელი გოგო ჰყავს გვერდში, ოჰ სასმელიც მიუღია, ერთობა რა ბიჭი.
იომ თავიდან ვერც შეამჩნია მათი მოსვლა, გართული იყო ამ გოგოსთან საუბრით, მაგრამ ბოლოს მაინც გამოიხედა და თავში 1000 ფიქრმა გაუელვა
”აქ რამ მოიყვანა, დავიჯერო უყვარს ეს მუსიკა, არ შემიძლია ამ გოგოს გვერდზე ყოფნა, შფოთი მოაქვს, მაგრამ ახლა უნდა მივესალმო მგონი
-გამარჯობა სოფო
-სალამი
-ძალიან მოკლედ გაქვს თმა, გრძელი უფრო ლამაზი იყო
ამ წინადადებას არ ელოდა, ალბათ სასმელის ბრალია, ასეთი მეტყველი რომ გახდა

-მე მომწონს და მთავარი ესაა
-მთავარი იყო მე მომწონებოდა და ეს არ გამოვიდა
-მთვრალი ხარ ?
-არა, ღრმა ადამიანი ვარ, როგორც შენ ფიქრობ
-დალევა ცუდად მოქმედებს შენზე, როგორც ჩანს
-იქნებ შენი გამოჩენა მოქმედებს ცუდად, ამაზე არ გიფიქრია
-გინდა რომ მაწყენინო, თუ რას ცდილობ, არ გამოგივა, რადგან შენგან არ მეწყინება
-რატომ?
-მიყვარხარ და იმიტომ
-ავად ხარ
-ვიყო, სამაგიეროდ ქვა არ მაქვს გულის მაგივრად
 იომ დიდხანს უყურა, ბოლოს ხელი მოკიდა თანმხლებ ქერა გოგოს და სხვა მაგიდასთან გადაჯდა

-სოფო, რატომ იმცირებ თავს?
-სად დავიმცირე თავი, ვუთხარი სიმართლე
-ვერ ხედავ ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, თან თავში აქვს ავარდნილი, მაგრამ რა, ჯერ ვერ დავადგინე

სოფომ ვეღარ მოითმინე და გარეთ გავარდა, ეს მკვეთრი მოძრაობა იოს არ გამოპარვია, ვერ მოითმინა და გაჰყვა
-მოიცადე
-რა გინდა?
-მითხარი რატომ მოხვედი?
-შენ თუ იქნებოდი არ ვიცოდი, თუ მაგას გულისხმობ, მეგობარს წამოვყევი
-და რომ გცოდნოდა, რომ ვიქნებოდი
-მაშინ უფრო წამოვიდოდი
-მისმინე
-გისმენ
-მაპატიე, ცუდად გამომივიდა, არ ვიცი რა მემართება, საშინლად მოქმედებ ჩემზე, მინდა ხოლმე, რაც კი ცუდი ვიცი, ყველაფერი გითხრა, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან გიხდება ასე თმა
-მგონი აფრენ შენ
-კი, არ ვიცი როგორ აგიხსნა, მოუსვენრად ვარ შენს გვერდში, ვერ გიძლებ, ახლაც ნასვამი ვარ და იმიტომ ვსაუბრობ ამდენს, თორემ შეიძლებოდა გამარჯობაც არ მეთქვა
-ასეთი რა დაგიშავე?
-არაფერი, უბრალოდ მგონია რომ ღადაობ ამ შენი ვითომ  სიყვარულით ჩემდამი და მე საერთოდ არ მეხუმრება ამ თემაზე
-იო
-რა იყო?
-წამო გავიქცეთ
-წამოდი...

სად მიდიოდნენ არ იცოდნენ, მაგრამ ამას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარი წასვლა იყო შორს ყველასგან
-იო, მაგრამ არაფერი მოხდება იცოდე
-მთავარია შენს გვერდში ვიყო, გავიგო შენს შესახებ ბევრი, გინდა სადმე დავბანაკდეთ?
-მე რომ ვერ დავდივარ კარგად
-მე დავდივარ და გატარებ
ტაქსით მივიდნენ იოს სახლამდე, იომ კარავი წამოიღო თავისი მოწყობილობებით და წავიდნენ, მაგრამ სად ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო...
”ნეტავ ვიცოდე სად მივდივარ, მაკა ალბათ მოკვდა ნერვიულობით, სანდრო მიცნობს და იცის რომ დავბრუნდები, ის ქერა გოგო რას იფიქრებს ნეტავ, მაგრამ ახლა ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, სხვაგან არ მინდა, აქ მინდა, მასთან...

ბევრი იარეს, ცოტა წვიმდა და ღამე სიარულს ართულებდა, მაგრამ იომ კარგად იცოდა ადგილები და პატარა გორაკზე დაბანაკება მაინც მოხერხდა
-ფანარი დამიჭირე სოფ, კარავი უნდა ავაწყო
-ისე როგორ არ დაგეზარა, რომ ამყევი
-შენ არაფერი იცი, იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩემს თავს

კარავი აწყობილია
ცეცხლი დანთებულია
საჭმელიც მომზადებულია
სხედან ორნი

-სოფ, პირველად ცხოვრებაში არ მაინტერესებს რა ხდება იქით, ანუ იქ, სადაც არ ვარ ახლა, არ ვიცი როგორ აგიხსნა და რა დავარქვა ამ გრძნობას, რომ გხედავ ყოველთვის მოუსვენრად ვარ, მაგრამ ახლა არა, ახლა მარტო მე და შენ ვართ და ამას საოცარი სიმშვიდე მოაქვს, მაგრამ ვგრძნობ ეს დიდხანს არ იქნება
-მეც ვიცი იო, იმიტომ არის ალბათ ეს გრძნობა ასეთი ძვირფასი, მგონია ერთად რომ ვიყოთ, ისეთი აღარ იქნება, შემოვა ყოველდღიური პრობლემები, მერე ვიჩხუბებთ და ის რაც კარგია დამთავრდება
-სოფ, მინდა ეს ღამე იყოს სულ, ასე ვიყოთ ცეცხლთან და ვსაუბრობდეთ, ის მოთხრობა იმდღესვე წავიკითხე და ვიფიქრე შევიცვლებითქო, ცოტა უკეთესი გავხდებითქო, აღარ მექნება იმდენი ბოღმა, რაც ახლა მაქვსთქო, შენ შორიდან ცვლი ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ახლოს რომ მოხვიდე, მგონია რომ დიდ კედელს ავაშენებ და ვეღარ შეცვლი
-მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, ახლა მოვალ და ახლოს დაგიჯდები...
 სოფო გვერდზე ეჯდა და თავი მხარზე ედო და უსმენდა იოს ისტორიებს ყურადღებით...

-კესოს ძინავს უკვე, რა გვიან მოხვედით
 -სანდრო არ ვიცი როგორ გითხრა
-რა ხდება ? სოფო სად არის ?
-იოსთან ერთად წავიდა და ძალიან ვნერვიულობ
-მე ვიცნობ ჩემს დას, სისულელეს არ გააკეთებს, თან იოც ვიცი რა ადამიანია, დაბრუნდება დილას
-ძმისგან ასეთ რეაქციას არ ველოდი
-ძმობა არაფერ შუაშია, სოფო ჩემთვის ყველაფერია და ვიცი რისი გამკეთებელია ცხოვრებაში და რისი არა
-კარგი, მაშინ დაველოდოთ დილას

ღამეს დილა რომ შეეპარება, როგორც ბნელს ნათელი, სიცივეს სითბო, მაგრამ ეს გათენება იმის მაუწყებელი იყო, რომ დამთავრდა რაღაც და ორივეს რაღაც სევდა ჰქონდა გულში, კარავი აშალეს, ჩაბარგდნენ
-წავედით ?
-მოიცადე
-რა იყო?
-მიჭირს ეს განშორება, მინდა იცოდე რომ ეს საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში და როცა ცუდად ვიქნები, ყოველთვის ამ დღეს გავიხსენებ და ეს მომცემს ძალას
-იო ერთადერთი რაც მინდა, არის ის, რომ იყო ბედნიერი და არ იყო მოწყენილი ხოლმე, ამ გრძნობას სხვა ადამიანები ვერ გაიგებენ, თუმცა არც მინდა რომ გაიგონ, ყოველთვის ვიცოდი, რომ შემ გესმოდა ჩემი
-კი სოფ, მეც ამას გთხოვ, არ მინდა მოწყენილს გხედავდე, რომც გაიგო რომ სხვასთან ვარ, წამით არ იფიქრო, რომ ეს ყველაფერი დამავიწყდება, მე ვიფიქრებ შენზე და თუ რამ დადებითი შერჩა ჩემს ადამიანობას შენსკენ გამოვუშვებ ამ ფიქრებით და ეს დაგეხმარება, რომ კარგ ხასიათზე იყო...

მთიდან ჩამოსვლა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ასვლა, ამინდიც კარგი იყო, დაღმართზე სიარული ადვილია...


აი სახლიც
-წავედი იო
-სოფ, შენ ხარ ადამიანი, ვის გამოც შევცვლი ცხოვრებას და თუ რამე კარგს გაიგებ ჩემზე, იცოდე ეს შენს გამო გავაკეთე...
სოფო სადარბაზოსკენ მიდიოდა, უკვე უნდა გაეღო კარი, ეს ვეღარ მოითმინა იომ, მიირბინა, მოატრიალა და ძალიან მაგრად ჩაეხუტა
-უნდა გაკოცო, სხვა გზას ვერ ვხედავ...

