-ბევრი ხალხია, არ მიყვარს შევარდნა და გადაჯეგვა საზოგადოების
-მომეცი კალამი...
-აი შენ ბაბუს ხელმოწერა, შეინახე მაგრად :))
- როგორ მოახერხე, რა მაგარია, ეს დღე არასდროს დამავიწყდება
-საღამომდე ვიყოთ აქ და მერე უნდა დავბრუნდეთ, ხვალ ვმღერი პაბში
-და მე მოვდივარ აუცილებლად
-ხო, შენს გარეშე არ გამოვა...
ქვეყანაშია, რომელიც უყვარდა ბავშვობიდან, მაგრამ რატომ უყვარდა, ზუსტად არ იცოდა, ამოჩემებასავით იყო, ეს ამოჩემება ქვეცნობიერში იქცა მიზნად და ახლა აქ არის, არ ახსოვს სხვები, არც მეგობრები, არც მშობლები, ფიქრობს მხოლოდ აწმყოზე და აანალიზებს იმ წამებს, რომლებიც ხდება ახლა და არა იმას, რომელიც ჩავლილია, ან რომელიც უნდა იყოს...
ნინია ირლანდიაში წავიდა, ანდრია შოტლანდიაში...
შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს უნდა შეხვდეს და მომზადება ესაჭიროება, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის შესახებ ყველაფერი მასზე უკეთესად ეცოდინება...
შეხვედრა სასტუმროს რესტორანში შედგა, რომელსაც არაფორმალური სახე მიეცა და მთლიანობაში ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა...
ანდრიამ მიიღო საჩუქარი, იშვიათი წიგნი შოტლანდიური ფეხბურთის შესახებ, თავადაც აჩუქა წიგნი, ქართული ფეხბურთის შესახებ, ისაუბრეს 1981 წლის მატჩის შესახებ და იხუმრეს ლივერპულზე :))
დალიეს ცოტა და მომავალი თანამშრომლობის პირობაც დადეს...
დადის ედინბურგში, იღებს ყველაფერს, რაც გადასაღებია და ხანდახან რაც არ არის, თუმცა რადგან იღებს, ანუ ღირს...
შედის კაფეში
იღებს ლუდს
და შედის ინტერნეტში, აგზავნის მეილს უფროსთან...
”ყველაფერმა კარგად ჩაიარა, როგორც ვვარაუდობდი, მაგრამ აღარ მინდა აქედან წამოსვლა, აქ დავრჩებოდი სამუდამოდ, მაგრამ ამას ახლა ვფიქრობ ალბათ და შეიძლება ერთი კვირის შემდეგ გადავიფიქრო...
ფერგიუსონის გაცილებასაც დავესწარი და ერთ კარგ სტატიას ვამზადებ ამის შესახებ, სიცოცხლე ჩქეფს აქ, თითქმის ყველას უყვარს სპორტი და ყველა ბედნიერია ამ თემაზე საუბრით, იგებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, განათლებულია ხალხი ამ სფეროში...
დადეგმილი მაქვს შეხვედრები შოტლანდიელ ფეხბურთელებთან და ვიცი, ეს უფრო დიდ აღფრთოვანებას შემოიტანს ჩემში...
ირლანდიაში მივდივარ საღამოს, ვეცდები იქიდანაც წამოვიღო ეგრეთწოდებული "inspiration"...
be online...
არ გბეზრდება სიარული ახალ ადგილებში, არ იღლები, თითქოს გინდა მოასწრო ყველაფრის ნახვა, ძილი როგორც ასეთი აღარ გახსოვს, გინდა რომ იყო ცოცხალი, გქონდეს ენერგია და იარო, იარო...
ანდრიას მთის მიმართ აქვს არაედკვატური დამოკიდებულება, საქართველო ფეხით აქვს შემოვლილი, მარტოც უვლია, მეგობრებთან ერთადაც, ამიტომ სიარული არ ღლის, თან როცა სიარულს, რაღაც ახლის აღმოჩენის წინაპირობა აქვს საფუძვლად...
მეილი ნინიასთვის
”დუბლინში ვარ უკვე, შენც ალბათ სადღაც აქ ხარ, ძალიან მომწონს, საღამოს მოვალ შენს მოსასმენად, მანამდე ვივლი, უნდა მოვასწრო ყველაფრის ნახვა, ზუსტი სახელწოდება მომწერე პაბის, სადმე სხვაგან რომ არ მივიდე და სხვას არ მოვუსმინო შენს მაგივრად...
საღამომდე...
”ვიფიქრე ვერ მოასწრებდი ჩამოსვლას, ახლა ცოტას ვღელავ, კრიტიკული არ იყო რა...
აი, მისამართიც და სახელიც...
გელი...
ღამეა
10 საათია
მიდის პაბისკენ
თან ფეხს რომ უჩქარებ შიგადაშიგ
მალე რომ გინდა მისვლა, თან რომ ღელავ და რომ არ იცი რატომ, ბედნიერების შეგრძნება რომ გაღელვებს, გინდა წამოიყვრო, მაგრამ თავს იკავებ და ეს ყველაფერი ფეხის აჩქარებაში გამოიხატება, უჩქარებ ფეხს, სინამდვილეში კი, ყვირი შიგნიდან
მაგრამ ეს ბედნიერების ყვირილია
ამიტომ შეიძლება
ხანდახან რა მოხდა
თან ხომ არ ყვირი,
მხოლოდ ფეხს უჩქარებ...
