-გაგაცილოთ?
-როგორც გინდათ, ივას მივყავარ აეროპორტში და თქვენც თუ არ დაგეზარებათ, წამოდით
- რა თქმა უნდა არ დაგვეზარება, არა, შეიძლება დაგვეზაროს, მაგრამ მაინც გვინდა რომ წამოვიდეთ, ძილის მოკლება ადამიანის გამო, რომელიც გვიყვარს, ჩვენ ხომ სულ იმას ვამტკიცებთ, რომ ადამიანებს იმ შემთხვევაში უყვართ ერთმანეთი, როცა რაღაც კარგის დათმობას გადაწყვეტენ ერთმანეთისთვის
-ანია, არ შემიძლია შენი მიდგომები, არაფერს ტოვებ უყურადღებოდ, გინდა ყველაფერი კარგად და სწორად გააკეთო, არ გბეზრდება ასე ცხოვრება ?
-პირიქით, ყოველ დღე, როცა ვიღვიძებ ვფიქრობ და მიანტერესებს, შევძლებ თუ არა რამე კარგის გაკეთებას
-კარგი წავედი, ჩავლაგდები, კიდევ რაღაც საქმეები მაქვს და საღამოს გელოდებით
-მიდი და მოვალთ...
საღამოს ყველა ანდრიასთან იყო, ბებიაც გამოვიდა მის ოთახში, მღეროდნენ, ცოტას სვამდნენ, ანი ფოტოებს იღებდა...
დროა, გასვლის დროა
-ბე, რომ ჩამოვალ დამხვდი იცოდე?
-ვეცდები, მინდა რომ დაგხვდე, მაგრამ ხასიათს ნუ გაიფუჭებ ჩემს ავადმყოფაზე ფიქრით, შეირგე შოტლანდია, მახსოვს ბავშვობიდან როგორ გინდოდა წასვლა, ისიც მახსოვს, გლობუსზე სულ შოტლანდიას ეძებდი ხოლმე, ამიტომ გამოიყენე ეს წამები კარგად ყოფნისთვის
-ვიფიქრებ შენზე
-მე შენზე
მერე გაცილებაც იყო
ანისკენ გახედვაც
მერე თვითმფრინავში ასვლაც
და აფრენაც იყო
და დაფრენაც...
გამოდის აეროპორტიდან, ეს ის შეგრძნება არ არის, რაც შენს ქვეყანაში ჩასვლის დროს გეუფლება ადამიანს, ეს არის რაღაც ახლის, ოდნავ საშიშის, მაგრამ იმდენად კარგის შეგრძნება, რომ ეს შიში გავიწყდება...
გარეთ დახვდნენ
მიიყვანეს სახლამდე
და მერე დაიწყო 2 კვირა, რომელიც უნდა შედგეს, თან ძალიან კარგად...
პაბში ზის და სვამს ლუდს, ზის შოტლანდიელებთან ერთად, საუბრობენ ფეხბურთზე, ცხოვრებაზე, ფეხბურთის მნიშვნელობაზე ცხოვრებაში, სადღაც შორიდან, ანუ ბარის შიდა რეზიდენციიდან ისმის გოგოების ხმა, ვიღაცის სიცილს ამსგავსებს, მაგრამ თან ვერ იხსენებს, ისევ ესმის ხმა
”ხვალ აღლუმია, დილიდან მივდივარ მანჩესტერში, უნდა ჩავუსწრო, გუშინ სამსახურის საქმეებზე დავრბოდი და ვერ წავედი, აღლუმს უნდა დავესწრო”
ნუთუ ის არის
დგება და შედის შიგნით
ხედავს მას, ნინიას, ამდენი წელი გავიდა და ხვდება შოტლანდიაში, ეს რომ სადმე წაეკითხა, ხომ არ დაიჯერებდა
-ჰაჰაჰაჰაჰა, ნინიაააააააააააა
იხედება, გრძელი თმა აქვს, რომ გიყურებს, ხვდები რომ მიზანს ყოველთვის აღწევს ცხოვრებაში
-ანდრიაააააააააააააააა, რა ვქნა რა გავაკეთო, უნდა წამოვხტე ხო ?
