Sunday, May 12, 2013

დილით მაღვიძარა რომ რეკავს, რთავ და აგრძელებ ძილს, რამე რომ გიხაროდეს, აღარ გააგრძელებდი, ალბათ დაასწრებდი მაღვიძარას და მანამდე ადგებოდი, სანამ ის გადაწყვეტდა შენს გაღვიძებას...

ახელს თვალს, პირველი ფიქრი ბებიას შეეხო, რომ შევალ ცოცხალი დამხვდება? თითქოს ჩაუთქვა საკუთარ თავს, თუ ცოცხალი იქნება, დღეს ვეცდები არ მოვიწყინო...
 შევიდა ოთახში, ბებოს ეძინა, სუნთქვას დააკვირდა, სუნთქავდა, ანუ მართლა ეძინა, დროებით ეძინა და ეს არ იყო მარადიული ძილი...

-მდუმარევ, აქ ვარ ჩამოდი
-მოვდივარ
-მოხვედი ხასიათზე?
-მთავარია საქმე, შოტლანდიში ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროს და მთავარი ეს არის ახლა
-ანიმ გააფრინა?
-როდის იყო დალაგებული, დაემსგავსა  რიგით გოგოებს, ვალდებულებებით და რაღაც უაზრობების მოთხოვნით...

მერე იყო კონსულთან გასაუბრება, დიალოგი საქმეს გასცდა და ფეხბურთზე საუბრით დასრულდა, უკვე გასაგები იყო, რომ პასპორტს მალე გაატანდნენ...

-ვაა, მელოდებოდი?
-კი ძმის გულის ნაპერწკალო :))
-წავედით გიტარის ამბავზე და დღეს დავლიოთ საღამოს, თან ის სიმღერაც ჩავწეროთ

ანი ძლიერი ადამიანია, ამ სიტყვის კარგი გაგებით, არც დეპრესიაში ჩავარდნილა და არც სხვებისთვის მოუხვევია თავზე, ის ფაქტი რომ ანდრიასთან გაწყვიტა კავშირი, ფოტოგრაფია, თან შოტლანდიური ინგლისურის სპეციალისტი, მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე, მაგრამ აქვს ასევე ერთი სტაბილური სამსახურიც, სარეკლამო სააგენტოში...
ცხოვრობს ოჯახთან ერთად, მხიარული ადამიანიa, ნუ ანდრია თუ არ ცდილობს ჩაშხამებას, თუმცა არც მას გამოსდის, ჰყავთ ერთი სამეგობრო წრე, ამიტომ მაინც სულ ნახავენ ერთმანეთს...

-ანი, გადაღება 20 წუთში იწყება და სად ხარ ?
-მოვდივარ, ჩამეძინა და რა მაცვია და როგორ, არც კი ვიცი :)
-ჩქარა გელოდებიან
-მანდ ვარ 5 წუთში

ფოტოებს სახლში ამჟღავნებს ხოლმე, სარდაფში აქვს გაკეთებული სახელოსნო, შეუძლია იქ იჯდეს საათობით და აკეთოს თავისი საქმე
ახლაც ასე იჯდა, მუსიკა ჰქონდა ჩართული, ივა რომ დაატყდა თავზე
-ანიე, როგორ ხარ ?
-ვმუშაობ, შემოდი და დაისხი ყავა და მეც დამისხი რა
-დღეს სმა იწევა და არ მოხვალ ? თუ ანდრიას გამო, ყველაფერზე უარი თქვი?
-არ მაცინო, მოვალ რა თქმა უნდა, ეგეთი ადამიანი არ ვარ, ერთი ადამიანის გამო სხვები არასდროს დამიკარგავს
-და საერთოდ ეს ანდრიას შეყვარება რა პონტი იყო?
-ოოო, რა ვიცი, ძალით არ შემყვარებია, ურთიერთობაში მოვიდა ეს გრძნობა
-მგონი მაგის გამოსწორებას ცდილობ და გგონია რომ გიყვარს
-მე არავის გამოსწორება არ მიცდია და მაგით რატომ დავიწყებდი ? საკუთარ თავში ვერ გამომისწორებია რიგი ცუდი თვისებები :))
-მოკლედ საღამოს გელი რა
-რა მოვიტანო?
-ფოტოაპარატი
-მაგის გარდა
-პიცა გააკეთე შენებური
-კარგი, საღამოს ვსვამთ ტირილამდე:))

ღამემდე მოუწია მუშაობა, სანამ საქმეს არ დაასრულებს ბოლომდე, ისე არ მიდის გასართობად, მერე პიცა გააკეთა და წავიდა...

სახლიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა და ძალიან ხმამაღალი საუბრის, ფეხბურთის თემაზე ჩხუბობდნენ
შედის სახლში
ესალმება ოჯახის წევრებს
პიცა სამზარეულოში შეაქვს ჯერ
და მიდის ოთახისკენ
თან ღელავს
მაინც რაღაც გაუგებრობაა მათ შორის, მაგრამ მაინც ღიმილით შეაჭრა ოთახში

ანდრია უყურებს, ელოდებოდა მთელი საღამო, უყვარს როცა არის და ღელავს როცა არ არის, უყურებს და ფიქრობს :
”რატომ არის ასეთი ეს ადამიანი, ასეთი ფერადი, შემოდის და მოაქვს მუხტი, ან იქნებ მარტო ჩემთვის მოაქვს, რა ვიცი რას გაიგებ”

-რას დალევ ანიე ?
-ლუდს ამჯერად

დაილია ბევრი, ფოტოებიც გამოვიდა კარგი, სიმღერაც ჩაიწერა

-ჰა, ვინ რითი მიდის? 
-ტაქსებით
- მე აქვე ვარ და ჩემით წავალ

დაემშვიდობა ყველას და დაეშვა კიბეებზე, ანდრიას შეეშინდა მარტო გაშვება და დაეწია
-არ მინდა გაცილება
-არ გაცილებ, შენთან ერთად მოვდივარ მხოლოდ
-როგორც გინდა
-გამიხარდა რომ მოხვედი დღეს
-აბა რა გეგონა, სახლში დავჯდებოდი და პიჟამოთი ვივლიდი მთელი დღე, ვიტირებდი და ცხოვრებაზე ჩავიქნევდი ხელს, ჩემთვის ეგ ყველაზე დიდი სისუსტეა, ვერ ვიტან, რომ არ იბრძვიან ადამიანები, შენ არ ხარ დამნაშავე, სიყვარული აძლიერებს ადამიანს და მეც უფრო ძლიერი ვარ, შეიძლება მართლა მეგობრულად მიყვარხარ და მერევა სხვა გრძნობაში
-ანიე ვერ ვხვდები რატომ დაძაბე ყველაფერი, არ მიეცი საშუალება ურთიერთობას თავად განვითარებულიყო
-მე არ მიყვარს ტყუილი, რასაც ვგრძნობდი და როგორც ვგრძნობდი, ისე მოვიქეცი...

გაჩერდნენ ცოტა ხნით და უყურებდნენ ერთმანეთს
მივიდა ახლოს ანდრია და ჩაეხუტა მაგრად
”მინდა იცოდე, რომ სხვა ადამიანი ხარ ჩემთვის, მაძლევ ძალას რომ ვიცხოვრო და მიყვარხარ ძალიან, მაგრამ ჩემი საშინელი ხასიათიც ხომ იცი, ხანდახან მიკვირს როგორ მიძლებ შენ და ზოგადად ადამიანები, შენ საუკეთესო ნაწილი ხარ ჩემი და რომ დაგკარგო, მხოლოდ ცუდი დარჩება ჩემში?

”ანდრია, მე შენი გაძლება არ დამჭირვებია , შენთან, თუ სხვა ადამიანებთან, თუ როცა მარტო ვარ, ვარ თავისუფალი, მიხარია სიცოცხლის ყოველი წამი, მაგრამ როცა შენთან ერთად ვარ, უფრო მიხარია და მინდა ხოლმე, რომ არ გავიდეს დრო, მგონია რომ შენთან ერთად, უფრო დაჩქარებულია წამები, საათები, წუთები”

-ხვალ ვირბინოთ რა ერთად ?
-ვირბინოთ, დღეს მარტო მომიწია და ვერ ვირბინე სათანადოდ...

ავიდა ანია სახლში
ანდრიაც მივიდა შინ
და ორივე უფრო მშვიდად იყო, რადგან აღარ იყო გაუგებრობა...
შევიდა ბებოს ოთახში
ეძინა
აკოცა და მოეფერა ლოყაზე
მერე თავისი ოთახი
დაწვა
მოდიოდა ცუდი ფიქრები, აი ისეთი, სევდას და უიმედობას რომ შთაგაგონებენ, რომ გეუბნებიან, რომ ყველაფერი იქნება ცუდად, ამას ცვლიდა ანიზე ფიქრი, მისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და საბოლოოდ კარგი ფიქრები იმარჯვებდნენ და მშვიდი ძილიც მოიტანეს...

ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ სიტყვიერად, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ გამოხედვით, ისეთები, რომლებიც მხოლოდ საქმით...
ადამიანებს ხშირად ვაფასებთ გარეგნობით, იმით თუ რას ამბობს, ზედაპირულად ვუდგებით ყველაფერს, გამოგვაქვს ნაადრევი დასკვნები...
ვუბრაზდებით ერთმანეთს, მზად ვართ ამ წამს, გაბრაზების წამს, საბოლოოდ გადავუსვათ ერთმანეთს ხაზი, მერე ვნანობთ, ხანდახან არც ვნანობთ, მერე ვცდილობთ შერიგებას, ხანდახან არც...
ვაკეთებთ ცუდს, თან ვაცნობიერებთ ამას, მაგრამ მაინც ვაკეთებთ, მერე ვასწორებთ, ხანდახან ვერც
მაგრამ ვიბრძვით ბოლომდე
ვეძებთ ძალას, რომ ვიბრძოლოთ
და ეს ძალა ყოველთვის გულშია...
გარეთ ძებნას აზრი არ აქვს, თუ შინაგანად არ იქნები ძლიერი, გარედან ვერავინ გაგაძლიერებს
ამ ძალის პოვნა არის დაუსრულებელი პროცესი...
საკუთარი თავის შენების პროცესი არის საინტერესო...




 
 

No comments:

Post a Comment