Monday, May 20, 2013

ივენთმა კარგად ჩაიარა, ანდრიას დაწინაურება გადაწყვიტეს და ახლა ”დინამო არენას” გენერალური დირექტორის თანამდებობა შესთავაზეს, მოსაფიქრებლად 3 დღეა...

”სანამ შოტლანდიაში არ წავედი, ვერ მივხვდი რომ ეს იყო ჩემი საქმე, რომ მიყვარდა ჩემი სამსახურიც, ცხოვრებაში რასაც ხელს ვკიდებ, ყველაფერი გამომდის, მაგრამ მაინც არ ვარ ხოლმე ბედნიერი, სულ ვეძებდი ამის მიზეზს და ვეძებ ახლაც, არიან ადამიანები ჩემს გარშემო, რომლებმაც  დადებითი გავლენა იქონიეს ჩემზე, მაგრამ შენ თავად თუ არ გინდა რომ იყო კარგად, ვერც იქნები, ახლა ეს დაწინაურების ამბავი, ეს უკვე რაღაც დიდია, მაგრამ ვიცი შევიბოჭები ამით, თითქოს მეტის გაკეთება მინდა ცხოვრებაში, ვიდრე კაბინეტში ჯდომაა, მესმის რომ ქართული ფეხბურთისთვის ასე აჯობებს, მაგრამ საკუთარ თავზე მომინდა ახლა ფიქრი, რაღაც სხვას მინდა მოვკიდო ახლა ხელი, რომ დავრწმუნდე თუ რა მინდა სინამდვილეში ცხოვრებაში”

-ბე როგორ ხარ, მომიყევი რა
-მოდი დამიჯექი გვერძე, ისე როგორც ბავშვობაში, კარგად ვარ ბე, შენ შეცვლილი მეჩვენები, რაც შოტლანდიიდან ჩამოხვედი გამხიარულებული ხარ ბევრად
-თითქოს მომეცა იქ ძალა, მაგრამ წამერთმევა მალე, ნინია ვნახე იქ, თხოვდება მალე
-ნინია, ოხ რა საყვარელი ადამიანია, მახსოვს პროდუქტები რომ მოგქონდათ და კერძებს რომ იგონებდით, მგონი უყვარდი და გიყვარდა, შენს ადგილზე არ დავთმობდი მე
-ბე თხოვდება
-თუ მოინდომებ არ გათხოვდება, სისულელეა არ დარჩე იმასთან, ვინც გიყვარს, ეს ყველაზე დიდი სისულელეა ალბათ
-კარგი, წავედი, სიმღერა მაქვს დასამთავრებელი
-მიდი და ეცადე სიყვარულში არ შეცდე, შეიძლება შეცდე კარიერის არჩევაში, ჯინსის ყიდვისას, არყის არჩევისას, მაგრამ ამაში არ უნდა შეცდე

გიტარა
ოთახი
ფიქრები
ლუდი
ფიქრები
ფიქრები

-ვა, ივა არ გელოდი
-ვერ ვიძინებ, ამ ბოლო დროს შემომიტია და ვიფიქრე ავუვლითქო
-კარგად მოქცეულხარ, დაგისხა?
-ხო შენებურად, ქაფი ცოტა, რა გადაწყვიტე სამსახურზე?
-კიდევ ორი დღეა და ვფიქრობ, პირველად ცხოვრებაში არ ვიცი როგორ მოვიქცე, თან რაციონალურად მინდა მოქცევა, თან ემოციები მექაჩება სადღაც
-სად, შოტლანდიაში?
-ხო ალბათ
-დღეს ვიფიქრე ავდგები და წავალთქო, მაგრამ მერე შევჩერდი
-მე წავიდოდი
-ვიცი

მესიჯის ხმა
”სად ხარ ? თუ სახლში ხარ ამოვალ”
”ამოდი”

-ანია მოვა

რაღაც ისე მოდიხართ, თითქოს მემშვიდობებით, ხომ არ ვკვდები ნეტავ
-ან ხომ არ მიდიხარ სადმე?

ანიაც ამოვიდა
-ჰა რა ხდება, როგორ ჩაიარა მღელვარებამ, რა გადაწყვიტე ?
-ივაც ამას მეკითხება, მაგრამ არ ვიცი ჯერ
-მგონი უნდა გარისკო და უარი თქვა
-არ ველოდი შენგან მსგავს სიტყვებს
-მე დავთანხმდებოდი, მაგრამ შენთვის მგონია რომ ჯერ ადრეა, შენ ცოცხალი ცხოვრებით უნდა იცხოვრო, უნდა წერო, იმღერო, იარო მატჩებზე, შენ თუ კარგად იქნები, ჩვენც კარგად ვიქნებით, რადგან გვიყვარხარ და ყელშია შენი პირქუშობა უკვე
-ვნახოთ...


წავიდნენ

დარჩა მარტო
ადამიანი მაინც მარტოა მაშინ, როცა იღებს გადაწყვეტილებას, მარტო იმ გაგებით, რომ თავად აგებს პასუხს თავის არჩევანზე...

ტელეფონის გამორთვა
ბორჯომის ხეობაში წასვლა
დაფიქრება
ტელეფონის არ ჩართვა
თბილისი
აეროპორტი
ბილეთი
და 
გზა 
უკან...

გზა
მუსიკა
სასმელი ცოტა
ისევ ის აეროპორტი
მერე მატარებელი
და ირლანდია

”იქნებ მღერის დღეს, იქნებ ჯერ კიდევ მღერის, ან იქნებ არ ღირდა ეს სიგიჟე, ამას სანამ არ გავაკეთებ, არ ვიცი ღირდა თუ არა”

პაბი
ინსტრუმენტები ადგილზეა
ხალხიც არის პაბში
ანუ მღერის

გამოდის ნინია და მღერის, ანდრია შორიდან უსმენდა, ჯერ კიდევ შეიძლება უკან დახევა, მაგრამ ახლა არა, მთავარია ახლა მეყოს ძალა...
დაამთავრა ნინიამ სიმღერა და მიდის ბარისკენ, ტეკილას სვამს სიმღერის შემდეგ

-ნინია
-ვაიმე დედა, რა ხდება, აქ რა გინდა ???
-ნინია
-თქვი ადამიანო, მოხდა რამე ?
-გათხოვდი უკვე?
-არა, მაგრამ უნდა გავთხოვდე (სახე შეეცვალა)
-მოკლედ
-რა მოკლედ, აღმოთქვი რა გინდა ?
-ჩამოვედი, რადგან არ მინდა ჩემი თავი შენს გარეშე
-გააფრინეეე
-კი
-ოოო
-რა ოოო ?
-ოოო...


წლები ?
გავიდა ერთი
არა, აშკარად ორი

-ნინია რომელზეა ფრენა ? 
-10-ზეა, ბავშვის ტანსაცმელი ჩავალაგე მხოლოდ და მგონი ვერ ვასწრებ ჩემს საქმეებს, არ მჯერა რომ თბილისს ვნახავ
-მე სამსახურში ვარ, შეხვედრაზე შევდივარ ახლა და დაგხვდები აეროპორტში
-ერთი სული მაქვს, გვენატრები ორივეს...


გადაწყვეტილებები, არჩევანი ცხოვრებაში, თავისუფლები ვართ, მაგრამ ახლავს პასუხისმგებლობა ამ თავისუფლებას და სწორედ ეს არის საინტერესო, ხანდახან გვგონია რომ რაღაც ალოგიკურია, მაგრამ ის არის ხოლმე სწორი, ხან პირიქით...

ანდრიას ხასიათი ვეცადე მიმემსგავსებინა იმ ადამიანისთვის, რომელსაც არც კი ვიცნობ წესიერად, ”გამარჯობა” პირისპირ სულ რამოდენიმე დღის წინ ვუთხარი, ნუ ვხედავ ხოლმე, ვხედავდი ადრეც...
ისეთია, სევდიანია, სერიოზულიც და თითქოს არის მას და ანდრიას შორის მსგავსება...
ხან რის გამო დაწერ, ხან ვის გამო, შეიძლება ყავას სვამდე და ამან იმოქმედოს და დაგაწერინოს, შეიძლება მეგობრის ისტორიამ იმოქმედოს, ან სულაც უცნობის გმირობამ...
მთავარია იყო გულწრფელი იმაში, რასაც აკეთებ და დანარჩენი?
დანარჩენი ალბათ იქნება კარგად
ხანდახან ცუდად
მაგრამ ბოლოს მაინც კარგად
ასე მჯეროდა
და ახლაც ასე მჯერა...

სიცოცხლის აზრი სიყვარულის სწავლაშია...
ჩემთვის ასეა
და მე ვარ ბედნიერი
და მინდა რომ თქვენც იყოთ...
 
 

Saturday, May 18, 2013

”8 დღე დარჩა, მინდა კიდევ 8 იყოს, მერე კიდევ 8 და როცა გავიფიქრებ 8 დღეა დარჩენილი, ვინმემ მითხრას რომ ამ 8-ის გარდა, კიდევ 8 არის დარჩენილი, ასე ვიფიქრებ, რომ ამ ქვეყნიდან მინიმუმ 8 დღე არ წავალ და ავტომატურად შენს გვერდითაც 8 დღე ვიქნები

