დღე ადრე დაიწყო, 7 საათზე უკვე ფეხზე იყო და სარბენად ემზადებოდა და პირველი ფიქრი ტურინის ამბებისკენ წავიდა, ანუ პირველი ფიქრი უკვე გიორგის ეხებოდა, მერე ამაზეც დაფიქრდა და შერცხვა საკუთარი თავის, რადგან გრძნობის დასრულება პირისპირ კი არ ხდება, არამედ ფიქრში, გული რომ შეწყვეტს ვინმეზე ფიქრს, ზუსტად მანდ მთავრდება ყველაფერი და ძალდატანებით რამის გაგრძელებას, არ აქვს აზრი...
-მამიკ ადექი უკვე?
-კი მამი, რა მოგიმზადო მითხარი და მერე წავალ სარბენად
-კვერცხი შემიწვი, ოღონდ შენებურად, რამდენია ხანია ერთად არ გვისაუზმია
-კი ყველაფერი ჩემებურად იქნება:)
-მარუს, რაღაც ბედნიერი მეჩვენები, მომიყევი რა ხდება
-მამ, როგორ მინდოდა რომ გეკითხა, არ ვიცი რა მჭირს, მამ როგორ გგონია შეიძლება ლევანი რომ აღარ მიყვარდეს ?
-მე ადრეც მეგონა რომ არ გიყვარდა, გიყვარდა ოღონდ ისე არა, როგორც საჭიროა, შენ ზოგადად ადამიანები გიყვარს, ბავშვობიდან გამჩნევდით ამ ფაქტს, მე მგონია, რომ როგორც ექიმზე ისე იყავი დამოკიდებული მასზე
-არ ვიცი რა დამემართა, ავირიე, მაგრამ თან კარგად ვარ
-გიორგია ამ ბედნიერების მიზეზი ხო?
- კი, მამ, ვერასდროს ვიფიქრებდი, ჩემი მეგობარია ბავშვობიდან, სულ უხეშად მექცეოდა, მაგრამ მაინც სულ გვერდში იყო
-მეგობრობიდან იწყება, მეგობრობიდან, მეგობრები ნამდვილს და ბუნებრივს გიცნობენ და ასე უყვარდებათ ადამიანები, მიდი გაემზადე, მე დაგტოვებ კუს ტბაზე და გთხოვ ისწავლე აწმყოს შერგება, მაგ შენს დეპრესიას იწვევს ან წარსულზე დარდი, ან მომავლის შიში...
მუსიკა და სირბილი, დილით მაინც ცივი ჰაერია, გეხეთქება სახეზე და გაფხიზლებს, ფიქრებიც უფრო გამჭვირვალეა, რაღაც უნდა შევცვალო საკუთარ თავში, უნდა მოვერიო რაც მაწამებს, უნდა ვიყო იმ ადამიანებთან, რომელიც მიყვარს, იქნებ მართლა ამ ავადმყოფობის გამო ვიყავი ლევანზე დამოკიდებული, უნდა დავისვენო, უნდა ვიყო მარტო და უნდა გავერკვე საკუთარ თავში...
რეპეტიცია
პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც გაიგო რომ უყვარს
დაძაბული ხარ, ფიქრობ ”გამარჯობაზე”, ღიმილზე, იმაზე თუ რას ეტყვი პირველად, იქნებ დაგასწროს..
-ოხ, მარიამ პირველი მოხვედი, ყოჩაღ შენ, რაღაც მხნედ ხარ თუ მეჩვენება?
-ხო ცოტნე, კარგად ვარ, ვირბინე და ნუ მოკლედ კარგად ვარ
-მოვლენ სხვებიც და დავიწყებთ, მანამდე მუსიკა შევარჩიოთ მე და შენ
გიორგის მთელი ღამე არ ეძინა, გიყვარდეს ადამიანი, რომელიც უყვარს შენს მეგობარს, მოიყვანოს სხვა ვინც არ ეყვარება, ესეც სისულელეა, მაგრამ აქ მთავარი, მაინც მარიამის აზრია...
-სალამი ცოტნე, მარტო ხარ?
-არა, მარიამი ამუშავებს მუსიკას
-აქ არის ?
-ოთახშია
ოთახამდე ალბათ სულ 8 ნაბიჯია
მარიამი ზურგით იჯდა, ყურსასმენები ეკეთა და უსმენდა მუსიკას, თან რაღაცას ინიშნავდა, თან მღეროდა და ეღიმებოდა, თავისუფალი იყო და ეს წამი ჰქონდა დაჭერილი...
გიორგი წინ დაუდგა და შუქზე ჩამოეფარა
აიხედა მარიამმა და პირდაპირ თვალებში შეხედა, თითქოს უთხრა მადლობა, უანგარო და თავისუფალი სიყვარულისთვის
-გიო მოხვედი, სხვებიც მოვიდნენ?