ურთიერთობები დიდი გაუგებარი რამ არის, გვიყვარს ადამიანები და ხშირად ვკარგავთ მათ, ვინც გიყვარს იმასთან დარჩენა არ წარმოადგენს აუცილებლობას, შეიძლება იყოს რიგი ფაქტორები, რის გამოც არ იქნები მასთან...
არსებობს თეორიები, რომ თუ გიყვარს უნდა იეჭვიანო კიდეც, მაგრამ ესეც ალბათ ინდივიდუალურია, მაინც ვფიქრობ სიყვარული თავისუფალია ეჭვიანობისგან...
შეიძლება არ იცნობდე ადამიანს კარგად, მხოლოდ სალმით შემოიფარგლებოდე, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე გულწრფელი ურთიერთობა მასთან გქონდეს...
გვგონია ხოლმე, რომ ცხოვრება ვიცით, ვეყრდნობით სტატისტიკებს და ვაწყობთ გეგმებს, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში სულ სხვანაირად ვიქცევით, არ არსებოს დაწერილი კანონები ჩვენი სიტუაციებისთვის, არსებობს მხოლოდ გულის და გონების ”კანონი”, რომელიც არ არის დაწერილი, არამედ იქმნება და ყალიბდება თანდათან...



Friday, October 25, 2013

-მამამ დამირეკა, დღეს თუ არ გამოხვალთ, გაგაშვილებთო
-ლამაზი მამიკო:) გავიდეთ, ნამცხვარს გამოვაცხობ
-კარგი, გავალ და გამოგივლი საღამოს
-დედას გვირილები უყიდე რა, ხომ იცი ვერ უძლებს ამ ამბავს

საღამოს გამოუარა სანდრომ და წავიდნენ სახლში, რომელშიც გაიზარდნენ, როცა მშობლებთან ბრუნდები, ისევ გრძნობ რომ პატარა ხარ და თითქოს ნაკლები პასუხისმგებლობა გაკისრია...

-რა მაგარია რომ მოხვედით, არ დარჩებით ?
-დედა ახლა მოვედით და უკვე გვტოვებ?
-სახლში სულ სიჩუმეა, რომ არ ხმაურობთ, გაუსაძლისია აქ ყოფნა
-სულ ხმაურზე გვეჩხუბებოდით, ხომ გეუბნებოდი მოგენატრებითთქო
-რას შვრები თაკოსთან, ისევ ერთად ხართ ?
-არა, დავშორდი, გაგიხარდება ვიცი
-არ გიყვარდა და ისე რომ იყავი, ეგ მიშლიდა ნერვებს
-ასეც ვერ ვიტყვი, მაგრამ ნუ არ გამოვიდა რა
-აი, ჩვენ კვირას ქორწილში მივდივართ, კახას ძმიშვილს მოჰყავს ცოლი

სოფომ ახლა მიაქცია საუბარს ყურადღება, კახას ძმიშვილი ხომ ლევანია და ლევანი ხომ იოს ძმაკაცია, ანუ ჩემი მშობლები მასთან ერთად იქნებიან ქორწილში, წესით მე უნდა მივდიოდე ამ ქორწილში

-დედა მიაქციე რა ყურადღება ქორწილში
-კიდევ მოგწონს ეგ ბიჭი?
-კი, ცალმხრივი ამბების არასდროს მჯეროდა და ალბათ იმიტომ მოხდა, რომ დამეჯერებინა, მახსოვს პირველად რომ შემოვიდა ბარში და მას მერე მახსოვს ყველაფერი მასთან დაკავშირებული

სანდრო და მამა უსმენდნენ საუბარს და არ იყვნენ აღფრთოვანებულები, გადახედავდნენ ერთმანეთს და მერე სოფოს შეხედავდნენ

-სისულელეა ასეთი სიყვარული, როცა იქიდან არაფერი მოდის, ან თუ მოდის ძალიან ცოტა, ბიჭს როცა გოგო უყვარს, ყველაფერს გააკეთებს მისთვის და თუ არ გააკეთებს, ანუ არ უყვარს
-საიდან ეს დასკვნები, გოგოებმაც ხომ უნდა გააკეთენ რამე ამ გრძნობისთვის?
-რამე უნდა გააკეთენ, მაგრამ ბიჭის გასაკეთებელი არა, ორივე მხარემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ ურთიერთობის შენებაში
-ხო გაჩერდი ახლა, ნუ დამგრუზავთ, ცხოვრებას მილამაზებს მასზე ფიქრი და არ ვგრძნობ თავს ცუდად, პირიქით, როცა ცხოვრებაში რამე ცუდი ხდება, მასზე ფიქრს ვიწყებ და მერე ყველაფერი ლაგდება...

მაკა სოფოს ბავშვობის მეგობარია, ერთად გაიზარდნენ და ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, მაკას ჰყავს შვილი, ადრე გათხოვდა, მერე გაშორდა, მაგრამ ამ ყველაფერმა გაზარდა და ახლა ძლიერი პიროვნებაა. მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში

-სოფ ძალიან ცუდად ვარ, ჩემები იოს ძმაკაცის ქორწილში მიდიან, წარმოიდგინე რა, იმ ადამიანის, ვის გვერდითაც გატარებული სულ ერთი წუთისთვის შემიძლია დავთმო ჩემი ცხოვრების 10 წელი
-გაფრენილი გაქვს შენ, არ აინტერესებ ამ იოს, ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, აქვს თავისი სამყარო, რომელშიც სულ 10 კაცია მგონი და შენ ნუ იჭრები
-არ გესმით ჩემი, მე ხომ ვიცი, რომ რაღაც არის ჩვენს შორის, ან მომავალში იქნება, ეს ინტერესი არსაიდან რომ მოდიოდეს, ვიგრძნობდი, მაგრამ იმდენად ძლიერია ეს გრძნობა, რომ ყველაფრის გაკეთება შემიძლია მისთვის, როცა საქმე მას ეხება ძლიერ ვხდები
-ეგ კარგი, მაგრამ არ სჭიდება ეს შენი სიძლიერე და არც შენი გაკეთებული საქმე, შეეშვი რა, კესო გამოიყვანე რა დღეს ბაღიდან, ვერ ვასწრებ, გთხოვ რა
-გამოვიყვან და ჩემთან მეყოლება და გამოდი საღამოს
-ჩემი გადამრჩენელი ხარ,შენ რომ არ მყავდე, ვერ გავზრდიდი ამ ბავშვს
-უფ, გაგიჭირდებოდა ნუ იტყვი, მორჩა საუბარი, წავედი ახლა ამ უაზრო სამსახურში

იო სოფოს ცხოვრებაში ერთ მშვენიერ საღამოს შემოვიდა, მაგრამ თავად ალბათ ვერ ხვდება ამას, ადამიანებს ნაკლებად ამჩნევს, ჰყავს თავისი სამეგობრო, პატარა თუ დიდი ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რომ მისია, ადამიანებით ნაკლებად ინტერესდება...

დილით 6 საათზე ადგა სოფო, რატომ თავადაც ვერ ხვდებოდა, წვიმდა, მაგრამ არ იყო ეს წვიმა ძლიერი, ჩაიცვა საწვიმარი და ავიდა კუს ტბაზე, უსმენდა მუსიკას და თან დარბოდა, არის ჩაფიქრებული, ფიქრობს იოზე და მთელი გულით უნდა რომ აქ იყოს, ისე ხშირად ხდება ასე, რაღაცას მოინდომებ გულით, მთელი შენი გულით და მგონი მისი გულითაც და ეს ხდება...
მირბის თავჩაღუნული, მერე ესმის მუხრუჭის ხმა და ვიღაცის აგრესიული ტონი

-წინ რატომ არ იყურები ?
თავი ასწია და ხედავს იოს გაბრაზებულ სახეს
ვაიმეე გული
-რა გჭირს? ცუდად ხარ ?
-არა, არ გელოდი აქ და გულმა რაღაც საოცრება გააკეთა
-იტყუები
-რატომ ?
-არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ იტყუები
-ანუ მინდოდა რომ ყოფილიყავი, მაგრამ არ მჯეროდა ამის
-ჩემზე არასწორი წარმოდგენა გაქვს და გგონია რომ სხვანაირი ვარ, მაგრამ ასე არ არის სინამდვილეში
-ანუ წაიკითხე ის მოთხრობა, მაშინ რომ გამოგიგზავნე ?
-თავისთავად, მაგრამ არ ჩავთვალე  საჭიროდ მოწერა, რადგან სიტყვებს არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას
-აბა რას ანიჭებ ?
-მკიდია რა, ბევრი რამ მკიდია, თვალთმაქცია ყველა და პრინციპში შენც ასეთი მგონიხარ, ამოიჩემე რაღაც და მიერეკები

უყურებდა სოფო და ისმენდა ამ სიტყვებს, ნუთუ მართლა ასეთია, ახლა როგორადაც მაჩვენებს თავს
-სისულელეა, არ ხარ ასეთი
-შენ რა იცი? ჩემი სამყარო რომ მაქვს, რაღაცაში ვერკვევი და ასეთი სახით რომ დავდივარ, გგონია რომ კარგი ვარ ? სულ რამდენიმე ადამიანი მიყვარს და დანარჩები არ მაინტერესებს, ანუ შენ კი არ მძულხარ, უბრალოდ არ მაინტერესებ
-ეგ არაფერს ცვლის, შენ რომ არ გაინტერესებ, ეს ჩემს ინტერესს შენდამი ვერ გააქრობს
-კარგი, წავედი
-ერთ რამეს გთხოვ რა ?
-რა იყო?
-შემისრულებ ?
-კი, აი რატომღაც კი
-ჩაგეხუტები რა მაგრად

მიუახლოვდა და ძალიან მაგრად ჩაეხუტა, მაგრამ იოს ჩახუტება უფრო ძლიერი იყო, სავარაუდოდ 20 წამამდე იდგნენ ასე, მერე სოფომ ხელი გაუშვა, მაგრამ იოს ისევ გულში ჰყავდა ჩაკრული, მერე ლოყაზე აკოცა და სწრაფად გაეცალა...

ეს ალბათ ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი  ამქვეყნად მოვლინების შემდეგ, არ მჯერა მისი სიტყვების, სულ სხვა რამ თქვა და სულ სხვა რამ გამოხატა, ვიცი ვერავინ გამიგებს, გააფრინეო მეტყვიან, მაგრამ არ მაინტერესებს სხვისი აზრი, მთავარია მე რას ვგრძნობ...