-ყოველთვის ზუსტად გადმოსცემ აზრს, ანუ ამბობ იმას, რასაც ფიქრობ და სჯობს ახლა გკითხო, რას ფიქრობ ჩემს სიმღერაზე ?
-ხომ იცი, რომ არ მომწონებოდა პირდაპირ გეტყოდი, მაგრამ ძალიან მომეწონა დღესაც და მომწონდა წლების წინაც
-ანუ გავაგრძელო?
-რა თქმა უნდა, სანამ გექნება ძალა და სანამ იქნება სურვილი, უნდა იმღერო
-არ გინდა აქ რომ გადმობარგდე, სამსახურს ეგრევე გიპოვი, ვიმღერებთ ერთად, სპორტულ ჟურნალში ჩაგრთავ და რა ვიცი
-არ შემიძლია ნინია, სამშობლოში უნდა ვიყო, შენ არ იცი რა ხდება იქ, ყველა თუ წავედით, ვინ გააკეთებს იქ საქმეს, ჩამუქებულია ყველაფერი, ხალხი არ იღიმის, თუმცა მე ვის ღიმილზე რას ვამბობ, თავადაც პირქუში ვარ
-ეგეთი იყავი ყოველთვის, მაგრამ ბოროტი არ ყოფილხარ არასდროს, ყოველთვის სამართალს ეძებდი, მე იქ ვერ ვნახე ეს და წამოვედი აქ
-აქ ნახე ?
-აქ ვნახე ის, რომ ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს, უხარიათ ერთმანეთის წარმატება, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ შოტლანდიელი, ეს არასდროს მიგვრძნია, მიმიღეს როგორ მათი შვილი, მათი მეგობარი, ადამიანი, რომელიც სუნთქვას, უყვარს, ჭამს, სიცხე უწევს, ეშინია და ასე შემდეგ და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ თავი კარგად მეგრძნო, გამეცნობიერებინა რომ არ ვართ რობოტები, გვაქვს გული და ამ გულში ნამდვილი გრძნობები
-მინდა მეც იგივეს ვგრძნობდე, მაგრამ ცარიელი ვარ თითქოს, ამ წუთას არა, მაგრამ მოგწყდები შენ და მოვწყდები ამ დაუვიწყარ ქვეყანას და ვიცი მოვა სიცარიელე, რომელსაც ვერ ავსებ, ცდილობ, მაგრამ არ გამოგდის და ეს მძიმეა, სიცარიელე თითქოს მსუბუქი უნდა იყოს, მაგრამ ის ყველაფერზე მძიმეა
-ვიცი ეგ გრძნობა, მაგრამ აღარ მეცნობა, რადგან გავუშვი ერთ დროს და აღარ დაბრუნებულა
-ამ პარკში ჯდომა, ეს ლუდი და შენ, ეს გიტარა და ეს ყველაფერი მინდოდა მქონოდა ცხოვრებაში, ახლა მაქვს, მაგრამ უნდა დავკარგო, ბედნიერება წამიერია ამ დედამიწაზე და ვერ იქნება უსასრულოდ
-შენ არც მაშინ გადადგი ეს ნაბიჯი და არც ახლა გადადგავ, ეს ყოველთვის ვიცოდი და ამიტომ მივეცი თავს უფლება, რომ შემყვარებოდა სხვა, შოტლანდიელი ბიჭი, რომელიც ახლა გერმანიაშია მივლინებით
-ზუსტად ვიცოდი, რომ იყო ვიღაც შენს ცხოვრებაში, სხვანაირად არც უნდა იყოს, შენ იმსახურებ ბედნიერებას, მე ვერ გამიძლებ, ამ სიმძიმის ტარება არ გჭირდება შენ, ეს მარტომ უნდა ვატარო
-მე მინდოდა მისი ტარება, მაგრამ შენ არ მომეცი ამის ნება და ძალით არაფერს გავაკეთებდი
-ვიცი ნინია, ჩვენ არასდროს გვილაპარაკია ჩვენს გრძნობებზე, მაგრამ შენ იცოდი რომ მიყვარდი, მეც ვიცოდი იგივე შენზე, მაგრამ ხანდახან ეს არ არის საკმარისი
-ვიცი და მე ვისწავლე ამ ყველაფრით ცხოვრება
-გათხოვილი ვერ წარმომიდგენიხარ
-ვერც მე წარმომიდგენია საკუთარი თავი, მაგრამ უკვე კაბაზე დავრბივარ და როგორც ადრე წარმომედგინა ჩემი ქორწილი, ზუსტად ისეთი იქნება, სტადიონზე, სიმწვანე, კაბა მუხლს ქვემოთ, მაგრამ არა კოჭამდე, თმაში ნამდვილი ყვავილები, მაგრამ გვერძე სხვა ბიჭი
-ნინია, ასე სჯობს
-ვიცი, თან ძალიან კარგად...

დაემშვიდობა
აი ისე, როგორც ხდება ხოლმე, თითქოს ხვალ რომ უნდა ნახო, მაგრამ ზუსტად რომ იცი, რომ ეს ხვალ შეიძლება აღარ იყოს, ან იყოს 10 წლის შემდეგ, ან აღარ იყოს საერთოდ, რადგან შეიძლება აღარ მოვიდეს ეგ ”ხვალ”

დაბრუნდა შოტლანდიაში
ჩაწერა ინტერვიუები
დაიწერა სტატიები
იყო ინგლისშიც

სუვენირები იყიდა თითქმის ყველასთვის
ბებოს უყიდა თბილი ხალათი, ფუმფულა, რადგან ბებია სითბოსთან ასოცირდება...
და წიგნები მხატვრობაზე სოფოსთვის
თაკოსთვის ფოტოაპარატი, ბოლო ფული ამაში დაიხარჯა, მაგრამ არ გრძნობდა სიცარიელეს, როცა ვინმეს რამეს ჩუქნი, თითქოს შენ ივსები და ხდები ბედნიერი...

გზა
უკან
იქ
სადაც არის შენი ადგილი, შეიძლება არც არის, მაგრამ მაინც ბრუნდები და ეს არის მთავარი...

ჩამოვიდა ჩუმად, არავინ დახვედრია, სახლში ჩუმად შევიდა, ყველას ეძინა, საჩუქრები ოთახებში დაულაგა ყველას
დაწვა
ფიქრობდა, ფიქრობდა, მერე ფიქრობდა ძილზე და ამ დროს უფრო რთულია დაძინება
ბოლოს მოდის ძილიც...

საჩუქრებით ყველა მიხვდა, რომ ჩამოვიდა, სოფო უკვე ლოგინზე იყო ამომხტარი და ეხუტებოდა ანდრიას...
როცა ოჯახიდან ვიღაც მიდის, სახლში დაბრუნებული სულ ეძებ, გგონია რომ დაგხვდება, მაგრამ ის იქ არ არის და გიჩუყდება გული, ეძებ, ელოდები, გგონია რომ გაიღება კარი და შემოვა, გადის დღე, ორი დღე, სამიც, გადის ერთი კვირა, ორიც...

ასე გავიდა ამ ოჯახშიც...
-სოფ რომელი საათია ?
-7 ხდება, დაიძინე კიდევ
-არ მინდა, უნდა ავდგე...

ფიქრნი:
7 საათზე გადის სარბენად, უნდა დავხვდე, მიყვარს რომ კივის ხოლმე მოულოდნელობისგან, ისე უხარია ხოლმე მსგავსი ამბები, მერე ჩემზეც გადმოდის მისი სიხარული...

ანია 6 საათზე დგება, მიაჩნია რომ დღე უნდა დაიწყო დილით, თან ფიქრობს, რომ ასე მეტი დრო აქვს სიცოცხლისთვის, საქმისთვის, ძილს ორგანიზმი ითხოვს და ამიტომ იძინებს, თორემ არ დაიძინებდა ალბათ...

მუსიკა ყურებში
დილა
სიცივე რომ ახლავს, შეგრძნება რაღაც ახლის
ჩამოირბინა კიბეები
ანდრია ახლოს იდგა, მაგრამ ისე, რომ არ შეემჩნია, გაყვა უკან, მირბის, მისდევს...
ბოლოს მოკლე გზით გადაუჭრა გზა...
მირბის ანი და ხედავს მორბის ვიღაც ბიჭი, უჭირავს დიდი ფოტოაპარატი და უღებს ფოტოებს...
უყურებს და მირბის
მირბის და უახლოვდება
ანდრია ვაიმეე
კივის
ეხუტება

-გული გამისკდა, კინაღამ დავეცი, ვერ ხარ
-ეს შენ
-ვაიმეე
-რა ვაიმე ?
-ცუდად ვარ, რა მაგარია...
-მიხარია რომ დავბრუნდი
-იმედია დიდხანს გაგყვება ეგ სიხარული
-იმედია...

სამსახური 
ყველა ელოდებოდა ახალ ამბებს, შეკრებილები არიან ერთ ოთახში 
ყველაფერი ინგლისური და შოტლანდიური ფეხბურთის შესახებ
ფოტოები
ინტერვიუები
მოგონებები
შთაბეჭდილებები
საქმე ბევრია...

 მესიჯი ივასი
”გველის წიწილავ, ანიასგან უნდა ვიგებდე რომ ჩამოხვედი, მომენატრე ღვარძლიანო და დღეს საღამოს ჩემთან, ყველა მოვა და იმედია იკადრებ მოსვლას”

წაიკითხა, გაეცინა და მიხვდა რომ თბილისშია, თავის ქალაქში, ხანდახან მოწყენილში, ხანდახან მუქ ფერებში რომ არის ხოლმე გამოწყობილი, მაგრამ ხანდახან ძალიან მხიარულიც,მაგრამ მთავარია რომ უყვარს ეს ქალაქი, უყვარს სამშობლო, რომ არ უყვარდეს, დარჩებოდა შოტლანდიაში, იცხოვრებდა უკეთესს პირობებში, მაგრამ სიყვარულისთვის ვთმობთ, გვინდა რომ დავთმოთ და ამ დათმობით ვართ კარგად...


ვებრძვით ერთმანეთს ყოველ წამს, ვაკეთებთ რაღაცას, ხანდახან ბევრ რამეს ერთმანეთის ჯინაზე, მერე ვნანობთ, ვცდილობთ გამოვასწოროთ, მაგრამ უარესს ვაკეთებთ...
გაბრაზებულ ადამიანს რომ ჰქონდეს გაჩუმების, თუნდაც წამით გაჩუმების ძალა, ბევრ კონფლიქტს ავიცილებდით თავიდან, მაგრამ ყველას უნდა თავისი სიტყვის თქმა და არ აინტერესებს შედეგები...

სამშობლო გინდა იყოს ბედნიერი, მაგრამ ადამიანები თუ არ იქნებიან ბედნიერები, მიწა ხომ არ დაიწყებს სიცილს, ადამიანები ქმნიან შენი ქალაქის განსაკუთრებულობას...
ყველა თუ დაფიქრდება, თუ ერთხელ მაინც ეცდება,  მეორე მხრიდან შეხედოს მოვლენას, ხანდახან ცოტა ობიექტურად შეაფასოს მოვლენები, ამოუდგეს გვერდში იმას, ვისაც უჭირს ახლა, ხანდახან ულხინს, მაგრამ სჭირდება გვერდში დგომა, უნდა რომ გიხაროდეს მისი სიხარული...

-მე მიხარია ის, რომ შენ ხარ კარგად
-მე სულ ვნერვიულობ შენზე, რადგან მეშინია არ გამორჩეს რამე, შემთხვევით ცუდად არ იგრძნო თავი და მე ამ დროს არ ვიყო გვერძე, ამიტომ სულ ვფიქრობ შენზე...

 

Thursday, May 16, 2013

-მოაწერინე ხელი, ახლოს ხარ
-ბევრი ხალხია, არ მიყვარს შევარდნა და გადაჯეგვა საზოგადოების
-მომეცი კალამი...

-აი შენ ბაბუს ხელმოწერა, შეინახე მაგრად :))
- როგორ მოახერხე, რა მაგარია, ეს დღე არასდროს დამავიწყდება
-საღამომდე ვიყოთ აქ და მერე უნდა დავბრუნდეთ, ხვალ ვმღერი პაბში
-და მე მოვდივარ აუცილებლად
-ხო, შენს გარეშე არ გამოვა...

ქვეყანაშია, რომელიც უყვარდა ბავშვობიდან, მაგრამ რატომ უყვარდა, ზუსტად არ იცოდა, ამოჩემებასავით იყო, ეს ამოჩემება ქვეცნობიერში იქცა მიზნად და ახლა აქ არის, არ ახსოვს სხვები, არც მეგობრები, არც მშობლები, ფიქრობს მხოლოდ აწმყოზე და აანალიზებს იმ წამებს, რომლებიც ხდება ახლა და არა იმას, რომელიც ჩავლილია, ან რომელიც უნდა იყოს...
  ნინია ირლანდიაში წავიდა, ანდრია შოტლანდიაში...

შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს უნდა შეხვდეს და მომზადება ესაჭიროება, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის შესახებ ყველაფერი მასზე უკეთესად ეცოდინება...

შეხვედრა სასტუმროს რესტორანში შედგა, რომელსაც არაფორმალური სახე მიეცა და მთლიანობაში ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა...
ანდრიამ მიიღო საჩუქარი, იშვიათი წიგნი შოტლანდიური ფეხბურთის შესახებ, თავადაც აჩუქა წიგნი, ქართული ფეხბურთის შესახებ, ისაუბრეს 1981 წლის მატჩის შესახებ და იხუმრეს ლივერპულზე :))
 დალიეს ცოტა და მომავალი თანამშრომლობის პირობაც დადეს...

დადის ედინბურგში, იღებს ყველაფერს, რაც გადასაღებია და ხანდახან რაც არ არის, თუმცა რადგან იღებს, ანუ ღირს...
შედის კაფეში
იღებს ლუდს
და შედის ინტერნეტში, აგზავნის მეილს უფროსთან...

”ყველაფერმა კარგად ჩაიარა, როგორც ვვარაუდობდი, მაგრამ აღარ მინდა აქედან წამოსვლა, აქ დავრჩებოდი სამუდამოდ, მაგრამ ამას ახლა ვფიქრობ ალბათ და შეიძლება ერთი კვირის შემდეგ გადავიფიქრო...
ფერგიუსონის გაცილებასაც დავესწარი და ერთ კარგ სტატიას ვამზადებ ამის შესახებ, სიცოცხლე ჩქეფს აქ, თითქმის ყველას უყვარს სპორტი და  ყველა ბედნიერია ამ თემაზე საუბრით, იგებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, განათლებულია ხალხი ამ სფეროში...
დადეგმილი მაქვს შეხვედრები შოტლანდიელ ფეხბურთელებთან და ვიცი, ეს უფრო დიდ აღფრთოვანებას შემოიტანს ჩემში...
ირლანდიაში მივდივარ საღამოს, ვეცდები იქიდანაც წამოვიღო ეგრეთწოდებული "inspiration"...
be online...

არ გბეზრდება სიარული ახალ ადგილებში, არ იღლები, თითქოს გინდა მოასწრო ყველაფრის ნახვა, ძილი როგორც ასეთი აღარ გახსოვს, გინდა რომ იყო ცოცხალი, გქონდეს ენერგია და იარო, იარო...

ანდრიას მთის მიმართ აქვს არაედკვატური დამოკიდებულება, საქართველო ფეხით აქვს შემოვლილი, მარტოც უვლია, მეგობრებთან ერთადაც, ამიტომ სიარული არ ღლის, თან როცა სიარულს, რაღაც ახლის აღმოჩენის წინაპირობა აქვს საფუძვლად...

მეილი ნინიასთვის
”დუბლინში ვარ უკვე, შენც ალბათ სადღაც აქ ხარ, ძალიან მომწონს, საღამოს მოვალ შენს მოსასმენად, მანამდე ვივლი, უნდა მოვასწრო ყველაფრის ნახვა, ზუსტი სახელწოდება მომწერე პაბის, სადმე სხვაგან რომ არ მივიდე და სხვას არ მოვუსმინო შენს მაგივრად...
საღამომდე...

”ვიფიქრე ვერ მოასწრებდი ჩამოსვლას, ახლა ცოტას ვღელავ, კრიტიკული არ იყო რა...
აი, მისამართიც და სახელიც...
გელი...

ღამეა
10 საათია
მიდის პაბისკენ
თან ფეხს რომ უჩქარებ შიგადაშიგ
მალე რომ გინდა მისვლა, თან რომ ღელავ და რომ არ იცი რატომ, ბედნიერების შეგრძნება რომ გაღელვებს, გინდა წამოიყვრო, მაგრამ თავს იკავებ და ეს ყველაფერი ფეხის აჩქარებაში გამოიხატება, უჩქარებ ფეხს, სინამდვილეში კი, ყვირი შიგნიდან
მაგრამ ეს ბედნიერების ყვირილია
ამიტომ შეიძლება
ხანდახან რა მოხდა
თან ხომ არ ყვირი,
მხოლოდ ფეხს უჩქარებ...

შედის
მაგიდა ბენდთან ახლოს, ჯერ არ ჩანს ნინია
იღებს ლუდს
პაბი სავსეა
მოდიან ადამიანები, სხდებიან შენს მაგიდასთან, ეს მიღებული ამბავია იქ, პირიქით გიხარია, თავს კარგად გრძნობ, არანაირი შექმნილი ჩარჩოები ურთიერთობებში :
გიხარია -გამოხატავ
გწყინს - გწყინს
გიყვარს - გიყვარს
გინდა რამის კითხვა, ეკითხები
ყველაფერი ბუნებრივია და ეს ახლოა ანდრიას სულთან, რადგან თავად ასეთია და ამიტომ უჭირს ხოლმე საქართველოში, იქ ხშირია დადგმული ურთიერთობები, ადამიანები ამბობენ იმას, რასაც არ გრძნობენ და გრძნობენ იმას, რასაც არ ამბობენ...

ბენდი სცენაზეა...
ვერ ხვდები, ბენდია სცენაზე მარტო, თუ მაყურებლებიც იქ არიან
ერთობაა
მაყურებელს უყვარს მუსიკა
ბენდსაც უყვარს
ამ ერთიანობაში, იქმნება რაღაც საოცარი გრძნობა...

ძველი სიმღერით დაიწყო, საკმაოდ ძველით, ერთად დაწერეს ერთ დროს...
სიტყვები მოდის ნინიასგან და ამ სიტყვების ჟღერადობა
მიდის ანდრიას ყურამდე, მერე გულამდე...
მერე ანდრიასგანაც იგივე სიტყვები გამოდის, ამას ეწოდება ”აყოლა” ჩვენებურად...
უცინის
ის სცენიდან იცინის...

წყდება მუსიკა და მხოლოდ ნინიას ხმა :
”აქ ჩემი ადამიანია, ჩემი სამშობლოდან ჩამოსული...
ანდრია, გთხოვ მოხვიდე მიკროფინთან და ვიმღეროთ, იცი რომელი ?
აი ის, პირველად რაც ვიმღერეთ
”The town I loved so well"
დგება
ტაში
მიდის და თან ვერ გრძნობს რომ მიდის, თითქოს ერთ ადგილზე დგას...

ერთად სიმღერა განსხვავდება, ერთად ლაპარაკისგან
როცა ადამიანები ერთად ლაპარაკობენ, გამოდის ქაოსი, მაგრამ ერთად სიმღერა ქმნის რაღაც განსაკუთრებულს, ჰარმონიას, რომელიც გინდა სულ იყოს...
ჯერ მუსიკა არ იყო დამთავრებული, მაგრამ ვერ მოითმინა ნინიამ და ჩაეხუტა
”ასე გულით პირველად ვიმღერე, ამდენი წლის შემდეგ”
”ნინია გაჩერდი, თორემ ვეღარ წავალ ამ ქვეყნიდან”

 ადამიანები ქმნიან სამშობლოს...
თუმცა ხანდახან, ერთი ადამიანის გამო შეგიძლია ადგე და წახვიდე, წახვიდე იქ , სადაც ის არის, რადგან მხოლოდ მის გვერძე გრძნობ სამშობლოს, მხოლოდ ის ერთი ატარებს გულით და ატარებს ნამდვილად...
გადახვეწილია სადღაც შორს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ უკეთესი დაბრუნდეს თავის სამშობლოში...

წამები ქმნიან დღეებს...
ერთი გამარჯობა ქმნის ურთიერთობას, ნამდვილი გამარჯობა...
ერთად მოსმენილი სიმღერა, თან როცა იცი, რომ ოროვე უსმენთ, დგახარ ბენდთან, ის მოშორებით, მაგრამ მაინც ამ ერთ სიმღერას უსმენთ და ხვდები რომ უსმენთ და ანუ ამ წუთში, ამ სიმღერის დასრულაბამდე ხართ ერთად...
არ მორჩებოდეს ეს სიმღერა რა...
მისამღერი კიდევ ერთხელ იმღეროს...
რადგან თუ მორჩება ეს სიმღერა, მორჩება ეს ერთობაც...

ხანდახან არ ვიცნობთ ადამიანებს, მაგრამ ახლოს ვართ მათთან...
ხანდახან ახლოს ვართ ადამიანებთან ფიზიკურად, მაგრამ სულიერად არანაირი კავშირი...
შეხვედრის ადგილი მაინც გულია
აქ იქმნება ნამდვილი ურთიერთობები...
გადის
შენ შედიხარ
დგება
შენ ჯდები
იცინის
შენ მოწყენილი ხარ
არ ემთხვევა არაფერი
მაგრამ გულში არის კომფორტი, იმ გაგებით, რომ იქ ცხოვრობს და შენ კარგად ხარ, მისი იქ ცხოვრებით...
ადამიანები ცხოვრობენ ერთმანეთის გულებში და თავს კარგად გრძნობენ იქ...


Monday, May 13, 2013

-გაგაცილოთ?
-როგორც გინდათ, ივას მივყავარ აეროპორტში და თქვენც თუ არ დაგეზარებათ, წამოდით
- რა თქმა უნდა არ დაგვეზარება, არა, შეიძლება დაგვეზაროს, მაგრამ მაინც გვინდა რომ წამოვიდეთ, ძილის მოკლება ადამიანის გამო, რომელიც გვიყვარს, ჩვენ ხომ სულ იმას ვამტკიცებთ, რომ ადამიანებს იმ შემთხვევაში უყვართ ერთმანეთი, როცა რაღაც კარგის დათმობას გადაწყვეტენ ერთმანეთისთვის
-ანია, არ შემიძლია შენი მიდგომები, არაფერს ტოვებ უყურადღებოდ, გინდა ყველაფერი კარგად და სწორად გააკეთო, არ გბეზრდება ასე ცხოვრება ?
-პირიქით, ყოველ დღე, როცა ვიღვიძებ ვფიქრობ და მიანტერესებს, შევძლებ თუ არა რამე კარგის გაკეთებას
-კარგი წავედი, ჩავლაგდები, კიდევ რაღაც საქმეები მაქვს და საღამოს გელოდებით
-მიდი და მოვალთ...

საღამოს ყველა ანდრიასთან იყო, ბებიაც გამოვიდა მის ოთახში, მღეროდნენ, ცოტას სვამდნენ, ანი ფოტოებს იღებდა...

დროა, გასვლის დროა

-ბე, რომ ჩამოვალ დამხვდი იცოდე?
-ვეცდები, მინდა რომ დაგხვდე, მაგრამ ხასიათს ნუ გაიფუჭებ ჩემს ავადმყოფაზე ფიქრით, შეირგე შოტლანდია, მახსოვს ბავშვობიდან როგორ გინდოდა წასვლა, ისიც მახსოვს, გლობუსზე სულ შოტლანდიას ეძებდი ხოლმე, ამიტომ გამოიყენე ეს წამები კარგად ყოფნისთვის
-ვიფიქრებ შენზე
-მე შენზე

მერე გაცილებაც იყო
ანისკენ გახედვაც
მერე თვითმფრინავში ასვლაც 
და აფრენაც იყო
და დაფრენაც...