- არა, სხვები არ მოსულან
მერე იყო ცოტნეს შეძახილი და 5 საათიანი რეპეტიცია, ამ დროს წყდება გრძნობები, პროფესია და ურთიერთობები არ ერევათ ერთმანეთში, რადგან საქმე, რომელსაც აკეთებ, მოითხოვს პასუხისმგებლობას, როცა ირჩევ პროფესიას, იწყებ სამსახურს, შენს თავთან დებ პირობას, რომ ამ საქმის მიუდგები პასუხისმგებლობის გრძნობით და თუ არ გიყვარს ახლა, შეიყვარებ აუცილებლად, ან გააგრძელებ ძებნას და იპოვი იმას, რაც გიყვარს...
ერთად წამოვიდნენ სახლისკენ, იყიდეს ლუდი და მარიამის ეზოში რომ სტადიონია იქ ჩამოსხდნენ
-მარიამ, მოდი პირდაპირ გეტყვი, რომ არ მჭირდება შენი შეცოდება, ან წუხილი იმის გამო, რომ შენ სხვა გიყვარს და მე შენ მიყვარხარ, სამყაროში ისედაც შეცოტავდა ეს გრძნობა, გარშემო სულ ფარსია, ადამიანები არიან ერთად, უბრალოდ არიან, კი არ უყვართ ერთმანეთი, სჭირდებათ ერთმანეთი, მერე სხვა სჭირდებათ, მე გამიმართლა ცხოვრებაში, მართლა გეუბნები რომ ვარ ბედნიერი, ცალმხრივი სიყვარულის არ მჯერა, ვიცი შენც გიყვარვარ, ოღონდ მეგობრულად, ისე, როგორც ადამიანი, ადამიანებმა არ უნდა მოვთხოვოთ ერთმანეთს არც ყურადღება, არც სიყვარული, რადგან ამას ყველა თავისებურად გასცემს და თუ შენ ვერ ხვდები ამას, ეს მხოლოდ შენი, ანუ ადამიანის ბრალია
-ადრე რატომ არ მითხარი ?
-რადგან ახლა გითხარი :))
-ნუ ხარ ცანცარა, იცი როგორ დავიბენი, სიცივე ვიგრძნი ლევანის მიმართ და ეს მომკლავს და შემჭამს შიგნიდან
-ლევანი თუ გიყვარს მართლა, ამას სხვისი სიყვარული ვერ დაგინგრევს, ჩემთან ახლა ვინც უნდა მოვიდეს და რაც უნდა მითხრას, ჩემს გრძნობას შენდამი არაფერი ემუქრება, შენ ჩემს გულში შენი ადგილი გაქვს, დილას ვიღვიძებ, თუ ღამე ვწვები, იქ ხარ, იქ ცხოვრობ და მე ვარ კარგად, ვარ კომფორტულად და ვარ მშვიდად, სიყვარული სიმშვიდეა, მე ასე მწამს და მე ასე მიყვარს
-გიო
-რა იყო ?
-არ ვიცი
-მაგაშია საქმე, წადი, ადი ახლა სახლში და დაიძინე...
-მამ, წერილი მოვიდა და საწოლზე დაგიდე
-კარგი მამიკ, ჩაი გინდა ?
-არა, ვიძინებ
-ტკბილი ძილი
-შენც მარუს...
” ვეღარ დაველოდე პასუხს, გუშინ გიორგის ველაპარაკე და ყველაფერი მითხრა, როგორ გითხრა რომ გამიხარდა, მაგრამ ვერ გავბრაზდი მასზე, რადგან ჩემზე ადრე გიცნობდა, მაგრამ ახლა რატომ თქვა ამას ვერ ვხვდები, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი, შენმა სიცივემ დამაფიქრა, ახლა ვხვდები, რომ ალბათ არც გყვარებივარ, ანუ ისე ძლიერად, როგორც მე შენ, გთხოვ არ დაიტანჯო ამის გამო, სწორი არჩევანი გააკეთე, ვინც გიყვარს იმასთან იყავი, რადგან შენ თუ არასწორად მოიქცევი, ჩვენც აგვერევა ცხოვრება, უნდა იყო იმასთან, ვინც გიყვარს და არა იმასთან ვინც გჭირდება...”
არის დღეები, იქნევ ხელს, ყელში ამოდის ყველაფერი, გტკენს ვინმე გულს, ან შენ ტკენ, გგონია რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ თუ ამას გრძნობ, ხარ ცოცხალი, ეს ნიშნავს იმას, რომ არაფერი დამთავრებული...
ეცადე შენ გასცე, არ შეხედო ადამიანებს საჭიროების მხრივ, გული არ დაკარგო, გონებაც ჩართო და მიხვდე რომ თუ ცოცხალი ხარ, ანუ ღირს სიცოცხლე...
ეცადე შეცვალო მოწყენილი წამი
ამას მხოლოდ ფიქრით თუ შეცვლი
გარშემო რა ხდება, ეს არ არის უმთავრესი
შენს შიგნით რა ხდება ეს არის მთავარი...
გულშია სიცოცხლე
და გული უნდა იყოს ბედნიერი
დააფასე ის სიყვარული, რომელსაც გასცემენ და გჩუქნიან ადამიანები
მიდიან ადამიანები - არ დაიტოვო მოწყენილობა
მოდიან ადამიანები - დახვდი სიხარულით...
No comments:
Post a Comment