შედის
მაგიდა ბენდთან ახლოს, ჯერ არ ჩანს ნინია
იღებს ლუდს
პაბი სავსეა
მოდიან ადამიანები, სხდებიან შენს მაგიდასთან, ეს მიღებული ამბავია იქ, პირიქით გიხარია, თავს კარგად გრძნობ, არანაირი შექმნილი ჩარჩოები ურთიერთობებში :
გიხარია -გამოხატავ
გწყინს - გწყინს
გიყვარს - გიყვარს
გინდა რამის კითხვა, ეკითხები
ყველაფერი ბუნებრივია და ეს ახლოა ანდრიას სულთან, რადგან თავად ასეთია და ამიტომ უჭირს ხოლმე საქართველოში, იქ ხშირია დადგმული ურთიერთობები, ადამიანები ამბობენ იმას, რასაც არ გრძნობენ და გრძნობენ იმას, რასაც არ ამბობენ...
ბენდი სცენაზეა...
ვერ ხვდები, ბენდია სცენაზე მარტო, თუ მაყურებლებიც იქ არიან
ერთობაა
მაყურებელს უყვარს მუსიკა
ბენდსაც უყვარს
ამ ერთიანობაში, იქმნება რაღაც საოცარი გრძნობა...
ძველი სიმღერით დაიწყო, საკმაოდ ძველით, ერთად დაწერეს ერთ დროს...
სიტყვები მოდის ნინიასგან და ამ სიტყვების ჟღერადობა
მიდის ანდრიას ყურამდე, მერე გულამდე...
მერე ანდრიასგანაც იგივე სიტყვები გამოდის, ამას ეწოდება ”აყოლა” ჩვენებურად...
უცინის
ის სცენიდან იცინის...
წყდება მუსიკა და მხოლოდ ნინიას ხმა :
”აქ ჩემი ადამიანია, ჩემი სამშობლოდან ჩამოსული...
ანდრია, გთხოვ მოხვიდე მიკროფინთან და ვიმღეროთ, იცი რომელი ?
აი ის, პირველად რაც ვიმღერეთ
”The town I loved so well"
დგება
ტაში
მიდის და თან ვერ გრძნობს რომ მიდის, თითქოს ერთ ადგილზე დგას...
ერთად სიმღერა განსხვავდება, ერთად ლაპარაკისგან
როცა ადამიანები ერთად ლაპარაკობენ, გამოდის ქაოსი, მაგრამ ერთად სიმღერა ქმნის რაღაც განსაკუთრებულს, ჰარმონიას, რომელიც გინდა სულ იყოს...
ჯერ მუსიკა არ იყო დამთავრებული, მაგრამ ვერ მოითმინა ნინიამ და ჩაეხუტა
”ასე გულით პირველად ვიმღერე, ამდენი წლის შემდეგ”
”ნინია გაჩერდი, თორემ ვეღარ წავალ ამ ქვეყნიდან”
ადამიანები ქმნიან სამშობლოს...
თუმცა ხანდახან, ერთი ადამიანის გამო შეგიძლია ადგე და წახვიდე, წახვიდე იქ , სადაც ის არის, რადგან მხოლოდ მის გვერძე გრძნობ სამშობლოს, მხოლოდ ის ერთი ატარებს გულით და ატარებს ნამდვილად...
გადახვეწილია სადღაც შორს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ უკეთესი დაბრუნდეს თავის სამშობლოში...
წამები ქმნიან დღეებს...
ერთი გამარჯობა ქმნის ურთიერთობას, ნამდვილი გამარჯობა...
ერთად მოსმენილი სიმღერა, თან როცა იცი, რომ ოროვე უსმენთ, დგახარ ბენდთან, ის მოშორებით, მაგრამ მაინც ამ ერთ სიმღერას უსმენთ და ხვდები რომ უსმენთ და ანუ ამ წუთში, ამ სიმღერის დასრულაბამდე ხართ ერთად...
არ მორჩებოდეს ეს სიმღერა რა...
მისამღერი კიდევ ერთხელ იმღეროს...
რადგან თუ მორჩება ეს სიმღერა, მორჩება ეს ერთობაც...
ხანდახან არ ვიცნობთ ადამიანებს, მაგრამ ახლოს ვართ მათთან...
ხანდახან ახლოს ვართ ადამიანებთან ფიზიკურად, მაგრამ სულიერად არანაირი კავშირი...
შეხვედრის ადგილი მაინც გულია
აქ იქმნება ნამდვილი ურთიერთობები...
გადის
შენ შედიხარ
დგება
შენ ჯდები
იცინის
შენ მოწყენილი ხარ
არ ემთხვევა არაფერი
მაგრამ გულში არის კომფორტი, იმ გაგებით, რომ იქ ცხოვრობს და შენ კარგად ხარ, მისი იქ ცხოვრებით...
ადამიანები ცხოვრობენ ერთმანეთის გულებში და თავს კარგად გრძნობენ იქ...
No comments:
Post a Comment