გამოდის აეროპორტიდან, ეს ის შეგრძნება არ არის, რაც შენს ქვეყანაში ჩასვლის დროს გეუფლება ადამიანს, ეს არის რაღაც ახლის, ოდნავ საშიშის, მაგრამ იმდენად კარგის შეგრძნება, რომ ეს შიში გავიწყდება...

გარეთ დახვდნენ
მიიყვანეს სახლამდე
და მერე დაიწყო 2 კვირა, რომელიც უნდა შედგეს, თან ძალიან კარგად...

პაბში ზის და სვამს ლუდს, ზის შოტლანდიელებთან ერთად, საუბრობენ ფეხბურთზე, ცხოვრებაზე, ფეხბურთის მნიშვნელობაზე ცხოვრებაში, სადღაც შორიდან, ანუ ბარის შიდა რეზიდენციიდან ისმის გოგოების ხმა, ვიღაცის სიცილს ამსგავსებს, მაგრამ თან ვერ იხსენებს, ისევ ესმის ხმა

”ხვალ აღლუმია, დილიდან მივდივარ მანჩესტერში, უნდა ჩავუსწრო, გუშინ სამსახურის საქმეებზე დავრბოდი და ვერ წავედი, აღლუმს უნდა დავესწრო”

ნუთუ ის არის
დგება და შედის შიგნით
ხედავს მას, ნინიას, ამდენი წელი გავიდა და ხვდება შოტლანდიაში, ეს რომ სადმე წაეკითხა, ხომ არ დაიჯერებდა

-ჰაჰაჰაჰაჰა, ნინიაააააააააააა
 იხედება, გრძელი თმა აქვს, რომ გიყურებს, ხვდები რომ მიზანს ყოველთვის აღწევს ცხოვრებაში
-ანდრიაააააააააააააააა, რა ვქნა რა გავაკეთო, უნდა წამოვხტე ხო ?
-ხოოო, აშკარად
 5 წუთი კიოდნენ
იცინოდნენ
ტიროდნენ
ურტყამდნენ ერთმანეთს

მერე გააერთიანეს მაგიდები და დილამდე ვერ მოწყდნენ ერთმანეთს...

ნინია 5 წელია შოტლანდიაში ცხოვრობს, მუშაობს, თავიდან გუნდის გამო დაისახა მიზნად ბრიტანეთი, საბოლოოდ კარგი სამსახურიც იშოვა, მაგისტრატურაც დაამთავრა, მანჩესტერიდან შორს ცხოვრობს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რომ ხშირად იყოს თავისი გუნდის გვერდში
ანდრიას ერთ-ერთი შოტლანდიური პროექტიდან იცნობს, მაშინ ალბათ 18 -19 წლის იყვნენ
ჰქონდათ მსგავსი ინტერესები, საუბრობდნენ საათობით, ჩუმად ისხდნენ ხოლმე ხშირად, მაგრამ იყვნენ პატარები, ახალ ნაბიჯებს დგამდნენ ცხოვრებაში
ნინია ეხვეწებოდა რომ ერთად წასულიყვნენ სასწავლებლად, მაგრამ ანდრიას დაეზარა, გადაიფიქრა, თუ რა იყო, არავინ იცის, არ იყო ალბათ მზად...

უკვე თენდებოდა
სეირნობდნენ ფეხით, სადგურამდე არ იყო დიდი მანძილი დარჩენილი

”5 წელი გავიდა, რაც წავედი, გახსოვს გითხარი, შოტლანდიაში შევხდებით მეთქი, ძალიან მეწყინა, რომ არ წამოხვედი, რომ არ გადადგი ეს ნაბიჯი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე ჯობდა, შეიძლება ერთად რომ წამოვსულიყავით, არც გამოგვსლოდა არაფერი, შენს ბლოგს ხშირად ვკითხულობ და ვამაყობ შენით, ადრეც კარგად წერდი და ახლა საერთოდ, გახსოვს ღამეებს რომ ვათენებდით, შოტლანდიის ფეხბურთის შესახებ ყველაფერს რომ ვიკვლევდით, რამდენს ვკითხულობდით, არქივი რომ გქვქონდა ვიდეოების და სულ რომ ვჩხუბობდით მანჩესტერის და არსენალის დაპირისპირებაზე
წამომყევი რა აღლუმზე? ”

-მოვდივარ ვერ ხედავ? ამას ვერ გამოვტოვებ, არ მჯერა რომ შენ ხარ, ისევ ისეთი ხარ, მაგრამ აქცენტი გაქვს უკვე აშკარად

-აჰაჰაჰჰაჰა, გახსოვს აქცენტს რომ ვამუღამებდით? ყველაფერი ამ წლებში იყო, ამ წლებმა მომცა მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, უკვე 5 წელია ვიღწვი

-მერე არ მიაღწიე ?
-კი, მაგრამ მე შენთან ერთად მინდოდა ამ ყველაფრის გაკეთება
-ვიცი, მაგრამ არ იყო მაშინ ამის დრო, მერე საქართველოში ვინ დარჩებოდა, ადამიანები თავის სამშობლოში უნდა იყვნენ და იქ უნდა მიაღწიონ იმას, რასაც დაისახავენ მიზნად
-თითქმის ერთ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ სხვადასხვა ადგილას
-მართალია... 5 წელი არანაირი კონტაქტი, არც ინტერნეტში, არც ტელეფონით, ასე გაბრაზდი მაშინ ?
-კი, ძალიან მიჭირდა, სულ მეტირებოდა, მაგრამ მეგონა რომ ეს შენი მიზანიც იყო და შენს მაგივრადაც დავიწყე ამის შესრულებისთვის თავის გადადება, ახლა ვმუშაობ ჟურნალში, სპორტულში რა თქმა უნდა, კიდევ მაქვს რაღაც პროექტები, უი, ვმღერი პაბში, ირლანდიაში ოღონდ :))
-მართლაა ??? ვახ როგორ მიხარია, ვიცოდი რომ ამას შეძლებდი, მენატრებოდა შენთან ერთად სიმღერა, ახლაც როცა რამე ახალს ვწერ, მგონია რომ მეორე ხმას მაძლევ, თითქოს ჩამესმის ხოლმე...
-ჩქარა ვიაროთ, ბილეთები უნდა ავიღოთ
-არ მჯერა, შენს ფერგის ერთად ვაცილებთ
-ანდრია
-რა იყო ?
-გაგიჟებული ვარ ბედნიერებისგან, როგორ მიხარია რომ აქ ხარ, მაგრამ იცოდე, ფერგის წასვლაზე ბევრს ვიტირებ, იმ დღეს სტატიას ვწერდი მასზე და ცრემლებმა წალეკა ყველაფერი და დღეს ხომ საერთოდ...
-არაუშავს, მე ვიქნები ბედნიერი, იქნებ ფერგის გარეშე მაინც მოგიგოთ ხოლმე
-ჰაჰაჰაჰ :))
...

ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, ხანდახან მიდიან რისკზე, თითქოს გამოცდის საშუალებას აძლევენ ურთიერთობებს...
უჭირთ თავიდან, მაგრამ მხოლოდ თავიდან, აკეთებენ სიკეთეს და ეს აძლევს ძალას, რომ იცხოვრონ, ისუნთქონ, დაიძინონ, დაუკრან, ჭამონ, ამ ყველაფერს ძალა სჭირდება, შინაგანი მხნეობა, გულის სითბო, რომ ყველაფერი იქნება კარგად, იმ შემთხვევაში, თუ შეცვლიან თავიან მიდგომას ადამიანების მიმართ, საკუთარი თავის მიმართ, გარემოს, სამშობლოს, სხვისი სამშობლოს მიმართ...

გგონია რომ ამით მთავრდება, აი ამ დღით, ამ დღის შემდეგ აღარ იქნება კარგი დღეები, მაგრამ ასე არ არის...
იქნება თბილი დღეები
სევდიანიც იქნება
ისეთიც, როცა დაიღლები
ისეთიც, მარტო რომ მოგინდება ყოფნა...
მაგრამ მერე დაფიქრდები, ჩახვალ გულში და მიხვდები, რომ აქ არის ბედნიერება, სადღაც აქ, თითქოს შორს, მაგრამ სინამდვილეში ახლოს, შენში...

ადამიანები ?
ისინი საინტერესოები არიან, მთავარია ზედაპირულად არ მიუდგე
ხანდახან ბრაზდები, მაგრამ ეცადე ეს გაბრაზება გააგდო, ამ წამს თუ ვერ, მომდევნო წამს მაინც...
და მაინც
ყოველთვის
ეცადე წამოდგე...
მთავარი ეს ცდაა...


Sunday, May 12, 2013

დილით მაღვიძარა რომ რეკავს, რთავ და აგრძელებ ძილს, რამე რომ გიხაროდეს, აღარ გააგრძელებდი, ალბათ დაასწრებდი მაღვიძარას და მანამდე ადგებოდი, სანამ ის გადაწყვეტდა შენს გაღვიძებას...

ახელს თვალს, პირველი ფიქრი ბებიას შეეხო, რომ შევალ ცოცხალი დამხვდება? თითქოს ჩაუთქვა საკუთარ თავს, თუ ცოცხალი იქნება, დღეს ვეცდები არ მოვიწყინო...
 შევიდა ოთახში, ბებოს ეძინა, სუნთქვას დააკვირდა, სუნთქავდა, ანუ მართლა ეძინა, დროებით ეძინა და ეს არ იყო მარადიული ძილი...

-მდუმარევ, აქ ვარ ჩამოდი
-მოვდივარ
-მოხვედი ხასიათზე?
-მთავარია საქმე, შოტლანდიში ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროს და მთავარი ეს არის ახლა
-ანიმ გააფრინა?
-როდის იყო დალაგებული, დაემსგავსა  რიგით გოგოებს, ვალდებულებებით და რაღაც უაზრობების მოთხოვნით...

მერე იყო კონსულთან გასაუბრება, დიალოგი საქმეს გასცდა და ფეხბურთზე საუბრით დასრულდა, უკვე გასაგები იყო, რომ პასპორტს მალე გაატანდნენ...

-ვაა, მელოდებოდი?
-კი ძმის გულის ნაპერწკალო :))
-წავედით გიტარის ამბავზე და დღეს დავლიოთ საღამოს, თან ის სიმღერაც ჩავწეროთ

ანი ძლიერი ადამიანია, ამ სიტყვის კარგი გაგებით, არც დეპრესიაში ჩავარდნილა და არც სხვებისთვის მოუხვევია თავზე, ის ფაქტი რომ ანდრიასთან გაწყვიტა კავშირი, ფოტოგრაფია, თან შოტლანდიური ინგლისურის სპეციალისტი, მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე, მაგრამ აქვს ასევე ერთი სტაბილური სამსახურიც, სარეკლამო სააგენტოში...
ცხოვრობს ოჯახთან ერთად, მხიარული ადამიანიa, ნუ ანდრია თუ არ ცდილობს ჩაშხამებას, თუმცა არც მას გამოსდის, ჰყავთ ერთი სამეგობრო წრე, ამიტომ მაინც სულ ნახავენ ერთმანეთს...