სახლში როგორ მივიდა არ ახსოვს, სანდრო ახალი გაღვიძებული იყო და ყავას ამზადებდა
-სად იყავი?
-ვირბინე
-რაღაც შეშლილი სახე გაქვს
-იო ვნახე, აუ სანდრიკ მიყვარს, ყველაზე მაგრად მისი ცხოვრება მაინტერესებს
-საოცრად მეშლება ნერვები ამ ამბავზე, თავად რომ მოწონდე, რამეს ხომ გააკეთებდა, როცა გოგო მომწონს, ხომ იცი რას არ ჩავიდენ ხოლმე
-მერე
-რა მერე?
-ის მერე ,რომ ათას სიურპრიზს უკეთებ ხოლმე გოგოებს და სინამდვილეში არავინ გიყვარს, ანუ შენი საქმეები ფარსია, ამას ისევ მისი გულწრფელი უინტერესობა მირჩევნია
-არ მინდა ჩემი და იტანჯებოდეს ვინმეს გამო, თან ისეთის გამო, ვისაც არ აინტერესებს
-ნუ გაუშვი ახლა ეს "ძმური" საუბრები, მინდა რომ მომწონდეს და ვფიქრობდე მასზე და მომწონს რა
-ხო კარგი, მაგრამ ზღვარს არ გადახვიდე და არ ამიშალო ნერვები
-წამოდი მაკას გავუაროთ, ხინკალი ვჭამოთ და დავლიოთ
-წამოდი

საღამო ღამემდე გაგრძელდა და დილამდეც მიაღწია, დაათენდათ, მაკაც მათთან დარჩა, მთელი მეორე დღე ეძინათ და მხოლოდ ღამე ჩათვალეს საჭიროდ გაღვიძება
-რა საჭირო იყო ახლა გაღვიძება, გადაგვება არ ჯობდა?
-კარგი რა სოფ, ნეტავ დღეა თუ ღამე ?
-ღამე იქნება
-სანდრო სად არის ?
-მგონი გავიდა
-უკრავს დღეს მგონი
-ისე გახსოვს მაკ, როგორ უყვარდი სანდროს ?
-კი მახსოვს
-ჩემი ძმა რომ იყო, ამიტომ რომ გაიგიჟე თავი და რომ ატეხე ამბავი
-იქნებ ჯობდა არ ამეტეხა, მაგრამ ბავშვობის პრინციპები მყარია, ვერ არღვევ თითქოს
-ცანცარაა, აგიშლიდა ნერვებს, არ ინანო ამიტომ
-არაფერს ვნანობ, სინანულის გრძნობა საერთოდ დავკარგე თითქოს და ეს მაშინებს, ადამიანებისაც აღარ მჯერა, ოჯახი, ჩემი კესო, შენ და სანდრო, აი ეს არის იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომლებსაც გენდობით
-რატომ მაკ ? გიგამ რომ მიგატოვა ეგ ვერ აპატიე საკუთარ თავს ?
-ალბათ ვერც საკუთარ თავს, ვერც მას, დღესაც რომ ვხედავ ბედნიერს, გული მიწუხდება და ამით ვხვდები, რომ ადამიანობას ვკარგავ
-ადამიანი საკუთარ თავს თავად თელავს, შენ არასდროს ყოფილხარ ასეთი და ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთ დარტყმას ვერ გადაიტანდი, მაგრამ ისიც მჯერა, რომ აპატიებ მასაც და ყველას გარშემო
-ვნახოთ სოფ, იქნებ დრომ თავისი გააკეთოს
-დრო ვერაფერს გააკეთებს, შენ თუ არ შეიცვლი მიდგომას
- ვეცდები გპირდები, მინდა რომ ისევ ისეთი მნახო, ისევ ის თვისებები გიყვარდეს ჩემში
-ერთი დიდი ნაკლი რომ იყო, მე მაინც ისევ ისე მეყვარები...

ხშირად ვიძლევით რჩევებს, თითქოს გვქონდეს გამოცდილება, შენ შენი გამოცდილება გაქვს და მეორე ადამიანს თავისი სიტუაცია, ამიტომ ვერ ურჩევ ზუსტად როგორ მოიქცეს, რა თქმა შეიძლება რომ დაფიქრდე, გააანალიზო სიტუაცია და გამოხატო შენი აზრი, თუ შენ როგორ მოიქცეოდი ასეთ სიტუაციაში, მაგრამ დარწმუნებით ვერ ეტყვი, რომ შენი აზრი სწორია...

ადამიანები ერთმანეთისთვის?
ალბათ ბევრს ნიშნავენ, ძალიან დიდი ძალა აქვს იმას, როცა ვინმე გენდობა, წარმოიდგინე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ჩაქნეული გაქვს ხელი საკუთარ თავზე და ამ დროს ვიღაც გენდობა, გენდობა იმიტომ, რომ სიყვარულს გრძნობს შენგან, არადა შენ გგონია, რომ ეს გრძნობა აღარ ცოცხლობს შენში, თითქოს ცივი ხარ გარედანაც და შიგნიდანაც, მაგრამ სხვები მაინც გრძნობენ შენს სითბოს, რომ არ გრძნობდნენ ალბათ ვერც გენდობოდნენ და ამ ნდობისთვის, იმ პატარა ნაპერწკალისთვის, რაც კიდევ გაგაჩნია, უნდა წამოდგე...
ძნელი იქნება ?
კი, მაგრამ ჭაობში დარჩენა უფრო მძიმეა...
მე რომ მიყვარხარ ეს მოგცემს ძალას, რომ წამოდგე და შენ რომ წამოდგები, ეს მომცემს ძალას, რომ ნაკლებად დავეცე...
 
 

















Tuesday, October 22, 2013

სიცრუე ?
ვერ გაიგებ ხანდახან, რა არის ამ ცხოვრებაში სიცრუე და რა სიმართლე, როდის გატყუებენ ადამიანები და როდის უბრალოდ მალავენ რაღაც ამბავს.
დილა იყო, თითქოს არაფრით გამორჩეული, ამ გამორჩეულობასაც თავად ქმნიან ადამიანები, იმ გაგებით, რომ თუ არ გინდა რომ დაინახო, ვერც დაინახავ, ყველაფერი მდორედ მოგეჩვენება და თავად ჩაიძირები შენს ფიქრებში, მერე სხვას დააბრალებ შენს უხასიათობას, არადა ყველაფერი შენი  ბრალი იქნება სინამდვილეში...
ადამიანები ერთმანეთის ხარჯზე მდიდრდებოდნენ უმეტესწილად და ერთმანეთის ფონზე გამოიყურებოდნენ კარგად, ერთმანეთის დამცირებით ჩანდნენ ძლიერები და ხშირად ერთმანეთის ჯინაზე აკეთებდნენ კეთილ საქმესაც...

სოფოს მაღვიძარამაც დარეკა, არადა არ უნდოდა ადგომა, უნდოდა საბანი გადაეფარებინა და საერთოდ არ ამდგარიყო, მაგრამ საქმე მოითხოვს პასუხისმგებლობის გრძნობას და თუ ასეთი გრძნობა არ გაგაჩნია, მოგიწევს რომ გამოიმუშავო და თუ არ გამოიმუშავებ, არც ეს იქნება დიდი პრობლემა, იცხოვრებ სინდისის ქენჯნით და ბედნიერების გარეშე...
როცა სინდისი დამშვიდებულია, მაშინ შეიძლება იფიქრო ბედნიერებაზე...

-რა ადრიანად გაგიღვიძია
-ხო რა ვიცი, არ მეძინა თითქმის
-რა გჭირს?
-ვფიქრობდი
-რაზე ? ცხოვრების ამაოებაზე?
-არ ვფიქრობ რომ ცხოვრება ამაოა, მატერიალური საგნებია არაფრის მომცემი, კიდევ თანამდებობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, სხვისთვის ჭკუის სწავლება და შური, სხვა დანარჩენი მისაღებია
-არ მიკვირს, რომ არ გეძინა
-სამსახურზე რას შვრები?
-მივდივარ ახლა, იმიტომ ავდექი ადრე
-არ გეტყობა შემართება
-რადგან ფულის გამო უნდა დავიწყო მუშაობა და ეს მთრგუნავს, უნდა ვიჯდე ადმინისტრაციაში და ვუკირკიტო კომპიუტერს, არადა სულ სხვა საქმე მიყვარს, მაგრამ ამ საქმეს ფულის მოტანა არ შეუძლია ჯერჯერობით
-ფულს ამ საქმეში აიღებ, გადადებ ცოტას და მერე აიხდენ ოცნებას
-შუქის გადასახადი მოვიდა და შენ მოგიწევს ამ თვეში გადახდა
-ვიცი მივხვდი, მიდი მოწესრიგდი, ლამაზად ჩაიცვი და მე მიგაცილებ ოფისამდე...

სოფო ძმასთან ერთად ცხოვრობს, მარტო გადასვლა 5 თვის წინ გადაწყვიტეს და ჯერჯერობით გამოსდით, ეს არც ისე ადვილი საქმეა, თუმცა დამოუკიდებლობას სწავლობს ადამიანი და სამსახურსაც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება...

