ორი კვირა, 14 დღე, ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ივიწყებენ ერთმანეთს, ან ახსოვთ, მაგრამ მაინც თავისთვის ცხოვრობენ, ჭამენ, სვამენ, ერთობიან, იქ ვიღაც ვიღაცის წერილს ელის, მაგრამ ის ვიღაც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ხან ახსენდება რომ პასუხი აქვს გასაცემი, ხან ძალით ივიწყებს, ის ელოდება, იტანჯება, ხან ტელეფნზე, ხან მეილზე, ხან ფურცელზე, პასუხს არ სცემს რომ არ ატკინოს გული, მაგრამ ეს მოლოდინი, ეს გაურკვევლობა ხომ უფრო მტანჯველია, ადამიანები ტანჯავენ ერთმანეთს იმისთვის, რომ თითქოს არ ”დატანჯონ”
-გამარჯობა
-სალამი ლევან, როდის დაბრუნდი?
-დღეს, სახლშია მარიამი ?
-არა, რეპეტიციაზეა
-კარგი, გავალ მაშინ იქ
-ლევან მოიცადე, შემოდი ცოტა ხნით
-რატომ, გგონიათ აქ საჩხუბრად ჩამოვედი? ასე არ არის, დაწყნარდი დავით
-კარგი, წადი მაშინ და იცოდე, რომ ეს გულქვაობის გამო არ გაუკათებია, უბრალოდ წერილებით ვეღარ გითხრა სათქმელი
-ვიცი, რომ ცუდი არ უნდოდა, უბრალოდ ცხოვრება ტანჯვად მექცა, პასუხის გარეშე ცხოვრებამ ბოლო მომიღო, ასეთი მოპყრობა მგონი არ დამიმსახურებია, რადგან მიყვარდა, ხომ არ მძულდა
-ვიცი ლევან, ვიცი
-გნახავთ მერე
თბილისი, მათი ქალაქი, ეს დაბრუნება სხვანაირი წარმოედგინა, ეგონა, აეროპორტიდან გამოსულს, სუნთქვა შეეკვრებოდა სიხარულისგან, ახლაც შეეკვრა, მაგრამ სევდისგან, ამ წამებს უკვე წელია ელოდება, მოხდა დაბრუნება, მაგრამ სხვა მიზნით, სხვა განწყობით, მაგრამ სამშობლომ მაინც ჩაიკრა გულში, თბილისში ცხელოდა უკვე, მაგრამ ძალიან არა, ჰაერი სახეზე ეფინებოდა და მოწოლილ ცრემლებს აკავებდა, თითქოს ეუბნებოდა, რომ ჯერ არ იყო დრო ტირილის...
სახლში არ დახვდა
მიდის თეატრისკენ
რამდენჯერ გაუვლიათ ეს გზა ერთად, რამდენჯერ გაუცილებია და დახვედრია დილის 4 საათზე გამოსულ მარიამს, მიუხედავად 2 დღის მორიგეობისა, ესმოდა მარიამის სიცილი, ახლა სიურპრიზი გამოსდიოდა, მაგრამ ვის სჭირდებიდა, ვის უნდოდა ეს სიურპრიზი, ან იქნებ გახარებოდა კიდეც ვინმეს, მაგრამ ისე არა, როგორც მარიამს გაეხარდებოდა, ის გრძნობა ისევ რომ ეტარებინა გულით...
მიუახლოვდა თეატრს, იქვე პატარა კაფეა, მარიამის საყვარელი ადგილია, ახსენდება პირველი დღე, როცა მასთან ერთად იჯდა ამ კაფეში, მარიამის აღფრთოვანებული საუბარი მათი ჩაის შესახებ, 3 ჭიქა ჩაი დალია და თან ლევანსაც აძალებდა...
გაახსენდა და გაეღიმა
თბილი წამები აღიმებს ადამიანს
ხან ატირებს
მაგრამ თბილად
და ცრემლიც თბილია ასეთ დროს...
შესასვლელი
ხმაური გამოდის
ხმები
და სადღაც შორს ისმის მისი სიცილი
და ხმა
”გიო ნორმალურად მოიქეცი, ამ ეპიზოდს მეასედ გავდივართ შენი სიცანცარის გამო”
შევიდე
თუ დავბრუნდე იქ, სადაც ვჭირდები ადამიანებს
უნდა გაირკვეს, ახლა სჯობს, ახლა...