-ანი, გადაღება 20 წუთში იწყება და სად ხარ ?
-მოვდივარ, ჩამეძინა და რა მაცვია და როგორ, არც კი ვიცი :)
-ჩქარა გელოდებიან
-მანდ ვარ 5 წუთში

ფოტოებს სახლში ამჟღავნებს ხოლმე, სარდაფში აქვს გაკეთებული სახელოსნო, შეუძლია იქ იჯდეს საათობით და აკეთოს თავისი საქმე
ახლაც ასე იჯდა, მუსიკა ჰქონდა ჩართული, ივა რომ დაატყდა თავზე
-ანიე, როგორ ხარ ?
-ვმუშაობ, შემოდი და დაისხი ყავა და მეც დამისხი რა
-დღეს სმა იწევა და არ მოხვალ ? თუ ანდრიას გამო, ყველაფერზე უარი თქვი?
-არ მაცინო, მოვალ რა თქმა უნდა, ეგეთი ადამიანი არ ვარ, ერთი ადამიანის გამო სხვები არასდროს დამიკარგავს
-და საერთოდ ეს ანდრიას შეყვარება რა პონტი იყო?
-ოოო, რა ვიცი, ძალით არ შემყვარებია, ურთიერთობაში მოვიდა ეს გრძნობა
-მგონი მაგის გამოსწორებას ცდილობ და გგონია რომ გიყვარს
-მე არავის გამოსწორება არ მიცდია და მაგით რატომ დავიწყებდი ? საკუთარ თავში ვერ გამომისწორებია რიგი ცუდი თვისებები :))
-მოკლედ საღამოს გელი რა
-რა მოვიტანო?
-ფოტოაპარატი
-მაგის გარდა
-პიცა გააკეთე შენებური
-კარგი, საღამოს ვსვამთ ტირილამდე:))

ღამემდე მოუწია მუშაობა, სანამ საქმეს არ დაასრულებს ბოლომდე, ისე არ მიდის გასართობად, მერე პიცა გააკეთა და წავიდა...

სახლიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა და ძალიან ხმამაღალი საუბრის, ფეხბურთის თემაზე ჩხუბობდნენ
შედის სახლში
ესალმება ოჯახის წევრებს
პიცა სამზარეულოში შეაქვს ჯერ
და მიდის ოთახისკენ
თან ღელავს
მაინც რაღაც გაუგებრობაა მათ შორის, მაგრამ მაინც ღიმილით შეაჭრა ოთახში

ანდრია უყურებს, ელოდებოდა მთელი საღამო, უყვარს როცა არის და ღელავს როცა არ არის, უყურებს და ფიქრობს :
”რატომ არის ასეთი ეს ადამიანი, ასეთი ფერადი, შემოდის და მოაქვს მუხტი, ან იქნებ მარტო ჩემთვის მოაქვს, რა ვიცი რას გაიგებ”

-რას დალევ ანიე ?
-ლუდს ამჯერად

დაილია ბევრი, ფოტოებიც გამოვიდა კარგი, სიმღერაც ჩაიწერა

-ჰა, ვინ რითი მიდის? 
-ტაქსებით
- მე აქვე ვარ და ჩემით წავალ

დაემშვიდობა ყველას და დაეშვა კიბეებზე, ანდრიას შეეშინდა მარტო გაშვება და დაეწია
-არ მინდა გაცილება
-არ გაცილებ, შენთან ერთად მოვდივარ მხოლოდ
-როგორც გინდა
-გამიხარდა რომ მოხვედი დღეს
-აბა რა გეგონა, სახლში დავჯდებოდი და პიჟამოთი ვივლიდი მთელი დღე, ვიტირებდი და ცხოვრებაზე ჩავიქნევდი ხელს, ჩემთვის ეგ ყველაზე დიდი სისუსტეა, ვერ ვიტან, რომ არ იბრძვიან ადამიანები, შენ არ ხარ დამნაშავე, სიყვარული აძლიერებს ადამიანს და მეც უფრო ძლიერი ვარ, შეიძლება მართლა მეგობრულად მიყვარხარ და მერევა სხვა გრძნობაში
-ანიე ვერ ვხვდები რატომ დაძაბე ყველაფერი, არ მიეცი საშუალება ურთიერთობას თავად განვითარებულიყო
-მე არ მიყვარს ტყუილი, რასაც ვგრძნობდი და როგორც ვგრძნობდი, ისე მოვიქეცი...

გაჩერდნენ ცოტა ხნით და უყურებდნენ ერთმანეთს
მივიდა ახლოს ანდრია და ჩაეხუტა მაგრად
”მინდა იცოდე, რომ სხვა ადამიანი ხარ ჩემთვის, მაძლევ ძალას რომ ვიცხოვრო და მიყვარხარ ძალიან, მაგრამ ჩემი საშინელი ხასიათიც ხომ იცი, ხანდახან მიკვირს როგორ მიძლებ შენ და ზოგადად ადამიანები, შენ საუკეთესო ნაწილი ხარ ჩემი და რომ დაგკარგო, მხოლოდ ცუდი დარჩება ჩემში?

”ანდრია, მე შენი გაძლება არ დამჭირვებია , შენთან, თუ სხვა ადამიანებთან, თუ როცა მარტო ვარ, ვარ თავისუფალი, მიხარია სიცოცხლის ყოველი წამი, მაგრამ როცა შენთან ერთად ვარ, უფრო მიხარია და მინდა ხოლმე, რომ არ გავიდეს დრო, მგონია რომ შენთან ერთად, უფრო დაჩქარებულია წამები, საათები, წუთები”

-ხვალ ვირბინოთ რა ერთად ?
-ვირბინოთ, დღეს მარტო მომიწია და ვერ ვირბინე სათანადოდ...

ავიდა ანია სახლში
ანდრიაც მივიდა შინ
და ორივე უფრო მშვიდად იყო, რადგან აღარ იყო გაუგებრობა...
შევიდა ბებოს ოთახში
ეძინა
აკოცა და მოეფერა ლოყაზე
მერე თავისი ოთახი
დაწვა
მოდიოდა ცუდი ფიქრები, აი ისეთი, სევდას და უიმედობას რომ შთაგაგონებენ, რომ გეუბნებიან, რომ ყველაფერი იქნება ცუდად, ამას ცვლიდა ანიზე ფიქრი, მისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და საბოლოოდ კარგი ფიქრები იმარჯვებდნენ და მშვიდი ძილიც მოიტანეს...

ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ სიტყვიერად, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ გამოხედვით, ისეთები, რომლებიც მხოლოდ საქმით...
ადამიანებს ხშირად ვაფასებთ გარეგნობით, იმით თუ რას ამბობს, ზედაპირულად ვუდგებით ყველაფერს, გამოგვაქვს ნაადრევი დასკვნები...
ვუბრაზდებით ერთმანეთს, მზად ვართ ამ წამს, გაბრაზების წამს, საბოლოოდ გადავუსვათ ერთმანეთს ხაზი, მერე ვნანობთ, ხანდახან არც ვნანობთ, მერე ვცდილობთ შერიგებას, ხანდახან არც...
ვაკეთებთ ცუდს, თან ვაცნობიერებთ ამას, მაგრამ მაინც ვაკეთებთ, მერე ვასწორებთ, ხანდახან ვერც
მაგრამ ვიბრძვით ბოლომდე
ვეძებთ ძალას, რომ ვიბრძოლოთ
და ეს ძალა ყოველთვის გულშია...
გარეთ ძებნას აზრი არ აქვს, თუ შინაგანად არ იქნები ძლიერი, გარედან ვერავინ გაგაძლიერებს
ამ ძალის პოვნა არის დაუსრულებელი პროცესი...
საკუთარი თავის შენების პროცესი არის საინტერესო...




 
 

Friday, May 10, 2013

 ყველამ იცით რა უნდა აკეთოთ, 2 კვირა არის დარჩენილი მთავარ ივენთამდე, ბლოგი უნდა იყოს წესრიგში და რეპორტაჟიც მომზადდეს საუკეთესოდ, ყველას თქვენი საქმე გაქვთ, რაც შეეხება შოტლანდიაში გამგზავრებას, მინდოდა ყველა გამეშვით, მაგრამ ასე არ გამოვა, ამიტომ ამოვარჩიე ერთი ადამიანი...
მოკლედ, შოტლანდიაში ანდრია წავა და აგიხსნით რატომ:
ყველაზე კარგად იცნობს შოტლანდიურ ფეხბურთს
უყვარს ეს საქმე
ნუ, არსენალის გულშემატკივარი რომ არის, ამას ვაპატიებთ :)
თან კარგად წერს, უყვარს ადამიანები და ადვილად შედის კონტაქტში...

ანდრია მწერალია, წერს თითქმის ყველაფერზე, თუმცა არის თემები, რისგანაც თავს იკავებს, მაგალითად არასდროს დაუწერია მეგობრობაზე, სიყვარულზე, მიაჩნია რომ ამისთვის საჭიროა გამოცდილება, თუმცა კარგად გამოუვიდოდა რომ დაეწერა...

-პასპორტის ამბავს მიხედე, ხვალ გელოდებიან საელჩოში და არ დაგავიწყდეს, სუვენირები ჩამოგვიტანე
-კარგი, ყველაფერი კარგად იქნება...

ადამიანების კატეგორია: თითქოს უყვართ ხალხში ყოფნა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე მოითხოვს ამას, ხანდახან ხვდები ისეთ ადგილას, სადაც არ გინდა ყოფნა, ან ფიქრობ, რომ არ არის იქ შენი ადგილი, მაგრამ არ ჩანს სხვა გამოსავალი, უმუშევრად ყოფნას, ალბათ სჯობს მოერიო თავს და იყო იქ, სადაც ხარ, ან ეძებო, ეძებო, ეძებო...
ადამიანები, რომლებიც იპყრობენ ყურადღებას, ისე უეცრად, შემოვლენ, დაინახავ, შეხედავ, თითქოს მიხვალ გულამდე და ხვდები, რომ რაღაც იქნება თქვენს შორის, რაღაც ურთიერთობა, სამსახურებრივი, მეგობრული, ან ორივე ერთად, ან იქნებ სხვა გრძნობაც, იმდენი გრძნობაა, რამდენი ადამიანიც არის...
სამყაროები დადიანი ქუჩაში, ხვდებიან კაფეებში, ხანდახან ლიფტში, მეტროშიც, ჩაივლის, გაუვლი, შეხვდები, ასე ყალიბდებოდა და ყალიბდება ურთიერთობები...

ტანსაცმელი-აქვს დატვირთვა, მაგრამ მიდგომა, რომ რაღაც მოდაშია, არის სისულელე, ეს იგივეა, რომ თქვა: ახლა ეს წიგნი უნდა წაიკითხოს ყველამ, ან ახლა სიძულვილია მოდაში, ან სიხარული და ყველამ ერთი რამ რომ აკეთოს, თან აკეთოს უგულოდ, უბრალოდ იმიტომ რომ მოდაშია რაღაც, ეს ალბათ ყველაზე დიდი ჩარჩოა, რაშიც შეიძლება ადამიანმა ჩაისვას საკუთარი თავი...