სოფოს ბიზნეს ადმინისტრირება აქვს დამთავრებული, მაგრამ არ უყვარს ეს საქმე, მშობლების გამო ჩააბარა, საერთოდ როცა პატარა ასაკში აბარებ, ძირითადად  შეცდომას უშვებ, რადგან ჯერ არ გაქვს აზრი ჩამოყალიბებული და არ იცი ზუსტად რა გინდა...
ასე იყო სოფოც, თუმცა კარგად ისწავლა და სამსახურსაც ადვილად პოულობს ხოლმე, მაგრამ ხელშეკრულებაში ყოველთვის მითითებული აქვს, რომ ექვს თვეზე მეტს არ გაჩერდება...
რა ოცნებაზე ესაუბრებოდა ძმა?
კინომატოგრაფიით არის გატაცებული, ყველა ფილმი აქვს ნანახი და უყვარს ეს საქმე, სხვანაირად ამუღამებს კინოს, მთლიანად კინოშია ხოლმე შესული და ასეთ დროს მისი ყურადღების მიქცევა საკმაოდ რთულია...
უნდა რომ გახსნას ოთახი, სადაც შეიკრიბებიან ადამიანები და ისაუბრებენ ფილმებზე, იქნება ეკრანი და სახლის გარემო, იქნება მუქი შუქი და პასტელური ფერებით გადაწყვეტილი ადგილი, იქნება წიგნებიც და გემრიელი ჩაი, იქნება ნამცხვრებიც, რომლებსაც თავად გამოაცხობს, მუსიკაც იქნება ხოლმე, რომელსაც მისი ძმა დაუკრავს...
ეს ამ ეტაპზე ოცნებაა მხოლოდ, მაგრამ ისეთი არა, რომ ვერ აიხდინო

სანდრო?
სანდრო სოფოს ძმაა, ჰყავს თავისი ჯგუფი, თან პროგრამისტია, დღის საათებში მუშაობს სარეკლამო კომპანიაში და ღამე უკრავს ერთ-ერთ ბარში, შემოსავალი აქვს, მაგრამ დრო არ აქვს ბევრი, რომ მიხედოს დას და გაატაროს მასთან დიდი დრო, არადა ბავშვობაში განუყრელად იყვნენ, სულ საუბრობდნენ და სულ რაღაცას არჩევდნენ, შეეძლოთ ენახათ კინო და მერე მთელი დღე ამ თემაზე ესაუბრათ, მერე გაიზარდნენ  და აღარ იყო დრო, ან იყო, მაგრამ აჩქარებული.
ადამიანები აჩქარებენ დროს, თუ დრო აჩქარებს ადამიანებს, თუ ეს ერთმანეთზე საერთოდ არ არის დამოკიდებული, ამას ზუსტად ვერ გაიგებ, ან გაიგებ, მაგრამ არ დაიჯერებ...

-მიდი, წარმატებები
-მადლობა რომ მომაცილე
-არაფრის სოფიე, საღამოს ვეცდები ადრე გამოვაღწიო, თუ გინდა კინოშიც წავიდეთ
-რომ მპირდები, ეს უკვე კარგია, ანუ მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიქნები, რამეს მოვამზადებ გემრიელს
-აჰა :)

გასაუბრებამ კარგად ჩაიარა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს არ აეყვანა სამსახურში, მაგრამ სამწუხაროდ ამას არ მოჰქონდა ბედნიერება, რადგან აკეთებდა საქმეს, რომელიც არ უყვარდა, თუმცა აკეთებდა იმიტომ, რომ მომავალში ის საქმე ჰქონოდა, რომელიც უყვარდა, მაგრამ ძნელია აწმყოში მოიპოვო ბედნიერება მომავალი პერსპექტივისთვის...

საღამოს გამოვიდა სამსახურიდან, გზად წიგნების მაღაზია შემოხვდა, შეიარა და დიდხანს ეძებდა რაღაცას, ან იქნებ დრო გაჰყავდა უბრალოდ, მაგრამ უფრო ეძებდა, ბოლოს მიაგნო, აიღო ხელში და ათვალიერებს
-ეს ძალიან კარგი წიგნია
-ზოგადად ქარჩხაძე მიყვარს ძალიან
-ეს გამორჩეული ნაწარმოებია მისი და თუ არ გაქვთ წაკითხული, აუცილებლად წაკითხეთ
-კი, აუცილებლად...
შეხედა
თვალებში შეხედა
ის უღიმოდა და იყო ამ შეხვედრაში, რაღაც დასამახსოვრებელი, თუმცა ზუსტად ვერ ახსნი რა
ორი ადამიანი მუშაობდა ამ მაღაზიაში, ერთი ქალი და მეორე ეს ბიჭი,
სოფო დაიბნა, ვერ მიხვდა რომელ მხარეს უნდა გადაეხადა ფული, ან შეიძლება არც დაიბნა, უბრალოდ უნდოდა მასთან გადახდა, მაგრამ სამწუხაროდ წიგნის ფულს ქალი იღებდა...
მეორე წიგნზეც ყოყმანობდა, მაგრამ საბოლოოდ არ იყიდა...

-ნახვამდის
-კარგად
გაუღიმა
და მისი ღიმილიც გაიყოლა

მოდიოდა ქუჩაში, თან მუსიკას უსმენდა, მოწყენილი იყო, მაგრამ ვერ გაიგებდი რის გამო, იქნებ იმის გამო, რომ მეორე წიგნი არ იყიდა, ან იქნებ იმის გამო, რომ დასწყდა ადამიანზე გული, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ წუთი გაგრძელდა და აღარ ელოდა გაგრძელება.
მგონი უნდა ვიყიდო ის წიგნი, იქნებ მერე აღარ იყოს და ძალიან ვინანო, მოდი გავბრუნდები და ვიყიდი.
გაბრუნდა
ნაბიჯი ჩქარი
თითქოს აგვიანდება სადღაც, რაღაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე
შედის
-მაინც ვერ მოვითმინე, ის წიგნიც მინდა რომ ვიყიდო
გაეცინა გოგო კონსულტანტს და გაეცინა ბიჭსაც, გოგოს ნათქვამზე გაეცინა და ბიჭს გაუხარდა მისი დაბრუნება, თითქოს ეს დამატებითი წამები რამეს შეცვლიდა...
აიღო წიგნი და მიდის გოგოსკენ, რადგან იცის, რომ წიგნის ფულს გოგოსთან იხდიან
-ბარათიდან ხომ იღებთ
-კი, რა თქმა უნდა, მაგრამ იქით მიბრძანდით

მიდის და აწვდის ბარათს, ართმევს ის ბიჭი და ეს ყველაფერი სულ წამები გრძელდება, თვალებში ვეღარ უყურებს, ჩეკის ამოსვლის ხმა აპარატიდან, იღებს ჩეკს და უყურებს ეს ბიჭი, ჩერდება და აკვირდება ჩეკს, მეორეს სოფოს აწვდის, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ სოფო, ეს ბიჭი და ეს ჩეკია, რომელსაც ისე აკვირდებიან, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ეწეროს...
-კარგად
-კარგად
უღიმის ისევ, მაგრამ გამომშვიდობებას უკვე უხერხულობაც ახლავს
გამოვიდა
რას აკვირდებოდა ასე, რა წერია ამ ჩეკზე ასეთი, შლის ხელის გულს და უყურებს, ჯერ თანხა ხვდება თვალში და მერე თავისი სახელი და გვარი, აი რას აკვირდებოდა თურმე, მაგრამ ვერ შეძლებდა ალბათ დამახსოვრებას, ან იქნებ ეძებდა და ვერ დაინახა, ისე რა კარგია ჩეკზე რომ იწერება სახელი და გვარი, ეს ხომ ადრე არ შემიმჩნევია...
ამ შემთხვევამ შეცვალა წარმოდგენა ამ დღეზე, რომელიც თითქოს არაფრით გამორჩეული იყო...

-მომასწარი სახლში, არ მეგონა
-კი, ადრე გამოვიქეცი, დაღლილი თუ ხარ, მე მოვამზადებ საჭმელს
-არა, არა, გადმოწერე ფილმი და მივხედავ საჭმლის ამბავს
-ჩაიც გააკეთე რა შენებური
-იქნება ყველაფერი

ღამე, თბილი ოთახი, გემრიელი საჭმელი, ცხელი ჩაი და ფილმი ისე, როგორც ბავშვობაში...
ფილმის დროს იშვიათად აკეთებენ კომენტარებს, მთავარი შეფასება ფილმის დამთავრების შემდეგ იწყება...
-დღეს არ უკრავ საღამოს ?
-არა, ვისვენებ, თორემ საერთოდ ვეღარ ვატარებთ ერთად დროს, რაც ცალკე გადმოვედით, მგონი უფრო იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს
-ხო, მეც დავაკვირდი ამ ამბავს, წავიდეთ იმ კვირაში სახლში, მომენატრნენ მშობლები
-წავიდეთ, დღეს დამირეკეს, მოწყენილი ხმა ჰქონდა დედას, მაგრამ არ იმჩნევდა, ცდილობდა ისევ თანამედროვე ყოფილიყო, მაგრამ მაინც დედაა და სტკივა გული, რომ არ ვცხოვრობთ ერთად
-მარტო ვერ გადავიდოდი საცხოვრებლად, შენ რომ ამყევი, იმიტომ გამოვიდა ეს ამბავი
-ხო, მეც ასე ვარ, იცი რა მახსოვს ? 3 წლის ვიყავი და დედამ მითხრა, მალე გეყოლება პატარა, ლამაზი გოგო სახლშიო, ახლაც მახსოვს ეს გრძნობა, ძალიან ძლიერი იყო ეს მოლოდინი, მოლოდინი იმის, რომ მარტო აღარ ვითამაშებდი
-მე არ მქონია ეს მოლოდინი, რადგან რომ გავჩნდი, აქ დამხვდი, ამიტომ არ მიგვრძნია მარტოობა
-სოფ, ფულს მეც შემოგაშველებ და იქნებ გავხსნათ ბოლოს ის პატარა კინოს სახლი
-შენ რომ არ მყავდე...

დაძმური სიყვარული უანგარო სიყვარულს მიეკუთვნება, სიკეთე ასეთ დროს სიყვარულსთვის კეთდება, დაინახავ რამე ლამაზს მაღაზიაში, გახსენდება შენი და, რომელსაც ძალიან მოეწონება ეს და ყიდულობ დაუფიქრებლად, მიუხედავად იმისა, რომ შენი ჯინსის საყიდლად გამოხვედი მაღაზიებში.
სახლში ხარ, მოდის შენი და დაღლილი, შენ მზად ხარ მოსწყდე შენს საქმე და ყიყლიყო მოუმზადო მას, მხოლოდ იმიტომ, რომ დაღლილია და იმიტომ, რომ ძალიან გიყვარს...
დისთვის ძმა ყველაფერია, იცის რომ არის და არ ეშინია ცხოვრების, იცის რომ არავის  სხვას რომ არ უყვარდეს, ძმას მაინც ყველაზე მეტად ეყვარება...
ეს სიყვარული აძლიერებს ადამიანებს.

ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს ამცირებს, ვერასდროს იქნება ძლიერი, სხვისი დაჩაგვრით ვერ გაძლიერდები, ეს სიძლიერის შეგრძნება დროებითია და მალე გადის, მერე ისევ შემოდის სიცარიელე და ეძებ ახალ დასაჩაგრ ობიექტს, რომ მის ფონზე თავი ისევ ძლიერი გეგონოს...
და მაინც
სჯობს ბოროტებას მოთმინებით აჯობო, ვინმე რამე ცუდს გიკეთებს, შენც ვერ ითმენ და ფიქრობ რამე ისეთზე, რაც ძალიან ცუდად იმოქმედებს მასზე, მერე მოიფიქრებ, უკეთებ, ხვდები რომ "გაიმარჯვე" და "აჯობე ცუდ საქმეში, უფრო ატკინე გული, მისგან ნატკენ გულს, საკუთარი სინდისის ქენჯნაც ემატება და საბოლოოდ ხვდები, რომ შურისძიება პირველ რიგში საკუთარი თავისთვის არის ცუდი...
მერე იმასაც ხვდები, რომ ერთი ადამიანი მეორეს ვერ გამოასწორებს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ საქმით გამოვლენილი სიყვარულით ადამიანის გადარჩენაც შესაძლებელია...

Wednesday, October 9, 2013

-მარ, დღეს შენ და ნიტა რომ წაგიყვანოთ სადმე შეიძლება ?
-კი იკა, შეიძლება რა თქმა უნდა
-რა უყვარს ნიტუკას?
-მთაწმინდის პარკში წავიყვანოთ ჯერ და მერე კინოში
-კარგი :)

ისეირნეს ბევრი, ნიტა ძალიან ბედნიერი იყო და ეს მხიარულება ორივეს გადაედო...
 -დავჯდები რა ”ამერიკულ მთებზე”
-მიდი, ნიტა მე მეყოლება

 მერე იყო კინოც და გულწრფელად ბედნიერი სიცილი...
-მადლობა ასეთი დღისთვის, ვერ ვახერხებ ხოლმე ხშირად, არადა ნიტას სჭირდება ასეთი დღეები
-მარტო ნიტას არა, შენც, შენ რომ კარგად იქნები, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაზრდი ბედნიერ შვილს
-ნიტასთვის ვაკეთებ ყველაფერს, ადრე ეგოისტი ვიყავი, მაგრამ როცა შემიყვარდა, საერთოდ შევიცვალე და რაც ნიტა მყავს, ხომ საერთოდ, ადრე ვერ წარმომედგინა სხვა ადამიანისთვის სიკვდილი, მაგრამ ახლა წარმომიდგენია, შვილი გავიწყებს საკუთარ თავს
-ეგ ჯერ ვერ გამოვცადე, ანის მალე დავშორდები ოფიციალურად და ეს მიკლავს გულს, არ მეგონა თუ გადავიტანდი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გადააქვს ადამიანს
-იქნებ შეურიგდე
-აზრს ვერ ვხედავ ამაში, თორემ მე მიყვარს, ისევ ისე ძალიან მიყვარს, მაგრამ ვიცი რომ თავად არ ვუყვარვარ
-შეიძლება დროებითი სიცივე იყო ეს, მე ამაში გამოცდილება არ მაქვს, რადგან ერთი წელი ვიცხოვრე მასთან ერთად და მერე ის წავიდა და ისევ ისე მიყვარს ახლაც
-ხანდახან ვერ ვხვდები, როგორ უნდა ვიცხოვრო, როგორ სჯობს მოქცევა, იქნებ ყველაფერი გავატარო და სულერთი გავხადო
-ეგ არ არის გამოსავალი და ძალიან ცუდი მიდგომაა, ყველაფრის მიუხედავად, უნდა მოიკრიბო ძალა და იცხოვრო გულით, იცხოვრო ადამიანებისთვის
-შენთვის ადვილია ამის თქმა, შენ ნიტა გყავს და ცხოვრობ მისთვის
-თუ გინდა შენც იცხოვრე ნიტასთვის, გინდა ?
შეხედა
დიდხანს უყურა თვალებში
ამით ყველაფერი უთხრა
გული მისცა...

-თუ გინდა დღეს არსად არ წავიდეთ ?
-გიო გაგიჟდი?
-მგონია, რომ დაიღალე ტრეინინგზე
-დავიღალე, მაგრამ მინდა რომ წავიდეთ
-მივიღოთ ლუდი ?
-კი და ვისეირნოთ ბევრი რა
-თაკო
-რა იყო?
-ახლა მახსენდება პირველად რომ გნახე, ვიცი ყოველთვის ცივად გექცეოდი, თითქოს ვერ გამჩნევდი, მაგრამ სინამდვილეში არ იყო ასე, მახსოვს რაღაც საოცარ სტატუსებს რომ მიძღვნიდი, თუმცა მეგონა ღადაობდი მაგ დროს, არც შენი გულშემატკივრობა მომწონდა, მაგრამ თან მიხაროდა რომ მოდიოდი 
-ახლა რატომ მეუბნები ამას?
-უნდა იცოდე, არ მინდა ფიქრობდე, რომ არ ხარ ჩემთვის ძვირფასი, რადგან ძალიან ძვირფასი ხარ
-ანუ გამოგვივა მეგობრობა ?
-მინდა რომ სულ იყო, ასე დავდიოდე, ვმოგზაურობდე და შენ სულ იყო, რომ გამოვიხედები გვერძე, სულ გხედავდე და ხელს როცა შევხედავ, შენს ხელთან ერთად იყოს
 -ვიბნევი ახლა და ვნერვიულობ, რადგან ამირევს ეს ცხოვრებას, ეს საუბარი ამირევს, შენ მერე დაიკიდებ ყველაფერს, რადგან ეგეთი ტიპი ხარ, მე  ვერ შეგიძულებ
-ეგეთი ვიყავი, მართლა ვიყავი, ჩემი სამეგობრო, მუსიკა, ფეხბურთი და საქმე იყო მთავარი, მაგრამ შემცვალა ამ გრძნობამ, არ ვიცი რა ქვია, ”ადამიანის შემცვლელი”, თუ ”ახალი ადამიანის გამჩენი”, მაგრამ ვგრძნობ რომ  რაღაც მჭირს
-და არ გინდა რომ გჭირდეს ?
-მინდა, ნეტავ ადრე დამმართნოდა, რომ შენთან ერთად ვყოფილიყავი უფრო დიდხანს
-და რა ხდებოდა სანამ მე არ ვიყავი ?
-არაფერი, უშენობა...

ხევსურეთი
სამარშუტო ტაქსი
მერე მანქანა
ნიკა
ანი
მეგობრები

-ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თავის ქალა რომ ავხადეთ, მივხვდით, რომ კეთილთვისებიანი იყო და ეს ძალიან ძლიერი შეგრძნებაა, თუმცა ზუსტი პასუხი დათესვის შემდეგ იქნება
 -მიხარია, თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე მიხარია და თან შენი ხელით გადარჩენილი
-მე უბრალოდ ხელს ვუწყობ, თორემ სიცოცხლე ეს ამოუცნობი ფენომენია..
დაბანაკდნენ
იყო გიტარაც
ფოტოებიც
სასმელიც ნორმალური დოზით
-ანიუტ იმღერა რა ?
-ხომ იცი ვეღარ ვმღერი
-სისულელეა
-დაუკრი ოაზისი მაშინ
-little by little ? შენი და ირაკლის სიმღერა ?
-ხო იყოს ეგ...
სიმღერის დროს უფრო უყვარდებოდა, თუ საუბრის დროს ამას სხვა ვერ გაიგებს, ანი მღეროდა და გასაგებია, რომ თავის ქმარზე ფიქრობდა სიმღერის დროს, რადგან ეს მათი ჯგუფი იყო, ორივემ ზეპირად იცოდა ტექსტები და სახლშიც სულ ამ სიმღერებს ღიღინებდნენ...
სანამ სიმღერა დაიწყებოდა, ნიკამ ირაკლისთან დარეკა და ხმა არ ამოუღია, ტელეფონი დადო და დაკვრა დაიწყო
ესმის, მისი ხმა ესმის
ანი მთელი გულით მღერის

”როგორ მიყვარს, ასე ძალიან რატომ მიყვარს, რატომ არის ასეთი, თუ მე მეჩვენება მხოლოდ, მინდა რომ ისევ ღიღინებდეს სახლში და მინდა ისევ ვდაობდეთ, თუ რომელი სიმღერა სჯობს, იქნებ ღირდეს შერიგება, იქნებ უნდა გადავარჩინოთ ოჯახი”

სიმღერა ისე დამთავრდა, ამ ზარის ამბავი არ გაუგია ანის და ტელეფონი ისევ ჩართული იყო, ირაკლის ყველაფერი ესმოდა...
-ნიკუ, ნეტავ აქ იყოს ახლა და ესმოდეს, ესმოდეს და სჯეროდეს, თუ როგორ მინდა, რომ ერთად ვიყოთ
-იქნებ იყოთ კიდეც

”რა ძნელია, ზუსტად ვიცი შეურიგდება და ეს ხევსურეთში გასვლა ბოლოა, იმ გაგებით, რომ თავის ოჯახს დაუბრუნდება და მეგობრებს ისე ხშირად ვეღარ ნახავს, ადამიანის ნოსტალგია არსებობს ალბათ, ახლა როცა გვერდშია, მგონია რომ სამშობლოში ვარ და რომ წავა, თითქოს სხვა ქვეყანაში წავალ, იქაც ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ეს არ იქნება იგივე, არ იქნება ასეთი ძლიერი, თუ არ იტყვი დროულად, მერე საერთოდ არ უნდა თქვა და არც მე ვეტყვი”

-ვინ იყო? 
-ანი მღეროდა და ჩვენმა საერთო მეგობარმა მომასმენინა ეს
-შეურიგდი რა, ერთი შანსი უნდა მისცეთ ამ ამბავს
-კი, მეც ასე ვფიქრობ
-სისულელეა ჯიბრში ჩადგომა, იქ სადაც სიყვარულია...

