ბიჭების გართობა უფრო განსხვავებულია, როცა ერთად იკრიბებიან კარგად გრძნობენ თავს, ანუ არ წუწუნებენ- ”ახლა გოგოები მოვიდნენ ნეტავ” რაღაცნაირად ამუღამებენ ერთმანეთს, თუმცა გოგოებიც ასე არიან, ნუ გააჩნია მიზეზს, თუ რისთვის იკრიბებიან, როცა საჭმელებს ამზადებენ და როცა სასმელი უხვად აქვთ, მაშინ ურჩევნიათ ბიჭებიც იყვნენ, უფრო მხიარულად გრძნობენ თავს, ისე უფრო კარგად არიან და მეტი არაფერი...
ერთმანეთის გარეშე მაინც არ არიან სრულყოფილად... ადამიანები ავსებენ ერთმანეთს...
ვატოს ოთახი ოთახს აღარ გავდა, დაილია ლიტრობით ლუდი და არაყი.
ვატო სანდროს საუკეთესო მეგობარი იყო, ცოლი მოჰყავდა მალე, ნინუცა, ისეთი გოგოა, სკვინჩა, სახე სულ უცინის, სამი თვეა ერთად არიან და ვატომ სულ რაღაც 2 დღის წინ გადაწყვიტა დაქორწინება და იმის მერე აღარ გამოფხიზლებულა...
-ვატო რომ გალოთდი თუ ატყობ და ჩვენც რომ გაგვალოთე არაუშავს ?
-ერთხელ მომყავს ცოლი და რა ვქნა, ვერ ვუყურებ ფხიზელი ამ ამბავს
-ანუ მთელი ცხოვრება უნდა სვა ?
-ოოო, ეს მოსამზადებელი პერიოდია რა, აუუ ვერ წარმომიდგენია ცოლი ტო, ჩემი ცოლი იქნება ნინუცა
-ძალიან საყვარელი გოგოა, მაგრამ მგონია რომ არ გიყვარს, რაღაც ამოჩემებაა, შენ მარტო ის გიყვარდა, ის გველაძუა გოგო და მაგის ჯინაზე მოგყავს
-სანდრიკ შემეშვი რა, გთხოვ
-შეშვებული ვარ, დაასხი გირჩევნია
ელენე თავის ახალ შეყვარებულთან ერთად ამოვიდა, უკვე მთვრალი იყო, საერთოდ ცხოვრებაზე არის გაბრაზებული, თუ თავის თავზე ვერ გაიგებ, ძალიან მაგრად ხატავს, ხაზავს, მაგრამ უხასიათოა, სულ ბუინობს, მაგრამ უყვარს ადამიანები და განსაკუთრებით სანდრო...
ვერ გაიგებ ამ მეგობრობისას ვერაფერს, ხომ ამტკიცებენ ხოლმე არ არსებობსო, მაგრამ ამათ შემთხვევაში თითქოს არსებობს, ან უნდათ რომ დაამტკიცონ ეს...
სანდროს გამო მზად არის მოკვდეს, არ აქვს პრობლემა, ან შეიძლება იმიტომ რომ არ უყვარს სიცოცხლე, ვერ გაიგებ პრინციპში, ყავს საუკეთესო მეგობარი თაკო, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მისგან, თაკო ვატოს სახლში დიდი ხანია აღარ მოდის, ნუ მას შემდეგ რაც მიატოვა...
კიდევ ბევრი დალია ელენემ და ბოლოს იმდენი გააკეთა, რომ სკანდალით გააძევა ვატოს სახლიდან თავისი ახალი ბიჭი...
-ელენე, შენ ხარ ავად, მეზიზღები ხანდახან, შენი საქციელების გამო, ვერ ვიტან შენს დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ
-ვერც მე გიტან ხანდახან, მაგ შენი კეთილშობილობის გამო
ჩაის ჭიქაში კიდევ დაისხა ლუდი, გაურია არაყი და დალია და გავარდა გარეთ...
-სანდრიკ, ნუ ელაპარაკები ეგრე, ხომ იცი, მაგის გამოსწორება მარტო შენ შეგიძლია
-ადამიანს, თუ არ უნდა, სხვა ვერ გამოასწორებს, კარგი დავეწევი, არ შემიძლია, როცა ცუდად არის და ამოვალ
-ელენე მოიცადე რა, რა გჭირს ტო, ეს შემოტევები რატომ გეწყება ხოლმე
-რასაც მინდა იმას ვაკეთებ, შენგან განსხვავებით, წადი რა კომპანია მართე და მე დავხაზავ, დავხატავ და შენს საყვარელ საქმეს მე გავაკეთებ
-მოდი დაჯექი და ეგ სისინა ენა გააჩერე ცოტა ხნით მაინც, გინდა გითხრა რაღაც ?
-რა უნდა მითხრა, რომ ვარ ”პახაბნი” გოგო, არ მიყვარს ცხოვრება და არავინ მაინტერესებს, თუ რას შეეხება დღევანდელი შენი ლექცია ?
-დადუმდი და მომისმინე... შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ვერ ვუძლებ, ხარ ყველაზე ლამაზი არსება, გაქვს ყველაზე ლამაზი თვალები, ხარ ძალიან ნიჭიერი, მიყვარხარ, თან ისე, რომ მინდა რომ არ მიყვარდე, მაგრამ ასე ვერ იცხოვრებ, ყველა ვერ გაგიგებს, არ შეიძლება ანთხიო სიძულვილი, თან ისეთი, რომელიც შენ გამოიგონე, რამ გაგაბრაზე ასე ცხოვრებაზე, მითხარი ერთი, რა გაქვს საწუწუნო, ჯანმრთელი ხარ, გყავს მშობლები, კარგი სახლი, რომლიდანაც წამოხვედი და გადაბარგდი მარტო, მითხარი რა გემართება ? იყო დრო და სხვანაირი იყავი, ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ ელე...
-შენ ვერ გაიგებ ამას სანდრიკ, რადგამ შენ კეთილი ხარ, გული სიყვარულით გაქვს სავსე, გიყვარს ადამიანები, არ მინდა სიმთვრალეში საუბარი, არ მიყვარს ხომ იცი...
სახლამდე მიაცილა და ვატომდე ფეხით აბოდიალდა
-აუუ, სანდრიკ იქნებ მართლა არ მიყვარს ნინუცა, მეზიზღება ჩემი თავი და თაკო კიდევ უფრო მეზიზღება
-ახლა შენს ზიზღს უნდა გავუძლო კიდევ ? წავედით ვაკის პარკში, სკამზე უნდა დავიძინო...
ადამიანები ყოველდღიურად იბრძვიან, მაგრამ ხანდახან მოდის უიმედობა, ხანდახან იმედიანი დღეები...
ძალის მოკრებაა საჭირო
რომ წამოდგე
და რომ გააგრძელო...
No comments:
Post a Comment