”ჰმ, შოტლანდია, ქვეყანა, სადაც სულ მინდოდა წასვლა, მინდოდა მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა, მერე ირლანდიაში გადასვლა, ყველა პაბის სტუმრობა, ყველა მატჩის ყურება, ოღონდ სხვა გარემოში და სხვა ადამიანებთან ერთად, მომეცა ამის საშუალება, მაგრამ სხვაგვარად, სხვა ვითარებაში, მაგრამ მაინც მომეცა, ან უნდა გამოვიყენო შესაფერისად, ან რა აზრი აქვს წასვლას, მთავარია საქმე მოგვარდეს და ამ ივენთმა ჩაიაროს კარგად, ოხ, როგორ მომბეზრდა ეს ფორმალობები, ეს გაწერილი საქმეები, მაგრამ უქმად ჯდომას, ისევ სჯობს დავიტანჯო, საქმე ვაკეთო...

კიდევ ერთი ფორმალობა, ანისთან დაშორება, ან რას ნიშნავს ეს დაშორება, უნდა მივიდე და ვუთხრა, ჩვენ ვშორდებით, ეს რას ნიშნავს, როგორ აიხსნება ეს ყველაფერი, არ მინდა რომ აღარ იყოს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მომავალზე ვფიქრობ, რატომ სჭირდებათ ადამიანებს ამდენი კონკრეტიკა, ვინ ვარ მე შენთვის, ვინ ხარ და ადამიანი ხარ, ადამიანი, რომელიც მაინტერესებს, რომლის დანახვაც მიხარია, არ მბეზრდება, ვეძებ კარგ თვისებებს, ამ ძებნისას ცუდსაც აღმოვაჩენ ხოლმე, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რაღაც უნდა დავარქვა ამ ყველაფერს, ან იქნებ საჭიროა”

 -ანი, ქვემოთ ვარ და ჩამოდი
-სალამი
-ოჰ, ეს ოფიციალური გამარჯობა რას მივაწერო?
-მგონი გითხარი რასაც, მომბეზრდა შენი აგდებული დამოკიდებულება
-აგდებულად როდის მოგქცევივარ, განთავისუფლდი ამ სისულელეებისგან, ეს ურთიერთობა მარტო ჩვენია და რატომ ფიქრობ რას იფიქრებენ სხვები, თუნდაც შენი მეგობრები, ვმეგობრობთ რა, ერთმანეთი ნაპოვნი გვყავს და ვართ კარგად, რა გინდა მეტი?
-ანდრია, შენ ვერ ხარ, მე მიყვარხარ შენ, ოღონდ არა როგორც მეგობარი, ვერ ვიტან, როცა მიყვები შენს გატაცებებზე, მაცნობ იმ გოგოებს, ვისთანაც ამა თუ იმ ეტაპზე გაქვს ურთიერთობა, მეზიზღება შენი ზედაპირული მიდგომა ამ ყველაფრისადმი, კონკრეტიკა არ მჭირდება, უბრალოდ ჩვენ გვაქვს განსხვავებული გრძნობა, 2 განსხვავებული რამ, შენ კარგად ხარ ჩემთან, რადგან მე მიყვარხარ და ეს აძლიერებს ადამიანებს, მე ვეღარ ვარ კარგად, რადგან მხოლოდ გავცემ და სანაცვლოდ შენ ფსევდო მეგობრობას ვიღებ, ამიტომ მორჩა
-კარგი, დაძალება ყველაზე დიდი სისულელეა ადამიანებს შორის, ამიტომ ადი სახლში და იყავი ისე, როგორც ჩათვლი საჭიროდ
-კარგად

”ვერ გავიგე რა უნდა, მეც მიყვარს, ოღონდ ჩემებურად, არ მესმის, გაუგებარია, უნდა ისე მიყვარდეს, როგორც თვითონ, მაგრამ ასე არ ხდება, მე რომ მკითხო, მე უფრო მიყვარს”

ადამიანები შრომობენ, დგამენ ”სპექტაკლებს”, იხდიან ბოდიშს, ატყუებენ ერთმანეთს, ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ მაინც სიყვარულს ეფიცებიან ერთურთს, გამოხატავენ პროტესტს, მხოლოდ იმიტომ რომ სხვებს არ ჩამორჩნენ, ხმას არ იღებენ, მხოლოდ იმიტომ რომ არ დაიჩაგრონ, კარგად იქცევიან ბედნიერ წუთებში, მაგრამ პატარა პრობლემის გაჩენისას, მზად არიან შეჭამონ ერთმანეთი, მერე აღადგენენ ურთიერთობებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ესაჭიროებათ სხვა ადამიანი, ხან კარგი საქმისთვის, ხან მხოლოდ იმისთვის, რომ დასცინონ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეიქმნან და მერე ”ბედნიერებს და ”თვითკმაყოფილებს” ეძინოთ ღამე...

ასეთ დროს ძნელია, ფარსი გაარჩიო ნამდვილისგან, გულწრფელობა ფარისევლობისგან, სიძულვილი სიყვარულისგან, ”მეგობრობა” მეგობრობისგან...
გასცემ გულწრფელობას და იღებ ტყუილს, გააგრძელე გაცემა და მოვა დრო და მიიღებ სიმართლეს...
ადამიანები ცდილობენ სხვების გამოსწორებას, მაგრამ საკუთარ თავში ერთი ცუდი თვისებაც ვერ გამოუსწორებიათ...

-ივა, ხვალ დილას გამიყვანე რა საელჩოში
-არ არის პრობლემა, რომელზე ?
-9:45 იქ უნდა ვიყო
-კარგი, სად ხარ ?
-ანისგან მოვდივარ
-რა ხმა გაქვს ?
-არაფერი რა, დამშორდა
-დაგშორდა რას ნიშნავს?
-ვერც მე ვხვდები
-მეგობრების დაშორება, ეს რაღაც საოცრებაა
-ვერ გავიგე რა, მე სხვანაირად მიყვარს, იმას სხვანაირად, აი რაღაც საოცრებას მესაუბრება და ვერ ჩავწვდი
-ააა, ალბათ ”სიყვარულის ახსნას” მოითხოვს, მერე რა პრობლემაა, წამოდი ვუმღეროთ, ეგ საქმე გამოგვდის
-სულ მაგას არ ვუმღერი ისედაც, ეს ოფიციალურად მისვლა და სიმღერა არ დევს ჩემში, არ ესმის, არც მე მესმის და მორჩა რა
-კარგი, მიდი გამოიძინე და ხვალ ახლებურად შეხედავ მოვლენებს
-გიტარის ნაწილი ჩამოვიდა და ხვალ წამოვიღოთ თან
-მიდი, მიდი, მიდი :))

სახლში რომ მოდის, ბევრს არ საუბრობს, დაათვალიერებს ყველა კარგად არის თუ არა და შედის ოთახში, მერე ვერ ითმენს გადის ბებიასთან, რომელიც ავად არის, მიდის ეხუტება და ზის მასთან ერთად საათობით, ადრე როცა თავად ხდებოდა ავად, სულ ბებია ეჯდა გვერძე, ეს ახსოვს, მაგრამ რომ არც ახსოვდეს, მაინც ასე მოიქცეოდა, რადგან უყვარს...

-ანდრიკ გშია?
-არა სოფო
-როგორ ჩაიარა დღემ?
-რა გინდა მითხარი პირდაპირ 
-წამოდი ფილმს ვუყუროთ, ან დავუკრათ რა
-ჩაის დალევს ბებია და მერე....

სოფო ვერ უვლის ბებიას, ვერ უყურებს მის ავად ყოფნას, არ უნდა რომ ეცოდებოდეს, თან ვერ ეხმარებოდეს, უძლურია თითქოს...

გაჭირვებისას, თუ კარგად ყოფნისას, როდის სჭირდება ადამიანს გვერდში დგომა, როდის უფრო საჭიროა სიყვარულის გამოხატვა, ორივე შემთხვევაში

მწუხარებისას - სიყვარულს ელიან, შეცოდების გარეშე
სიხარულისას - სიყვარულს ელიან, შურის გარეშე...
 

Monday, May 6, 2013

აეროპორტი
ადამიანები
ადგილი, სადაც ემშვიდობებიან, სადაც ხვდებიან ერთმანეთს
ადგილი, სადაც არის მოლოდინი...

-როდის ბრუნდები ?
-არ ვიცი მარიამ, მოგწერთ ხოლმე, ხომ გითხარი, ეს უფრო მიუდგომელი ადგილია და კიდევ უფრო ვიქნები მოწყვეტილი გარე სამყაროს
-თავს გაუფრთხილდი, მინდა რომ კარგად იყო
-ვეცდები, შენც კარგად უნდა იყო, ყველაზე კარგად, ეს მომცემს ძალას, რომ ვიცხოვრო
-ვერაფრით ვხვდები, რატომ შემხვდი ცხოვრებაში, რით დავიმსახურე ეს ?
-ისეთი არავინ შეგხვედრია, მე ვარ ადამიანი, რომელიც შენთან შეხვედრის შემდეგ, გახდა ცოტა უკეთესი, შენ შემოიტანე ის ნაპარწკალი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ადრე არ იყო, რომლის გარეშეც მიჭირდა ცხოვრება, ეს მუხტი დარჩება მუდამ, შენი წასვლა არ წასვლით არ დაიკარგება, ამიტომ არ იდარდო ამაზე...
-მიჭირს დამშვიდობება, მაგრამ მომიწევს
-კი, ასეა ნამდვილად...

იყო ჩახუტება ნამდვილი
ადამიანი რომ მიდის, ზურგს რომ უყურებ და რომ გგონია, რომ სამუდამოა ეს განშორება, თუმცა შეიძლება სამუდამოც არის ხანდახან, ეს არავინ იცის...

ცხოვრება გრძელდება, მიუხედავად იმისა, ვინ მოდის და ვინ მიდის, ვინმეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული შენი, ანუ ადამიანის კარგად, ან ცუდად ყოფნა, რადგან ეს არამდგრადობას გამოიწვევს ცხოვრებაში, ვინმე წავა-მოიწყენ, დარჩება-გაგიხარდება და ასე უსასრულოდ...

-მარიამ, 2 საათია გირეკავ
-არ მესმოდა
-მივხვდი, ცოტნე გველოდება, წავკისში ავდივართ დღეს და გაემზადე
-კარგი, მალე ვიქნები მზად, ხომ გამომივლი ?
-არა, მარტო გატარებ :)
-გიო
რა იყო?
-ისე, მიყვარს რომ შემოგძახებ ხოლმე :)
-მე შენ მიყვარხარ, შენი შეძახილებით, ზოგადად და ყველაფრით...