ყველა სცენაზეა, რეჟისორის გარდა ჯერ ვერავინ შეამჩნევდა, ჯერ კიდევ არის დრო წასვლის, მაგრამ გაქცევა საკუთარი ცხოვრებისგან, ეს ხომ მხდალი საქციელია...
-ლევან,ლევან
-ცოტნეეეე
თითქოს მთელმა სამყარომ ჩაიკრა გულში, თუმცა ყველა ადამიანი ხომ ცალკე აღებული სამყაროა, ამიტომ ასეთი შეგრძნება, არ არის გასაკვირი
-ლევან, ნუთუ აქ ხარ, ახლა ვიყვირებ
მერე იყო ცოტნეს ხმამაღალი ყვირილი:
”ლევანი დაბრუნდა, ჩემი ლევანი აქ არის”
სანამ წინადადება მივა ყურამდე, თითქოს გადის რაღაც მანძილს, მონოლოგს კითხულობდა მარიამი და ამ წამში, თავისი სიტყვები, რომლებიც ყურში თავადაც ესმოდა, დაკარგეს ჟღერადობა, ცოტნეს ხმამ გადაფარა...
ყველამ დარბაზისკენ მიიხედა
უყურებს მარიამი და ხედავს, აქ დგას, აქ არის, ჩამოვიდა...
სცენიდან ჩამოხტა ყველა...
მარიამი დგას, ვერ დგამს ნაბიჯს, გიორგის უკვე გულში ჰყავს ჩაკრული ლევანი
-ლევან, მინდა იცოდე, რომ ეს ყველაზე ბედნიერი წამებია, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი აქ ხარ, გთხოვ რომ არ შეგეპაროს ეჭვი
-გიო, ყველაზე ცანცარა შენ, არ მეპარება ეჭვი და არ შემეპარება არასდროს...
გაჭყლიტეს ფაქტიურად...
მარიამი უყურებდა ამ ყველაფერს...
ბოლოს ჩამოვიდა სცენიდან, ოღონდ გაუცნობიერებლად...
ხედავს
ისიც ხედავს
ისევ ისეთია, თუ შეცვლილია, ისევ კეთილია, ისევ იგრძნობა ეს, ისევ ის მარიამია, იქნებ არაფერი შეცვლილა, იქნებ წერილებმა ვერ გადმოსცა სათქმელი, იქნებ ყველაფერი ისევ ისეა...
-მარიამ რა გჭირს?
-ლევან მოვიდე?
-მარიამ რა გჭირს, შენთვის ჩამოვედი
-ლევან მგონია, რომ არ მაქვს უფლება შენთან მოსვლის
-შენ ხომ არ გააფრინე :))
გაიქცა ლევანი, ხელში აიყვანა და დიდხანს ატრიალა...
-არ მჯერა რომ ეს ეს დღეა...
-მარო, არც მე მჯერა...
-მაპატიე ლევან რომ არ გწერდი, აღარ შემეძლო
-ვიცი, მაგრამ გთხოვ, ახლა, ამ წამს არ ვისაუბროთ ამაზე, რაც უნდა იყოს, მე აქ ჩამოვედი შენთვის, იმისთვის რომ მიყვარხარ და ეს საპასუხო სიყვარულს არ მოითხოვს...
-ლევან
-რა იყო?
-არ ვიცი
-მაინც
-მიხარია, რომ აქ ხარ, ისე ძალიან მიხარია
-ანუ ღირდა ჩამოსვლა...
რომ ვიცოდეთ, როგორ უხარია ვინმეს ჩვენი ნახვა, ან სხვებმა რომ იცოდნენ, ჩვენ როგორ გვიხარია მათი ნახვა, ალბათ უფრო ხშირად ნახავდნენ ადამიანები ერთმანეთს, ნახავდნენ არა მოვალეობის, არამედ სიხარულისთვის, სიყვარულის გაზიარებისთვის, ეს წამები არა მარტო იმ წამს გაძლიერებენ, არამედ მერე, წლების შემდეგ, როცა გახსენდება, თუ როგორ გიხაროდა...
ხანდახან წყენაც ილექება გულში, შეიძლება ხანდახან არა და ხშირადაც, მაგრამ სიხარული ხომ უფრო ინახება, ამიტომ სჯობს სიხარული აჩუქო ვინმეს, ისიც შეგინახავს თავის გულში, როცა ცუდად იქნება, ჩაიხედავს იქ, გიპოვის, გაახსენდები, გათბება, გაძლიერდება,წამოდგება და იტყვის, რომ ცხოვრება იყო და არის ძალიან ძვირფასი...
No comments:
Post a Comment