გზა
თბილისი
-ხვალ შევხმიანდეთ ნიკუ
-კი აუცილებლად...

”თუმცა აღარ იქნება ეგ ”ხვალ”, რადგან შეურიგდება და აღარ ეცლება, ახლა ალბათ ბოლოჯერ ვხედავ თავისუფალს, როგორ მომენატრება ნეტავ იცოდეს”
-ჩაგეხუტები რა
-მოდი შტერუკ...

ლუდის სურნელია ქალაქში, ისმის მუსიკა...
-გიო მგონი ძალიან ბევრი დავლიეთ
-მგონი ხო, თაკო იცი რისი მეშინია?
-რისი?
-თბილისის, იქ რომ ჩავალთ და რომ შეიცვალოს ყველაფერი
-რა უნდა შეიცვალოს?
-აი, ასე სულ გვერძე რომ აღარ იყო, სულ მინდა რომ გიფრთხილდებოდე
-გიო რა გჭირს?
-მიყვარხარ, ვახ ვთქვი... ვახ რა მაგრად მიყვარხარ
-გიო გაჩერდი რა, გადი გთხოვ, მოვკვდები, ვერ გავუძლებ ამას

მივიდა ახლოს, თაკოს თბილი ქუდი ახურავს და თმა გაშლილი აქვს, თმა უჭირავს ხელში და უყურებს თვალებში
-ვნანობ ყველა იმ წუთს, რომელიც სიცოცხლის უსიყვარულობაში გავატარე, შენით დავინახე არსი ცხოვრების და შენ დამანახე სიკეთის ძალა, აქამდე ყველაფერი ფეხზე მეკიდა და ახლა ყველაფერი მაინტერესებს, რომ გაკოცო იმასაც ვერ ვბედავ, იმდენად სუფთაა ეს გრძნობა ჩემთვის, შენ ჩემი სისუფთავე ხარ, ჩემი ადამიანობის დადებითი მხარე
-მე არაფრით დამიმსახურებია ეს სიტყვები და ასეთი სიყვარული, ეს დღე არაფრით დამიმსახურებია და ახლა შეიძლება გული გამისკდეს
-შენი ცრემლები, პირველად ვხედავ, თან სიხარულის ცრემლებს, ჩემო გოგო რა ლამაზი ხარ...
ჩაეხუტა 
ასე იდგნენ დიდხანს...

-ან სახლში ხარ?
-კი ირაკლი, რა ხდება ?
-ჩამოდი რა ქვემოთ...

 -გუშინ შენი სიმღერა მესმოდა, ნიკამ მომასმენინა ანიუტ და მივხვდი, რომ უნდა ვცადოთ კიდევ ერთხელ, არ მიყვარს საუზმე შენს გარეშე, მგონი ფეხბურთსაც ვეღარ ვუყურებ წესიერად, მეგობრებსაც ვერ ვნახულობ სათანადოდ, დაბრუნდი და თუ ახლაც არ გამოვა, მერე საბოლოოდ დავამთავროთ ყველაფერი
-იკუნ, რა გიჟია ნიკა, მეგობარია ნამდვილი, იკუნ დღეს რა მოვამზადო სადილად?
-შენი საფირმო ჩიფსების სალათი
-ვცადოთ, იქნებ გამოვიდეს...

დილაა
ტრეინინგი 20 წუთში იწყება
თაკო ქვემოთ ელოდება
გიო არ ჩანს
რეკავს არ იღებს
რა ხდება ნეტავ
იქნებ ავიდე
ოთახი ჩაკეტილია
არავინ აღებს
გიო რა გჭირს, გიო გააღე
გააღეთ კარი გარედან
ცუდად ხომ არ არის?


ანიუტა შეურიგდა ირაკლის, ამას ველოდი, მეორე დღეს ყველა ერთად დავხვდით აეროპორტში თაკოს, არასდროს დამავიწყდება თაკოს სახე, ერთად რომ დაგვინახა ყველა, აქედან ორნი მიდიოდნენ და იქიდან მარტო ჩამოვიდა, ასეთი ტკივილი არასდროს მინახავს, მივხვდი, რომ ჩემი ტკივილი უმნიშვნელო იყო, ანი ცოცხალი იყო და ერთ ქალაქში ვცხოვრობდით...
მახსოვს გავიქეცი და ჩავეხუტე თაკოს და ყურში მითხრა, რომ ამ ტკივილს უფრო იმსახურებდა ცხოვრებაში, ვიდრე იმ სიხარულს, რაც გერმანიაში მოხდა...
სიკვდილით არ მთავრდება სიცოცხლე, რომ მთავრდებოდეს, თაკო ვერ იცოცხლებდა...
იჯდა გიოსთან და რაღაცას ეჩურჩულებოდა
ეს იყო ტკივილი, რომელმაც გაგვაერთიანა...
2 წელი გავიდა უკვე, თაკო ისევ დინამოზე მუშაობს და საღამოს ყოველთვის ადის სასაფლაოზე...

ცხოვრება წამია, როდის დამთავრდება არ იცი, შეიძლება ხანგძლივმა ავადმყოფობამ მოგაკითხოს, ან გული გაჩერდეს უცბად, მანქანა დაგეჯახოს, ან არ ვიცი კიდევ რა...
ამაზე სულ ცოტას მაინც რომ ვფიქრობდეთ, ბოღმას არ ჩავიდებდით გულში და ერთმანეთი ყოველდღე გვეყვარებოდა...
სანამ ცოცხალი ხარ, გაქვს დრო რომ ისწავლო სიცოცხლე...
ეს წამი გაქვს მხოლოდ და წამში შეგიძლია ყველაფრის შეცვლა...
მთავარი რა არის ?
მთავარი სიყვარულია
და ერთმანეთია მთავარი...




Monday, October 7, 2013

-გიხარია ?
-კი, ძალიან, მაგრამ თან ვნერვიულობ ძალიან
რაზე?
-ყველაფერზე
-მეც ვნერვიულობ, იმაზე რომ შენთან ერთად მოვდივარ, უცხო შეგრძნებაა და არ ვიცი რითი დასრულდება, მაგრამ მინდა რომ ასე იყოს...

ამას რომ ეუბნებოდა გიო, თან თვალებში უყურებდა და არწმუნებდა თავისი სიტყვის სისწორეში...
რა თვალებით იყურება ეს ბიჭი, არა სისულელეა, ახლა მომეჩვენება რაღაც და მერე ამ რაღაცაზე ავაგებ რამეს და მერე დავიტანჯები...

რეგისტრაცია
ლოდინი 
საუბარი
და რომ ხვდები, ადამიანი, რომელიც ძვირფასია, 2 კვირა შენს გვერძე იქნება და არ მოგცილდება...

-თაკოც წავიდა და დარჩი ჩემს ხელში
-ხო ნიკუშ, შეიძლება რამის მოფიქრება
-სვანეთი ხომ არ დაგველაშქრა ?
-არ არის ცუდი იდეა, შაბათ- კვირას მცალია, მანამდე სულ ოპერაციებია
-ისე, როგორ უძლებ მაგას?
-პროფესიას რომ ვირჩევდი, ვიცოდი, რაც იქნებოდა, მაგრამ მიყვარს ჩემი საქმე, რომელიც სიცოცხლესთან არის დაკავშირებული და სიკვდილთან ასე ახლოა, სულ ამ ორის გასაყარზე ვარ, რამდენჯერ მინახავს, ერთიდან მეორეში გადასვლის წამი...
-თითქოს ისეთი სუსტი ხარ და ისეთ სიძლიერეს ატარებ თან
-არც ისე, სიყვარულს ვატარებ მხოლოდ და ეს არის ჩემი სიძლიერე...

ირაკლი აეროპორტიდან სახლში მიდიოდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და ბარისკენ წავიდა, მაინტერესებს როგო არის მარი, დღეს როგორ მუშაობს, ჯერ ანიუტას არ დავშორებივარ და უკვე სხვაზე ვფიქრობ, ნუთუ სამართლიანია ეს, ან საერთოდ რა არის სამართლიანი, ან რას ნიშნავს სწორად მოქცევა, ან როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ სხვა ადამიანებს გული არ ატკინო...

მარი ჯერ კიდევ ფანჯრიდან შეამჩნია, დარბოდა ბარში, არ იღლება ეს გოგო რა, ახლა რომ მივალ, რას იფიქრებს ნეტავ, თუმცა რასაც იფიქრებს, იმას მეტყვის, უჭირს თუ რა

-სალამი მარ 
-შენ მგონი შეგიყვარდი, თუ რას დაიარები აქ ?
-ოხ ისევ ეს პირდაპირობა, შეყვარება ცოტა გადაზედმეტებული ნათქვამია, მაგრამ ნუ მსგავსი რაღაც კი მჭირს
”დე, დე, მალე მორჩები მუშაობას ?
”რა დე, შვილია”
-გაიცანი ირაკლი, ეს ნიტაა, ჩემი შვილი
-შოკში ვარ, არ მეგონა შვილი თუ გყავდა
-ხანდახან არც მე მჯერა
-ანუ დღეს ორივეს ერთად გაცილებთ ხო ?
-მოგიწევს, აბა მამა ჩვენ არ გვყავს, რომ მოგვაკითხოს
-სად არის ?
-ცაში

”ყველაფერს ვიფიქრებდი ალბათ, მაგრამ დედა თუ იყო ამას ვერასდროს, ეს პატარა გოგო ახლა ამ პატარა გოგოს შვილია და მარტო ზრდის”

-კარგი ხო, ნუ ჩაფიქრდი, მოგიყვები ყველაფერს, მორჩეს სამუშაო დღე...

გვიან გამოვიდნენ ბარიდან, ნიტას უკვე ეძინა ირაკლის ხელებში...