-მამიკ 
-ხო
-წავედი, ერთ კვირაში ჩამოვალ
-კარგი დრო გაატარე და შეეცადე იცხოვრო იმ ცხოვრებით, რაც ახლა არის და არა იმით, რაც იქნება, ან იყო
-ვიცი მამ, მე ვისწავლე ასე ცხოვრება და ვაფასებ ყველაფერს, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში
-გიოს მოკითხვა
-გადაეცემა :)

წერილები მოდიოდა ხოლმე
თვეში ერთხელ
წელიწადში ერთხელ
მერე საერთოდ არა
მერე სულ ხანდახან
ცხოვრება გრძელდებოდა
გრძელდება ახლაც


-იცხოვრებდი ჩემთან ერთად სამუდამოდ ?
-ახლა მგონია რომ კი და მინდა რომ სულ ასე ვიფიქრო
-თუ გრძნობა იქნება, ერთად ყოფნაც სულ იქნება
-კი, მეც ასე ვფიქრობ
-ანუ
-ანუ მიყვარხარ
-ვიცოდი რა
-ცანცარა ხარ...

 როგორი არჩევანიც იქნება დღეს, ისეთ შედეგს მიიღებ ხვალ, არასწორი ნაბიჯის შემთხვევაში, არ უნდა ელოდო კარგ შედეგს, ადამიანები ყოველ წამს დგამენ სწორ, ხანდახან არასწორ ნაბიჯს, მერე მოდის შედეგი, მერე ფიქრობენ ამაზე, ცდილობენ აღარ გაიმეორონ შეცდომა, ხანდახან ცდილობენ გაიმეორონ...
ბრძოლაა ყოველი დღე
ყოველი საათი
წამი
წუთი
შიგნით, გულში წყდება ყველაფერი, იქ არის მთავარი ბრძოლა, იქ არის მთელი სამყარო...
გულგრილი მიდგომა ადამიანების მიმართ, სიცოცხლის მიმართ - ის, რაც უნდა განიდევნოს...
ცოტა დაფიქრებაა საჭირო და მიხვდება ადამიანი, რომ ღირს წამოდგომა...
 ვიქნევთ ხელს ხშირად, ეს ”ხშირად” გადავა ”ხანდახანში”, მერე უფრო ”იშვიათში”
შენი მიდგომა, შენი დამოკიდებულებაა მთავარი...
მერე ?
მერე იქნება ყველაფერი კარგად
მაგრამ ხანდახან ცუდად ხო ?
კი, ხანდახან ეგრეც იქნება, შეიძლება ხშირადაც
მერე როგორ არ მოვიწყინო ხოლმე ?
მოიწყენ, მერე გამოიდარებ
როდემდე?
ბოლომდე
სწორი გზების ძიება, სწორის არჩევანის შედეგი, ერთმანეთის სიყვარული, სიცოცხლის სიყვარული, წამის დაჭერა, მადლიერება, გამოსწორება, გვერდში დგომა, ერთმანეთის გახარება, მოკითხვა, მიწერა, დარეკვა, უეცრად თავზე დადგომა, სიცილი, გულწრფელობა, დილით ყავა რომ გაფხიზლებს, ბედნიერებისგან რომ ვერ იძინებ და დამაძინებელიც რომ არ გშველის
ამისთვის
ბევრი სხვა ამბისთვის
სიცოცხლისთვის
ღირდა 
ღირს ცხოვრება
სიყვარულისთვის
სიყვარულის სწავლისთვის
ერთმანეთისთვის...
გულით გაკეთებული საქმისთვის
ამ წამისთვის
ამ წამისთვის სამუდამოდ <3

Friday, May 3, 2013

ორი კვირა, 14 დღე, ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ივიწყებენ ერთმანეთს, ან ახსოვთ, მაგრამ მაინც თავისთვის ცხოვრობენ, ჭამენ, სვამენ, ერთობიან, იქ ვიღაც ვიღაცის წერილს ელის, მაგრამ ის ვიღაც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ხან ახსენდება რომ პასუხი აქვს გასაცემი, ხან ძალით ივიწყებს, ის ელოდება, იტანჯება, ხან ტელეფნზე, ხან მეილზე, ხან ფურცელზე, პასუხს არ სცემს რომ არ ატკინოს გული, მაგრამ ეს მოლოდინი, ეს გაურკვევლობა ხომ უფრო მტანჯველია, ადამიანები ტანჯავენ ერთმანეთს იმისთვის, რომ თითქოს არ ”დატანჯონ”

-გამარჯობა
-სალამი ლევან, როდის დაბრუნდი?
-დღეს, სახლშია მარიამი ?
-არა, რეპეტიციაზეა
-კარგი, გავალ მაშინ იქ
-ლევან მოიცადე, შემოდი ცოტა ხნით
-რატომ, გგონიათ აქ საჩხუბრად ჩამოვედი? ასე არ არის, დაწყნარდი დავით
-კარგი, წადი მაშინ და იცოდე, რომ ეს გულქვაობის გამო არ გაუკათებია, უბრალოდ წერილებით ვეღარ გითხრა სათქმელი
-ვიცი, რომ ცუდი არ უნდოდა, უბრალოდ ცხოვრება ტანჯვად მექცა, პასუხის გარეშე ცხოვრებამ ბოლო მომიღო, ასეთი მოპყრობა მგონი არ დამიმსახურებია, რადგან მიყვარდა, ხომ არ მძულდა
-ვიცი ლევან, ვიცი
-გნახავთ მერე

თბილისი, მათი ქალაქი, ეს დაბრუნება სხვანაირი წარმოედგინა, ეგონა, აეროპორტიდან გამოსულს, სუნთქვა შეეკვრებოდა სიხარულისგან, ახლაც შეეკვრა, მაგრამ სევდისგან, ამ წამებს უკვე წელია ელოდება, მოხდა დაბრუნება, მაგრამ სხვა მიზნით, სხვა განწყობით, მაგრამ სამშობლომ მაინც ჩაიკრა გულში, თბილისში ცხელოდა უკვე, მაგრამ ძალიან არა, ჰაერი სახეზე ეფინებოდა და მოწოლილ ცრემლებს აკავებდა, თითქოს ეუბნებოდა, რომ ჯერ არ იყო დრო ტირილის...

სახლში არ დახვდა
მიდის თეატრისკენ
რამდენჯერ გაუვლიათ ეს გზა ერთად, რამდენჯერ გაუცილებია და დახვედრია დილის 4 საათზე გამოსულ მარიამს, მიუხედავად 2 დღის მორიგეობისა, ესმოდა მარიამის სიცილი, ახლა სიურპრიზი გამოსდიოდა, მაგრამ ვის სჭირდებიდა, ვის უნდოდა ეს სიურპრიზი, ან იქნებ გახარებოდა კიდეც ვინმეს, მაგრამ ისე არა, როგორც მარიამს გაეხარდებოდა, ის გრძნობა ისევ რომ ეტარებინა გულით...
მიუახლოვდა თეატრს, იქვე პატარა კაფეა, მარიამის საყვარელი ადგილია, ახსენდება პირველი დღე, როცა მასთან ერთად იჯდა ამ კაფეში, მარიამის აღფრთოვანებული საუბარი მათი ჩაის შესახებ, 3 ჭიქა ჩაი დალია და თან ლევანსაც აძალებდა...
გაახსენდა და გაეღიმა
თბილი წამები აღიმებს ადამიანს
ხან ატირებს
მაგრამ თბილად
და ცრემლიც თბილია ასეთ დროს...

შესასვლელი
ხმაური გამოდის
ხმები
და სადღაც შორს ისმის მისი სიცილი
და ხმა
”გიო ნორმალურად მოიქეცი, ამ ეპიზოდს მეასედ გავდივართ შენი სიცანცარის გამო”
შევიდე
თუ დავბრუნდე იქ, სადაც ვჭირდები ადამიანებს
უნდა გაირკვეს, ახლა სჯობს, ახლა...

ყველა სცენაზეა, რეჟისორის გარდა ჯერ ვერავინ შეამჩნევდა, ჯერ კიდევ არის დრო წასვლის, მაგრამ გაქცევა საკუთარი ცხოვრებისგან, ეს ხომ მხდალი საქციელია...

-ლევან,ლევან
-ცოტნეეეე
თითქოს მთელმა სამყარომ ჩაიკრა გულში, თუმცა ყველა ადამიანი ხომ ცალკე აღებული სამყაროა, ამიტომ ასეთი შეგრძნება, არ არის გასაკვირი
-ლევან, ნუთუ აქ ხარ, ახლა ვიყვირებ
მერე იყო ცოტნეს ხმამაღალი ყვირილი:
”ლევანი დაბრუნდა, ჩემი ლევანი აქ არის”

სანამ წინადადება მივა ყურამდე, თითქოს გადის რაღაც მანძილს, მონოლოგს კითხულობდა მარიამი და ამ წამში, თავისი სიტყვები, რომლებიც ყურში თავადაც ესმოდა, დაკარგეს ჟღერადობა, ცოტნეს ხმამ გადაფარა...

ყველამ დარბაზისკენ მიიხედა
უყურებს მარიამი და ხედავს, აქ დგას, აქ არის, ჩამოვიდა...
სცენიდან ჩამოხტა ყველა...
მარიამი დგას, ვერ დგამს ნაბიჯს, გიორგის უკვე გულში ჰყავს ჩაკრული ლევანი
-ლევან, მინდა იცოდე, რომ ეს ყველაზე ბედნიერი წამებია, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი აქ ხარ, გთხოვ რომ არ შეგეპაროს ეჭვი
-გიო, ყველაზე ცანცარა შენ, არ მეპარება ეჭვი და არ შემეპარება არასდროს...

გაჭყლიტეს ფაქტიურად...
მარიამი უყურებდა ამ ყველაფერს...
ბოლოს ჩამოვიდა სცენიდან, ოღონდ გაუცნობიერებლად...

ხედავს
ისიც ხედავს
ისევ ისეთია, თუ შეცვლილია, ისევ კეთილია, ისევ იგრძნობა ეს, ისევ ის მარიამია, იქნებ არაფერი შეცვლილა, იქნებ წერილებმა ვერ გადმოსცა სათქმელი, იქნებ ყველაფერი ისევ ისეა...

-მარიამ რა გჭირს?
-ლევან მოვიდე?
-მარიამ რა გჭირს, შენთვის ჩამოვედი
-ლევან მგონია, რომ არ მაქვს უფლება შენთან მოსვლის
-შენ ხომ არ გააფრინე :))

გაიქცა ლევანი, ხელში აიყვანა და დიდხანს ატრიალა...
-არ მჯერა რომ ეს ეს დღეა...
-მარო, არც მე მჯერა...
-მაპატიე ლევან რომ არ გწერდი, აღარ შემეძლო
-ვიცი, მაგრამ გთხოვ, ახლა, ამ წამს არ ვისაუბროთ ამაზე, რაც უნდა იყოს, მე აქ ჩამოვედი შენთვის, იმისთვის რომ მიყვარხარ და ეს  საპასუხო სიყვარულს არ მოითხოვს...
-ლევან
-რა იყო?
-არ ვიცი
-მაინც
-მიხარია, რომ აქ ხარ, ისე ძალიან მიხარია
-ანუ ღირდა ჩამოსვლა...

