”8 დღე დარჩა, მინდა კიდევ 8 იყოს, მერე კიდევ 8 და როცა გავიფიქრებ 8 დღეა დარჩენილი, ვინმემ მითხრას რომ ამ 8-ის გარდა, კიდევ 8 არის დარჩენილი, ასე ვიფიქრებ, რომ ამ ქვეყნიდან მინიმუმ 8 დღე არ წავალ და ავტომატურად შენს გვერდითაც 8 დღე ვიქნები”
-ყოველთვის ზუსტად გადმოსცემ აზრს, ანუ ამბობ იმას, რასაც ფიქრობ და სჯობს ახლა გკითხო, რას ფიქრობ ჩემს სიმღერაზე ?
-ხომ იცი, რომ არ მომწონებოდა პირდაპირ გეტყოდი, მაგრამ ძალიან მომეწონა დღესაც და მომწონდა წლების წინაც
-ანუ გავაგრძელო?
-რა თქმა უნდა, სანამ გექნება ძალა და სანამ იქნება სურვილი, უნდა იმღერო
-არ გინდა აქ რომ გადმობარგდე, სამსახურს ეგრევე გიპოვი, ვიმღერებთ ერთად, სპორტულ ჟურნალში ჩაგრთავ და რა ვიცი
-არ შემიძლია ნინია, სამშობლოში უნდა ვიყო, შენ არ იცი რა ხდება იქ, ყველა თუ წავედით, ვინ გააკეთებს იქ საქმეს, ჩამუქებულია ყველაფერი, ხალხი არ იღიმის, თუმცა მე ვის ღიმილზე რას ვამბობ, თავადაც პირქუში ვარ
-ეგეთი იყავი ყოველთვის, მაგრამ ბოროტი არ ყოფილხარ არასდროს, ყოველთვის სამართალს ეძებდი, მე იქ ვერ ვნახე ეს და წამოვედი აქ
-აქ ნახე ?
-აქ ვნახე ის, რომ ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს, უხარიათ ერთმანეთის წარმატება, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ შოტლანდიელი, ეს არასდროს მიგვრძნია, მიმიღეს როგორ მათი შვილი, მათი მეგობარი, ადამიანი, რომელიც სუნთქვას, უყვარს, ჭამს, სიცხე უწევს, ეშინია და ასე შემდეგ და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ თავი კარგად მეგრძნო, გამეცნობიერებინა რომ არ ვართ რობოტები, გვაქვს გული და ამ გულში ნამდვილი გრძნობები
-მინდა მეც იგივეს ვგრძნობდე, მაგრამ ცარიელი ვარ თითქოს, ამ წუთას არა, მაგრამ მოგწყდები შენ და მოვწყდები ამ დაუვიწყარ ქვეყანას და ვიცი მოვა სიცარიელე, რომელსაც ვერ ავსებ, ცდილობ, მაგრამ არ გამოგდის და ეს მძიმეა, სიცარიელე თითქოს მსუბუქი უნდა იყოს, მაგრამ ის ყველაფერზე მძიმეა
-ვიცი ეგ გრძნობა, მაგრამ აღარ მეცნობა, რადგან გავუშვი ერთ დროს და აღარ დაბრუნებულა
-ამ პარკში ჯდომა, ეს ლუდი და შენ, ეს გიტარა და ეს ყველაფერი მინდოდა მქონოდა ცხოვრებაში, ახლა მაქვს, მაგრამ უნდა დავკარგო, ბედნიერება წამიერია ამ დედამიწაზე და ვერ იქნება უსასრულოდ
-შენ არც მაშინ გადადგი ეს ნაბიჯი და არც ახლა გადადგავ, ეს ყოველთვის ვიცოდი და ამიტომ მივეცი თავს უფლება, რომ შემყვარებოდა სხვა, შოტლანდიელი ბიჭი, რომელიც ახლა გერმანიაშია მივლინებით
-ზუსტად ვიცოდი, რომ იყო ვიღაც შენს ცხოვრებაში, სხვანაირად არც უნდა იყოს, შენ იმსახურებ ბედნიერებას, მე ვერ გამიძლებ, ამ სიმძიმის ტარება არ გჭირდება შენ, ეს მარტომ უნდა ვატარო
-მე მინდოდა მისი ტარება, მაგრამ შენ არ მომეცი ამის ნება და ძალით არაფერს გავაკეთებდი
-ვიცი ნინია, ჩვენ არასდროს გვილაპარაკია ჩვენს გრძნობებზე, მაგრამ შენ იცოდი რომ მიყვარდი, მეც ვიცოდი იგივე შენზე, მაგრამ ხანდახან ეს არ არის საკმარისი
-ვიცი და მე ვისწავლე ამ ყველაფრით ცხოვრება
-გათხოვილი ვერ წარმომიდგენიხარ
-ვერც მე წარმომიდგენია საკუთარი თავი, მაგრამ უკვე კაბაზე დავრბივარ და როგორც ადრე წარმომედგინა ჩემი ქორწილი, ზუსტად ისეთი იქნება, სტადიონზე, სიმწვანე, კაბა მუხლს ქვემოთ, მაგრამ არა კოჭამდე, თმაში ნამდვილი ყვავილები, მაგრამ გვერძე სხვა ბიჭი
-ნინია, ასე სჯობს
-ვიცი, თან ძალიან კარგად...