-20 წლის გავთხოვდი, გავყევი ბიჭს, რომელიც ყველაზე მაგრად მიყვარდა და რომელიც არასდროს მომბეზრდებოდა, ერთი წელი იყო გასული, ორსულად ვიყავი, თავის ტკივილები ჰქონდა, გადაღლილობა გვეგონა, მაგრამ მაინც წავედით ექიმთან, სიმსივნე აღმოჩნდა და ზუსტად 2 თვეში გარდაიცვალა, ნიტა ვერ ნახა, ბოლო ამოსუნთქვას ვუყურე და ვუსმინე, მითხრა, რომ გულწრფელი ვყოფილიყავი ცხოვრებაში, რადგან პირველად ეს თვისება მოეწეონა ჩემში და ამ თვისებამ შეაყვარა ჩემი თავი, არ მინდოდა, რომ წასულიყო, მინდოდა კიდევ ერთხელ ამოესუნთქა, მინდოდა მე ვყოფილიყავი მის ადგილას, რადგან ვერ გადამქონდა ეს ამბავი, არ მინდოდა, რომ ცუდად ყოფილიყო, მაგრამ მე ნიტა მყავდა და ეს ფიქრები ნიტას სიკვდილსაც მოიზრებდა, ამიტომ დავპირდი, რომ ცხოვრება სულ მეყვარებოდა და მანაც მითხრა, რომ სიყვარული სიკვდილით არ მთავრდება, ეს მართლა ასეა და ამას სულ ვგრძნობ, სულ გვერდშია, ნიტას სულ უვლის და სულ მესაუბრება გულში
-არაფერს გეტყვი, არ მაქვს რამის თქმის უფლება
-არაუშავს, ჩუმად წავიდეთ, მადლობა რომ მომისმინე...

გერმანია
ბერლინი
ტაქსი
სასტუმრო
ოთახები ერთ სართულზე

”ანიუტ ჩავედით, ძალიან ლამაზია აქაურობა, საერთოდ სხვა ცხოვრებაა, დაქოქილი, გიომ ზეპირად იცის ყველაფერი და სულ ხელი აქვს ჩაკიდებული და ისე დავყავარ, ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი წამები არაფრით დამიმსახურებია, ზღაპარს ჰგავს, ოცნებები სრულდება ეტყობა, ხვალ დილიდან ტრეინინგზე ვართ, მაგრამ საღამოს არ მოვიკლებთ სეირნობას და გართობას, ახლა თავის ოთახშია, არ ვიცი რა იქნება, მომავალზე არ მინდა ფიქრი, ახლა ბედნიერი ვარ და გიო არის ძალიან სხვა”

”მიხარია, რომ კარგად ჩახვედით, მე და ნიკუ ვართ ბარში, ლუდს ვსვამთ , მაგრამ თქვენს ლუდს ვერ შეედრება, ეგრეც ვიცოდი, რომ შეგშლიდა ეგ ბიჭი, გონება სულ არ გამორთო გთხოვ, ჩართული იყოს მაინც, ხომ იცი ვნერვიულობ შენზე, თუმცა ვიცი, რომ გიო კარგი ადამიანია, გაერთე და ხაზზე იყავი”

-დაარიგე ხო ჭკუა?
-სულ ვნერვიულობ თაკოზე
-ვიცი რატომაც, რაც ირაკლის დაშორდი კიდევ უფრო გაგიმძაფრდა ეს გრძნობა და ამაზე მეშლება ნერვები, არ მინდა შეცდომა გეგონოს შენი ქორწინება, რადგან არ არის ასე
-ხო, ალბათ მართალი ხარ, მაგრამ მაინც ვერ ვპატიობ ჩემს თავს, ვფიქრობ კიდევ ხომ არ ვიბრძოლო, იქნებ შემიძლია ამ ურთიერთობის გადარჩენა და მე კიდევ არ ვაკეთებ ამას
-ბევრჯერ დავაფიქსირე ჩემი აზრი ამის შესახებ, მაგრამ თუ ვერ ისვენებ, იბრძოლე, რომ მერე სხვას რომ გაჰყვები, მაგ ამბით არ გაუბურღო ტვინი
-კარგი ხო, ნუ მეჩხუბები
-არ გეჩხუბები...

”ახლა ისევ ვეჩვევი ანის, არადა ძალიან მწარე იყო გადაჩვევა, მახსოვს, რომ მითხრა დაქორწინების ამბავი, როგორ ჩამწყდა გულში რაღაც და მაშინ პირველად ვერ გავუგე ჩემს თავს, არ ვიცოდი რატომ მტკიოდა მისი ბედნიერება, ვგრძნობდი რომ ვკარგავდი, არადა ვმეგობრობდი, მაგრამ მიყვარდა თან, თუმცა ვერ ვუთხარი ადრე და არც ახლა ვეტყვი, მე ბოლომდე, დღემდე მისი მეგობარი ვარ და ასე იქნება ბოლომდე, თუმცა დღემდე არ ვიცი, რას ვგრძნობ ამ ადამიანის მიმართ, ვიცი რომ სუფთა გრძნობაა და ვიცი, რომ არასდროს გაჭუჭყიანდება, თუმცა ზუსტი სახელი მაინც ვერ დავარქვი”

-ან ხვალ მორიგე ხარ ხო ?
-კი დე, საჭმელი ჩამიდე რა
-ჩავდე უკვე
-დე სულ ვფიქრობ და არ ვიცი როგორ მოვიქცე
-რაზე დე?
-იქნებ შევეხმიანო ირაკლის, იქნებ კიდევ ერთხელ დაველაპარაკო
-ეგოისტურად იქცევი, გინდა რომ სინანული არ გტანჯავდეს და გირჩევნია უსიყვარულოდ გადაარჩინო ეს ამბავი, როგორც გინდა ისე მოიქეცი, მაგრამ დაფიქრდი მაინც...

დილა
საავადმყოფო
ოპერაცია
-აბა როგორ გრძნობს თავს პაციენტი?
-მეშინია
-ვიცი, მაგრამ იმედი არ დაკარგო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგად იყო, მაგრამ შენც იბრძოლე
-არ მინდა სიკვდილი
-არ მინდა რამეს დაგპირდე, მაგრამ ვეცდებით, რომ 3 საათის შემდეგ ცოცხალი იყო...

”ნიკუშ ოპერეციაზე შევდივარ და ვრთავ ტელეფონს, ვნერვიულობ, მძიმე ოპერაციაა და პაციენტი პატარა გოგოა, მინდა რომ კარგად იყოს, ვერ დავპირდი რომ გადავარჩენ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, გთხოვ იფიქრე ჩემზე, ფიქრი აძლიერებს ადამიანს”

ტრეინინგის პირველმა დღემ კარგად ჩაიარა...
-აბა წავედით ლუდის ფესტივალზე ?
-კი  წავედით

ყველანაირი სახის ლუდია, ყველა ზომის და ყველა ფერის, ძალიან ბევრი ადამიანია და ყველა თავისუფალია, გასართობად მოვიდნენ, ყველა გიღიმის და ყველა პირობაა იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო...
-აბა დავიწყეთ
-დღეს მე ამყავხარ სასტუმრომდე, თუ შენს იმედზე ვიყო?
-დღეს მე აგიყვან და ხვალ შენი ჯერი იქნება
-გიო რა მაგარია აქ, მეშინია ცუდად არ გავხდე  ასეთი კარგი განწყობისგან
-მიხარია რომ აქ ხარ, მინდა რომ სულ აქ იყო, ანუ გვერძე იყო
-ვაი
-ახლა მინდა ბევრი რამის თქმა, მაგრამ ახლა არაფერს ვიტყვი, ვერ ვიტყვი უბრალოდ, მაგრამ მინდა რომ სულ ასე ვიყოთ და შენ იყო სულ...

”ვერც ვტირი, ვერც ვიცინი, არადა ჯერ ერთი კათხაც არ დაულევია და ვერ დავაბრალებ სიმთვრალეს, მახსოვს პირველად რომ დავინახე ეს ბიჭი და ვიგრძენი, რომ ცხოვრება შეიცვალა, არასდროს მაქცევდა ყურადღებას, თუმცა არასდროს მჯეროდა ცალმხრივი ინტერესის, მაგრამ მაშინ  თითქმის დავიჯერე და თურმე არ ყოფილა ასე, ახლა ვუყურებ და სასწაულს ვგრძნობ ცხოვრებაში, აქ ზის ჩემს გვერძე, ნეტავ კიდევ დიდხანს ვიცოცხლო რა, ახლა არ მოხდეს რამე ”
-გიო
-ხო
-კიდევ ცოტა ხანს ხომ ვიცოცხლებთ?
-ძალიან მინდა, პირველად ცხოვრებაში, მინდა რომ ცოცხალი ვიყო, ადრე სულერთი იყო და ახლა ყველაფერს აზრი აქვს...