 რომ ვიცოდეთ, როგორ უხარია ვინმეს ჩვენი ნახვა, ან სხვებმა რომ იცოდნენ, ჩვენ როგორ გვიხარია მათი ნახვა, ალბათ უფრო ხშირად ნახავდნენ ადამიანები ერთმანეთს, ნახავდნენ არა მოვალეობის, არამედ სიხარულისთვის, სიყვარულის გაზიარებისთვის, ეს წამები არა მარტო იმ წამს გაძლიერებენ, არამედ მერე, წლების შემდეგ, როცა გახსენდება, თუ როგორ გიხაროდა...

ხანდახან წყენაც ილექება გულში, შეიძლება ხანდახან არა და ხშირადაც, მაგრამ სიხარული ხომ უფრო ინახება, ამიტომ სჯობს სიხარული აჩუქო ვინმეს, ისიც შეგინახავს თავის გულში, როცა ცუდად იქნება, ჩაიხედავს იქ, გიპოვის, გაახსენდები, გათბება, გაძლიერდება,წამოდგება და იტყვის, რომ ცხოვრება იყო და არის ძალიან ძვირფასი...
 

Wednesday, May 1, 2013

დღე ადრე დაიწყო, 7 საათზე უკვე ფეხზე იყო და სარბენად ემზადებოდა და პირველი ფიქრი ტურინის ამბებისკენ წავიდა, ანუ პირველი ფიქრი უკვე გიორგის ეხებოდა, მერე ამაზეც დაფიქრდა და შერცხვა საკუთარი თავის, რადგან გრძნობის დასრულება პირისპირ კი არ ხდება, არამედ ფიქრში, გული რომ შეწყვეტს ვინმეზე ფიქრს,  ზუსტად მანდ მთავრდება ყველაფერი და ძალდატანებით რამის გაგრძელებას, არ აქვს აზრი...

-მამიკ ადექი უკვე?
-კი მამი, რა მოგიმზადო მითხარი და მერე წავალ სარბენად
-კვერცხი შემიწვი, ოღონდ შენებურად, რამდენია ხანია ერთად არ გვისაუზმია
-კი ყველაფერი ჩემებურად იქნება:)
-მარუს, რაღაც ბედნიერი მეჩვენები, მომიყევი რა ხდება
-მამ, როგორ მინდოდა რომ გეკითხა, არ ვიცი რა მჭირს, მამ როგორ გგონია შეიძლება ლევანი რომ აღარ მიყვარდეს ?
-მე ადრეც მეგონა რომ არ გიყვარდა, გიყვარდა ოღონდ ისე არა, როგორც საჭიროა, შენ ზოგადად ადამიანები გიყვარს, ბავშვობიდან გამჩნევდით ამ ფაქტს, მე მგონია, რომ როგორც ექიმზე ისე იყავი დამოკიდებული მასზე
-არ ვიცი რა დამემართა, ავირიე, მაგრამ თან კარგად ვარ
-გიორგია ამ ბედნიერების მიზეზი ხო?
- კი, მამ, ვერასდროს ვიფიქრებდი, ჩემი მეგობარია ბავშვობიდან, სულ უხეშად მექცეოდა, მაგრამ მაინც სულ გვერდში იყო
-მეგობრობიდან იწყება, მეგობრობიდან, მეგობრები ნამდვილს და ბუნებრივს გიცნობენ და ასე უყვარდებათ ადამიანები, მიდი გაემზადე, მე დაგტოვებ კუს ტბაზე და გთხოვ ისწავლე აწმყოს შერგება, მაგ შენს დეპრესიას იწვევს ან წარსულზე დარდი, ან მომავლის შიში...

მუსიკა და სირბილი, დილით მაინც ცივი ჰაერია, გეხეთქება სახეზე და გაფხიზლებს, ფიქრებიც უფრო გამჭვირვალეა, რაღაც უნდა შევცვალო საკუთარ თავში, უნდა მოვერიო რაც მაწამებს, უნდა ვიყო იმ ადამიანებთან, რომელიც მიყვარს, იქნებ მართლა ამ ავადმყოფობის გამო ვიყავი ლევანზე დამოკიდებული, უნდა დავისვენო, უნდა ვიყო მარტო და უნდა გავერკვე საკუთარ თავში...

რეპეტიცია
პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც გაიგო რომ უყვარს
დაძაბული ხარ, ფიქრობ ”გამარჯობაზე”, ღიმილზე, იმაზე თუ რას ეტყვი პირველად, იქნებ დაგასწროს..
-ოხ, მარიამ პირველი მოხვედი, ყოჩაღ შენ, რაღაც მხნედ ხარ თუ მეჩვენება?
-ხო ცოტნე, კარგად ვარ, ვირბინე და ნუ მოკლედ კარგად ვარ
-მოვლენ სხვებიც და დავიწყებთ, მანამდე მუსიკა შევარჩიოთ მე და შენ

გიორგის მთელი ღამე არ ეძინა, გიყვარდეს ადამიანი, რომელიც უყვარს შენს მეგობარს, მოიყვანოს სხვა ვინც არ ეყვარება, ესეც სისულელეა, მაგრამ აქ მთავარი, მაინც მარიამის აზრია...

-სალამი ცოტნე, მარტო ხარ?
-არა, მარიამი ამუშავებს მუსიკას
-აქ არის ?
-ოთახშია

ოთახამდე ალბათ სულ 8 ნაბიჯია
მარიამი ზურგით იჯდა,  ყურსასმენები ეკეთა და უსმენდა მუსიკას, თან რაღაცას ინიშნავდა, თან მღეროდა და ეღიმებოდა, თავისუფალი იყო და ეს წამი ჰქონდა დაჭერილი...
 გიორგი წინ დაუდგა და შუქზე ჩამოეფარა
აიხედა მარიამმა და პირდაპირ თვალებში შეხედა, თითქოს უთხრა მადლობა, უანგარო და თავისუფალი სიყვარულისთვის
-გიო მოხვედი, სხვებიც მოვიდნენ?
- არა, სხვები არ მოსულან

მერე იყო ცოტნეს შეძახილი და 5 საათიანი რეპეტიცია, ამ დროს წყდება გრძნობები, პროფესია და ურთიერთობები არ ერევათ ერთმანეთში, რადგან საქმე, რომელსაც აკეთებ, მოითხოვს პასუხისმგებლობას, როცა ირჩევ პროფესიას, იწყებ სამსახურს, შენს თავთან დებ პირობას, რომ ამ საქმის მიუდგები პასუხისმგებლობის გრძნობით და თუ არ გიყვარს ახლა, შეიყვარებ აუცილებლად, ან გააგრძელებ ძებნას და იპოვი იმას, რაც გიყვარს...

ერთად წამოვიდნენ სახლისკენ, იყიდეს ლუდი და მარიამის ეზოში რომ სტადიონია იქ ჩამოსხდნენ
-მარიამ, მოდი პირდაპირ გეტყვი, რომ არ მჭირდება შენი შეცოდება, ან წუხილი იმის გამო, რომ შენ სხვა გიყვარს და მე შენ მიყვარხარ, სამყაროში ისედაც შეცოტავდა ეს გრძნობა, გარშემო სულ ფარსია, ადამიანები არიან ერთად, უბრალოდ არიან, კი არ უყვართ ერთმანეთი, სჭირდებათ ერთმანეთი, მერე სხვა სჭირდებათ, მე გამიმართლა ცხოვრებაში, მართლა გეუბნები რომ ვარ ბედნიერი, ცალმხრივი სიყვარულის არ მჯერა, ვიცი შენც გიყვარვარ, ოღონდ მეგობრულად, ისე, როგორც ადამიანი, ადამიანებმა არ უნდა მოვთხოვოთ ერთმანეთს არც ყურადღება, არც სიყვარული, რადგან ამას ყველა თავისებურად გასცემს და თუ შენ ვერ ხვდები ამას, ეს მხოლოდ შენი, ანუ ადამიანის ბრალია
-ადრე რატომ არ მითხარი ?
-რადგან ახლა გითხარი :))
-ნუ ხარ ცანცარა, იცი როგორ დავიბენი, სიცივე ვიგრძნი ლევანის მიმართ და ეს მომკლავს და შემჭამს შიგნიდან
-ლევანი თუ გიყვარს მართლა, ამას სხვისი სიყვარული ვერ დაგინგრევს, ჩემთან ახლა ვინც  უნდა მოვიდეს და რაც უნდა მითხრას, ჩემს გრძნობას შენდამი არაფერი ემუქრება, შენ ჩემს გულში შენი ადგილი გაქვს, დილას ვიღვიძებ, თუ ღამე ვწვები, იქ ხარ, იქ ცხოვრობ და მე ვარ კარგად, ვარ კომფორტულად და ვარ მშვიდად, სიყვარული სიმშვიდეა, მე ასე მწამს და მე ასე მიყვარს
-გიო
-რა იყო ?
-არ ვიცი
-მაგაშია საქმე, წადი, ადი ახლა სახლში და დაიძინე...

-მამ, წერილი მოვიდა და საწოლზე დაგიდე
-კარგი მამიკ, ჩაი გინდა ?
-არა, ვიძინებ
-ტკბილი ძილი
-შენც მარუს...

” ვეღარ დაველოდე პასუხს, გუშინ გიორგის ველაპარაკე და ყველაფერი მითხრა, როგორ გითხრა რომ გამიხარდა, მაგრამ ვერ გავბრაზდი მასზე, რადგან ჩემზე ადრე გიცნობდა, მაგრამ ახლა რატომ თქვა ამას ვერ ვხვდები, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი, შენმა სიცივემ დამაფიქრა, ახლა ვხვდები, რომ ალბათ არც გყვარებივარ, ანუ ისე ძლიერად, როგორც მე შენ, გთხოვ არ დაიტანჯო ამის გამო, სწორი არჩევანი გააკეთე, ვინც გიყვარს იმასთან იყავი, რადგან შენ თუ არასწორად მოიქცევი, ჩვენც აგვერევა ცხოვრება, უნდა იყო იმასთან, ვინც გიყვარს და არა იმასთან ვინც გჭირდება...”

არის დღეები, იქნევ ხელს, ყელში ამოდის ყველაფერი, გტკენს ვინმე გულს, ან შენ ტკენ, გგონია რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ თუ ამას გრძნობ, ხარ ცოცხალი, ეს ნიშნავს იმას, რომ არაფერი დამთავრებული...
ეცადე შენ გასცე, არ შეხედო ადამიანებს საჭიროების მხრივ, გული არ დაკარგო, გონებაც ჩართო და მიხვდე რომ თუ ცოცხალი ხარ, ანუ ღირს სიცოცხლე...
ეცადე შეცვალო მოწყენილი წამი
ამას მხოლოდ ფიქრით თუ შეცვლი
გარშემო რა ხდება, ეს არ არის უმთავრესი
შენს შიგნით რა ხდება ეს არის მთავარი...
გულშია სიცოცხლე
და გული უნდა იყოს ბედნიერი
დააფასე ის სიყვარული, რომელსაც გასცემენ და გჩუქნიან ადამიანები
მიდიან ადამიანები - არ დაიტოვო მოწყენილობა
მოდიან ადამიანები - დახვდი სიხარულით...