-ხოოო, აშკარად
5 წუთი კიოდნენ
იცინოდნენ
ტიროდნენ
ურტყამდნენ ერთმანეთს
მერე გააერთიანეს მაგიდები და დილამდე ვერ მოწყდნენ ერთმანეთს...
ნინია 5 წელია შოტლანდიაში ცხოვრობს, მუშაობს, თავიდან გუნდის გამო დაისახა მიზნად ბრიტანეთი, საბოლოოდ კარგი სამსახურიც იშოვა, მაგისტრატურაც დაამთავრა, მანჩესტერიდან შორს ცხოვრობს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რომ ხშირად იყოს თავისი გუნდის გვერდში
ანდრიას ერთ-ერთი შოტლანდიური პროექტიდან იცნობს, მაშინ ალბათ 18 -19 წლის იყვნენ
ჰქონდათ მსგავსი ინტერესები, საუბრობდნენ საათობით, ჩუმად ისხდნენ ხოლმე ხშირად, მაგრამ იყვნენ პატარები, ახალ ნაბიჯებს დგამდნენ ცხოვრებაში
ნინია ეხვეწებოდა რომ ერთად წასულიყვნენ სასწავლებლად, მაგრამ ანდრიას დაეზარა, გადაიფიქრა, თუ რა იყო, არავინ იცის, არ იყო ალბათ მზად...
უკვე თენდებოდა
სეირნობდნენ ფეხით, სადგურამდე არ იყო დიდი მანძილი დარჩენილი
”5 წელი გავიდა, რაც წავედი, გახსოვს გითხარი, შოტლანდიაში შევხდებით მეთქი, ძალიან მეწყინა, რომ არ წამოხვედი, რომ არ გადადგი ეს ნაბიჯი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე ჯობდა, შეიძლება ერთად რომ წამოვსულიყავით, არც გამოგვსლოდა არაფერი, შენს ბლოგს ხშირად ვკითხულობ და ვამაყობ შენით, ადრეც კარგად წერდი და ახლა საერთოდ, გახსოვს ღამეებს რომ ვათენებდით, შოტლანდიის ფეხბურთის შესახებ ყველაფერს რომ ვიკვლევდით, რამდენს ვკითხულობდით, არქივი რომ გქვქონდა ვიდეოების და სულ რომ ვჩხუბობდით მანჩესტერის და არსენალის დაპირისპირებაზე
წამომყევი რა აღლუმზე? ”
-მოვდივარ ვერ ხედავ? ამას ვერ გამოვტოვებ, არ მჯერა რომ შენ ხარ, ისევ ისეთი ხარ, მაგრამ აქცენტი გაქვს უკვე აშკარად
-აჰაჰაჰჰაჰა, გახსოვს აქცენტს რომ ვამუღამებდით? ყველაფერი ამ წლებში იყო, ამ წლებმა მომცა მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, უკვე 5 წელია ვიღწვი
-მერე არ მიაღწიე ?
-კი, მაგრამ მე შენთან ერთად მინდოდა ამ ყველაფრის გაკეთება
-ვიცი, მაგრამ არ იყო მაშინ ამის დრო, მერე საქართველოში ვინ დარჩებოდა, ადამიანები თავის სამშობლოში უნდა იყვნენ და იქ უნდა მიაღწიონ იმას, რასაც დაისახავენ მიზნად
-თითქმის ერთ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ სხვადასხვა ადგილას
-მართალია... 5 წელი არანაირი კონტაქტი, არც ინტერნეტში, არც ტელეფონით, ასე გაბრაზდი მაშინ ?