დაემშვიდობა
აი ისე, როგორც ხდება ხოლმე, თითქოს ხვალ რომ უნდა ნახო, მაგრამ ზუსტად რომ იცი, რომ ეს ხვალ შეიძლება აღარ იყოს, ან იყოს 10 წლის შემდეგ, ან აღარ იყოს საერთოდ, რადგან შეიძლება აღარ მოვიდეს ეგ ”ხვალ”
დაბრუნდა შოტლანდიაში
ჩაწერა ინტერვიუები
დაიწერა სტატიები
იყო ინგლისშიც
სუვენირები იყიდა თითქმის ყველასთვის
ბებოს უყიდა თბილი ხალათი, ფუმფულა, რადგან ბებია სითბოსთან ასოცირდება...
და წიგნები მხატვრობაზე სოფოსთვის
თაკოსთვის ფოტოაპარატი, ბოლო ფული ამაში დაიხარჯა, მაგრამ არ გრძნობდა სიცარიელეს, როცა ვინმეს რამეს ჩუქნი, თითქოს შენ ივსები და ხდები ბედნიერი...
გზა
უკან
იქ
სადაც არის შენი ადგილი, შეიძლება არც არის, მაგრამ მაინც ბრუნდები და ეს არის მთავარი...
ჩამოვიდა ჩუმად, არავინ დახვედრია, სახლში ჩუმად შევიდა, ყველას ეძინა, საჩუქრები ოთახებში დაულაგა ყველას
დაწვა
ფიქრობდა, ფიქრობდა, მერე ფიქრობდა ძილზე და ამ დროს უფრო რთულია დაძინება
ბოლოს მოდის ძილიც...
საჩუქრებით ყველა მიხვდა, რომ ჩამოვიდა, სოფო უკვე ლოგინზე იყო ამომხტარი და ეხუტებოდა ანდრიას...
როცა ოჯახიდან ვიღაც მიდის, სახლში დაბრუნებული სულ ეძებ, გგონია რომ დაგხვდება, მაგრამ ის იქ არ არის და გიჩუყდება გული, ეძებ, ელოდები, გგონია რომ გაიღება კარი და შემოვა, გადის დღე, ორი დღე, სამიც, გადის ერთი კვირა, ორიც...
ასე გავიდა ამ ოჯახშიც...
-სოფ რომელი საათია ?
-7 ხდება, დაიძინე კიდევ
-არ მინდა, უნდა ავდგე...
ფიქრნი:
7 საათზე გადის სარბენად, უნდა დავხვდე, მიყვარს რომ კივის ხოლმე მოულოდნელობისგან, ისე უხარია ხოლმე მსგავსი ამბები, მერე ჩემზეც გადმოდის მისი სიხარული...
ანია 6 საათზე დგება, მიაჩნია რომ დღე უნდა დაიწყო დილით, თან ფიქრობს, რომ ასე მეტი დრო აქვს სიცოცხლისთვის, საქმისთვის, ძილს ორგანიზმი ითხოვს და ამიტომ იძინებს, თორემ არ დაიძინებდა ალბათ...