”ისე არ ხდება, როგორც მე მინდა”-ეს ფრაზა ხშირად არის ჩვენს ფიქრებში, მაგრამ როგორც ჩვენ გვინდა, ხშირად არ არის ხოლმე სწორი, ამოვიჩემებთ რამეს და გვინდა სწრაფად მოხდეს, მერე მოხდება და ვფიქრობთ, თუ რატომ მოხდა, თუმცა ძირითადად სულ ვწუწუნებთ...
გვგონია, რომ ვკარგავთ მეგობრებს, გვაწყენინებენ რამეს, ჩვენც ვაწყენინებთ და გვგონია, რომ აღარ გვიყვარს და აღარ ვუყვარვართ, მაგრამ სულ გვაინტერესებს მათი ამბავი და ვხვდებით რომ ისევ გვიყვარს და ეს სიყვარული ყველაფერს დაგვაძლევინებს...
სულ კარგი ამბები არ იქნება ცხოვრებაში, ცუდიც ხომ უნდა მოხდეს, მძიმე ამბის დროს ყალიბდება ადამიანი, თუმცა არც კარგი ამბის დროს არის ადვილი ადამიანობის შენარჩუნება...
ყოველი წამი გამოცდაა
ერთი წამის უკან თუ არასწორად მოიქეცი, მეორე წამს უნდა მოიკრიბო ძალა და უკეთ მოიქცე, ეს ბრძოლა დაუსრულებელია...
ხანდახან გინდა მიხვიდე და უთხრა ადამიანს, რომ ის მნიშვნელოვანია, უყურებ და ფიქრობ, რომ აი ახლა მიხვალ, მაგრამ ვერ მიდიხარ, ხანდახან ცრუ სიამაყის და ხანდახან შიშის გამო...
არ ვიცი როდის რა სჯობს, როდის წასვლა და როდის დარჩენა...
ხანდახან შენმა სიმართლემ შეიძლება გააქციოს ადამიანი, ჩათვალოს რომ ატყუებ, არადა შენ გულწრფელი იყო მასთან, როგორ მოიქცე ასეთ დროს, დაუმტკიცო რომ მართლი ხარ, თუ არაფერი გააკეთო ?
თქვი და საქმით დაამტკიცე და მერე წადი, თუ გიშვებენ უნდა წახვიდე, თუ ადამიანს არ უნდა შენი ყოფნა მის ცხოვრებაში, უნდა წახვიდე, ხანდახან არც შენი მეგობრობა უნდათ და არც შენი სიყვარული, არც შენი დახმარება და არც დაუხმარებლობა, ხანდახან უბრალოდ შენს გარეშე ცხოვრება უნდათ...
ეს ხომ მტკივნეულია, შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და მისთვის სულერთია...
კი ასეც ხდება, იშვიათად, მაგრამ ხდება, თუმცა ასეთ დროსაც არ უნდა დაკარგო სიყვარულის სწავლის სურვილი, იმედი არ უნდა გაგიცრუვდეს ადამიანებში, რადგან ისინი კარგები არიან, ცუდი არის ყველა ჩვენგანში, მაგრამ კარგი ხომ უფრო ძლიერია, უფრო მეტია...
ხალისი რომ მეკარგება რა ვქნა ?
დაფიქრდი და მიხვდები, რომ არ უნდა დაკარგო, რადგან ცოცხალი ხარ და ეგ გული, მარცხენა მხარეს რომ არის, ისევ ცემს, ხან ძლიერად, ხან სუსტად და ამ გულს უნდა კიდევ სიცოცხლე, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე სიცოცხლე უნდა...




Saturday, October 5, 2013

როგორ დავიწყო?
საიდან დავიწყო ?
წერაც მიჭირს და საუბარიც, მაგრამ იქნებ წერით მაინც გამოიხატოს ის, რაც მოხდა:)
ფეხბურთის სიყვარულს დიდი ისტორია აქვს და არ დავიწყებ ამის აღწერას, ვერც აღწერ პრინციპში, ეს შიგნით ცხოვრობს...
მახსოვს გორის დილას მატჩზე ვიყავით და პარალელურად კენჭისყრა მიმდინარეობდა, შედეგებს ბავშვებისგან ვიგებდით, გული მიგრძნობდა რაღაცას, ვიკითხე კიდეც თურქებთან ხომ არ მოვხვდითთქო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და ”დონეცკებს” არ მივაქციე ყურადღება...

ღამე ნინიას მესიჯი, ზუსტი ტექსტი არ მახსოვს, მაგრამ პიკზე იყო უკვე გასული
”უნდა წავიდეთ, მეგობარმა მომწერა, დონეცკელია, ჩამოდიო, ეს უნდა გავეკეთოთ”
საოცარი შფოთი შემოვიდა, სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ წამსვლელი ვიყავი, მაგრამ მაგრად მეშინოდა ფრენის და ამ ყველაფერის, ამას ვერ გაიგებთ, რადგან ჩემი შიშები თქვენი შიშები არ არის :))
ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდში, მიცნობენ მეგობრები, რომ მჭირდება ”ჯიკი” და დიდი მადლობა მათ ამისთვის :))
მახსოვს ჯინუკას მესიჯი
”ვიცოდი ოდესმე რომ ჩაიდენდი ასეთ რამეს:))
თანამშრომლებიც მაქეზებდნენ :)
ყოველთვის მჯეროდა, რომ სიყვარული ყველაფერს გააკეთებინეს ადამიანს და ასეც მოხდა :)

დაირღვა ანაბარი
ატყდა განგაში ბილეთებზე
”როგორ შევავსო, საფოსტო კოდი ხომ არ შემეშალა, ირაკლი სად ჯობს ყიდვა, ვაიმეე, ნინია ირლანდიაშია, ცოტნე შენ შეავსებ”

ბილეთები ნაყიდია
მატჩის ბილეთებიც იქნება ქსენიას წყალობით
მივდივართ მგონი
ვაიმე
ბოლო დღეები თითქმის არ მეძინა, სიზმარში ვიფრინე და ფრენამდე გამოვცადე ფრენა..

დადგე 1 ოქტომბერიც და ამ დღიდან სულ ერთი დღე მგონია, ერთ მთლიანობად იქცა
მერე იყო ქუთაისის გზა და ჩვენი მუდმივად გაღიმებული სახეები
პირველი ფრენა
სასიამოვნო შეგრძნებაა, ცაში კარგად ვარ :)
მერე გაჩერება დონეცკში, შიში რომ უკან გაგვაბრუნებდნენ, კანკალი და ბოლოს აეროპორტიდან გასვლაც 
ქსენიას დახვედრა
2 საათში ბიჭებიც ჩამოდიან :))
ამათთვის ჩამოვედით, ამათი სიყვარულისთვის, რა შაკიკი , რა დაღლა, ყველაფერი უძლური ხდება, როცა გიყვარს

აეროპორტი სავსეა გულშემატკივრებით, ერთად ვმღერით ყველა და ველოდებით იმ წამს, როცა გაიღება კარი და შემოვლენ ლამაზები :))
Manchester Arrived :))
 კარს ვუყურებთ და მერე მხოლოდ თაკუნას წიწინი მახსოვს ”კარიკააააა” დონეცკური შეძახილები და გამოდიან...
მერე არ ვიცი რა იყო :)) მახსოვს ვიდას იდაყვი, ევრას სახე, მოიესის თვალები, რომელიც ჩვენ გვიყურებდა, სქოულზი, მოიესის ავტოგრაფი და გულში ჩაკრული ცოტნე, ფელაინიკო, მოკლედ ამაზე წერას აზრი არ აქვს, მაინც არ გამომივა :))

ეს არის წამები, როცა რწმუნდები, რომ სიცოცხლე ძალიან დიდი საჩუქარია...
დონეცკი -ქალაქი საბჭოეთი, მაგრამ არის ბევრი რამ, რისი სწავლაც შეიძლება მათგან, მკაცრი ხალხია, მაგრამ კარგი, აგიხსნიან, მიგასწავლიან, მიუხედავად ყინვისა და ქარისა...
გემრიელი საჭმელები აქვთ, მაგრამ სტადიონი ყველაზე გემრიელია, ულამაზესია, სტადიონის სტადიონია, თბილია და ლამაზი...
დღე მატჩისა
ინგლისელი ფანები
ჩვენ ოჯახურად
მახსოვს მატჩზე მივდიოდით და რეკავს ტელეფონი, რომელი ხარ ? ჩვენი მანჩესტერელი ზიზია იაშკა აღმოჩნდა, ლამაზი ზარი იყო, გამამხნევებელი, შენი ქვეყნიდანაც რომ ფიქრობენ შენზე მაგარია :)
ბაიერნის ფანების მხარდაჭერა, ვატოს საუბრები, ”მინდა რომ ჯერ აგებდეთ და მერე შემოატრიალოთ თამაში, მინდა რომ მოიგოთ”
მოწესრიგებული სტადიონი, მარტივად შესვლა, ყველა გიღიმის და ყველა ბედნიერია
მერე რა ხდებოდა?
არ ვიცი
ჩემპიონთა ლიგის ჰიმნზე ტელევიზორში ვპიკავ და აქ გასაგებია რაც მოხდა...
4 მანჩესტერელი ვსხედვართ შახტარის ფანებთან, თან მაისურებით და უკვირთ მათ, ჩვენზე საუბრობენ და ჩვენც გვეღიმება
მერე ?
თავშეკავებულად აღნიშნული გოლი
მერე ?
მერე არ ვიცი
ერთ დიდ მოგონებად მახსოვს და ვერ გადმოვცემ...
დღესაც არ მჯერა, რომ ეს მოხდა, თუ გიყვარს, აუცილებლად გააკეთებ ყველაფერს, სიყვარული საქმით მტკიცდება და ფეხბურთის შემთხვევაშიც ასეა...
არ ვიცი რა დავარქვა ამ ამბავს, ეს იყო გამოცდილება, რომელმაც უბედნიერესი გამხადა, დამიმტკიცა, რომ იმედი არასდროს დავკარგო, რომ უნდა ვიყო უფრო კეთილი, რომ უნდა მიყვარდეს ადამიანები, დამანახა ჩემი მეგობრები ახლებურად, დამიმტკიცა, რომ სიკეთე, მადლიერება და სიყვარულია მთავარი...
ვიცი კარგად ვერ გამოვეცი, მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდა :))
მადლობა ყველას და ახლა ის სახელები, რომლებიც მახსენდება ამ ამბავთან და რომლებიც გულში არიან, ადამიანები, რომლებიც სულ გვკითხულობდნენ...
რაღაცნაირად იგრძნობოდა მათი თანადგომა

ნინია
თამარა
ცოტნე
სილვია
ანუკი
ანი
ირაკლი
გოჩა
მარი
გიო
ლევანი
ციცი
ანა
იაშკა
ნინო (თამარა დედიკო)
ვატო
სანდრო
გიგი
ტყუპი
მერაბი
დედიკო
მამიკო
გუჯეი
ეკა
დათუნა
ლექსო
დათო
ქსენია
ნათია
თემო
ბებო
ბაბუ
ილა
არ მინდა ვინმე გამომრჩეს...
მადლობა რომ ხართ <3