-კი, ძალიან მიჭირდა, სულ მეტირებოდა, მაგრამ მეგონა რომ ეს შენი მიზანიც იყო და შენს მაგივრადაც დავიწყე ამის შესრულებისთვის თავის გადადება, ახლა ვმუშაობ ჟურნალში, სპორტულში რა თქმა უნდა, კიდევ მაქვს რაღაც პროექტები, უი, ვმღერი პაბში, ირლანდიაში ოღონდ :))
-მართლაა ??? ვახ როგორ მიხარია, ვიცოდი რომ ამას შეძლებდი, მენატრებოდა შენთან ერთად სიმღერა, ახლაც როცა რამე ახალს ვწერ, მგონია რომ მეორე ხმას მაძლევ, თითქოს ჩამესმის ხოლმე...
-ჩქარა ვიაროთ, ბილეთები უნდა ავიღოთ
-არ მჯერა, შენს ფერგის ერთად ვაცილებთ
-ანდრია
-რა იყო ?
-გაგიჟებული ვარ ბედნიერებისგან, როგორ მიხარია რომ აქ ხარ, მაგრამ იცოდე, ფერგის წასვლაზე ბევრს ვიტირებ, იმ დღეს სტატიას ვწერდი მასზე და ცრემლებმა წალეკა ყველაფერი და დღეს ხომ საერთოდ...
-არაუშავს, მე ვიქნები ბედნიერი, იქნებ ფერგის გარეშე მაინც მოგიგოთ ხოლმე
-ჰაჰაჰაჰ :))
...
ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, ხანდახან მიდიან რისკზე, თითქოს გამოცდის საშუალებას აძლევენ ურთიერთობებს...
უჭირთ თავიდან, მაგრამ მხოლოდ თავიდან, აკეთებენ სიკეთეს და ეს აძლევს ძალას, რომ იცხოვრონ, ისუნთქონ, დაიძინონ, დაუკრან, ჭამონ, ამ ყველაფერს ძალა სჭირდება, შინაგანი მხნეობა, გულის სითბო, რომ ყველაფერი იქნება კარგად, იმ შემთხვევაში, თუ შეცვლიან თავიან მიდგომას ადამიანების მიმართ, საკუთარი თავის მიმართ, გარემოს, სამშობლოს, სხვისი სამშობლოს მიმართ...
გგონია რომ ამით მთავრდება, აი ამ დღით, ამ დღის შემდეგ აღარ იქნება კარგი დღეები, მაგრამ ასე არ არის...
იქნება თბილი დღეები
სევდიანიც იქნება
ისეთიც, როცა დაიღლები
ისეთიც, მარტო რომ მოგინდება ყოფნა...
მაგრამ მერე დაფიქრდები, ჩახვალ გულში და მიხვდები, რომ აქ არის ბედნიერება, სადღაც აქ, თითქოს შორს, მაგრამ სინამდვილეში ახლოს, შენში...
ადამიანები ?
ისინი საინტერესოები არიან, მთავარია ზედაპირულად არ მიუდგე
ხანდახან ბრაზდები, მაგრამ ეცადე ეს გაბრაზება გააგდო, ამ წამს თუ ვერ, მომდევნო წამს მაინც...
და მაინც
ყოველთვის
ეცადე წამოდგე...
მთავარი ეს ცდაა...
გგონია რომ ამით მთავრდება, აი ამ დღით, ამ დღის შემდეგ აღარ იქნება კარგი დღეები, მაგრამ ასე არ არის...
ReplyDeleteიქნება თბილი დღეები
სევდიანიც იქნება
ისეთიც, როცა დაიღლები
ისეთიც, მარტო რომ მოგინდება ყოფნა...
მაგრამ მერე დაფიქრდები, ჩახვალ გულში და მიხვდები, რომ აქ არის ბედნიერება, სადღაც აქ, თითქოს შორს, მაგრამ სინამდვილეში ახლოს, შენში...