მუსიკა ყურებში
დილა
სიცივე რომ ახლავს, შეგრძნება რაღაც ახლის
ჩამოირბინა კიბეები
ანდრია ახლოს იდგა, მაგრამ ისე, რომ არ შეემჩნია, გაყვა უკან, მირბის, მისდევს...
ბოლოს მოკლე გზით გადაუჭრა გზა...
მირბის ანი და ხედავს მორბის ვიღაც ბიჭი, უჭირავს დიდი ფოტოაპარატი და უღებს ფოტოებს...
უყურებს და მირბის
მირბის და უახლოვდება
ანდრია ვაიმეე
კივის
ეხუტება
-გული გამისკდა, კინაღამ დავეცი, ვერ ხარ
-ეს შენ
-ვაიმეე
-რა ვაიმე ?
-ცუდად ვარ, რა მაგარია...
-მიხარია რომ დავბრუნდი
-იმედია დიდხანს გაგყვება ეგ სიხარული
-იმედია...
სამსახური
ყველა ელოდებოდა ახალ ამბებს, შეკრებილები არიან ერთ ოთახში
ყველაფერი ინგლისური და შოტლანდიური ფეხბურთის შესახებ
ფოტოები
ინტერვიუები
მოგონებები
შთაბეჭდილებები
საქმე ბევრია...
მესიჯი ივასი
”გველის წიწილავ, ანიასგან უნდა ვიგებდე რომ ჩამოხვედი, მომენატრე ღვარძლიანო და დღეს საღამოს ჩემთან, ყველა მოვა და იმედია იკადრებ მოსვლას”
წაიკითხა, გაეცინა და მიხვდა რომ თბილისშია, თავის ქალაქში, ხანდახან მოწყენილში, ხანდახან მუქ ფერებში რომ არის ხოლმე გამოწყობილი, მაგრამ ხანდახან ძალიან მხიარულიც,მაგრამ მთავარია რომ უყვარს ეს ქალაქი, უყვარს სამშობლო, რომ არ უყვარდეს, დარჩებოდა შოტლანდიაში, იცხოვრებდა უკეთესს პირობებში, მაგრამ სიყვარულისთვის ვთმობთ, გვინდა რომ დავთმოთ და ამ დათმობით ვართ კარგად...
ვებრძვით ერთმანეთს ყოველ წამს, ვაკეთებთ რაღაცას, ხანდახან ბევრ რამეს ერთმანეთის ჯინაზე, მერე ვნანობთ, ვცდილობთ გამოვასწოროთ, მაგრამ უარესს ვაკეთებთ...
გაბრაზებულ ადამიანს რომ ჰქონდეს გაჩუმების, თუნდაც წამით გაჩუმების ძალა, ბევრ კონფლიქტს ავიცილებდით თავიდან, მაგრამ ყველას უნდა თავისი სიტყვის თქმა და არ აინტერესებს შედეგები...
სამშობლო გინდა იყოს ბედნიერი, მაგრამ ადამიანები თუ არ იქნებიან ბედნიერები, მიწა ხომ არ დაიწყებს სიცილს, ადამიანები ქმნიან შენი ქალაქის განსაკუთრებულობას...
ყველა თუ დაფიქრდება, თუ ერთხელ მაინც ეცდება, მეორე მხრიდან შეხედოს მოვლენას, ხანდახან ცოტა ობიექტურად შეაფასოს მოვლენები, ამოუდგეს გვერდში იმას, ვისაც უჭირს ახლა, ხანდახან ულხინს, მაგრამ სჭირდება გვერდში დგომა, უნდა რომ გიხაროდეს მისი სიხარული...
-მე მიხარია ის, რომ შენ ხარ კარგად
-მე სულ ვნერვიულობ შენზე, რადგან მეშინია არ გამორჩეს რამე, შემთხვევით ცუდად არ იგრძნო თავი და მე ამ დროს არ ვიყო გვერძე, ამიტომ სულ ვფიქრობ შენზე...
No comments:
Post a Comment