აეროპორტი
ადამიანები
ადგილი, სადაც ემშვიდობებიან, სადაც ხვდებიან ერთმანეთს
ადგილი, სადაც არის მოლოდინი...
-როდის ბრუნდები ?
-არ ვიცი მარიამ, მოგწერთ ხოლმე, ხომ გითხარი, ეს უფრო მიუდგომელი ადგილია და კიდევ უფრო ვიქნები მოწყვეტილი გარე სამყაროს
-თავს გაუფრთხილდი, მინდა რომ კარგად იყო
-ვეცდები, შენც კარგად უნდა იყო, ყველაზე კარგად, ეს მომცემს ძალას, რომ ვიცხოვრო
-ვერაფრით ვხვდები, რატომ შემხვდი ცხოვრებაში, რით დავიმსახურე ეს ?
-ისეთი არავინ შეგხვედრია, მე ვარ ადამიანი, რომელიც შენთან შეხვედრის შემდეგ, გახდა ცოტა უკეთესი, შენ შემოიტანე ის ნაპარწკალი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ადრე არ იყო, რომლის გარეშეც მიჭირდა ცხოვრება, ეს მუხტი დარჩება მუდამ, შენი წასვლა არ წასვლით არ დაიკარგება, ამიტომ არ იდარდო ამაზე...
-მიჭირს დამშვიდობება, მაგრამ მომიწევს
-კი, ასეა ნამდვილად...
იყო ჩახუტება ნამდვილი
ადამიანი რომ მიდის, ზურგს რომ უყურებ და რომ გგონია, რომ სამუდამოა ეს განშორება, თუმცა შეიძლება სამუდამოც არის ხანდახან, ეს არავინ იცის...
ცხოვრება გრძელდება, მიუხედავად იმისა, ვინ მოდის და ვინ მიდის, ვინმეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული შენი, ანუ ადამიანის კარგად, ან ცუდად ყოფნა, რადგან ეს არამდგრადობას გამოიწვევს ცხოვრებაში, ვინმე წავა-მოიწყენ, დარჩება-გაგიხარდება და ასე უსასრულოდ...
-მარიამ, 2 საათია გირეკავ
-არ მესმოდა
-მივხვდი, ცოტნე გველოდება, წავკისში ავდივართ დღეს და გაემზადე
-კარგი, მალე ვიქნები მზად, ხომ გამომივლი ?
-არა, მარტო გატარებ :)
-გიო
რა იყო?
-ისე, მიყვარს რომ შემოგძახებ ხოლმე :)
-მე შენ მიყვარხარ, შენი შეძახილებით, ზოგადად და ყველაფრით...
-მამიკ
-ხო
-წავედი, ერთ კვირაში ჩამოვალ
-კარგი დრო გაატარე და შეეცადე იცხოვრო იმ ცხოვრებით, რაც ახლა არის და არა იმით, რაც იქნება, ან იყო
-ვიცი მამ, მე ვისწავლე ასე ცხოვრება და ვაფასებ ყველაფერს, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში
-გიოს მოკითხვა
-გადაეცემა :)
წერილები მოდიოდა ხოლმე
თვეში ერთხელ
წელიწადში ერთხელ
მერე საერთოდ არა
მერე სულ ხანდახან
ცხოვრება გრძელდებოდა
გრძელდება ახლაც
-იცხოვრებდი ჩემთან ერთად სამუდამოდ ?
-ახლა მგონია რომ კი და მინდა რომ სულ ასე ვიფიქრო
-თუ გრძნობა იქნება, ერთად ყოფნაც სულ იქნება
-კი, მეც ასე ვფიქრობ
-ანუ
-ანუ მიყვარხარ
-ვიცოდი რა
-ცანცარა ხარ...
როგორი არჩევანიც იქნება დღეს, ისეთ შედეგს მიიღებ ხვალ, არასწორი ნაბიჯის შემთხვევაში, არ უნდა ელოდო კარგ შედეგს, ადამიანები ყოველ წამს დგამენ სწორ, ხანდახან არასწორ ნაბიჯს, მერე მოდის შედეგი, მერე ფიქრობენ ამაზე, ცდილობენ აღარ გაიმეორონ შეცდომა, ხანდახან ცდილობენ გაიმეორონ...
ბრძოლაა ყოველი დღე
ყოველი საათი
წამი
წუთი
შიგნით, გულში წყდება ყველაფერი, იქ არის მთავარი ბრძოლა, იქ არის მთელი სამყარო...
გულგრილი მიდგომა ადამიანების მიმართ, სიცოცხლის მიმართ - ის, რაც უნდა განიდევნოს...
ცოტა დაფიქრებაა საჭირო და მიხვდება ადამიანი, რომ ღირს წამოდგომა...
ვიქნევთ ხელს ხშირად, ეს ”ხშირად” გადავა ”ხანდახანში”, მერე უფრო ”იშვიათში”
შენი მიდგომა, შენი დამოკიდებულებაა მთავარი...
მერე ?
მერე იქნება ყველაფერი კარგად
მაგრამ ხანდახან ცუდად ხო ?
კი, ხანდახან ეგრეც იქნება, შეიძლება ხშირადაც
მერე როგორ არ მოვიწყინო ხოლმე ?
მოიწყენ, მერე გამოიდარებ
როდემდე?
ბოლომდე
სწორი გზების ძიება, სწორის არჩევანის შედეგი, ერთმანეთის სიყვარული, სიცოცხლის სიყვარული, წამის დაჭერა, მადლიერება, გამოსწორება, გვერდში დგომა, ერთმანეთის გახარება, მოკითხვა, მიწერა, დარეკვა, უეცრად თავზე დადგომა, სიცილი, გულწრფელობა, დილით ყავა რომ გაფხიზლებს, ბედნიერებისგან რომ ვერ იძინებ და დამაძინებელიც რომ არ გშველის
ამისთვის
ბევრი სხვა ამბისთვის
სიცოცხლისთვის
ღირდა
ღირს ცხოვრება
სიყვარულისთვის
სიყვარულის სწავლისთვის
ერთმანეთისთვის...
გულით გაკეთებული საქმისთვის
ამ წამისთვის
ამ წამისთვის სამუდამოდ <3
Very good, very good.
ReplyDeletefinished <3
ReplyDeletemoiwyen, mere gamoidareb... da iqneba cxovreba aseti, mxiarulu, sevdiani, mainc imediani...
ReplyDelete